საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით, 8 ხმით აირჩია. ხათუნა ლაგაზიძემ ერთი ხმა მიიღო, ხოლო ირმა სოხაძემ - არც ერთი.
კონკურსში თავდაპირველად რვა კანდიდატი მონაწილეობდა.
თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო და ამჟამად გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა.
კიდევ კარგი, საქმეში მეტ-ნაკლებად გარკვეული ადამიანი აირჩიეს, თორემ, რამდენიმე ისეთი კანდიდატი იყო, კატასტროფა იქნებოდა მათი დანიშვნა!
რა შეწუხებული სახე აქვს ამ ქალს, იფიქრებ, უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდანო!