პარტნიორები:
    ავტორი:

    შატილის ავარიას გადარჩენილი გოგონა კლინიკიდან გაწერეს - ემოციური კადრები ადგილიდან

    შატილის ავარიას გადარჩენილი გოგონა კლინიკიდან გაწერეს - ემოციური კადრები ადგილიდან

    შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პაციენტიდან ერთ-ერთი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გუშინ გაწერეს.

    თამუნა არღვლიანს კლინიკასთან ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები დახვდნენ.

    ადგილზე გადაღებულ ემოციურ კადრებს სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი "სალი სალი" ავრცელებს:

    "შატილის საბედისწერო ავრიას გადარჩენილი სამი პაციენტიდან ერთერთი თამუნა თამო არღვლიანი კლინიკიდან დღეს გაწერეს. მადლობა ღმერთო ამ სასწაულისთვის. გილოცავთ ყველა თქვენთაგანს და ყველა სანათესაოს ამ დიდ სიხარულს" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ვიდეოს კომენტირებისას.

    შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

    შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. საბედისწერო ტურს ცოცხლად გადაურჩენენ: 23 წლის ხატია დევსურაშვილი, რომლის და - მედეა ავტოკატასტროფას ემსხვერპლა, თამარ არღვლიანი და ნატა თხელიძე

    საქართველოში კორონავირუსით კიდევ 41 ადამიანი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსის 3768 ახალი შემთხვევა გამოვლინა - როგორია მათი გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით

    გარდაიცავალა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე - "მას თანმხლებ დაავადებასთან ერთად, კორონავირუსიც ჰქონდა"