მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათი სამიზნე რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველო იყო" - "ფეისბუქმა" რუსეთში შექმნილი ყალბი გვერდები და ანგარიშები წაშალა
"მათი სამიზნე რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველო იყო" - "ფეისბუქმა" რუსეთში შექმნილი ყალბი გვერდები და ანგარიშები წაშალა

კომ­პა­ნია Facebook-მა ყალ­ბი ან­გა­რი­შე­ბი და გვერ­დე­ბი წა­შა­ლა, რომ­ლე­ბიც კომ­პა­ნი­ის გან­მარ­ტე­ბით, რუ­სეთ­შია შექ­მნი­ლი და რო­მელ­თა სა­მიზ­ნეს მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო, წარ­მო­ად­გენ­და.

კერ­ძოდ, Facebook-ის გან­ცხა­დე­ბით, "კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი არა­ავ­თენ­ტუ­რი ქცე­ვის­თვის" უცხო­უ­რი ან სა­ხელ­მწი­ფო ჩა­რე­ვის წი­ნა­აღ­მდეგ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის პო­ლი­ტი­კის დარ­ღვე­ვის­თვის წაშ­ლი­ლია 214 პი­რა­დი ან­გა­რი­ში, 35 გვერ­დი და 18 ჯგუ­ფი, ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ Instagram-ის 34 ან­გა­რი­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ყალ­ბი ან­გა­რი­შე­ბი, ჯგუ­ფე­ბი და გვერ­დე­ბი რუ­სეთ­ში იყ­ვნენ წარ­მო­შო­ბი­ლი. ძი­რი­თა­დად სი­რი­ა­სა და უკ­რა­ი­ნა­ზე, ასე­ვე შე­და­რე­ბით მცი­რე დო­ზით, თურ­ქეთ­ზე, ია­პო­ნი­ა­ზე, სომ­ხეთ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ბე­ლა­რუს­სა და მოლ­დო­ვა­ზე იყ­ვნენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის მცი­რე ნა­წი­ლი მი­მარ­თუ­ლი იყო დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და აშშ-სკენ.

რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, აღ­ნიშ­ნუ­ლი კამ­პა­ნი­ის უკან მდგო­მი პი­რე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ას მრა­ვალ ენა­ზე აქ­ვეყ­ნებ­დნენ, მათ შო­რის ინ­გლი­სუ­რად, უკ­რა­ი­ნუ­ლად, რუ­სუ­ლად, არა­ბუ­ლად. ისი­ნი ხში­რად აქ­ვეყ­ნებ­დნენ ახა­ლი ამ­ბე­ბი­სა და მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ, მათ შო­რის სი­რი­ის სა­მო­ქა­ლა­ქო ომის, თურ­ქე­თის სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კის, ნატო-ს, უკ­რა­ი­ნის ომის, ბალ­ტი­ის ქვეყ­ნებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, სომ­ხეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, რუ­სეთ­ში, ბე­ლა­რუს­სა და აშშ-ში პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ.

კომ­პა­ნია Facebook-ში აღ­ნიშ­ნულ კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას 2018 წლის აგ­ვის­ტო­სა და 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში წაშ­ლილ ქსე­ლებს უკავ­ში­რე­ბენ.

"იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ოპე­რა­ცი­ის უკან მდგომ­მა პი­რებ­მა გა­დად­გეს ნა­ბი­ჯე­ბი, რათა და­ე­მა­ლათ სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბა და კო­ორ­დი­ნი­რე­ბა, ჩვენ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ ეს კლას­ტე­რე­ბი რუ­სე­თის სამ­ხედ­რო უწყე­ბებ­თან, მათ შო­რის სამ­ხედ­რო სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რებ­თან და­ა­კავ­ში­რა", – ნათ­ქვა­მია Facebook-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"მათი სამიზნე რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველო იყო" - "ფეისბუქმა" რუსეთში შექმნილი ყალბი გვერდები და ანგარიშები წაშალა

"მათი სამიზნე რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველო იყო" - "ფეისბუქმა" რუსეთში შექმნილი ყალბი გვერდები და ანგარიშები წაშალა

კომპანია Facebook-მა ყალბი ანგარიშები და გვერდები წაშალა, რომლებიც კომპანიის განმარტებით, რუსეთშია შექმნილი და რომელთა სამიზნეს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველო, წარმოადგენდა.

კერძოდ, Facebook-ის განცხადებით, "კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის" უცხოური ან სახელმწიფო ჩარევის წინააღმდეგ სოციალური ქსელის პოლიტიკის დარღვევისთვის წაშლილია 214 პირადი ანგარიში, 35 გვერდი და 18 ჯგუფი, ასევე სოციალურ ქსელ Instagram-ის 34 ანგარიში.

აღნიშნული ყალბი ანგარიშები, ჯგუფები და გვერდები რუსეთში იყვნენ წარმოშობილი. ძირითადად სირიასა და უკრაინაზე, ასევე შედარებით მცირე დოზით, თურქეთზე, იაპონიაზე, სომხეთზე, საქართველოზე, ბელარუსსა და მოლდოვაზე იყვნენ ორიენტირებული. გარდა ამისა, აღნიშნული საქმიანობის მცირე ნაწილი მიმართული იყო დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სკენ.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული კამპანიის უკან მდგომი პირები ინფორმაციას მრავალ ენაზე აქვეყნებდნენ, მათ შორის ინგლისურად, უკრაინულად, რუსულად, არაბულად. ისინი ხშირად აქვეყნებდნენ ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, მათ შორის სირიის სამოქალაქო ომის, თურქეთის საშინაო პოლიტიკის, ნატო-ს, უკრაინის ომის, ბალტიის ქვეყნებში, საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსსა და აშშ-ში პოლიტიკის შესახებ.

კომპანია Facebook-ში აღნიშნულ კოორდინირებულ საქმიანობას 2018 წლის აგვისტოსა და 2020 წლის თებერვალში წაშლილ ქსელებს უკავშირებენ.

"იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული ოპერაციის უკან მდგომმა პირებმა გადადგეს ნაბიჯები, რათა დაემალათ საკუთარი ვინაობა და კოორდინირება, ჩვენმა გამოძიებამ ეს კლასტერები რუსეთის სამხედრო უწყებებთან, მათ შორის სამხედრო სადაზვერვო სამსახურებთან დააკავშირა", – ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში.

ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

"მინდა გავიგო, როგორ ხართ, რას ფიქრობთ" - ბარაკ ობამამ ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა და ამერიკელებს სთხოვა, SMS-ები მისწერონ

კორონავირუსის მეორე ტალღა: ევროპის რომელ ქვეყნებში იზრდება ინფიცირების შემთხვევები და სად არის შედარებით სტაბილური ვითარება