ავტორი:

"საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლად მოახდინოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის რატიფიკაცია" -  კელი დეგნანი

"საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლად მოახდინოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის რატიფიკაცია" -  კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, წინასაარჩევნოდ კიბერუსაფრთხოების დაცვა უმნიშვნელოვანესია. როგორც მან კიბერუსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა, უნდა აღმოიფხვრას ის პრობლემები, რაც დღეს ამ თვალსაზრისით არსებობს.

"მოხარული ვარ, რომ დღეს მონაწილეობა მივიღე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ ორგანიზებულ კიბერუსაფრთხოების ფორუმში, სადაც იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მათი აქ ყოფნა კიდევ ერთხელ მიანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს თითოეული მათგანი კიბერუსაფრთხოებას და ამ კუთხით ქვეყნის შესაძლებლობების განვითარებას, ასევე იმ მიმართულებით მუშაობას, რაც გულისხმობს კიბერ-ქსელების, ინფორმაციის დაცვას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ, რათა თითოეული ამომრჩეველი დარწმუნებული იყოს, როცა საარჩევნო უბანზე წავა და ხმას მისცემს, მისი ინფორმაცია დაცული იყოს. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლად მოახდინოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის რატიფიკაცია. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა განისაზღვროს როლები და მოვალეობები კიბერსივრცეში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აღმოიფხვრას პრობლემები, რათა კიბერუსაფრთხოება გაძლიერდეს. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი საფრთხეები იარსებებს", - განაცხადა დეგნანმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ნატო-ს სჭირდება საქართველო, რომელსაც აქვს პლურალისტური პარლამენტი და დამოუკიდებელი სასამართლო" - იან კელი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს

"ჩემი თვალით ვნახე, ვინ ჩაშალა მოლაპარაკება - მათ განაცხადეს, რომ დოკუმენტი იყო კოჭლი" - შალვა პაპუაშვილი