ავტორი:

ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა - რა სიტყვებით მიმართა მან მოსამართლეს?

ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა - რა სიტყვებით მიმართა მან მოსამართლეს?

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი სასამართლოს მისი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.

თავად ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. მან მოსამართლის კითხვაზე, სცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, განაცხადა, რომ დუმილის უფლებით სარგებლობს.

"ნება მომეცით, გამოვიყენო კანონით მინიჭებული დუმილის უფლება", - განაცხადა ფურცხვანიძე.

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძეს, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, გუშინ, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს.

თავად დავით ფურცხვანიძე აცხადებდა, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ალტერნატიული ექპერტიზის ჩასატარებლად მიემგზავრებოდა.

"მელიქიშვილმა მის მიმართ გამოიჩინა სექსუალური ლტოლვა, სექსუალურ კონტაქტს სთავაზობდა. ამან ძალიან გააღიზიანა ნარიმანიძე..." - რას ყვება ადვოკატი თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე

თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს პატიმრობა შეეფარდა

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს