პოლიტიკა
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანიშვილი და დანარჩენები რამდენიმე ამოცანის წინაშე დგანან - ვინ შეიძლება ვიხილოთ "ოცნების" სიაში და რა მიზეზებით აგვიანებს მმართველი ძალა სიის გასაჯაროებას
ივანიშვილი და დანარჩენები რამდენიმე ამოცანის წინაშე დგანან - ვინ შეიძლება ვიხილოთ "ოცნების" სიაში და რა მიზეზებით აგვიანებს მმართველი ძალა სიის გასაჯაროებას

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პარ­ტი­უ­ლი სიის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე სულ ცოტა დრო რჩე­ბა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სრუ­ლი სია პარ­ტი­ის რიგი ლი­დე­რე­ბის­თვისც კი კვლავ გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია. რო­გორც ambebi.ge ად­რეც წერ­და, მმარ­თველ გუნდში ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით 70-მდე კაცს გა­იყ­ვა­ნენ, ანუ უკვე და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ოცე­უ­ლის გარ­და, და­ახ­ლო­ე­ბით კი­დევ 50-მდე ად­გი­ლია და­სა­კომ­პლექ­ტე­ბე­ლი.

ambebi.ge-ს წყა­როს თქმით, გუნ­დის გა­მოკ­ვე­თი­ლი ოთხი ლი­დე­რი, ვინც სი­ა­ზე მუ­შა­ობს - ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, კახა კა­ლა­ძე, გი­ორ­გი გა­ხა­რია და ცხა­დია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რამ­დე­ნი­მე ამო­ცა­ნის წი­ნა­შე დგას.

"მათი მი­ზა­ნია, მოხ­დეს ისე­თი გუნ­დის შეკ­ვრა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­ვე კრი­ზი­სის დროს, ბზარს ისე­ვე არ მი­ი­ღებს, რო­გორც ეს 2016 წელს და­სა­ხე­ლე­ბულ გუნდს და­ე­მარ­თა. გა­სა­გე­ბია, დღეს მმარ­თველ გუნდს დიდი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს, მაგ­რამ თუნ­დაც სე­რი­ო­ზუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა მოხ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე თვე­ში, ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა უაღ­რე­სად რთუ­ლია, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გუნ­დუ­რო­ბა და ერ­თგუ­ლე­ბა მათ­თვის მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბია.

მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბა მძლავ­რი სპი­კერ­თა კორ­პუ­სის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაა - ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია ნუ­ლო­ვა­ნი ბა­რი­ე­რის შემ­თხვე­ვა­ში, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” გარ­და, არა­ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა მოხ­ვდე­ბა სა­კა­ნონ­დებ­ლო ორ­გა­ნო­ში და მძი­მე ბრძო­ლე­ბიც უხ­ვად იქ­ნე­ბა. პირ­ვე­ლი ოცე­უ­ლის ახა­ლი სა­ხე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბას მძი­მე დე­ბა­ტე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს, შე­სა­ბა­მი­სად, კი­დევ რამ­დე­ნი­მე ახა­ლი "მო­ლა­პა­რა­კე თა­ვის" და­მა­ტე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

მე­სა­მე და ერთ-ერთი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა ქმე­დი­თი სა­გა­რეო გუნ­დის შექ­მნა, რო­მე­ლიც მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში იქ­ნე­ბა და იპოვ­ნის ბევრ მე­გო­ბარს და­სავ­ლურ პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში. სა­უ­ბა­რი არაა ინ­გლი­სუ­რის კარ­გად მცოდ­ნე - არმ­ცოდ­ნე ადა­მი­ა­ნებ­ზე, არა­მედ ლა­პა­რა­კია იმა­ზე, ვინ რას იტყვის და რას გა­ა­კე­თებს პარ­ტი­ის სა­სი­კე­თოდ.

ოთხე­უ­ლის მე­ო­თხე ამო­ცა­ნაა მაქ­სი­მა­ლუ­რად ნაკ­ლე­ბი გუნ­დის წევ­რი დარ­ჩეს გულ­ნატ­კე­ნი. გა­სა­გე­ბია, რო­გორც მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტე­ბის სულ ცოტა ნა­ხე­ვა­რი ვე­ღარ მოხ­ვდე­ბა პარ­ლა­მენ­ტში, ასე­ვე ვერ მოხ­ვდე­ბა უამ­რა­ვი ახა­ლი მსურ­ვე­ლიც, ამი­ტომ ყვე­ლა მათ­გან­თან სულ მი­ნი­მუმ ნორ­მა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­აა სა­ჭი­რო”, - გვე­უბ­ნე­ბა წყა­რო.

რაც შე­ე­ხე­ბა ცალ­კე­ულ პერ­სო­ნებს, სა­ინ­ტე­რე­სოა, 20/20-ის პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვედ­რის ვის რა შან­სე­ბი აქვს. რო­გორც წინა კვი­რას ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, სიის ნა­ხე­ვა­რი ახა­ლი სა­ხე­ე­ბით, ხოლო მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი - მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტე­ბით და­კომ­პლექტდე­ბა. რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტე­ბი­დან სი­ა­ში გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად იქ­ნე­ბი­ან: რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი, ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი, და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ბე­რა­ია, დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე, ნინო წი­ლო­სა­ნი და სოფო კი­ლა­ძე. მი­დის მსჯე­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე მოქ­მედ მა­ჟო­რი­ტარ­ზეც. მათ­ზე პა­არ­ტი­ის ლი­დერ­შიფს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აქვს და ისიც კარ­გად იცი­ან, ვინ რამ­დე­ნი დღე იყო თა­ვის ოლ­ქში და რა გა­ა­კე­თა, სწო­რედ ამის მი­ხედ­ვით გა­და­წყდე­ბა მათი ბედი. ერთ-ერთი ვინც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სი­ა­ში იქ­ნე­ბა, ეს გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი სა­ვა­ლან მირ­ზო­ე­ვია.

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ სა­ხე­ებს, აქაც სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ცი­აა. რო­გორც წყა­რო გვიყ­ვე­ბა, სა­უ­ბა­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მეტ-ნაკ­ლე­ბად ცნო­ბად სა­ხე­ებ­ზე.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სი­ა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ იქ­ნე­ბი­ან თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი ირაკ­ლი ზარ­ქუა და თა­მარ ტა­ლი­აშ­ვი­ლი, ასე­ვე, რო­გორც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვწერ­დით, სი­ა­ში იქ­ნე­ბა ნინო სა­ლუქ­ვა­ძე. რო­გორც ამ­ბო­ბენ, შე­საძ­ლოა სი­ა­ში ვი­ხი­ლოთ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის” ყო­ფი­ლი წევ­რი გია ცა­გა­რე­იშ­ვი­ლიც. გა­ნი­ხი­ლე­ბა ასე­ვე რამ­დე­ნი­მე პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლის კან­დი­და­ტუ­რაც. "სი­ა­ში ერთი ფა­რუ­ლი დე­პუ­ტა­ტი აუ­ცი­ლე­ბად ეყო­ლე­ბა სა­პატ­რი­არ­ქო­საც", - გვე­უბ­ნე­ბა წყა­რო.

სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის მი­ღე­ბუ­ლი მმარ­თველ ძა­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ექ­სპერ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. წინა კვი­რას მათი სი­ა­ში მოხ­ვედ­რა გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, რა­მაც ექ­სპერ­ტე­ბის გარ­კვე­უ­ლი ღია უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაც გა­მო­იწ­ვია. მათ ეს­მით, რომ ყვე­ლა ექ­სპერ­ტი სი­ა­ში ვერ მოხ­ვდე­ბა, მაგ­რამ აქვთ სურ­ვი­ლი ვინ­მე მა­ინც იყოს მათი მხრი­დან წარ­მოდ­გე­ნი­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­საძ­ლოა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­და­ი­ხე­დოს და სი­ა­ში გია აბა­ში­ძე და ნი­კო­ლოზ მეტ­რე­ვე­ლი ვი­ხი­ლოთ.

(მთა­ვარ ფო­ტო­ზე: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, გია ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი, თა­მარ ტა­ლი­აშ­ვი­ლი და სა­ვა­ლან მირ­ზო­ე­ვი)

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
35

ეს სტატია დაიწერა მხოლოდ იმიტომ,რომ დაფიქსირებულიყო წინადადება "ერთი ფარული დეპუტატი აუცილებლად ეყოლება საპატრიარქოსაც"

სან დრო©
12

ვინ რისი გამკეთებელია... შეყარე ყველა ერთად და ამოურიე, დაამატეთ ორი ჭიქა ძმარი, აუცილებლად მარილი, პილპილი და წიწაკა დიდი ოდენობით, ბოლოკი და ლობიოს ნახარში. მიიღებთ ქართულ პარლამენტს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ივანიშვილი და დანარჩენები რამდენიმე ამოცანის წინაშე დგანან - ვინ შეიძლება ვიხილოთ "ოცნების" სიაში და რა მიზეზებით აგვიანებს მმართველი ძალა სიის გასაჯაროებას

ივანიშვილი და დანარჩენები რამდენიმე ამოცანის წინაშე დგანან - ვინ შეიძლება ვიხილოთ "ოცნების" სიაში და რა მიზეზებით აგვიანებს მმართველი ძალა სიის გასაჯაროებას

მიუხედავად იმისა, რომ პარტიული სიის ოფიციალურად გამოცხადებამდე სულ ცოტა დრო რჩება, "ქართული ოცნების" სრული სია პარტიის რიგი ლიდერებისთვისც კი კვლავ გასაიდუმლოებულია. როგორც ambebi.ge ადრეც წერდა, მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ არსებულ ვითარებაში პროპორციული სიით 70-მდე კაცს გაიყვანენ, ანუ უკვე დასახელებული პირველი ოცეულის გარდა, დაახლოებით კიდევ 50-მდე ადგილია დასაკომპლექტებელი.

ambebi.ge-ს წყაროს თქმით, გუნდის გამოკვეთილი ოთხი ლიდერი, ვინც სიაზე მუშაობს - ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, გიორგი გახარია და ცხადია, ბიძინა ივანიშვილი, რამდენიმე ამოცანის წინაშე დგას.

"მათი მიზანია, მოხდეს ისეთი გუნდის შეკვრა, რომელიც პირველივე კრიზისის დროს, ბზარს ისევე არ მიიღებს, როგორც ეს 2016 წელს დასახელებულ გუნდს დაემართა. გასაგებია, დღეს მმართველ გუნდს დიდი უპირატესობა აქვს, მაგრამ თუნდაც სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, რა მოხდება რამდენიმე თვეში, ამის პროგნოზირება უაღრესად რთულია, აქედან გამომდინარე, გუნდურობა და ერთგულება მათთვის მთავარი კრიტერიუმებია.

მეორე მიმართულება მძლავრი სპიკერთა კორპუსის ჩამოყალიბებაა - ყველასთვის ნათელია ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობის” გარდა, არაერთი პოლიტიკური ძალა მოხვდება საკანონდებლო ორგანოში და მძიმე ბრძოლებიც უხვად იქნება. პირველი ოცეულის ახალი სახეების უმეტესობას მძიმე დებატების გამოცდილება არ აქვს, შესაბამისად, კიდევ რამდენიმე ახალი "მოლაპარაკე თავის" დამატება აუცილებელია.

მესამე და ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ქმედითი საგარეო გუნდის შექმნა, რომელიც მუდმივ კომუნიკაციაში იქნება და იპოვნის ბევრ მეგობარს დასავლურ პოლიტიკურ წრეებში. საუბარი არაა ინგლისურის კარგად მცოდნე - არმცოდნე ადამიანებზე, არამედ ლაპარაკია იმაზე, ვინ რას იტყვის და რას გააკეთებს პარტიის სასიკეთოდ.

ოთხეულის მეოთხე ამოცანაა მაქსიმალურად ნაკლები გუნდის წევრი დარჩეს გულნატკენი. გასაგებია, როგორც მოქმედი დეპუტატების სულ ცოტა ნახევარი ვეღარ მოხვდება პარლამენტში, ასევე ვერ მოხვდება უამრავი ახალი მსურველიც, ამიტომ ყველა მათგანთან სულ მინიმუმ ნორმალური კომუნიკაციაა საჭირო”, - გვეუბნება წყარო.

რაც შეეხება ცალკეულ პერსონებს, საინტერესოა, 20/20-ის პარლამენტში მოხვედრის ვის რა შანსები აქვს. როგორც წინა კვირას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სიის ნახევარი ახალი სახეებით, ხოლო მეორე ნახევარი - მოქმედი დეპუტატებით დაკომპლექტდება. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მოქმედი დეპუტატებიდან სიაში გარანტირებულად იქნებიან: რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი ბერაია, დიმიტრი სამხარაძე, ნინო წილოსანი და სოფო კილაძე. მიდის მსჯელობა რამდენიმე მოქმედ მაჟორიტარზეც. მათზე პაარტიის ლიდერშიფს სრული ინფორმაცია აქვს და ისიც კარგად იციან, ვინ რამდენი დღე იყო თავის ოლქში და რა გააკეთა, სწორედ ამის მიხედვით გადაწყდება მათი ბედი. ერთ-ერთი ვინც, სავარაუდოდ, სიაში იქნება, ეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევია.

რაც შეეხება ახალ სახეებს, აქაც სერიოზული კონკურენციაა. როგორც წყარო გვიყვება, საუბარია საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობად სახეებზე.

"ქართული ოცნების” სიაში სავარაუდოდ იქნებიან თბილისის საკრებულოს წევრები ირაკლი ზარქუა და თამარ ტალიაშვილი, ასევე, როგორც რამდენიმე დღის წინ ვწერდით, სიაში იქნება ნინო სალუქვაძე. როგორც ამბობენ, შესაძლოა სიაში ვიხილოთ "თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი გია ცაგარეიშვილიც. განიხილება ასევე რამდენიმე პარლამენტის აპარატის თანამშრომლის კანდიდატურაც. "სიაში ერთი ფარული დეპუტატი აუცილებად ეყოლება საპატრიარქოსაც", - გვეუბნება წყარო.

საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული მმართველ ძალასთან დაკავშირებულ ექსპერტებთან დაკავშირებითაც. წინა კვირას მათი სიაში მოხვედრა გამორიცხული იყო, რამაც ექსპერტების გარკვეული ღია უკმაყოფილებაც გამოიწვია. მათ ესმით, რომ ყველა ექსპერტი სიაში ვერ მოხვდება, მაგრამ აქვთ სურვილი ვინმე მაინც იყოს მათი მხრიდან წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, გადაწყვეტილება გადაიხედოს და სიაში გია აბაშიძე და ნიკოლოზ მეტრეველი ვიხილოთ.

(მთავარ ფოტოზე: ბიძინა ივანიშვილი, გია ცაგარეიშვილი, თამარ ტალიაშვილი და სავალან მირზოევი)

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

გაერთიანებული ოპოზიციის  წევრის ინფორმაციით, ერთ-ერთი აქტივისტის მანქანას იარაღიდან ესროლეს

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზუმე"