პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთის მთავრობამ საომარი მდგომარეობა შემოიღო და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა - საქართველოს საგარეო უწყებისა და პრეზიდენტის კომენტარები
სომხეთის მთავრობამ საომარი მდგომარეობა შემოიღო და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა - საქართველოს საგარეო უწყებისა და პრეზიდენტის კომენტარები

სომ­ხე­თის მთავ­რო­ბამ ყა­რა­ბაღ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში სამ­ხედ­რო მდგო­მა­რე­ო­ბა შე­მო­ი­ღო და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცია, ამის შე­სა­ხებ სომ­ხე­თის პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრმა ნი­კოლ ფა­ში­ა­ნი­ან­მა „ფე­ის­ბუ­კის“ პი­რად გვერ­დზე და­წე­რა.

„ძვირ­ფა­სო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო, ახლა სომ­ხე­თის მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ცხად­დე­ბა სამ­ხედ­რო მდგო­მა­რე­ო­ბა და სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცია. ყვე­ლა პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბას მო­ვუ­წო­დებ გა­მო­ცხად­დეს სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი­ა­ტებ­ში“, - წერს ფა­ში­ნი­ა­ნი.

ყა­რა­ბაღ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბით შეშ­ფო­თე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, რო­მე­ლიც სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ქარ­თვე­ლო მზა­დაა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით ხელი შე­უ­წყოს დე­ეს­კა­ლა­ცი­ას და რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბას დამ­ყა­რე­ბას.

„შეშ­ფო­თე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის მო­რიგ სამ­ხედ­რო გამ­წვა­ვე­ბას, რო­მელ­საც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკვე მოჰ­ყვა მსხვერ­პლი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და­ზი­ა­ნე­ბა. იმე­დი გვაქვს, რომ მო­ხერ­ხდე­ბა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის რე­ჟიმ­ში გა­დას­ვლა მხა­რე­ებს შო­რის და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, რაც მკვეთ­რად ნე­გა­ტი­უ­რად იმოქ­მე­დებს მთე­ლი რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე.

სა­ქარ­თვე­ლო მო­ვუ­წო­დებს ეუ­თოს მინ­სკის ჯგუ­ფის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტო­რებს, მთე­ლი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თონ ეს­კა­ლა­ცი­ის შე­წყვე­ტის და კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი დი­ა­ლო­გის გა­ნახ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სათ­ვის.

ჩვე­ნი მხრივ კი ვა­ცხა­დებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო მზა­დაა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით ხელი შე­უ­წყოს დე­ეს­კა­ლა­ცი­ას და რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბას დამ­ყა­რე­ბას“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის მო­რიგ სამ­ხედ­რო გამ­წვა­ვე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პოსტს აქ­ვეყ­ნებს და მხა­რე­ებს მშვი­დო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

„ძა­ლი­ან ვარ შეშ­ფო­თე­ბუ­ლი სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბით. ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ მშვი­დო­ბის­კენ. ჩვენს რე­გი­ონ­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბა და მშვი­დო­ბა უნდა იყოს ჩვე­ნი სა­ერ­თო საქ­მე“, - აცხა­დებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
41

რუსეთი ცდილობს,რომ ამ ომში როგორმე თურქეთი ჩაითრიოს,თუმცა მარტო რუსეთი არა ირანიც იქვეა.

8

ირანი თუ იქვეა არც ისრაელია შორს, სადაც ისრაელი იქ იორდანია და არაბული სამყარო, რათქმაუნდა ამის მერე ამერიკაც იქვე ამერიკა=ნატოს, ნატო -> თურქეთი, გინდა ნატოს ჯარი, საქართველო ღიაა ნატოსთვის, სადაც ნატო იქ რუსეთი. აბა წრეც შეიკრა... ცეცხლი აინთო თამაშიც დაიწყო...

ავტორი:

სომხეთის მთავრობამ საომარი მდგომარეობა შემოიღო და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა - საქართველოს საგარეო უწყებისა და პრეზიდენტის კომენტარები

სომხეთის მთავრობამ საომარი მდგომარეობა შემოიღო და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა - საქართველოს საგარეო უწყებისა და პრეზიდენტის კომენტარები

სომხეთის მთავრობამ ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა შემოიღო და გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია, ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშიანიანმა „ფეისბუკის“ პირად გვერდზე დაწერა.

„ძვირფასო თანამემამულენო, ახლა სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ცხადდება სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია. ყველა პირად შემადგენლობას მოვუწოდებ გამოცხადდეს სამხედრო კომისარიატებში“, - წერს ფაშინიანი.

ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობას დამყარებას.

„შეშფოთებით ვაკვირდებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებას, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მოჰყვა მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება. იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მხარეებს შორის და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება, რაც მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.

საქართველო მოვუწოდებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, საერთაშორისო აქტორებს, მთელი ძალისხმევა მიმართონ ესკალაციის შეწყვეტის და კონსტრუქციული დიალოგის განახლების უზრუნველყოფისათვის.

ჩვენი მხრივ კი ვაცხადებთ, რომ საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობას დამყარებას“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებას ეხმაურება ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი პოსტს აქვეყნებს და მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს.

„ძალიან ვარ შეშფოთებული სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებით. ჩვენ მოვუწოდებთ მშვიდობისკენ. ჩვენს რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა უნდა იყოს ჩვენი საერთო საქმე“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

"სომხეთი ტერტერის რაიონის საარტილერიო დაბომბვას განაგრძობს" - რა ცნობებს ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

"აზერბაიჯანმა უპილოტო დრონები იერიში მიიტანა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის სკოლებზე" - სომხური მედია

"აზერბაიჯანმა ჩრდილოეთის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყო" - სომხეთის თავდაცვის უწყება