საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვები ჩემკენ რომ გამოიქცეოდნენ, ვაჩერებდი - არა, ჯერ უნდა გამოვიცვალო, დავიბანო..სტრესული ეპიზოდები იყო" - გვანცა დარასელია ოჯახსა და პანდემიის სირთულეებზე
"ბავშვები ჩემკენ რომ გამოიქცეოდნენ, ვაჩერებდი - არა, ჯერ უნდა გამოვიცვალო, დავიბანო..სტრესული ეპიზოდები იყო" - გვანცა დარასელია ოჯახსა და პანდემიის სირთულეებზე

პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი სკო­ლა­ში, ონ­ლა­ინ­სწავ­ლის მე­ნე­ჯმენ­ტი მშობ­ლის­თვის, მე­დი­ცი­ნა, თა­ვის მოვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლი რჩე­ვე­ბი და პო­ლი­ტი­კა­ში გა­რე­ვის გავ­ლე­ნა რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე - ის სა­კი­თხე­ბია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ტე­ლე­წამ­ყვან გვან­ცა და­რა­სე­ლი­ას ვე­სა­უბ­რეთ.

- რო­გორ ფიქ­რობ, პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვას სკო­ლებ­ში ბავ­შვე­ბი შეძ­ლე­ბენ?

- ის მშობ­ლე­ბი, ვი­საც ბავ­შვე­ბი კერ­ძო სკო­ლა­ში დაგ­ვყავს, უფრო მშვი­დად ვართ, რად­გან ჩვენ­თან, სკო­ლებ­ში იმის სა­შუ­ა­ლე­ბა არის, რომ კლა­სე­ბი და­ი­ყოს - უფრო ნაკ­ლე­ბი ბავ­შვი იყოს. შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია, მოს­წავ­ლე­ე­ბი მე­ტად გა­ა­კონ­ტრო­ლოს და კონ­ტაქ­ტე­ბიც უფრო მე­ტად შე­ი­ზღუ­დოს. ჩემი შვი­ლი ახლა რო­მელ სკო­ლა­შიც სწავ­ლობს, იქ რე­გუ­ლა­ცი­ებს მკაც­რად იცა­ვენ. ბავ­შვებს მი­თი­თე­ბა მა­ინც სჭირ­დე­ბათ, რად­გან ჩემი შვი­ლი ჯერ მე­სა­მე კლას­შია - ის ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ არის, რომ ჰი­გი­ე­ნის სა­ჭი­რო რუ­ტი­ნა გა­აზ­რე­ბუ­ლი ჰქონ­დეს. სას­წავ­ლო რე­სურ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, უკვე შე­ზღუდ­ვე­ბია და­წე­სე­ბუ­ლი: მა­გა­ლი­თად, და­ფას­თან მუ­შა­ო­ბი­სას ყვე­ლა მოს­წავ­ლეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მარ­კე­რი აქვს. სა­ერ­თო მოხ­მა­რე­ბის საგ­ნე­ბი "ამო­ღე­ბუ­ლია". ეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი წრე­ებ­საც შე­ე­ხო: მა­გა­ლი­თად, ჭად­რა­კის წრე ცოტა ხნით გა­უქ­მე­ბუ­ლია, რად­გან იქ ბავ­შვე­ბი სა­ერ­თო სარ­გებ­ლო­ბის ნივ­თებს ეხე­ბი­ან... სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ რე­ა­ლო­ბა­ში ვართ... სა­ბავ­შვო ბაღს რაც შე­ე­ხე­ბა, ვერ გა­დავ­წყვი­ტე, რო­გორ მო­ვიქ­ცე - შე­იძ­ლე­ბა, მალე სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლოს და უმ­ცრო­სი შვი­ლი ბაღ­ში ვა­ტა­რო...

- ონ­ლა­ინ­სწავ­ლის პრო­ცეს­ში თუ მო­ნა­წი­ლე­ობ­დი და თავს რო­გორ არ­თმევ­დი?

- ჩემ­თვის ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, რად­გან იმ სკო­ლა­ში, სა­დაც ჩემი შვი­ლი წი­ნათ და­დი­ო­და, იქვე მე­ცა­დი­ნე­ობ­და და შინ ისე მო­დი­ო­და - კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­მე­ცა­დი­ნო პრო­ცეს­თან შე­ხე­ბა სა­ერ­თოდ არ მქონ­და, მერე კი, როცა უკვე ონ­ლა­ინ­გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჰქონ­და, სახ­ლში არ ვი­ყა­ვი. მთე­ლი დღე ვფიქ­რობ­დი, რომ შინ მალე მივ­სუ­ლი­ყა­ვი, და­ვა­ლე­ბე­ბი ამო­მე­ბეჭ­და, ის ყვე­ლა­ფე­რი (ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხი) გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რა­საც ბავ­შვი თა­ვად ვერ შეძ­ლებ­და, რომ მერე დამ­ჯდა­რი­ყო და ემე­ცა­დი­ნა. ამ ყვე­ლაფ­რის მე­ნე­ჯმენ­ტი საკ­მა­ოდ დამ­ღლე­ლი გახ­ლდათ. გარ­კვე­უ­ლი დრო დაგ­ვჭირ­და, რომ ბავ­შვი სწავ­ლის ამ ფორ­მატს მორ­გე­ბო­და. სულ არა­ფერს ჯობ­და - ონ­ლა­ინ­სწავ­ლას ასე შე­ვა­ფა­სებ (იღი­მის).

- შენ­მა შვი­ლებ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სის, არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ რა იცი­ან?

- ალ­ბათ, ამ ყვე­ლა­ფერს გლო­ბა­ლუ­რად ვერ აღიქ­ვა­მენ, მაგ­რამ მა­გა­ლი­თად, ლი­ლემ იცის - ბა­ტუტ-ცენ­ტრე­ბი და მა­ღა­ზი­ე­ბი იმი­ტომ არ მუ­შა­ობს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სია (იღი­მის). ალ­ბათ, რო­გორც ყვე­ლას­თან, ეს თემა ჩვენ­თა­ნაც გაცვდა. თა­ვი­დან უფრო მეტს ვსა­უბ­რობ­დით და ისი­ნიც მეტ შე­კი­თხვას სვამ­დნენ. ახლა მცხე­თა­ში ვართ - გარე სამ­ყა­როს­თან ბავ­შვებს აქ­ტი­უ­რი შე­ხე­ბა არ აქვთ. უფ­როს­მა შვილ­მა ახ­ლა­ხან სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი და­ი­წყო, თო­რემ მა­ნამ­დე სულ მცხე­თა­ში იყო. ამი­ტომ შიში და გა­რეთ გას­ვლი­სას და­ძა­ბუ­ლო­ბა დი­დად არ უგ­რძნია. უბ­რა­ლოდ, სამ­სა­ხუ­რი­დან რომ მოვ­დი­ო­დი და ბავ­შვე­ბი ჩემ­კენ გა­მო­იქ­ცე­ოდ­ნენ, ვა­ჩე­რებ­დი - არა, ჯერ უნდა გა­მო­ვიც­ვა­ლო, მოვ­წეს­რიგ­დე, და­ვი­ბა­ნო და შემ­დეგ თქვენ­თან კონ­ტაქტს შევ­ძლებ-მეთ­ქი. ასე­თი, ცო­ტა­თი სტრე­სუ­ლი ეპი­ზო­დე­ბი იყო...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ავტორი:

"ბავშვები ჩემკენ რომ გამოიქცეოდნენ, ვაჩერებდი - არა, ჯერ უნდა გამოვიცვალო, დავიბანო..სტრესული ეპიზოდები იყო" - გვანცა დარასელია ოჯახსა და პანდემიის სირთულეებზე

"ბავშვები ჩემკენ რომ გამოიქცეოდნენ, ვაჩერებდი - არა, ჯერ უნდა გამოვიცვალო, დავიბანო..სტრესული ეპიზოდები იყო" - გვანცა დარასელია ოჯახსა და პანდემიის სირთულეებზე

პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები სკოლაში, ონლაინსწავლის მენეჯმენტი მშობლისთვის, მედიცინა, თავის მოვლასთან დაკავშირებული მოულოდნელი რჩევები და პოლიტიკაში გარევის გავლენა რეპუტაციაზე - ის საკითხებია, რომლის შესახებაც ტელეწამყვან გვანცა დარასელიას ვესაუბრეთ.

- როგორ ფიქრობ, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვას სკოლებში ბავშვები შეძლებენ?

- ის მშობლები, ვისაც ბავშვები კერძო სკოლაში დაგვყავს, უფრო მშვიდად ვართ, რადგან ჩვენთან, სკოლებში იმის საშუალება არის, რომ კლასები დაიყოს - უფრო ნაკლები ბავშვი იყოს. შესაბამისად, მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეები მეტად გააკონტროლოს და კონტაქტებიც უფრო მეტად შეიზღუდოს. ჩემი შვილი ახლა რომელ სკოლაშიც სწავლობს, იქ რეგულაციებს მკაცრად იცავენ. ბავშვებს მითითება მაინც სჭირდებათ, რადგან ჩემი შვილი ჯერ მესამე კლასშია - ის ზრდასრული ადამიანი არ არის, რომ ჰიგიენის საჭირო რუტინა გააზრებული ჰქონდეს. სასწავლო რესურსებთან დაკავშირებით, უკვე შეზღუდვებია დაწესებული: მაგალითად, დაფასთან მუშაობისას ყველა მოსწავლეს ინდივიდუალური მარკერი აქვს. საერთო მოხმარების საგნები "ამოღებულია". ეს რეგულაციები წრეებსაც შეეხო: მაგალითად, ჭადრაკის წრე ცოტა ხნით გაუქმებულია, რადგან იქ ბავშვები საერთო სარგებლობის ნივთებს ეხებიან... სრულიად განსხვავებულ რეალობაში ვართ... საბავშვო ბაღს რაც შეეხება, ვერ გადავწყვიტე, როგორ მოვიქცე - შეიძლება, მალე სიტუაცია შეიცვალოს და უმცროსი შვილი ბაღში ვატარო...

- ონლაინსწავლის პროცესში თუ მონაწილეობდი და თავს როგორ ართმევდი?

- ჩემთვის ეს ძალიან რთული იყო, რადგან იმ სკოლაში, სადაც ჩემი შვილი წინათ დადიოდა, იქვე მეცადინეობდა და შინ ისე მოდიოდა - კვირის განმავლობაში, სამეცადინო პროცესთან შეხება საერთოდ არ მქონდა, მერე კი, როცა უკვე ონლაინგაკვეთილები ჰქონდა, სახლში არ ვიყავი. მთელი დღე ვფიქრობდი, რომ შინ მალე მივსულიყავი, დავალებები ამომებეჭდა, ის ყველაფერი (ტექნიკური საკითხი) გამეკეთებინა, რასაც ბავშვი თავად ვერ შეძლებდა, რომ მერე დამჯდარიყო და ემეცადინა. ამ ყველაფრის მენეჯმენტი საკმაოდ დამღლელი გახლდათ. გარკვეული დრო დაგვჭირდა, რომ ბავშვი სწავლის ამ ფორმატს მორგებოდა. სულ არაფერს ჯობდა - ონლაინსწავლას ასე შევაფასებ (იღიმის).

- შენმა შვილებმა კორონავირუსის, არსებული სიტუაციის შესახებ რა იციან?

- ალბათ, ამ ყველაფერს გლობალურად ვერ აღიქვამენ, მაგრამ მაგალითად, ლილემ იცის - ბატუტ-ცენტრები და მაღაზიები იმიტომ არ მუშაობს, რომ კორონავირუსია (იღიმის). ალბათ, როგორც ყველასთან, ეს თემა ჩვენთანაც გაცვდა. თავიდან უფრო მეტს ვსაუბრობდით და ისინიც მეტ შეკითხვას სვამდნენ. ახლა მცხეთაში ვართ - გარე სამყაროსთან ბავშვებს აქტიური შეხება არ აქვთ. უფროსმა შვილმა ახლახან სკოლაში სიარული დაიწყო, თორემ მანამდე სულ მცხეთაში იყო. ამიტომ შიში და გარეთ გასვლისას დაძაბულობა დიდად არ უგრძნია. უბრალოდ, სამსახურიდან რომ მოვდიოდი და ბავშვები ჩემკენ გამოიქცეოდნენ, ვაჩერებდი - არა, ჯერ უნდა გამოვიცვალო, მოვწესრიგდე, დავიბანო და შემდეგ თქვენთან კონტაქტს შევძლებ-მეთქი. ასეთი, ცოტათი სტრესული ეპიზოდები იყო...განაგრძეთ კითხვა

ავარიის შედეგად დაშავებულ გოგონას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება - "აქვს თავის ტრავმა და 2-თვიანი კომაში ყოფნის შემდეგ, საჭიროებს რეაბილიტაციას"

"არ ვფიქრობ ხოლმე ავიღებ თუ არა ჯილდოს იმაში, რასაც ვაკეთებ" - ია სუხიტაშვილის კომენტარი სან-სებასტიანის კინოფესტივალზე გამარჯვების შემდეგ

ფეხბურთელობიდან მეფუტკრეობამდე - დევიდ ბეკჰემი ნატურალური თაფლის გაყიდვას იწყებს