მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია ვითარება ამ დროისთვის მთიან ყარაბაღში - სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ომი გრძელდება
როგორია ვითარება ამ დროისთვის მთიან ყარაბაღში - სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ომი გრძელდება

სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი შე­ტა­კე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. სომ­ხუ­რი მე­დია იუ­წყე­ბა, რომ სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს.

"ჩვენ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს“, - წერს სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არცრუნ ჰო­ვა­ნი­სი­ა­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ზო­გი­ერთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­არ­ტი­ლე­რიო ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს. "ჩვე­ნი ჯა­რის და­ნა­კარ­გე­ბის შე­სა­ხებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა,“- აღ­ნიშ­ნავს ჰო­ვა­ნი­სი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია სომ­ხუ­რი მხა­რის საბ­რძო­ლო მა­სა­ლის 3 სა­წყო­ბი, ათო­ბით ტექ­ნი­კა, და­ღუ­პულ­თა და და­შა­ვე­ბულ­თა რი­ცხვი 550-ია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ნამ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ავ­რცე­ლებ­და, მა­ნამ­დე სომ­ხურ­მა მხა­რემ გა­ნა­ცხა­და, რომ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ის 4 ვერ­ტმფრე­ნი, 33 ტან­კი და საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა, ასე­ვე 27 უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი. მა­თი­ვე მტკი­ცე­ბით, არი­ან და­ღუ­პუ­ლე­ბი და დაჭ­რი­ლე­ბი, თუმ­ცა აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე ინ­ფო­რა­ცი­ას მა­ლავს.

აზ­რე­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ 28 სექ­ტემ­ბრის დი­ლი­დან ქა­ლაქ ტერ­ტერ­ზე სომ­ხე­თის მხრი­დან შე­ტე­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ სომ­ხურ მხა­რეს უკა­ნას­კნე­ლი გაფრ­თხი­ლე­ბა მის­ცეს იმის შე­სა­ხებ, რომ "აზერ­ბა­ი­ჯა­ნი შე­სა­ბა­მის სა­პა­სუ­ხო ზო­მებს მი­ი­ღებს“.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე თავ­დას­ხმას გა­ნაგ­რძობს. მათი ცნო­ბით, სო­ფელ ევ­ოღ­ლუ­ში ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახლზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­ტე­ვის შე­დე­გად მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა.

აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთ­ში, ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცი­აა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

00:00 / 00:00
giajano
4

ძნელია დაუჯერო რომელიმე მხარეს, მარა ფაქტია, რომ ომი გრძელდება და კარგს არაფერს მოუტანს კავკასიას,თუ არ გაჩერდნენ,ინებოს უფალმა რომ მალე მშვიდობა დამყარდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

როგორია ვითარება ამ დროისთვის მთიან ყარაბაღში - სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ომი გრძელდება

როგორია ვითარება ამ დროისთვის მთიან ყარაბაღში - სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ომი გრძელდება

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებები გრძელდება. სომხური მედია იუწყება, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებას მიაღწიეს.

"ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს“, - წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არცრუნ ჰოვანისიანი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

მისივე ცნობით, ზოგიერთ ტერიტორიაზე საარტილერიო ბრძოლა მიმდინარეობს. "ჩვენი ჯარის დანაკარგების შესახებ აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება,“- აღნიშნავს ჰოვანისიანი.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, განადგურებულია სომხური მხარის საბრძოლო მასალის 3 საწყობი, ათობით ტექნიკა, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი 550-ია. აღსანიშნავია, რომ სანამ აზერბაიჯანი ამ ინფორმაციას გაავრცელებდა, მანამდე სომხურმა მხარემ განაცხადა, რომ განადგურებულია აზერბაიჯანის არმიის 4 ვერტმფრენი, 33 ტანკი და საბრძოლო მანქანა, ასევე 27 უპილოტო საფრენი აპარატი. მათივე მტკიცებით, არიან დაღუპულები და დაჭრილები, თუმცა აზერბაიჯანული მხარე ინფორაციას მალავს.

აზრებაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 28 სექტემბრის დილიდან ქალაქ ტერტერზე სომხეთის მხრიდან შეტევა ხორციელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, მათ სომხურ მხარეს უკანასკნელი გაფრთხილება მისცეს იმის შესახებ, რომ "აზერბაიჯანი შესაბამის საპასუხო ზომებს მიიღებს“.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას განაგრძობს. მათი ცნობით, სოფელ ევოღლუში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული შეტევის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

აზერბაიჯანსა და სომხეთში, ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაციაა გამოცხადებული.

ყარაბაღში შეტაკებები გრძელდება, ომს 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა - რა ვითარებაა ამ დროისთვის კონფლიქტის ზონაში

"ჩვენ არასდროს ვერევით ჩვენი მეზობლების შიდა საქმეებში" - ვლადიმერ პუტინი

"შესაძლოა, სამხედრო მოქმედებები კონფლიქტის ზონას გასცდეს, რაც მთელ სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს" - რას აცხადებენ სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტები ambebi.ge - სთან