პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იუგოსლავიელი ჯაშუშის სამმაგი თამაში - კაცი, რომლის ისტორიაც "ჯეიმს ბონდის" პერსონაჟის შექმნის საფუძველი გახდა
იუგოსლავიელი ჯაშუშის სამმაგი თამაში - კაცი, რომლის ისტორიაც "ჯეიმს ბონდის" პერსონაჟის შექმნის საფუძველი გახდა

თუ იან ფლე­მინ­გის "ჯე­იმს ბონ­დი" თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟია, მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იცო­დეთ, თუ ვინ იყო "აგენტ 007" - ის შექ­მნის ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­რო. მისი ის­ტო­რია სერ­ბი აგენ­ტის, დუშ­კო პო­პო­ვის ის­ტო­რი­ა­ზე დაყრნო­ბით შე­იქ­მნა.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გორ შე­დის ორ­მა­გი აგენ­ტი კა­ზი­ნო­ში და სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავს აც­ნობს: "ჩემი სა­ხე­ლია პო­პო­ვი, დუშ­კო პო­პო­ვი“... მთლად ისე ვერ "ჟღერს", რო­გორც ჯე­იმს ბონ­დი, თუმ­ცა აგენტ პო­პოვს უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, "კა­ზი­ნო "რო­ი­ა­ლის“ ავ­ტო­რი იან ფლე­მინ­გი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ბრი­ტა­ნე­თის სა­ზღვაო ფლო­ტის ოფი­ცე­რი გახ­ლდათ, ის სა­ი­დუმ­ლო და­ვა­ლე­ბებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ერთხე­ლაც მან პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში 1941 წელს კა­ზი­ნო "ეს­ტო­რილ­ში" ერთი ადა­მი­ა­ნი ნახა, რო­მელ­თან შეხ­ვედ­რა­მაც წიგ­ნის და­წე­რა გა­და­ა­წყვე­ტი­ნა. სერ­ბი აგენ­ტის ცხოვ­რე­ბის მი­ხედ­ვით და­წე­რილ­მა წიგნ­მა კი შემ­დეგ მსოფ­ლიო მო­ხიბ­ლა.

სერ­ბი სიმ­პა­თი­უ­რი მა­მა­კა­ცი დუშ­კო პო­პო­ვი, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ბრი­ტა­ნე­თის "მი 5“-ს და "მი 6“-ის წევ­რი, ასე­ვე გერ­მა­ნი­ის და FBI-ს ჯა­შუ­ში გახ­ლდათ. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, პო­პო­ვი გერ­მა­ნი­ა­ში მო­პო­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბრი­ტა­ნე­ლებს აწ­ვდი­და, გერ­მა­ნე­ლებს კი მცდარ ინ­ფორ­მა­ცი­ას უზი­ა­რებ­და.

დუშ­კო პო­პო­ვი ყო­ფილ იუ­გოს­ლა­ვი­ა­ში, არის­ტოკ­რატ­თა ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ის თა­ვი­სუფ­ლად ფლობ­და რამ­დე­ნი­მე უცხო ენას. პო­პოვს ევ­რო­პის ყვე­ლა სა­უ­კე­თე­სო სას­ტუმ­რო­სა და კა­ზი­ნო­ში იც­ნობ­დნენ. მას გავ­ლე­ნი­ან მე­გობ­რებ­თან ერ­თად, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ჰქონ­და, რათა რა­ი­მე სამ­სა­ხურ­ზე არ ეფიქ­რა და დრო არ­ხე­ი­ნად გა­ე­ტა­რე­ბია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პო­პო­ვი ავან­ტი­უ­რის­ტი და თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი გახ­ლდათ. ხოლო როცა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი და­ი­წყო, მას ეს ამ­ბა­ვი მო­ე­წო­ნა კი­დეც.

პო­პო­ვი ან­ტი­ფა­შის­ტი იყო, თუმ­ცა ბე­დის ირო­ნი­ით, თავ­და­პირ­ვე­ლად სწო­რედ გერ­მა­ნი­ის მხა­რემ შეს­თა­ვა­ზა პო­პოვს სა­ი­დუმ­ლო აგენ­ტო­ბა.

დუშ­კოს გერ­მა­ნელ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა და­ა­ვა­ლა შე­ედ­გი­ნა იმ პო­ლი­ტი­კოს­თა სია, რომ­ლე­ბიც იუ­გოს­ლა­ვი­ის ოკუ­პა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, გერ­მა­ნი­ის მხა­რეს და­ი­ჭერ­დნენ. პო­პო­ვი და­თან­ხმდა გერ­მა­ნე­ლე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას, თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა ბრი­ტა­ნე­ლებს შეს­თა­ვა­ზა და გერ­მა­ნე­ლე­ბის და­ვა­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც აც­ნო­ბა.

გერ­მა­ნელ მე­გო­ბარს და ამავდრო­უ­ლად ხელ­მძღვა­ნელს ჯონი ჯებ­სენს პო­პოვ­მა ერთხელ უთხრა, რომ ბრი­ტა­ნეთ­ში ჰყავს მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც მზად არის გერ­მა­ნი­ის აგენ­ტად იმუ­შა­ოს, ამის­თვის კი ის ნე­იტ­რა­ლურ ზო­ნა­ში პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, რო­გორც ბიზ­ნეს­მე­ნი, ისე უნდა გა­და­სუ­ლი­ყო სა­ცხოვ­რებ­ლად, ასე უფრო მარ­ტი­ვად შეძ­ლებ­და ბრი­ტა­ნე­ლე­ბის "და­ვერ­ბოვ­კე­ბას“, ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბას და მის სა­ი­დუმ­ლო აგენ­ტთან კავ­შირს. გერ­მა­ნე­ლებ­მა მო­ი­წო­ნეს პო­პო­ვის გეგ­მა და ის ლი­სა­ბონ­ში გა­უშ­ვეს.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ის ლი­სა­ბო­ნი­დან აპი­რებ­და გერ­მა­ნე­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბას, ბრი­ტა­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის­თვის მი­წო­დე­ბას.

პო­პო­ვი ლი­სა­ბო­ნის შემ­დეგ ლონ­დონ­ში გა­ემ­გზავ­რა, დაზ­ვერ­ვის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ის გა­და­ამ­ზა­დეს და გერ­მა­ნი­ის მხა­რის­თვის გა­და­სა­ცე­მი ინ­ფორ­მა­ცი­აც მის­ცეს. აგენ­ტის შრო­მით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა გერ­მა­ნე­ლებ­მა პო­პო­ვი 10 ათა­სი დო­ლა­რით და­ა­ჯილ­დო­ვეს.

მე­გო­ბა­რი ჯებ­სე­ნი პო­პოვს ყო­ველ­თვის აწ­ვდი­და ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რათა "გერ­მა­ნი­ის აგენ­ტი“ საქ­მის კურ­სში ყო­ფი­ლი­ყო. სწო­რედ ასე გა­ი­გო მან, რომ ია­პო­ნია აშშ-ზე თავ­დას­ხმის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს კი ია­პო­ნი­ას­თან გერ­მა­ნია აწარ­მო­ებ­და. ახა­ლი და­ვა­ლე­ბით, გემრმა­ნი­ის მხა­რემ ის აშშ-ში გა­უშ­ვა, რათა მას აგენ­ტუ­რის ქსე­ლი ამე­რი­კა­შიც შე­ექ­მნა. მას და­ე­ვა­ლა ჰა­ვა­ის ერთ-ერთ კუნ­ძულ­ზე და­სახ­ლე­ბუ­ლი­ყო და ინ­ფორ­მა­ცია პერლ-ჰარ­ბორ­ზე მო­ე­პო­ვე­ბი­ნა. გერ­მა­ნე­ლებ­მა მას ახა­ლი ტექ­ნი­კით მუ­შა­ო­ბა და ტექ­სტის ზო­მებ­ში შემ­ცი­რე­ბაც ას­წავ­ლეს.

  • ამე­რი­კე­ლებ­მა მხრე­ბი აი­ჩე­ჩეს...

აგენ­ტი პო­პო­ვი ნიუ-იორკში 1941 წლის აგ­ვის­ტო­ში გა­ემ­გზავ­რა. მას უკვე ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი, რო­გორ შე­ას­რუ­ლებ­და მე­ო­რე მცდარ აგენ­ტუ­რულ სვლას. პო­პო­ვი გზა­ში ფიქ­რობ­და, რომ ჩა­ვი­დო­და ამე­რი­კა­ში, ჩა­ი­ტან­და გერ­მა­ნე­ლე­ბის აგენ­ტე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ უახ­ლეს ტექ­ნო­ლო­გი­ას, ასე­ვე გა­დას­ცემ­და უმ­თავ­რეს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ია­პო­ნია აშშ-ზე თავ­დას­ხმას ამ­ზა­დებ­და და ბო­ლოს და ბო­ლოს, მისი დახ­მა­რე­ბით, ამე­რი­კე­ლებს ექ­ნე­ბო­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გერ­მა­ნი­ის აგენ­ტუ­რუ­ლი ქსე­ლი გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნათ, თუმ­ცა რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ამე­რი­კე­ლე­ბი მას რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლად შეხ­ვდნენ.

ამე­რი­კის ფე­დე­რა­ლურ­მა ბი­უ­რომ არ მის­ცა პო­პოვს უფ­ლე­ბა აგენ­ტე­ბი გა­და­ე­ბი­რე­ბი­ნა, არც ია­პო­ნი­ის შე­საძ­ლო თავ­დას­ხმის ინ­ფორ­მა­ცია და­ი­ჯე­რეს, დუშ­კოს კი ჰა­ვა­ი­ზე წას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში და­ა­კა­ვებ­დნენ...

ამე­რი­კა­ში ჩას­ვლის­თა­ნა­ვე, ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბის მოყ­ვა­რულ­მა პო­პოვ­მა შე­ი­ძი­ნა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ბინა, და­დი­ო­და ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ და მო­დურ კლუ­ბებ­ში, გა­ი­ჩი­ნა რამ­დე­ნი­მე საყ­ვა­რე­ლი, რო­მელ­თა სი­ლა­მა­ზე ყვე­ლას ხიბ­ლავ­და. პო­პო­ვის ასე­თი ცხოვ­რე­ბა და საქ­მი­ა­ნო­ბა თა­ვი­დან­ვე არ მო­ე­წო­ნა ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს, ის ერთხელ შეხ­ვდა FBI-ს ხელ­მძღვა­ნელს ედ­გარ გუ­ვერ­საც, რო­მელ­მაც უთხრა:

"მე მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე სა­მარ­თლი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ვხელ­მძღვა­ნე­ლობ, თქვენ კი აქ უეც­რად სა­ი­დან­ღაც გაჩ­ნდით. არ გა­სუ­ლა თვე­ნა­ხე­ვა­რი და უკვე პარკ-ავე­ნი­უ­ზე პენ­ტჰა­უს­ში და­სახ­ლდით და და­ი­წყეთ გარ­თო­ბა. პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით, რომ ამას ასე არ დავ­ტო­ვებ".

1941 წლის 7 დე­კემ­ბერს ია­პო­ნე­ლებ­მა პერლ-ჰარ­ბორს შე­უ­ტი­ეს, ამე­რი­კას ამით უდი­დე­სი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნეს. პო­პო­ვი ვერ იჯე­რებ­და, რომ ამე­რი­კე­ლებ­მა მისი მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ გა­მო­ი­ყე­ნეს, მან აშშ-ს თით­ქმის ყვე­ლა დე­ტა­ლი გა­ან­დო ზუს­ტი თა­რი­ღის გარ­და. ამ ამ­ბის შემ­დეგ, ფე­დე­რა­ლურ­მა ბი­უ­რომ პო­პოვს მის­ცა უფ­ლე­ბა აგენ­ტუ­რუ­ლი ქსე­ლი გა­ე­კე­თე­ბია. ხოლო მა­შინ, როცა გერ­მა­ნე­ლებ­მა პო­პოვს ახა­ლი აგენ­ტუ­რუ­ლი ხელ­სა­წყო გა­უგ­ზავ­ნეს, კუ­რი­ე­რი ამე­რი­კე­ლებ­მა ლა­მის და­ა­კა­ვეს. პო­პო­ვი გა­აბ­რა­ზა მსგავ­სმა საქ­ცი­ელ­მა და გა­და­წყვი­ტა ისევ ლი­სა­ბონ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა ესეც საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენ­და, რად­გან მან არ იცო­და, თუ რა ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებ­და მის შე­სა­ხებ გერ­მა­ნია ამე­რი­კი­დან. პო­პოვ­მა გა­ნა­ცხა­და, თით­ქოს გერ­მა­ნულ­მა მხა­რემ მას არა­საკ­მა­რი­სი სა­მუ­შაო ტექ­ნო­ლო­გია და სახ­სრე­ბი გა­უგ­ზავ­ნა და ის ლი­სა­ბონ­ში უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, ლი­სა­ბო­ნის გერ­მა­ნუ­ლი სა­დაზ­ვერ­ვო შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამ მი­ზე­ზით დრო­ე­ბით, მაგ­რამ მა­ინც მო­ტყუვ­და.

ლი­სა­ბონ­ში ჩა­სულ პო­პოვს უეც­რად გერ­მა­ნე­ლი მე­გო­ბა­რი და ხემ­ძღვა­ნე­ლი ჯონი ჯებ­სე­ნი ეს­ტუმ­რა. მან ჯებ­სენს გა­უმ­ხი­ლა, რომ ან­ტი­ფა­შის­ტი იყო და სთხო­ვა დახ­მა­რე­ბა, იუ­გოს­ლა­ვე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბი გერ­მა­ნელ აგენ­ტე­ბად გა­ე­სა­ღე­ბი­ნა და მი­ე­ცა მათ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა ლი­სა­ბო­ნი­დან უსაფრ­თხოდ ინ­გლის­ში გა­და­სუ­ლიყ­ვნენ. მე­გობ­რებ­მა შეძ­ლეს და შე­ფა­რუ­ლად 150 იუ­გოს­ლა­ვე­ლი გა­და­იყ­ვა­ნეს. ამ პე­რი­ოდ­ში პო­პოვ­მა უამ­რა­ვი ახ­ლო­ბე­ლი და ნა­თე­სა­ვი და­კარ­გა.

  • აგენ­ტის უიღ­ბლო­ბის ეტა­პი

მე­გობ­რის შე­ფა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბით პო­პოვ­მა შეძ­ლო და სა­ი­დუმ­ლო გზით უამ­რა­ვი იუ­გოს­ლა­ვე­ლი სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა. ერთხელ, როცა ის ლონ­დონ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, გა­ი­გო, რომ ერთ-ერთი ლტოლ­ვი­ლი და­ი­კარ­გა, ის ფიქ­რობ­და, რომ გერ­მა­ნე­ლებ­მა გა­ი­გეს მისი ორ­მა­გი აგენ­ტო­ბის შე­სა­ხებ. ბრი­ტა­ნულ­მა მხა­რემ მას ლონ­დონ­ში დარ­ჩე­ნა შეს­თა­ვა­ზა მაგ­რამ საქ­მის და­სას­რუ­ლებ­ლად პო­პო­ვი მა­ინც გა­ემ­გზავ­რა ლი­სა­ბონ­ში.

პო­პოვ­მა სა­ბო­ლო­ოდ შეძ­ლო და მისი დიდი ხნის მე­გო­ბა­რი ჯონი ჯებ­სე­ნი გად­მო­ი­ბი­რა, ის ბრი­ტა­ნე­ლებ­თან მუ­შა­ო­ბას და­თან­ხმდა. თუმ­ცა, მალე და­ი­წყო სერ­ბი აგენ­ტის უიღ­ბლო­ბის ხა­ნაც.

ლი­სა­ბონ­ში შემ­დე­გი ჩას­ვლი­სას მას მი­უ­ტა­ნეს ამ­ბა­ვი, რომ გერ­მა­ნე­ლებ­მა "და­ვერ­ბოვ­კე­ბუ­ლი“ მე­გობ­რის ჯებ­სე­ნის გა­შიფრ­ვა მო­ა­ხერ­ხეს. მისი მან­ქა­ნაც მო­უ­ლოდ­ნე­ლად აა­ფეთ­ქეს სა­ნა­პი­როს­თან, ხოლო ერთ სა­ღა­მოს, როცა კა­ზი­ნო­ში გარ­თო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი სას­ტუმ­როს ოთახ­ში ბრუნ­დე­ბო­და, და­ი­ნა­ხა, რო­გორ ჩხრეკ­და მის ნივ­თებს ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი.

პო­პო­ვი მიხ­ვდა, რომ მისი საქ­მე ვერ მი­დი­ო­და კარ­გად და სას­წრა­ფოდ ლონ­დონ­ში გა­იქ­ცა. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბამ­დე ის ბრი­ტა­ნეთ­ში დარ­ჩა, პო­პო­ვის აგენ­ტუ­რუ­ლი კა­რი­ე­რა დას­რულ­და, თუმ­ცა ბრი­ტა­ნეთ­ში ის მა­ინც აგ­რძე­ლებ­და ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ცხოვ­რე­ბას. ბრი­ტა­ნე­თის იმ­პე­რი­ის ორ­დე­ნო­სა­ნი 69 წლის ასაკ­ში 1981 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. აგენტს ჰყავ­და 2 მე­უღ­ლე და 4 შვი­ლი.

ავ­ტო­რი: ეკა გა­და­ხა­ბა­ძე

Cyberbob
1

აი კაცი! კარგი დრო ატარა და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან. კარგი ქალები და დროს ტარება არ მოუკლია და პოხოდუ საქმესაც აკეთებდა.

რაც ამ სტატიაშია ის მეათედია დუშკო პოპოვიჩის თავგადასავლების, ბონდზე კიარა მასზე უნდა დაწერონ. მაგარი წიგნი გამოვა

ავტორი:

იუგოსლავიელი ჯაშუშის სამმაგი თამაში - კაცი, რომლის ისტორიაც "ჯეიმს ბონდის" პერსონაჟის შექმნის საფუძველი გახდა

იუგოსლავიელი ჯაშუშის სამმაგი თამაში - კაცი, რომლის ისტორიაც "ჯეიმს ბონდის" პერსონაჟის შექმნის საფუძველი გახდა

თუ იან ფლემინგის "ჯეიმს ბონდი" თქვენი საყვარელი პერსონაჟია, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუ ვინ იყო "აგენტ 007" - ის შექმნის ინსპირაციის წყარო. მისი ისტორია სერბი აგენტის, დუშკო პოპოვის ისტორიაზე დაყრნობით შეიქმნა.

წარმოიდგინეთ, როგორ შედის ორმაგი აგენტი კაზინოში და საზოგადოებას თავს აცნობს: "ჩემი სახელია პოპოვი, დუშკო პოპოვი“... მთლად ისე ვერ "ჟღერს", როგორც ჯეიმს ბონდი, თუმცა აგენტ პოპოვს უამრავი საინტერესო ამბავი უკავშირდება.

როგორც ცნობილია, "კაზინო "როიალის“ ავტორი იან ფლემინგი მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის საზღვაო ფლოტის ოფიცერი გახლდათ, ის საიდუმლო დავალებებშიც მონაწილეობდა და ერთხელაც მან პორტუგალიაში 1941 წელს კაზინო "ესტორილში" ერთი ადამიანი ნახა, რომელთან შეხვედრამაც წიგნის დაწერა გადააწყვეტინა. სერბი აგენტის ცხოვრების მიხედვით დაწერილმა წიგნმა კი შემდეგ მსოფლიო მოხიბლა.

სერბი სიმპათიური მამაკაცი დუშკო პოპოვი, როგორც აღმოჩნდა, მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის "მი 5“-ს და "მი 6“-ის წევრი, ასევე გერმანიის და FBI-ს ჯაშუში გახლდათ. მეორე მსოფლიო ომის დროს, პოპოვი გერმანიაში მოპოვებულ ინფორმაციას ბრიტანელებს აწვდიდა, გერმანელებს კი მცდარ ინფორმაციას უზიარებდა.

დუშკო პოპოვი ყოფილ იუგოსლავიაში, არისტოკრატთა ოჯახში დაიბადა. ის თავისუფლად ფლობდა რამდენიმე უცხო ენას. პოპოვს ევროპის ყველა საუკეთესო სასტუმროსა და კაზინოში იცნობდნენ. მას გავლენიან მეგობრებთან ერთად, მატერიალური შესაძლებლობაც ჰქონდა, რათა რაიმე სამსახურზე არ ეფიქრა და დრო არხეინად გაეტარებია. მიუხედავად ამისა, პოპოვი ავანტიურისტი და თავგადასავლების მოყვარული გახლდათ. ხოლო როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, მას ეს ამბავი მოეწონა კიდეც.

პოპოვი ანტიფაშისტი იყო, თუმცა ბედის ირონიით, თავდაპირველად სწორედ გერმანიის მხარემ შესთავაზა პოპოვს საიდუმლო აგენტობა.

დუშკოს გერმანელმა ხელმძღვანელმა დაავალა შეედგინა იმ პოლიტიკოსთა სია, რომლებიც იუგოსლავიის ოკუპაციის შემთხვევაში, გერმანიის მხარეს დაიჭერდნენ. პოპოვი დათანხმდა გერმანელების შემოთავაზებას, თუმცა, ამავდროულად, საკუთარი კანდიდატურა ბრიტანელებს შესთავაზა და გერმანელების დავალების შესახებაც აცნობა.

გერმანელ მეგობარს და ამავდროულად ხელმძღვანელს ჯონი ჯებსენს პოპოვმა ერთხელ უთხრა, რომ ბრიტანეთში ჰყავს მეგობარი, რომელიც მზად არის გერმანიის აგენტად იმუშაოს, ამისთვის კი ის ნეიტრალურ ზონაში პორტუგალიაში, როგორც ბიზნესმენი, ისე უნდა გადასულიყო საცხოვრებლად, ასე უფრო მარტივად შეძლებდა ბრიტანელების "დავერბოვკებას“, ახალი ინფორმაციის მოძიებას და მის საიდუმლო აგენტთან კავშირს. გერმანელებმა მოიწონეს პოპოვის გეგმა და ის ლისაბონში გაუშვეს.

სინამდვილეში, ის ლისაბონიდან აპირებდა გერმანელებზე ინფორმაციის შეგროვებას, ბრიტანული დაზვერვისთვის მიწოდებას.

პოპოვი ლისაბონის შემდეგ ლონდონში გაემგზავრა, დაზვერვის წარმომადგენლებმა ის გადაამზადეს და გერმანიის მხარისთვის გადასაცემი ინფორმაციაც მისცეს. აგენტის შრომით აღფრთოვანებულმა გერმანელებმა პოპოვი 10 ათასი დოლარით დააჯილდოვეს.

მეგობარი ჯებსენი პოპოვს ყოველთვის აწვდიდა ახალ ინფორმაციას, რათა "გერმანიის აგენტი“ საქმის კურსში ყოფილიყო. სწორედ ასე გაიგო მან, რომ იაპონია აშშ-ზე თავდასხმისთვის ემზადებოდა, ამ მოლაპარაკებებს კი იაპონიასთან გერმანია აწარმოებდა. ახალი დავალებით, გემრმანიის მხარემ ის აშშ-ში გაუშვა, რათა მას აგენტურის ქსელი ამერიკაშიც შეექმნა. მას დაევალა ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე დასახლებულიყო და ინფორმაცია პერლ-ჰარბორზე მოეპოვებინა. გერმანელებმა მას ახალი ტექნიკით მუშაობა და ტექსტის ზომებში შემცირებაც ასწავლეს.

  • ამერიკელებმა მხრები აიჩეჩეს...

აგენტი პოპოვი ნიუ-იორკში 1941 წლის აგვისტოში გაემგზავრა. მას უკვე ჰქონდა დაგეგმილი, როგორ შეასრულებდა მეორე მცდარ აგენტურულ სვლას. პოპოვი გზაში ფიქრობდა, რომ ჩავიდოდა ამერიკაში, ჩაიტანდა გერმანელების აგენტებისთვის განკუთვნილ უახლეს ტექნოლოგიას, ასევე გადასცემდა უმთავრეს ინფორმაციას, რომ იაპონია აშშ-ზე თავდასხმას ამზადებდა და ბოლოს და ბოლოს, მისი დახმარებით, ამერიკელებს ექნებოდათ შესაძლებლობა გერმანიის აგენტურული ქსელი გაეკონტროლებინათ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ამერიკელები მას რადიკალურად განსხვავებულად შეხვდნენ.

ამერიკის ფედერალურმა ბიურომ არ მისცა პოპოვს უფლება აგენტები გადაებირებინა, არც იაპონიის შესაძლო თავდასხმის ინფორმაცია დაიჯერეს, დუშკოს კი ჰავაიზე წასვლის შემთხვევაში დააკავებდნენ...

ამერიკაში ჩასვლისთანავე, ბოჰემური ცხოვრების მოყვარულმა პოპოვმა შეიძინა ძვირადღირებული ბინა, დადიოდა ყველაზე პრესტიჟულ და მოდურ კლუბებში, გაიჩინა რამდენიმე საყვარელი, რომელთა სილამაზე ყველას ხიბლავდა. პოპოვის ასეთი ცხოვრება და საქმიანობა თავიდანვე არ მოეწონა ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებს, ის ერთხელ შეხვდა FBI-ს ხელმძღვანელს ედგარ გუვერსაც, რომელმაც უთხრა:

"მე მსოფლიოში ყველაზე სამართლიან სამართალდამცავ ორგანიზაციას ვხელმძღვანელობ, თქვენ კი აქ უეცრად საიდანღაც გაჩნდით. არ გასულა თვენახევარი და უკვე პარკ-ავენიუზე პენტჰაუსში დასახლდით და დაიწყეთ გართობა. პირდაპირ გეუბნებით, რომ ამას ასე არ დავტოვებ".

1941 წლის 7 დეკემბერს იაპონელებმა პერლ-ჰარბორს შეუტიეს, ამერიკას ამით უდიდესი დარტყმა მიაყენეს. პოპოვი ვერ იჯერებდა, რომ ამერიკელებმა მისი მიწოდებული ინფორმაცია არ გამოიყენეს, მან აშშ-ს თითქმის ყველა დეტალი გაანდო ზუსტი თარიღის გარდა. ამ ამბის შემდეგ, ფედერალურმა ბიურომ პოპოვს მისცა უფლება აგენტურული ქსელი გაეკეთებია. ხოლო მაშინ, როცა გერმანელებმა პოპოვს ახალი აგენტურული ხელსაწყო გაუგზავნეს, კურიერი ამერიკელებმა ლამის დააკავეს. პოპოვი გააბრაზა მსგავსმა საქციელმა და გადაწყვიტა ისევ ლისაბონში დაბრუნებულიყო, თუმცა ესეც საფრთხეს წარმოადგენდა, რადგან მან არ იცოდა, თუ რა ინფორმაციას იღებდა მის შესახებ გერმანია ამერიკიდან. პოპოვმა განაცხადა, თითქოს გერმანულმა მხარემ მას არასაკმარისი სამუშაო ტექნოლოგია და სახსრები გაუგზავნა და ის ლისაბონში უნდა დაბრუნებულიყო, ლისაბონის გერმანული სადაზვერვო შტაბის ხელმძღვანელი ამ მიზეზით დროებით, მაგრამ მაინც მოტყუვდა.

ლისაბონში ჩასულ პოპოვს უეცრად გერმანელი მეგობარი და ხემძღვანელი ჯონი ჯებსენი ესტუმრა. მან ჯებსენს გაუმხილა, რომ ანტიფაშისტი იყო და სთხოვა დახმარება, იუგოსლაველი ლტოლვილები გერმანელ აგენტებად გაესაღებინა და მიეცა მათთვის საშუალება ლისაბონიდან უსაფრთხოდ ინგლისში გადასულიყვნენ. მეგობრებმა შეძლეს და შეფარულად 150 იუგოსლაველი გადაიყვანეს. ამ პერიოდში პოპოვმა უამრავი ახლობელი და ნათესავი დაკარგა.

  • აგენტის უიღბლობის ეტაპი

მეგობრის შეფარული დახმარებით პოპოვმა შეძლო და საიდუმლო გზით უამრავი იუგოსლაველი სიკვდილს გადაარჩინა. ერთხელ, როცა ის ლონდონში იმყოფებოდა, გაიგო, რომ ერთ-ერთი ლტოლვილი დაიკარგა, ის ფიქრობდა, რომ გერმანელებმა გაიგეს მისი ორმაგი აგენტობის შესახებ. ბრიტანულმა მხარემ მას ლონდონში დარჩენა შესთავაზა მაგრამ საქმის დასასრულებლად პოპოვი მაინც გაემგზავრა ლისაბონში.

პოპოვმა საბოლოოდ შეძლო და მისი დიდი ხნის მეგობარი ჯონი ჯებსენი გადმოიბირა, ის ბრიტანელებთან მუშაობას დათანხმდა. თუმცა, მალე დაიწყო სერბი აგენტის უიღბლობის ხანაც.

ლისაბონში შემდეგი ჩასვლისას მას მიუტანეს ამბავი, რომ გერმანელებმა "დავერბოვკებული“ მეგობრის ჯებსენის გაშიფრვა მოახერხეს. მისი მანქანაც მოულოდნელად ააფეთქეს სანაპიროსთან, ხოლო ერთ საღამოს, როცა კაზინოში გართობის მოყვარული სასტუმროს ოთახში ბრუნდებოდა, დაინახა, როგორ ჩხრეკდა მის ნივთებს ერთ-ერთი საყვარელი.

პოპოვი მიხვდა, რომ მისი საქმე ვერ მიდიოდა კარგად და სასწრაფოდ ლონდონში გაიქცა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ის ბრიტანეთში დარჩა, პოპოვის აგენტურული კარიერა დასრულდა, თუმცა ბრიტანეთში ის მაინც აგრძელებდა ფუფუნებაში ცხოვრებას. ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანი 69 წლის ასაკში 1981 წელს გარდაიცვალა. აგენტს ჰყავდა 2 მეუღლე და 4 შვილი.

ავტორი: ეკა გადახაბაძე

"ბავშვები ჩემკენ რომ გამოიქცეოდნენ, ვაჩერებდი - არა, ჯერ უნდა გამოვიცვალო, დავიბანო..სტრესული ეპიზოდები იყო" - გვანცა დარასელია ოჯახსა და პანდემიის სირთულეებზე

"არ ვფიქრობ ხოლმე ავიღებ თუ არა ჯილდოს იმაში, რასაც ვაკეთებ" - ია სუხიტაშვილის კომენტარი სან-სებასტიანის კინოფესტივალზე გამარჯვების შემდეგ

ფეხბურთელობიდან მეფუტკრეობამდე - დევიდ ბეკჰემი ნატურალური თაფლის გაყიდვას იწყებს