ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 32-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 32-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 32-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

პაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა და ის 57 წლის მამაკაცი იყო. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით მამაკაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

მინისტრის თქმით, გამოიკვეთა, რომ ვირუსით გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5552-ს შეადგენს. 2054 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარატინის რეჟიმშია 5637 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, ხოლო კოვიდსასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

წნორში, მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა

რა შემთხვევაში მკურნალობენ კოვიდპაციენტებს შინ და როგორ მუშაობენ ონლაინკლინიკები ქვეყანაში? - რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი

სკოლებში  სამედიცინო მომსახურების სივრცის მოწყობა სავალდებულო იქნება