მსოფლიო
პოლიტიკა

27

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ქალწულშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება; წარმოების ზრდა. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
საზოგადოება
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სადაც წყარო დააკავეს, იქ მეც დამიჭერენ..." - ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ, პროკურატურაში მიხეილ რამიშვილიც დაიბარეს
"სადაც წყარო დააკავეს, იქ მეც დამიჭერენ..." - ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ, პროკურატურაში მიხეილ რამიშვილიც დაიბარეს

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ში ახ­ლად­გა­მო­ჩე­ნი­ლი ფი­გუ­რან­ტი და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე, რო­მელ­მაც გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატს, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს ე.წ. სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­მა­სა­ლა გა­დას­ცა, და­ა­კა­ვეს. ამის თა­ო­ბა­ზე ambebi.ge-ს მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, ის თა­ვა­დაც ელის, რომ მალე და­ა­კა­ვე­ბენ.

"მალე მეც ვიქ­ნე­ბი ბრალ­დე­ბუ­ლი და მეც და­მი­ჭე­რენ!.. გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თე, რომ ეს არის პირ­და­პირ მი­მარ­თუ­ლი იმის­კენ, რომ დამ­ნა­შა­ვეს და­ა­ფა­რონ ხელი... არ უნ­დათ ეს კაცი ამე­რი­კა­ში წა­ვი­დეს და ჩა­მო­ი­ტა­ნოს და­მა­ტე­ბით ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნე­ბი და დო­კუ­მენ­ტე­ბი. წყა­რო რა­ტომ უნდა და­ა­კა­ვო, რა შუ­ა­შია წყა­რო? მე გა­ვა­სა­ჯა­რო­ვე, ეს ფო­ტო­ე­ბი... ეს პირ­და­პირ იმას ნიშ­ნავს, რომ სა­დაც წყა­რო და­ა­კა­ვეს, იქ მეც და­მი­ჭე­რენ...“ - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა. მისი თქმით, ის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­კი­თხვზე და­ი­ბა­რეს და უწყე­ბა­ში უკვე მი­ვი­და.

ფურ­ცხვა­ნი­ძე სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და შეს­წავ­ლის ობი­ექ­ტი გახ­და მას მერე, რაც მის მიერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი სა­ტე­ლი­ტურ ფო­ტო­ებ­ზე სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა ექ­სპერ­ტი­ზამ და­ას­კვნა, რომ მა­სა­ლა ყალ­ბია და და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, "მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბის ფაქ­ტის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ერ პირ­ზე." რო­გორც ambebi.ge-მ გა­არ­კვია, რა­მიშ­ვი­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში სუს-ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის, ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ვანო გუ­ლაშ­ვი­ლის სა­კი­თხზე და­ი­ბა­რეს, შე­გახ­სე­ნებთ, რა­მიშ­ვი­ლი ამ­ტკი­ცებ­და, რომ გუ­ლაშ­ვი­ლის­გან ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, თუ რო­გორ გა­დას­ცემ­და ის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს ე.წ. ფლეშ­კებს და აძ­ლევ­და მი­თი­თე­ბებს.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფურ­ცხვა­ნი­ძეს რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ბრალს წა­უ­ყე­ნე­ბენ. შე­გახ­სე­ნებთ, ის 30 სექ­ტემ­ბერს აშშ-ში გეგ­მავ­და წას­ვლას.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტტტ
317

შენც იქ , ღირსი ხარ, რას აბოლებ ქვეყანას

aburjga
202

დასჭერი ხარ, მაგრამ არ დაგიჭერენ! გიჟი თავისუფალია! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული გზავნილები და განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში
ავტორი:

"სადაც წყარო დააკავეს, იქ მეც დამიჭერენ..." - ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ, პროკურატურაში მიხეილ რამიშვილიც დაიბარეს

"სადაც წყარო დააკავეს, იქ მეც დამიჭერენ..." - ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ, პროკურატურაში მიხეილ რამიშვილიც დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახლადგამოჩენილი ფიგურანტი დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს ე.წ. სატელიტური ფოტომასალა გადასცა, დააკავეს. ამის თაობაზე ambebi.ge-ს მიხეილ რამიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ის თავადაც ელის, რომ მალე დააკავებენ.

"მალე მეც ვიქნები ბრალდებული და მეც დამიჭერენ!.. განცხადება გავაკეთე, რომ ეს არის პირდაპირ მიმართული იმისკენ, რომ დამნაშავეს დააფარონ ხელი... არ უნდათ ეს კაცი ამერიკაში წავიდეს და ჩამოიტანოს დამატებით ექსპერტების დასკვნები და დოკუმენტები. წყარო რატომ უნდა დააკავო, რა შუაშია წყარო? მე გავასაჯაროვე, ეს ფოტოები... ეს პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ სადაც წყარო დააკავეს, იქ მეც დამიჭერენ...“ - განაცხადა რამიშვილმა. მისი თქმით, ის პროკურატურაში გამოკითხვზე დაიბარეს და უწყებაში უკვე მივიდა.

ფურცხვანიძე საგამოძიებო უწყების დაკვირვებისა და შესწავლის ობიექტი გახდა მას მერე, რაც მის მიერ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატისთვის მიწოდებული სატელიტურ ფოტოებზე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ მასალა ყალბია და დამონტაჟებული. პროკურატურის განცხადებით, "მტკიცებულებების ფალსიფიცირების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ნებისმიერ პირზე." როგორც ambebi.ge-მ გაარკვია, რამიშვილი საგამოძიებო უწყებაში სუს-ის ყოფილი თანამშრომლის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ვანო გულაშვილის საკითხზე დაიბარეს, შეგახსენებთ, რამიშვილი ამტკიცებდა, რომ გულაშვილისგან ჰქონდა ინფორმაცია, თუ როგორ გადასცემდა ის თამარ ბაჩალიაშვილს ე.წ. ფლეშკებს და აძლევდა მითითებებს.

ჩვენი ინფორმაციით, ფურცხვანიძეს რამდენიმე საათში ბრალს წაუყენებენ. შეგახსენებთ, ის 30 სექტემბერს აშშ-ში გეგმავდა წასვლას.

"დავით გარეჯის საკითხზე 60 ადამიანია გამოკითხული, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნები" - პროკურორი

"მამა ამბობს, იქნებ "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა, გაკვეთილებს არ ამზადებდა და ზარმაცობდაო" - რა ეტაპზეა ილია ფილფანის ძიება და რა ახალი ვერსიები აქვს ოჯახს

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა