ბათუმის სამშობიარო სახლში მოთავსებულ სამ ახალშობილს კორონავირუსი ლაბორატორიული კვლევის შედეგად არ დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის ექიმმა ნუგზარ პაპავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ახალშობილები თავს კარგად გრძნობენ.
მისივე განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 15 ფეხმძიმედან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა.
"სამი ახალშობილის ტესტის პასუხებს ველოდებოდით და ყველას უარყოფითი პასუხი აქვს. საერთო ჯამში ჩვენს კლინიკაში 15 კოვიდინფიცირებული ფეხმძიმეა მოთავსებული, აქედან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან პაციენტს ხველება და ცხელება აღენიშნება, სხვა ორსულების მდგომარეობა სტაბილურია, უსიმპტომოდ მიმდინარეობს",- აცხადებს ნუგზარ პაპავა.