მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოკვლით ემუქრებოდა ცოლს და არასრულწლოვან შვილს" - ოჯახური ძალადობის ბრალდებით ახალციხის სკოლის დირექტორი დააკავეს
"მოკვლით ემუქრებოდა ცოლს და არასრულწლოვან შვილს" - ოჯახური ძალადობის ბრალდებით ახალციხის სკოლის დირექტორი დააკავეს

მე­უღ­ლი­სა და ოჯა­ხის არას­რულ­წლო­ვა­ნი წევ­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მუ­ქა­რის ბრალ­დე­ბით ახალ­ცი­ხე­ში 1 პირი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ცოტა ხნის წინ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი ცოლს მოკ­ვლით ემუქ­რე­ბო­და, რო­დე­საც 112- ზე ოჯა­ხის ერთ-ერ­თმა წევ­რმა და­რე­კა.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მე­უღ­ლეს - 1975 წელს და­ბა­დე­ბულ ო.კ.-ს და არას­რულ­წლო­ვან შვილს - 2003 წელს და­ბა­დე­ბულ მ.კ.-ს, წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე მომ­ხდა­რი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის დროს, სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბით და­ე­მუქ­რა.

გა­მო­ძი­ე­ბა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნი­სა და ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მუ­ქა­რის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 11 პრი­მა 151-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „გ“ და „დ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ახალ­ცი­ხის მე­ექ­ვსე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რია. ამა­ვე სკო­ლის პე­და­გო­გია მისი მე­უღ­ლეც.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან სა­უბ­რი­სას სკო­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ ამ და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ დღეს გამ­თე­ნი­ი­სას შე­ი­ტყვეს.

"არა­ფე­რი არ ვი­ცით. ახლა თქვეს ოლ­გას­თან იყო პო­ლი­ცი­აო. არა­ფე­რი არ შეგ­ვიმ­ჩნე­ვია აქამ­დე. მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ არა­ფე­რი გვსმე­ნია, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მოს­მე­ნა შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა" - ამ­ბო­ბენ სკო­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უბ­რი­სას.

ავტორი:

"მოკვლით ემუქრებოდა ცოლს და არასრულწლოვან შვილს" - ოჯახური ძალადობის ბრალდებით ახალციხის სკოლის დირექტორი დააკავეს

"მოკვლით ემუქრებოდა ცოლს და არასრულწლოვან შვილს" - ოჯახური ძალადობის ბრალდებით ახალციხის სკოლის დირექტორი დააკავეს

მეუღლისა და ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით ახალციხეში 1 პირი დააკავეს. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი ცოლს მოკვლით ემუქრებოდა, როდესაც 112- ზე ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა დარეკა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს - 1975 წელს დაბადებულ ო.კ.-ს და არასრულწლოვან შვილს - 2003 წელს დაბადებულ მ.კ.-ს, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორია. ამავე სკოლის პედაგოგია მისი მეუღლეც.

ტელეკომპანიასთან საუბრისას სკოლის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ ამ დანაშაულის შესახებ დღეს გამთენიისას შეიტყვეს.

"არაფერი არ ვიცით. ახლა თქვეს ოლგასთან იყო პოლიციაო. არაფერი არ შეგვიმჩნევია აქამდე. მსგავსი დანაშაულის შესახებ არაფერი გვსმენია, ამ ინფორმაციის მოსმენა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა" - ამბობენ სკოლის თანამშრომლები "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა - მეუფე გერასიმეს ტესტი ჩაუტარდება

"თუ ტაქსის მძღოლების მხრიდან ცუდ ქცევას არ ექნება ადგილი, შესაძლოა, 3 კაცზე შეზღუდვა მოიხსნას" - ნათია მეზვრიშვილი

ალეკო, ლევანი და უკვე ობამაც გისმენთ !