სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგი მეშველიანის ინფორმაციით, ბოლნისში დაპირსიპირების შედეგად, "ქართული ოცნების" 10-მდე აქტივისტია დაშავებული, 2-ის მდგომარეობა მძიმეა
გოგი მეშველიანის ინფორმაციით, ბოლნისში დაპირსიპირების შედეგად, "ქართული ოცნების" 10-მდე აქტივისტია დაშავებული, 2-ის მდგომარეობა მძიმეა

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ბოლ­ნი­სის, დმა­ნი­სის, თეთ­რი­წყა­რო­სა და წალ­კის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის, გოგი მეშ­ვე­ლი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლ­ნი­სის სო­ფელ ნა­ხი­დურ­ში, ჩა­ი­ხა­ნა­ში მომ­ხდა­რი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" 10-მდე აქ­ტი­ვის­ტია და­შა­ვე­ბუ­ლი, მათ შო­რის 2-ის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

რო­გორც მეშ­ვე­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­კი­თხუ­ლია მისი ძმა და სხვა პი­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

"ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით 10-მდე ჩვე­ნი აქ­ტი­ვის­ტია და­შა­ვე­ბუ­ლი, ბუ­ნებ­რი­ვია, და­ზი­ა­ნე­ბის ხა­რის­ხი სხვა­დას­ხვაა, მსუ­ბუ­ქი და­ლურ­ჯე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი თა­ვის ტვი­ნის მძი­მე შერ­ყე­ვამ­დე. ამ დრო­ი­სათ­ვის ჩვე­ნი 2 აქ­ტი­ვის­ტია ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი და ორი­ვეს აქვს ძა­ლი­ან თა­ვის მძი­მე ტრავ­მა და მათი მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა. მე სამ­წუ­ხა­როდ, არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბის მხრი­დან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, ბუ­ნებ­რი­ვია, იქ იყო გარ­კვე­უ­ლი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყო­ლო­და მათი მხრი­და­ნაც ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა, მაგ­რამ მე ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­კი­თხვას, გა­მო­კი­თხვა­ზე იყო ჩემი ძმა, არა მხო­ლოდ ჩემი ძმა, გა­მო­ი­კი­თხნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ",- გა­ნა­ცხა­და გოგი მეშ­ვე­ლი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, ბოლ­ნის­ში, სო­ფელ ნა­ხი­დურ­ში და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტებს შო­რის.

რო­გორ შსს-ში "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით და­ი­წყო, რაც გუ­ლის­ხმობს ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბას.

ია
0

(პატიოსნების) განსახიერება

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

გოგი მეშველიანის ინფორმაციით, ბოლნისში დაპირსიპირების შედეგად, "ქართული ოცნების" 10-მდე აქტივისტია დაშავებული, 2-ის მდგომარეობა მძიმეა

გოგი მეშველიანის ინფორმაციით, ბოლნისში დაპირსიპირების შედეგად, "ქართული ოცნების" 10-მდე აქტივისტია დაშავებული, 2-ის მდგომარეობა მძიმეა

"ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ინფორმაციით, ბოლნისის სოფელ ნახიდურში, ჩაიხანაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, "ქართული ოცნების" 10-მდე აქტივისტია დაშავებული, მათ შორის 2-ის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც მეშველიანმა განაცხადა, აღნიშნული ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოკითხულია მისი ძმა და სხვა პირებიც, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.

"ჩემი ინფორმაციით 10-მდე ჩვენი აქტივისტია დაშავებული, ბუნებრივია, დაზიანების ხარისხი სხვადასხვაა, მსუბუქი დალურჯებიდან დაწყებული თავის ტვინის მძიმე შერყევამდე. ამ დროისათვის ჩვენი 2 აქტივისტია ჰოსპიტალიზირებული და ორივეს აქვს ძალიან თავის მძიმე ტრავმა და მათი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მე სამწუხაროდ, არ მაქვს ინფორმაცია ჩვენი ოპონენტების მხრიდან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ბუნებრივია, იქ იყო გარკვეული ფიზიკური დაპირისპირება, რომელსაც შეიძლება მოჰყოლოდა მათი მხრიდანაც ფიზიკური დაზიანება, მაგრამ მე ამაზე ინფორმაცია არ მაქვს.

რაც შეეხება გამოკითხვას, გამოკითხვაზე იყო ჩემი ძმა, არა მხოლოდ ჩემი ძმა, გამოიკითხნენ ის ადამიანებიც, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ",- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ცნობისთვის, ბოლნისში, სოფელ ნახიდურში დაპირისპირება მოხდა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს შორის.

როგორ შსს-ში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას.

LIVE - Newsroom-ის სტუმრები არიან: პაატა ზაქარეიშვილი  და ალეკო ელისაშვილი

ნიკა მელიას განცხადებით, ამომრჩეველთან შეხვედრის დროს მას ქვები დაუშინეს

"შეიძლება, ბევრისთვის მერის თანამდებობა გარკვეული პრივილეგიები იყოს, ჩემთვის ეს არის მსახურება" - კახა კალაძე