სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფსიქოლოგების რჩევები: რატომ უნდა დავკიდოთ სახლში ნახატი
ფსიქოლოგების რჩევები: რატომ უნდა დავკიდოთ სახლში ნახატი

ხე­ლოვ­ნე­ბა შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის თა­ვი­ან­თი ემო­ცი­ე­ბი­სა და გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაა. მხატ­ვრო­ბა ამ ყვე­ლა­ფერს მა­ტე­რი­ა­ლურ სა­ხეს აძ­ლევს, ფე­რებ­სა და ფორ­მებ­ში გა­მო­სა­ხავს. ხოლო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუშს უყუ­რებს, მხატ­ვრის გან­ცდე­ბის თა­ნა­მო­ზი­ა­რე ხდე­ბა.

სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხი, რო­მელ­საც სახ­ლში ნა­ხა­ტე­ბი ჰქონ­და, შეძ­ლე­ბუ­ლად და კულ­ტუ­რუ­ლად აღიქ­მე­ბო­და. დღეს ნა­ხა­ტე­ბი ფუ­ფუ­ნე­ბის სა­გა­ნი აღარ არის, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა შემ­ცირ­და - პი­რი­ქით. დღე­ი­სათ­ვის მი­იჩ­ნე­ვა, რომ იმ სახ­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბი, სა­დაც ნა­ხა­ტე­ბი კი­დია, უფრო მშვი­დე­ბი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლე­ბი და მე­ტიც, ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან. სა­ინ­ტე­რე­სოა, ნა­ხა­ტე­ბის უსა­ზღვრო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს რითი ხსნი­ან ფსი­ქო­ლო­გე­ბი.

ფსი­ქო­ლო­გე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ ნა­ხა­ტის სახ­ლში ქონა ნა­ხა­ტებ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბას ნიშ­ნავს. ამ შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ერ­კვე­ვით თუ არა მხატ­ვრო­ბა­ში, გყავთ თუ არა საყ­ვა­რე­ლი მხატ­ვა­რი... ნა­ხა­ტი, რო­მელ­საც სახ­ლში და­კი­დებთ, არა მხო­ლოდ ინ­ტე­რი­ერს გა­გი­ლა­მა­ზებთ, არა­მედ ცხოვ­რე­ბას ნელ-ნელა შე­გიც­ვლით და თქვენ ამას აუ­ცი­ლებ­ლად შე­ამ­ჩნევთ.

რა­ტომ უნდა დავ­კი­დოთ სახ­ლში ნა­ხა­ტი?

  • მყუდ­რო და ინ­ტი­მურ გა­რე­მოს ქმნის - თუკი თქვენ­თვის სახ­ლი აღიქ­მე­ბა, რო­გორც ნავ­სა­ყუ­დე­ლი, სა­დაც დამ­შვი­დე­ბა და გო­ნე­ბის დას­ვე­ნე­ბა გსურთ, ნა­ხა­ტე­ბი თქვენს სურ­ვი­ლებს სავ­სე­ბით ერ­გე­ბა.
  • შთა­მა­გო­ნე­ბე­ლია - თუკი სახ­ლში დიდი დრო­ის გა­ტა­რე­ბა გი­წევთ, ნა­ხა­ტე­ბი ემო­ცი­უ­რი მეხ­სი­ე­რე­ბი­სა და კრე­ა­ტი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. ხე­ლოვ­ნე­ბა, რო­გორც უნი­ვერ­სა­ლუ­რი ენა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­ზე ახ­დენს და­დე­ბით გავ­ლე­ნას.

  • მცი­რე ად­გილს იკა­ვებს - თუკი სახ­ლში ერთი კე­დე­ლი მა­ინც გაქვთ თა­ვი­სუ­ფა­ლი, და­უთ­მეთ იგი ნა­ხა­ტებს. და­კი­დეთ ერთი დიდი ან რამ­დე­ნი­მე მცი­რე ზო­მის ტილო. მალე ეს ად­გი­ლი მთელ სახ­ლში თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი კუ­თხე გახ­დე­ბა.
  • არა­სო­დეს ძველ­დე­ბა - მხატ­ვრო­ბას ღვი­ნოს ადა­რე­ბენ ხოლ­მე - რაც დრო გა­დის, მით უფრო ღი­რე­ბუ­ლი ხდე­ბა. ცნო­ბი­ლი მხატ­ვრე­ბის ნა­ხა­ტე­ბი მუ­ზე­უ­მებ­სა და კერ­ძო კო­ლექ­ცი­ებ­ში იკა­ვებს ად­გილს, თუმ­ცა დღე­ი­სათ­ვის მათი რეპ­რო­დუქ­ცი­ე­ბის ქონა ყვე­ლას შე­უძ­ლია. უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის კან­ვას­ზე და­ბეჭ­დი­ლი და ჩარ­ჩო­ში ჩას­მუ­ლი ვან გო­გის, მო­ნეს, კლიმ­ტი­სა და სხვა მხატ­ვრე­ბის ნა­ხა­ტე­ბი, რომ­ლებ­საც კომ­პა­ნია „პრინ­ტა­რეა“ წარ­მოგ­ვიდ­გენს, მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლია ორი­გი­ნალ­თან. შე­დე­გად, სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს მთელ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მხატ­ვრე­ბის ნა­ხა­ტე­ბით სახ­ლში ჩვე­ნი პა­ტა­რა მუ­ზე­უ­მი შევ­ქმნათ.

რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ ნა­ხა­ტი ოთა­ხის მი­ხედ­ვით?

თქვე­ნი გე­მოვ­ნე­ბი­სა და ხა­სი­ა­თის გარ­და, ნა­ხა­ტის შერ­ჩე­ვი­სას გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რო­მელ ოთახ­ში აპი­რებთ მის გან­თავ­სე­ბას. რო­გორც ფსი­ქო­ლო­გე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, ნა­ხა­ტი ადა­მი­ან­ზე დიდ ემო­ცი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს, ამი­ტომ ისი­ნი ჭკვი­ა­ნუ­რად უნდა შე­ირ­ჩეს.

მი­სა­ღე­ბი ოთა­ხი

თუკი ნა­ხატს მი­სა­ღე­ბი ოთა­ხის­თვის არ­ჩევთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ აქ თქვენ გარ­და, ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი თუ მე­ზობ­ლე­ბი მო­იყ­რი­ან თავს, ამი­ტომ შე­არ­ჩი­ეთ ნა­ხა­ტი, რომ­ლის სხვე­ბის­თვის გა­ზი­ა­რე­ბა თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ნა­ხა­ტის შერ­ჩე­ვი­სას ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ფე­რებს. სა­სურ­ვე­ლია, იგი კედ­ლის ან ავე­ჯის ფერს შე­უ­ხა­მოთ, რათა არა­სა­სურ­ვე­ლი კონ­ტრას­ტი არ შექ­მნათ.

მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ნა­ხა­ტის კე­დელ­ზე გან­თავ­სე­ბის ად­გილ­საც. ეცა­დეთ, თვა­ლის სი­მაღ­ლე­ზე და­კი­დოთ - არც ძა­ლი­ან მაღ­ლა და არც ძა­ლი­ან დაბ­ლა.

სამ­ზა­რე­უ­ლო

თით­ქოს, სამ­ზა­რე­უ­ლო არ არის ის ად­გი­ლი, სა­დაც ნა­ხა­ტის ხილ­ვას ელო­დე­ბით, თუმ­ცა ამ ოთახს „სახ­ლის გულს“ უწო­დე­ბენ, ამი­ტომ ნუ იტყვით უარს მის ნა­ხა­ტე­ბით გა­ლა­მა­ზე­ბა­ზე. სამ­ზა­რე­უ­ლოს­თვის შე­არ­ჩი­ეთ მცი­რე ზო­მის ნა­ხა­ტი. იდე­ა­ლუ­რია, ნა­ტურ­მორ­ტი ან პე­ი­ზა­ჟი.

სა­ძი­ნე­ბე­ლი

სა­ძი­ნე­ბე­ლი სახ­ლის ყვე­ლა­ზე ინ­ტი­მუ­რი ად­გი­ლია. ერთ ცნო­ბილ ადა­მი­ანს ჰკი­თხეს: რო­გორ ხვდე­ბი ნა­ხა­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­სო. მან უპა­სუ­ხა: უტყუ­ა­რი მე­თო­დი მაქვს - თუ მისი სა­ძი­ნე­ბელ­ში ჩა­მო­კი­დე­ბა მო­მინ­დე­ბა, ე. ი. ძა­ლი­ან კარ­გი ნა­ხა­ტი­აო. შე­იძ­ლე­ბა, ეს „სა­ზო­მი“ თქვენც გა­მო­გად­გეთ.

შე­არ­ჩი­ეთ ნა­ხა­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ახ­ლო­საა თქვენს სულ­თან, ში­ნა­გან „მეს­თან“. თუკი თქვე­ნი სუ­ლის აფი­ში­რე­ბა არ გსურთ, პე­ი­ზა­ჟებ­ზე ან მსუ­ბუქ ტო­ნებ­ში გა­და­წყვე­ტილ აბ­სტრაქ­ტულ ნა­მუ­შევ­რებ­ზე შე­ა­ჩე­რეთ არ­ჩე­ვა­ნი. ამ­გვა­რი ნა­ხა­ტე­ბი სუ­ლი­ე­რი ენერ­გი­ით აგავ­სებთ.

ბავ­შვის ოთა­ხი

ობი­ექ­ტუ­რი თუ სუ­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო ბავ­შვე­ბი სულ უფრო და უფრო მეტ დროს ატა­რე­ბენ კომ­პი­უ­ტე­რი­სა და მო­ბი­ლუ­რის ეკ­რა­ნის წინ. დიდი დო­ზით ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო ბავ­შვის წარ­მო­სახ­ვას, რო­მე­ლიც ამ ასაკ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რია, აქ­ვე­ი­თებს. ამ და სხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, ფსი­ქო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ ბავ­შვის ოთახ­ში, სულ მცი­რე, ერთი ნა­ხა­ტი მა­ინც დავ­კი­დოთ.

კარ­გი იქ­ნე­ბა, ბავ­შვის ოთახ­ში ცნო­ბი­ლი მხატ­ვრე­ბის რეპ­რო­დუქ­ცი­ებს თუ და­კი­დებთ. ამ­გვა­რად ბავ­შვი კლა­სი­კურ მხატ­ვრო­ბას თვალს შე­აჩ­ვევს, სკო­ლა­ში ნას­წავლს გა­ნამ­ტკი­ცებს და შე­იყ­ვა­რებს. გან­სა­კუთ­რე­ბით და­დე­ბით გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს პე­ი­ზა­ჟე­ბი, რომ­ლე­ბიც, ერთი მხრივ, სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში, მე­ო­რე მხრივ, წარ­მო­სახ­ვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა პა­ტა­რას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ფსიქოლოგების რჩევები: რატომ უნდა დავკიდოთ სახლში ნახატი

ფსიქოლოგების რჩევები: რატომ უნდა დავკიდოთ სახლში ნახატი

ხელოვნება შემოქმედი ადამიანებისთვის თავიანთი ემოციებისა და გრძნობების გამოხატვის საშუალებაა. მხატვრობა ამ ყველაფერს მატერიალურ სახეს აძლევს, ფერებსა და ფორმებში გამოსახავს. ხოლო ადამიანი, რომელიც ხელოვნების ნიმუშს უყურებს, მხატვრის განცდების თანამოზიარე ხდება.

საუკუნეების განმავლობაში ოჯახი, რომელსაც სახლში ნახატები ჰქონდა, შეძლებულად და კულტურულად აღიქმებოდა. დღეს ნახატები ფუფუნების საგანი აღარ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი ღირებულება შემცირდა - პირიქით. დღეისათვის მიიჩნევა, რომ იმ სახლის მცხოვრებლები, სადაც ნახატები კიდია, უფრო მშვიდები, გაწონასწორებულები და მეტიც, ბედნიერები არიან. საინტერესოა, ნახატების უსაზღვრო შესაძლებლობებს რითი ხსნიან ფსიქოლოგები.

ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ ნახატის სახლში ქონა ნახატებთან ერთად ცხოვრებას ნიშნავს. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, ერკვევით თუ არა მხატვრობაში, გყავთ თუ არა საყვარელი მხატვარი... ნახატი, რომელსაც სახლში დაკიდებთ, არა მხოლოდ ინტერიერს გაგილამაზებთ, არამედ ცხოვრებას ნელ-ნელა შეგიცვლით და თქვენ ამას აუცილებლად შეამჩნევთ.

რატომ უნდა დავკიდოთ სახლში ნახატი?

  • მყუდრო და ინტიმურ გარემოს ქმნის - თუკი თქვენთვის სახლი აღიქმება, როგორც ნავსაყუდელი, სადაც დამშვიდება და გონების დასვენება გსურთ, ნახატები თქვენს სურვილებს სავსებით ერგება.
  • შთამაგონებელია - თუკი სახლში დიდი დროის გატარება გიწევთ, ნახატები ემოციური მეხსიერებისა და კრეატიული აზროვნების განვითარებაში დაგეხმარებათ. ხელოვნება, როგორც უნივერსალური ენა, ნებისმიერ ადამიანზე ახდენს დადებით გავლენას.

  • მცირე ადგილს იკავებს - თუკი სახლში ერთი კედელი მაინც გაქვთ თავისუფალი, დაუთმეთ იგი ნახატებს. დაკიდეთ ერთი დიდი ან რამდენიმე მცირე ზომის ტილო. მალე ეს ადგილი მთელ სახლში თქვენი საყვარელი მოსასვენებელი კუთხე გახდება.
  • არასოდეს ძველდება - მხატვრობას ღვინოს ადარებენ ხოლმე - რაც დრო გადის, მით უფრო ღირებული ხდება. ცნობილი მხატვრების ნახატები მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში იკავებს ადგილს, თუმცა დღეისათვის მათი რეპროდუქციების ქონა ყველას შეუძლია. უმაღლესი ხარისხის კანვასზე დაბეჭდილი და ჩარჩოში ჩასმული ვან გოგის, მონეს, კლიმტისა და სხვა მხატვრების ნახატები, რომლებსაც კომპანია „პრინტარეა“ წარმოგვიდგენს, მაქსიმალურად მიახლოებულია ორიგინალთან. შედეგად, საშუალება გვაქვს მთელ მსოფლიოში აღიარებული მხატვრების ნახატებით სახლში ჩვენი პატარა მუზეუმი შევქმნათ.

როგორ შევარჩიოთ ნახატი ოთახის მიხედვით?

თქვენი გემოვნებისა და ხასიათის გარდა, ნახატის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომელ ოთახში აპირებთ მის განთავსებას. როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, ნახატი ადამიანზე დიდ ემოციურ გავლენას ახდენს, ამიტომ ისინი ჭკვიანურად უნდა შეირჩეს.

მისაღები ოთახი

თუკი ნახატს მისაღები ოთახისთვის არჩევთ, გაითვალისწინეთ, რომ აქ თქვენ გარდა, ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები თუ მეზობლები მოიყრიან თავს, ამიტომ შეარჩიეთ ნახატი, რომლის სხვებისთვის გაზიარება თქვენთვის მნიშვნელოვანია. ნახატის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ფერებს. სასურველია, იგი კედლის ან ავეჯის ფერს შეუხამოთ, რათა არასასურველი კონტრასტი არ შექმნათ.

მნიშვნელობა აქვს ნახატის კედელზე განთავსების ადგილსაც. ეცადეთ, თვალის სიმაღლეზე დაკიდოთ - არც ძალიან მაღლა და არც ძალიან დაბლა.

სამზარეულო

თითქოს, სამზარეულო არ არის ის ადგილი, სადაც ნახატის ხილვას ელოდებით, თუმცა ამ ოთახს „სახლის გულს“ უწოდებენ, ამიტომ ნუ იტყვით უარს მის ნახატებით გალამაზებაზე. სამზარეულოსთვის შეარჩიეთ მცირე ზომის ნახატი. იდეალურია, ნატურმორტი ან პეიზაჟი.

საძინებელი

საძინებელი სახლის ყველაზე ინტიმური ადგილია. ერთ ცნობილ ადამიანს ჰკითხეს: როგორ ხვდები ნახატის ღირებულებასო. მან უპასუხა: უტყუარი მეთოდი მაქვს - თუ მისი საძინებელში ჩამოკიდება მომინდება, ე. ი. ძალიან კარგი ნახატიაო. შეიძლება, ეს „საზომი“ თქვენც გამოგადგეთ.

შეარჩიეთ ნახატი, რომელიც ყველაზე ახლოსაა თქვენს სულთან, შინაგან „მესთან“. თუკი თქვენი სულის აფიშირება არ გსურთ, პეიზაჟებზე ან მსუბუქ ტონებში გადაწყვეტილ აბსტრაქტულ ნამუშევრებზე შეაჩერეთ არჩევანი. ამგვარი ნახატები სულიერი ენერგიით აგავსებთ.

ბავშვის ოთახი

ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ბავშვები სულ უფრო და უფრო მეტ დროს ატარებენ კომპიუტერისა და მობილურის ეკრანის წინ. დიდი დოზით ვირტუალური სამყარო ბავშვის წარმოსახვას, რომელიც ამ ასაკში განსაკუთრებით აქტიურია, აქვეითებს. ამ და სხვა მიზეზების გამო, ფსიქოლოგები გვირჩევენ ბავშვის ოთახში, სულ მცირე, ერთი ნახატი მაინც დავკიდოთ.

კარგი იქნება, ბავშვის ოთახში ცნობილი მხატვრების რეპროდუქციებს თუ დაკიდებთ. ამგვარად ბავშვი კლასიკურ მხატვრობას თვალს შეაჩვევს, სკოლაში ნასწავლს განამტკიცებს და შეიყვარებს. განსაკუთრებით დადებით გავლენას მოახდენს პეიზაჟები, რომლებიც, ერთი მხრივ, სიმშვიდის შენარჩუნებაში, მეორე მხრივ, წარმოსახვის უნარის განვითარებაში დაეხმარება პატარას.

Jeep-ის ცენტრში დიდი ფასდაკლების აქცია დაიწყო!

შეუდარებელი QLED 8K ტელევიზორი სამსუნგისგან

რა შემთხვევაში აქვს დამსაქმებელს თანამშრომლის გათავისუფლების ან ხელფასის შემცირების უფლება - იურისტი ოთარ კაჭკაჭაშვილი