მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყარაბაღში შეტაკებები გრძელდება, ომს 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა - რა ვითარებაა ამ დროისთვის კონფლიქტის ზონაში
ყარაბაღში შეტაკებები გრძელდება, ომს 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა - რა ვითარებაა ამ დროისთვის კონფლიქტის ზონაში

სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი იუ­წყე­ბი­ან, რომ მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში შე­ტა­კე­ბე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და შე­ტა­კე­ბე­ბი ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა.

სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კე­რის, შუ­შან სტე­პა­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სხვა­დას­ხვა ინ­ტენ­სი­ვო­ბის ბრძო­ლე­ბი ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სომ­ხურ­მა და­ნა­ყო­ფებ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ტე­ვა მო­ი­გე­რი­ეს.

"სომ­ხურ­მა და­ნა­ყო­ფებ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ძა­ლე­ბის შე­ტე­ვა მო­ი­გე­რი­ეს და სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ზო­მე­ბი მი­ი­ღეს, რი­თაც მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს დიდი ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნეს რო­გორც ცო­ცხა­ლი ძა­ლის, ისე სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის მხრივ, კერ­ძოდ, მათ ჯავ­შან­ტექ­ნი­კის შემ­ტე­ვი ჯგუ­ფი გა­ა­ნად­გუ­რეს,“ - აღ­ნიშ­ნა სტე­პა­ნი­ან­მა.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, ინ­ტენ­სი­უ­რი ბრძო­ლა მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და და სომ­ხურ მხა­რეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­კარ­გი აქვს.

"მტრის ერთი ტან­კი, ერთი საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა და 10 ჯა­რის­კა­ცი, რო­მე­ლიც ფუ­ზუ­ლი-ჯაბ­რა­ი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბას ცდი­ლობ­და, სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლით გა­ნად­გურ­დნენ. მტერ­მა დიდი ზა­რა­ლი გა­ნი­ცა­და“, - აცხა­დე­ბენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სომ­ხუ­რი მე­დია მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხრი­დან სრო­ლე­ბის შე­დე­გად ცხრა წლის ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს. სომ­ხე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვის დედა დაჭ­რი­ლია. ის ორი­ვე ფეხ­ში მა­შინ დაჭ­რეს, რო­დე­საც ბავ­შვთან ერ­თად სახ­ლს ტო­ვებ­და (წყა­რო)

მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი 27 სექ­ტემ­ბერს გა­ნახ­ლდა. სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცი­აა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. მხა­რე­ებს მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის­კენ და მშვი­დო­ა­ბი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ, თუმ­ცა ამ დრომ­დე ყა­რა­ბაღ­ში ვი­თა­რე­ბა და­ძა­ბუ­ლია.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სან დრო©
2

ბევრი ტყუილ-მართალი გავრცელდება და ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობა იქნება. საჭიროა ამ ყველაფრისგან ჩვენ ვისწავლოთ და დასკვნები გამოვიტანოთ და ჩვენმა სპეც სამსახურებმა 100 თვალყური გამოიბან!

სოხუმელი ვეტერანი
0

ყველა ომს ნგრევა, სიკვდილი და უბედურება მოაქვს ატასობით ადამიანისთვის. რამდენი ასეთი 9 და ნაკლები წლის ბავშვი დაიღუპა სოხუმის შტურმის დროს რომელიც სწორედ 27 სექტემბერს დასრულდა სოხუმის დაცემით, ან რამდენი ასეთი 9 წლის და ნაკლები ასაკის ბავში ჩაეყინა ხელში მშობლებს ჭუბერის უღელტეხილის გადალახვისას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ყარაბაღში შეტაკებები გრძელდება, ომს 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა - რა ვითარებაა ამ დროისთვის კონფლიქტის ზონაში

ყარაბაღში შეტაკებები გრძელდება, ომს 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა - რა ვითარებაა ამ დროისთვის კონფლიქტის ზონაში

სომხეთისა და აზერბაიჯანის ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ მთიან ყარაბაღში შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, შუშან სტეპანიანის განცხადებით, სხვადასხვა ინტენსივობის ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება. მისივე ინფორმაციით, სომხურმა დანაყოფებმა აზერბაიჯანის შეტევა მოიგერიეს.

"სომხურმა დანაყოფებმა აზერბაიჯანის ძალების შეტევა მოიგერიეს და საწინააღმდეგო ზომები მიიღეს, რითაც მოწინააღმდეგეს დიდი ზარალი მიაყენეს როგორც ცოცხალი ძალის, ისე სამხედრო ტექნიკის მხრივ, კერძოდ, მათ ჯავშანტექნიკის შემტევი ჯგუფი გაანადგურეს,“ - აღნიშნა სტეპანიანმა.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით კი, ინტენსიური ბრძოლა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და სომხურ მხარეს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს.

"მტრის ერთი ტანკი, ერთი საბრძოლო მანქანა და 10 ჯარისკაცი, რომელიც ფუზული-ჯაბრაიის მიმართულებით გადაადგილებას ცდილობდა, საარტილერიო ცეცხლით განადგურდნენ. მტერმა დიდი ზარალი განიცადა“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ სომხური მედია მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მხრიდან სროლების შედეგად ცხრა წლის ბავშვის გარდაცვალების შესახებ წერს. სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბავშვის დედა დაჭრილია. ის ორივე ფეხში მაშინ დაჭრეს, როდესაც ბავშვთან ერთად სახლს ტოვებდა (წყარო)

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაციაა გამოცხადებული. მხარეებს მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები ცეცხლის შეწყვეტისკენ და მშვიდოაბიანი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ, თუმცა ამ დრომდე ყარაბაღში ვითარება დაძაბულია.

სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი ფრონტის ხაზის გარღვევას უშედეგოდ ცდილობს, აზერბაიჯანი კი ყარაბაღიდან სომხების განდევნაზე იუწყება - ვითარება კონფლიქტის ზონაში

დონალდ ტრამპმა საავადმყოფო რამდენიმე წუთით დატოვა და მხარდამჭერებს მიესალმა - "კოვიდის შესახებ ბევრი რამ ვისწავლე. ძალიან საინტერესო რამაა“

"აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა სომხები ძაღლებივით გააძევეს... მათ ტანკებს ვმართავთ, მათი იარაღები ჩვენს ხელშია" - ილჰამ ალიევი