მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
N16 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
N16 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გეგ­მუ­რი PCR ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად, N16 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­ა­მა­ნა­თო სივ­რცის თა­ნამ­შრო­მელს covid-19 და­უ­დას­ტურ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, სა­მუ­შა­ოს სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აღ­ნიშ­ნულ პირს და­წე­სე­ბუ­ლე­ბის შიდა პე­რი­მეტრთან, ანუ პა­ტიმ­რებ­თან და და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყა­ზარ­მულ რე­ჟიმ­ში მყოფ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნია, ვი­ნა­ი­დან იგი მხო­ლოდ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გარე პე­რი­მეტრზე მუ­შა­ობს.

“მას შე­ხე­ბა ჰქონ­და მხო­ლოდ მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­თან და და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შემსვლელ სხვა პი­რებ­თან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გარე პე­რი­მეტრზე მო­მუ­შა­ვე რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელ­მა, ვის­თა­ნაც მო­ცე­მულ პირს უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და, 25 სექ­ტემ­ბერს ასე­ვე გა­ი­ა­რა გეგ­მუ­რი PCR ტეს­ტი­რე­ბა და ყვე­ლა მათ­გა­ნის პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თია, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ისი­ნი გა­და­ვიდ­ნენ იზო­ლა­ცი­ა­ში 12 დღით.

მხო­ლოდ ჯან­დაც­ვის პრო­ტო­კო­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იზო­ლა­ცი­ის ვა­დის გას­ვლის და PCR ტეს­ტი­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ და­უბ­რუნ­დე­ბი­ან ისი­ნი სა­კუ­თარ სა­მუ­შაო ად­გილს.

ამას­თან, იმ სივ­რცე­ში, სა­დაც მუ­შა­ობ­და ის პირი, ვი­საც ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და და მას­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, უკვე ჩა­ტარ­და დე­ზინ­ფექ­ცია (გეგ­მუ­რი დე­ზინ­ფექ­ცია და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სის­ტე­მა­ტუ­რად ტარ­დე­ბა, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს იყო და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა).

იმ პი­რის მდგო­მა­რე­ო­ბა, ვი­საც ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, სტა­ბი­ლუ­რია და მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ასე­ვე სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ტო­კო­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ტარ­დე­ბა”,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

N16 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

N16 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გეგმური PCR ტესტირების შედეგად, N16 პენიტენციური დაწესებულების საამანათო სივრცის თანამშრომელს covid-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირს დაწესებულების შიდა პერიმეტრთან, ანუ პატიმრებთან და დაწესებულების ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია, ვინაიდან იგი მხოლოდ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მუშაობს.

“მას შეხება ჰქონდა მხოლოდ მსჯავრდებულების ოჯახის წევრებთან და დაწესებულებაში შემსვლელ სხვა პირებთან. აღსანიშნავია, რომ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე რამდენიმე თანამშრომელმა, ვისთანაც მოცემულ პირს უშუალო კონტაქტი ჰქონდა, 25 სექტემბერს ასევე გაიარა გეგმური PCR ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი გადავიდნენ იზოლაციაში 12 დღით.

მხოლოდ ჯანდაცვის პროტოკოლით გათვალისწინებული იზოლაციის ვადის გასვლის და PCR ტესტირების გავლის შემდეგ დაუბრუნდებიან ისინი საკუთარ სამუშაო ადგილს.

ამასთან, იმ სივრცეში, სადაც მუშაობდა ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და მასთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლები, უკვე ჩატარდა დეზინფექცია (გეგმური დეზინფექცია დაწესებულებებში სისტემატურად ტარდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იყო დამატებითი ღონისძიება).

იმ პირის მდგომარეობა, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა, სტაბილურია და მასთან მიმართებაში ასევე სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარდება”,- აღნიშნულია განცხადებაში.

"დაგვიბრუნეთ მუსიკოსები რესტორნებში", "გახსენით სამორინეები", "გახსენით სკოლები" - ბათუმში აქცია იმართება

გარდაცვალების 7 შემთხვევა ბოლო 7 დღეში - ამირან გამყრელიძის მიმართვა ჟურნალისტებს და ბოლო ცნობები აჭარიდან

დაკარგა თუ არა საქართველომ "მწვანე ქვეყნის" სტატუსი და როგორია ყველაზე "ცხელი" ზონიდან სხვა რეგიონებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლი