მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მას შემდეგ, რაც მამამ მიატოვა, ბაჩომ ბევრი რამ აიღო საკუთარ თავზე, არაფერს თაკილობდა" - მშენებლობისას დაშავებულ 23 წლის ბიჭს დახმარება ესაჭიროება
"მას შემდეგ, რაც მამამ მიატოვა, ბაჩომ ბევრი რამ აიღო საკუთარ თავზე, არაფერს თაკილობდა" - მშენებლობისას დაშავებულ 23 წლის ბიჭს დახმარება ესაჭიროება

23 წლის ბა­ჩა­ნა გე­დე­ვა­ნიშ­ვილს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ახალ­გაზ­რდა ბიჭი 2020 წლის 21 სექ­ტემ­ბერს მშე­ნებ­ლო­ბი­სას აივ­ნი­დან გად­მო­ვარ­და და სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო.

რო­გორც ბა­ჩა­ნა გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლის დედა, მე­ლა­ნო რაზ­მა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, მის შვილს და­უ­ზი­ან­და გუ­ლის აორ­ტა, რის გა­მოც გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და.

"ყვე­ლა­ზე მძი­მე და სა­ხი­ფა­თო აორ­ტის და­ზი­ა­ნე­ბა იყო. გა­ხეთ­ქი­ლი ჰქონ­და შუ­ა­ზე და არა­ვის ეგო­ნა, თუ გა­დარ­ჩე­ბო­და. აქვს მენ­ჯი­სა და ყბის მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი, თავი აქვს გა­ტე­ხი­ლი, ფილ­ტვი და ნაღ­ვე­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ასე­ვე, სხვა მრა­ვა­ლი და­ზი­ა­ნე­ბა. ხუთი შვი­ლი მყავს. ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა 12 წლი­საა. ბაჩო 13 წლი­დან დიდი კა­ცი­ვით მედ­გა გვერ­დით და შვი­ლე­ბის რჩე­ნა­ში მეხ­მა­რე­ბო­და.

მე­ხუ­თე ბავ­შვზე რომ დავ­რჩი ორ­სუ­ლად ბავ­შვე­ბის მა­მამ მი­მა­ტო­ვა. წა­ვი­და და არც მო­უ­კი­თხავს, მას შემ­დეგ რო­გორ ვი­ყა­ვით. ბა­ჩომ ბავ­შვო­ბი­დან ბევ­რი რამ აიღო სა­კუ­თარ თავ­ზე. ყველ­გან მუ­შა­ობ­და, არა­ფერს თა­კი­ლობ­და. ბო­ლოს ელი­ა­ვა­ზე მუ­შა­ობ­და კერ­ძო მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, სა­დაც და­შავ­და. შე­ნო­ბა ავა­რი­უ­ლი იყო, იქ მუ­შა­ო­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. აი­ვა­ნი ჩა­ინ­გრა თუ რა მოხ­და არ ვიცი. ჩა­მო­ვარ­და სი­მაღ­ლი­დან" - გვიყ­ვე­ბა მე­ლა­ნო რაზ­მა­ძე.

ბა­ჩა­ნა გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლის დედა ამ­ბობს, რომ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ას და­ფი­ნან­სე­ბის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა. იმის გამო, რომ ოჯახს ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თი არ გა­აჩ­ნია, მე­რი­ის­გან უარი მი­ი­ღო.

"ჩვენ არ გვაქვს სა­კუ­თა­რი სახ­ლი. ვერც ქი­რით ვცხოვ­რობთ, რად­გან ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვქონ­და არა­სო­დეს. გლ­დან­ში, რა­დი­ო­ქარ­ხნის ყო­ფილ შე­ნო­ბა­ში შევ­სახ­ლდით, სა­დაც დევ­ნი­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ. რად­გა­ნაც ბა­ჩა­ნას არ აქვს ჩა­წე­რის მი­სა­მარ­თი, მე­რი­ა­ში და­ფი­ნან­სე­ბა­ზე პრობ­ლე­მა შეგ­ვექ­მნა. ახლა ამის მოგ­ვა­რე­ბას ვცდი­ლობთ.

ძა­ლი­ან დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მისი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა. თა­ვი­დან ჩა­უ­ტარ­და გუ­ლის აორ­ტის ოპე­რა­ცია, რაც დაჯ­და 38000₾. აქე­დან 15 000 და­ფი­ნანსდა სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვით. გუ­შინ ჩა­უ­ტარ­და კი­დევ ორი ოპე­რა­ცია. რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბაც ჯერ არ უთ­ქვამთ. ორი თვე უნდა იწ­ვეს გა­უნ­ძრევ­ლად. ორ თვე­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი კი­დევ დას­ჭირ­დე­ბა თუ არა ოპე­რა­ცი­ე­ბი. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დარ­ჩე­ნის ერთი დღის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 450 ლა­რია, ამ ხარ­ჯე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვაქვს." - აცხა­დებს მე­ლა­ნო რაზ­მა­ძე.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ თან­ხა ჩა­რი­ცხონ შემ­დეგ ან­გა­რი­შებ­ზე:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: GE87BG0000000101132802GEL

თი­ბი­სი ბან­კი: GE82TB7690845061100078

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
0

მოკლედ რა

მეგრელი
0

ესეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანი მუშაობისას ზიანდება, სრულად უნდა დაფინანსდეს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"მას შემდეგ, რაც მამამ მიატოვა, ბაჩომ ბევრი რამ აიღო საკუთარ თავზე, არაფერს თაკილობდა" - მშენებლობისას დაშავებულ 23 წლის ბიჭს დახმარება ესაჭიროება

"მას შემდეგ, რაც მამამ მიატოვა, ბაჩომ ბევრი რამ აიღო საკუთარ თავზე, არაფერს თაკილობდა" - მშენებლობისას დაშავებულ 23 წლის ბიჭს დახმარება ესაჭიროება

23 წლის ბაჩანა გედევანიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ახალგაზრდა ბიჭი 2020 წლის 21 სექტემბერს მშენებლობისას აივნიდან გადმოვარდა და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო.

როგორც ბაჩანა გედევანიშვილის დედა, მელანო რაზმაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, მის შვილს დაუზიანდა გულის აორტა, რის გამოც გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთდა.

"ყველაზე მძიმე და სახიფათო აორტის დაზიანება იყო. გახეთქილი ჰქონდა შუაზე და არავის ეგონა, თუ გადარჩებოდა. აქვს მენჯისა და ყბის მოტეხილობები, თავი აქვს გატეხილი, ფილტვი და ნაღველი დაზიანებული, ასევე, სხვა მრავალი დაზიანება. ხუთი შვილი მყავს. ყველაზე პატარა 12 წლისაა. ბაჩო 13 წლიდან დიდი კაცივით მედგა გვერდით და შვილების რჩენაში მეხმარებოდა.

მეხუთე ბავშვზე რომ დავრჩი ორსულად ბავშვების მამამ მიმატოვა. წავიდა და არც მოუკითხავს, მას შემდეგ როგორ ვიყავით. ბაჩომ ბავშვობიდან ბევრი რამ აიღო საკუთარ თავზე. ყველგან მუშაობდა, არაფერს თაკილობდა. ბოლოს ელიავაზე მუშაობდა კერძო მშენებლობაზე, სადაც დაშავდა. შენობა ავარიული იყო, იქ მუშაობა არ შეიძლებოდა. აივანი ჩაინგრა თუ რა მოხდა არ ვიცი. ჩამოვარდა სიმაღლიდან" - გვიყვება მელანო რაზმაძე.

ბაჩანა გედევანიშვილის დედა ამბობს, რომ დედაქალაქის მერიას დაფინანსების თაობაზე განცხადებით მიმართა. იმის გამო, რომ ოჯახს ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი არ გააჩნია, მერიისგან უარი მიიღო.

"ჩვენ არ გვაქვს საკუთარი სახლი. ვერც ქირით ვცხოვრობთ, რადგან ამის საშუალება არ გვქონდა არასოდეს. გლდანში, რადიოქარხნის ყოფილ შენობაში შევსახლდით, სადაც დევნილები ცხოვრობენ. რადგანაც ბაჩანას არ აქვს ჩაწერის მისამართი, მერიაში დაფინანსებაზე პრობლემა შეგვექმნა. ახლა ამის მოგვარებას ვცდილობთ.

ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული მისი გამოჯანმრთელება. თავიდან ჩაუტარდა გულის აორტის ოპერაცია, რაც დაჯდა 38000₾. აქედან 15 000 დაფინანსდა საყოველთაო დაზღვევით. გუშინ ჩაუტარდა კიდევ ორი ოპერაცია. რომელთა ღირებულებაც ჯერ არ უთქვამთ. ორი თვე უნდა იწვეს გაუნძრევლად. ორ თვეში გახდება ცნობილი კიდევ დასჭირდება თუ არა ოპერაციები. საავადმყოფოში დარჩენის ერთი დღის ღირებულება 450 ლარია, ამ ხარჯების ანაზღაურების საშუალება არ გვაქვს." - აცხადებს მელანო რაზმაძე.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ შემდეგ ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი: GE87BG0000000101132802GEL

თიბისი ბანკი: GE82TB7690845061100078

ვინ იყვნენ და სად მკურნალობდნენ კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტები

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა

როგორ შევარჩიოთ ინტერიერის კარები – რეკომენდაციები და ფასდაკლება „მიჰაუსისგან“