მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მტკივნეული საყურებელია, თავის დროზე აქ 110 ბავშვი სწავლობდა, დღეს სამი ბავშვის მასწავლებელი ვარ" - დაცარიელებული სოფლის პედაგოგის საოცარი ნაამბობი
"მტკივნეული საყურებელია, თავის დროზე აქ 110 ბავშვი სწავლობდა, დღეს სამი ბავშვის მასწავლებელი ვარ" - დაცარიელებული სოფლის პედაგოგის საოცარი ნაამბობი

„მინ­და, სოფ­ლის მას­წავ­ლებ­ლის ერთი დღე აღვწე­რო… მოკ­ლედ, ვემ­ზა­დე­ბი სკო­ლის­თვის. იმო­დე­ნა სი­ხა­რუ­ლი იყო, ვერ აღვწერ - ვფიქ­რობ­დი, რომ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლის შემ­დეგ, შე­ვი­დო­დი კლას­ში, სა­დაც ჩემი მზე­ე­ბი მე­ლო­დე­ბოდ­ნენ... მეც, რო­გორც ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ვემ­ზა­დე. რად­გან გო­გო­ნა სახ­ლში მყავ­და, თმე­ბიც და­ვიხ­ვიე. სა­ხე­ზე მე­გობ­რის ნა­ჩუ­ქა­რი ღა­მის კრე­მიც წა­ვის­ვი და ვე­ლო­დე­ბი დი­ლის გა­თე­ნე­ბას. სო­ფე­ლი ისე არ არ­სე­ბობს, ძრო­ხა არ გვყავ­დეს. მეც დი­ლით ადრე 6 სა­ათ­ზე ავ­დე­ქი, თავი კარ­გად შე­ვი­ფუ­თე და შე­ვე­დი სა­ქონ­ლის სად­გომ­ში, შე­უ­დე­ქი წვე­ლას. ჰოდა, ძრო­ხის გვერ­დით ხარი მი­ბია. ეს ხარი მო­უ­ლოდ­ნე­ლად დაწ­ვა. ძრო­ხას შე­ე­შინ­და, ახტა და ეს მშვე­ნი­ე­რი კუდი მთელ სა­ხე­ზე გა­და­მა­ფი­ნაა.

მეც გვა­რი­ა­ნად შე­მე­შინ­და მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბით დამ­თავ­რდა - სამი ძრო­ხა მონ­დო­მე­ბით მოვ­წვე­ლე და გავ­დე­ნე... ახლა ხბო­ე­ბი უნდა ამეყ­ვა­ნა, ერთი ცოტა დი­დია და გა­რეთ გა­ვიყ­ვა­ნე, შევტრი­ალ­დი, პა­ტა­რა ხბოს გა­მოყ­ვა­ნას ვა­პი­რებ­დი, იქვე იდგა ღო­რე­ბის საჭ­მე­ლი წაქი. ჰოდა, ამ ხბომ თით­ქოს "ვედ­რა" არ ენა­ხოს, ფეხი ჩაკ­რა. ვი­ფიქ­რე, არი­ქა, არ და­მიქ­ცი­ოს-თქო, ხელი წა­ვაშ­ვე­ლე და გულ­ზე გა­და­მეს­ხა... აქაც მო­ვიწ­მინ­დე სახე და მა­ინც ბედ­ნი­ე­რი დღეს სკო­ლა­ში მივ­დი­ვარ, ხა­სი­ათს არ გა­ვი­ფუ­ჭებ-თქო. მიმ­ყავს ხბო­ე­ბი და­საბ­მე­ლად, ოღონდ შე­მომ­ტო­ვე­ბე­ლი არ მყავს და ვქა­ჩავ. ამ ხბომ ატ­რი­ა­ლა, ატ­რი­ა­ლა თავი და წა­იძ­რო ბა­წა­რი. ჰოდა, ჩემს ვე­ნახს შვიდ­ჯერ შე­მო­ვუ­ა­რე ხბოს დევ­ნა­ში. და­ვი­ჭი­რე და რო­გორც იქნა, და­ვა­ბი.

გა­მო­ვი­ქე­ცი და შევ­ვარ­დი აბა­ზა­ნა­ში. ისევ ხე­ლახ­ლა მო­ვი­წეს­რი­გე თავი, მაგ­რამ ერთი კუ­ლუ­ლაც კი არ მქონ­და თავ­ზე... საჭ­მე­ლის დრო სა­დღა იყო? გავ­რბო­დი, რად­გან მზე­ე­ბი მე­ლო­დე­ბოდ­ნენ კლას­ში, მათი გუ­ლის სხი­ვე­ბი უზო­მოდ გა­მათ­ბოდ­ნენ, მაგ­რამ მათი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის მე ისი­ნი გულ­ში არ ჩა­მიკ­რავს. 15 სექ­ტემ­ბე­რი, პირ­ვე­ლი დღე სკო­ლა­ში“, - ეს ხა­თუ­ნა ღურ­ჭუ­მა­ლი­ძის იუ­მორ­ნა­რე­ვი „ფე­ის­ბუქპოს­ტია“.

ეს ქალ­ბა­ტო­ნი ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნას­პერ­ში ცხოვ­რობს, სა­დაც ქუ­თა­ი­სი­დან 24 წლის წინ დაბ­რუნ­და. და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლია და ად­გი­ლობ­რივ სკო­ლა­ში მუ­შა­ობს. ნას­პე­რი მა­ღალმთი­ა­ნი სო­ფე­ლია, ლა­მა­ზი, ოღონდ, რთუ­ლად მი­სას­ვლე­ლი. ამი­ტო­მაც, წლე­ბია, იქი­დან ხალ­ხი ბარ­ში მო­ე­მარ­თე­ბა. ხა­თუ­ნა კი, რო­გორც ვთქვით, იქ ქა­ლა­ქი­დან წა­ვი­და. 2019 წელს ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­გან „მთის შვი­ლის“ ჯილ­დო­თიც და­სა­ჩუქრდა. იმის­თვის, რომ მის შე­სა­ხებ, სკო­ლის, სოფ­ლის და და­ცა­რი­ე­ლე­ბულ სო­ფელ­ში მას­წავ­ლებ­ლის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მეტი მო­ე­თხრო, პი­რა­დად და­ვუ­კავ­შირ­დით.

ხა­თუ­ნა ღურ­ჭუ­მა­ლი­ძე:

ქა­ლა­ქი­დან სო­ფელ­ში

- ქა­ლა­ქი­დან ყვე­ლა­ფე­რი უფრო ლა­მა­ზი ჩან­და - სო­ფელ­ში ცხოვ­რე­ბა რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. იმ ფუ­ძე­ზე დავ­ბრუნ­დი, სა­დაც ერთი სახ­ლი მა­მა­ჩე­მის აშე­ნე­ბუ­ლი იყო, მე­ო­რე - ბა­ბუ­ის. მა­მას ვაჟი არ ჰყავ­და და არ მინ­დო­და, აქა­უ­რო­ბა ნა­მო­სახ­ლა­რად ქცე­უ­ლი­ყო, ამი­ტომ აქვე შევ­ქმე­ნი ოჯა­ხი და მყავს სამი შვი­ლი. მა­შინ სო­ფე­ლი უფრო დიდი, ხმა­უ­რი­ა­ნი გახ­ლდათ, ბევ­რი მე­ზო­ბე­ლიც მყავ­და, ახლა კი ისე მოხ­ვალთ ჩემს ჭიშ­კრამ­დე, თუ ზუს­ტად არ იცით, სად ვცხოვ­რობ, შე­იძ­ლე­ბა, გზის მო­მას­წავ­ლე­ბე­ლიც არ შეგ­ხვდეთ. ზამ­თარ­ში მგლე­ბიც თა­ვი­სუფ­ლად და­ნა­ვარ­დო­ბენ... დიდი თოვ­ლი რომ მო­ვი­დეს, სახ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­ხუ­რა­ვი ჩა­უ­ტყდე­ბა, რად­გან გად­მომ­თოვ­ლა­ვი კა­ცე­ბიც აღარ დარ­ჩნენ. ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, რა მოგ­ცა სო­ფელ­მაო? ბევ­რი რამ! მან მაქ­ცია იმად, ვინც ვარ. აქ გავ­ზარ­დე სამი შრო­მის­მოყ­ვა­რე, უღა­ლა­ტო, ერ­თგუ­ლი და, რაც მთა­ვა­რია, სოფ­ლი­სა და მი­წის მოყ­ვა­რუ­ლი შვი­ლი. სო­ფელ­მა ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, სი­კე­თე, უან­გა­რო დახ­მა­რე­ბა, თა­ვის გა­ტა­ნა, ფუ­ძი­სა და ადათ-წე­სე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, წარ­სუ­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა და მო­მავ­ლის იმე­დი მას­წავ­ლა. ოღონდ, სულ მგო­ნია, რომ ვალი მაქვს ჩემი მა­მი­დე­ბის, მშობ­ლე­ბის, მე­ზობ­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის, ტყის, ჩემი ბი­ნუ­ლის წყლის, მი­წის, ჩემი ბზუ­ი­ლა ფუტკრის, მორ­ჩი­ლი პი­რუ­ტყვის... მოკ­ლედ, ყვე­ლა­სი და ყვე­ლაფ­რის, რაც ასე ძა­ლი­ან მიყ­ვარს და რომ­ლის გა­რე­შეც არ შე­მიძ­ლია...

სკო­ლა

აქ სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბას რომ ვი­წყებ­დი, მას­წავ­ლე­ბე­ლი სარა ფუტ­კა­რა­ძე დამ­ხვდა, რო­მელ­საც 62 წლის უწყვე­ტი პე­და­გო­გი­უ­რი სტა­ჟი ჰქონ­და. პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი მან და­მი­ლო­ცა და მი­თხრა - „და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი მუ­ხას უნდა ჰგავ­დეს იებ­ში ჩარ­გულს, თა­ვა­დაც იის სურ­ნე­ლი რომ გა­დას­დე­ბი­აო“. ეს სიყ­ვა­რუ­ლი მეც გად­მო­მე­დო და თან და­ვა­ტა­რებ ამ დიდ გრძნო­ბას. მტკივ­ნე­უ­ლია, როცა მოს­წავ­ლე­თა სტა­ტის­ტი­კას უყუ­რებ - ჩემს პა­ტა­რა სკო­ლა­ში, სა­დაც თა­ვის დრო­ზე, 110 და 80 მოს­წავ­ლე სწავ­ლობ­და, დღეს მე სამი მოს­წავ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ... იკარ­გე­ბა ჯან­სა­ღი ძალა, რო­მე­ლიც სო­ფელ­მა უნდა გა­აგ­რძე­ლოს. ამი­ტომ, ვაგ­რძე­ლებ ჩემი სკო­ლის ის­ტო­რი­ას... მას­წავ­ლებ­ლებს ვალი გვაქვს, ჩვენ პა­ტა­რებს სამ­შობ­ლო შე­ვაყ­ვა­როთ, რაც ჩვე­ნი სოფ­ლი­დან და სკო­ლი­დან იწყე­ბა, სა­დაც პა­ტა­რე­ბი იმე­დის თვა­ლით გვი­ყუ­რე­ბენ...

1996 წელს სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა რომ და­ვი­წყე, ჩემი პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი 7 ლარ-ნა­ხე­ვა­რი იყო, რად­გა­ნაც დრო იყო ასე­თი... მოს­წავ­ლე­ე­ბის რვე­უ­ლებს ჩვენ ვყი­დუ­ლობ­დით და რვე­უ­ლი ხე­ლი­თაც ბევ­რჯერ შე­მი­კე­რავს... შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ იქი­დან იწყე­ბა ჩემი ის­ტო­რი­აც, სამი შვი­ლის გაზ­რდა მარ­ტო­ხე­ლა დე­დის­თვის იოლი არაა, მი­წას ვებ­რძო­დი, რაც იმის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევ­და, შვი­ლებს არ მო­ში­ე­ბო­და და შე­ჭივ­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის­თვის თუ ოჯა­ხის­თვის ხელი გა­მე­მარ­თა...

იმ დროს მოს­წავ­ლეს მზე და­ვარ­ქვი, ის მზე იყო მა­ში­ნაც და ახ­ლაც, ჩემს გაკ­ვე­თილ­ზე. როცა რამე ეშ­ლე­ბა, ე.ი. ღრუ­ბე­ლი ეფა­რე­ბა, მაგ­რამ მოს­წავ­ლე­ებ­მა იცი­ან, ისი­ნი ყვე­ლა­ნი ანა­თე­ბენ და ცდი­ლო­ბენ, გას­ხი­ვოს­ნე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით ღრუ­ბე­ლი გა­ფან­ტონ!..

რთუ­ლია სოფ­ლის მას­წავ­ლებ­ლის ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ თა­ვი­სე­ბუ­რად ლა­მა­ზი და სა­ინ­ტე­რე­სოა...

მოს­წავ­ლე­ე­ბი

გა­სუ­ლი სას­წავ­ლო წელი სა­ოც­რად დამ­თრგუნგვე­ლი იყო. პირ­ვე­ლი კლა­სი მყავ­და, გა­მი­ჭირ­და პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა, რად­გან „და­წყე­ბი­თე­ბი“ ძი­რი­თა­დად თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამი­ტომ, ჯერ მშობ­ლებს ვას­წავ­ლი­დი, რად­გან დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში პა­ტა­რე­ბი ვერ ახერ­ხებ­დნენ კომ­პი­უ­ტერ­თან მუ­შა­ო­ბას. მოკ­ლედ, მშობ­ლე­ბი სა­თი­თა­ოდ და­ვი­ბა­რე, ავუხ­სე­ნი ყვე­ლა­ფე­რი და შემ­დეგ აღ­ნიშ­ნუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სიც გავ­მარ­თეთ, მაგ­რამ პრობ­ლე­მე­ბი მა­ინც იყო. ინ­ტერ­ნე­ტი ხში­რად ითი­შე­ბო­და, კად­რი ჩერ­დე­ბო­და, - მეს­მო­და ფრა­ზე­ბი - „მას­წავ­ლე­ბე­ლო, ისე­ვე გა­შეშ­დი“?! ან „მას­წავ­ლე­ბე­ლო, რომ გა­შეშ­დი, თქვი რამე“? საკ­ლა­სო ოთახს ნატ­რობ­დნენ.

ამ სას­წავ­ლო წელს სკო­ლამ ტეს­ტი­რე­ბა გა­ი­ა­რა „კო­ვიდ 19“-ზე, უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ყო­ველ დი­ლით მოს­წავ­ლე­ე­ბი და პე­და­გო­გე­ბი სი­ცხეს ვი­ზო­მავთ, ხე­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ხსნა­რით ვი­მუ­შა­ვებთ და გაკ­ვე­თილ­ზე ისე შევ­დი­ვართ... თუ სიყ­ვა­რუ­ლი არ შე­გიძ­ლია, ნუ შეხ­ვალ კლას­ში. როცა მოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლა­ში მო­დი­ან, არ უნდა შევ­ზღუ­დოთ, ფრთე­ბი უნდა გა­ვაშ­ლე­ვი­ნოთ და ფრე­ნა ვას­წავ­ლოთ. სოფ­ლის პა­ტა­რე­ბი ბევრ რა­მეს არი­ან მოკ­ლე­ბუ­ლი. დღეს თე­ატ­რი და სპექ­ტაკ­ლი ვახ­სე­ნე გაკ­ვე­თი­ლის ტექ­სტში იყო, ამი­ტომ, ახლა ხე­ლით ვკე­რავ თო­ჯი­ნებს, რომ ხვალ მცი­რე სპექ­ტაკ­ლი ვაჩ­ვე­ნო და ავუხ­სნა, თუ რა­ტომ გა­ა­კე­თა პა­ტა­რა ბიჭ­მა მუ­ყა­ოს და­თუ­ნია... ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გზა ხომ ძი­რი­თა­დად მათ­თან მე­გობ­რო­ბაა. მათი სურ­ვი­ლე­ბის ოც­ნე­ბე­ბის რე­ა­ლო­ბად ქცე­ვა, გაკ­ვე­თი­ლი კი სხი­ვია, ის სხი­ვი, რო­მელ­საც მას­წავ­ლებ­ლი­დან ირეკ­ლა­ვენ, ჩვე­ნი მა­გა­ლი­თე­ბით ის­წავ­ლი­ან და გა­ი­გე­ბენ, რომ არ მი­ა­ტო­ვონ ფუძე...

შრო­მა სო­ფელ­ში

მარ­თა­ლია, ქა­ლაქ­ში ვიზ­რდე­ბო­დი, მაგ­რამ მიწა უზო­მოდ შე­ვიყ­ვა­რე და ყვე­ლა ტი­პის სა­მე­ურ­ნეო სა­მუ­შა­ოს - მყნო­ბას, მე­ბოსტნე­ო­ბას, მე­ხი­ლე­ო­ბას, მე­სა­ქონ­ლე­ო­ბას, ყვე­ლა­ფერს და­ვე­უფ­ლე. ჩემი ყო­ვე­ლი დილა 6 სა­ათ­ზე იწყე­ბა. მე­ბა­ღე­ო­ბა-მე­ბოსტნე­ო­ბას მივ­დევ. ხე­ხი­ლის მყნო­ბა მა­მამ მას­წავ­ლა. ვე­ძებ ლე­ჩხუმ­ში გავ­რცე­ლე­ბულ და და­ვი­წყე­ბულ ვაშ­ლის ჯი­შებს - აბი­ლო­ურს, თუ­რა­შა­ულს, ყი­ნუ­ლას, სა­მე­ფოს. სოფ­ლად ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლია. ამ დროს შვი­ლებ­თან ერ­თად ვა­კე­თებ სათ­ბურს, ვთე­სავთ პო­მი­დორს, ბად­რი­ჯანს, ბულ­გა­რულ წი­წა­კას, გა­მომ­ყავს ნერ­გე­ბი და მომ­ყავს ვარ­დის­ფე­რი, ხა­რის­გუ­ლა, სა­ად­რეო, სა­ტო­მა­ტე პო­მი­დო­რი. მათ­გან ვამ­ზა­დებ სხვა­დას­ხვა სა­წე­ბელს. ვა­კე­თებ ასე­ვე მკვა­ხე ტყე­მალს, მწი­ფე უკურ­კო ტყე­მალს და ვი­ნა­ხავ ძვე­ლი წე­სით მა­რან­ში, თირ­ში (სა­ჭურ­ჭლე მი­წის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი). ლე­ჩხუ­მე­ლი დი­ა­სახ­ლი­სი - „აჯი­კის დე­დო­ფა­ლი“ „ლე­ჩხუ­მე­ლი დი­ა­სახ­ლის“ სა­ხე­ლი­თაც მიც­ნო­ბენ. ლე­ჩხუ­მუ­რი ძვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, აღ­ვად­გი­ნე და ვამ­ზა­დებ ლე­ჩხუ­მურ სა­წებ­ლებს - წოს, ადე­სუ­ლას, რო­მე­ლიც შავი ადე­სი­სა და ბრო­წე­უ­ლის წვე­ნით მზად­დე­ბა. ძვე­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­და­ნაა გა­ზა­ფხუ­ლის აჯი­კე­ბიც, რო­მელ­თა შე­სა­კაზ­მად იყე­ნე­ბენ ხმელ სა­კაზმს (სუ­ნე­ლებს) და ნი­გოზს. ზა­ფხუ­ლის აჯი­კას ნედლ აჯი­კას ვე­ძა­ხით და მისი მომ­ზა­დე­ბი­სას თით­ქმის ყვე­ლა ბოსტნე­ულს ვი­ყე­ნებთ, შე­მოდ­გო­მის აჯი­კა კი ნედ­ლი და ხმე­ლი სა­კაზ­მი­სა და ნიგვზის ერ­თობ­ლი­ო­ბაა...

გა­ზა­ფხულ­ზე, რო­დე­საც ახა­ლი ბოსტნე­უ­ლი ითე­სე­ბა, დი­ა­სახ­ლი­სე­ბი დარ­ჩე­ნილ მწვა­ნილს აი­ღებ­დნენ, ნიგვზით და მშრა­ლი წი­წა­კით შე­ა­ზა­ვებ­დნენ და თი­ხის ან ხის ჭურ­ჭელ­ში ინა­ხავ­დნენ. ეს სა­კაზ­მი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და რო­გორც ხორცთან, ისე - კარ­ტო­ფილ­თან, ჭყინტ ლო­ბი­ოს­თან. ლე­ჩხუ­მურ აჯი­კა­ში ნი­გო­ზი ლი­დე­რია. მე ეს ყვე­ლა­ფე­რი აღ­ვად­გი­ნე და ვამ­ზა­დებ. ლე­ჩხუ­მი მდი­და­რია ნიგვზით. ვხდი ნიგვზის ზეთ­საც, რო­მელ­საც სა­ლა­თებ­ში ვი­ყე­ნებ... ოჯახ­ში დიდი ხა­ნია, ვამ­ზა­დებთ ხალ­მის ყველ­საც, ანუ ყველს თი­ხის ჭურ­ჭელ­ში ვი­ნა­ხავთ. თი­ხის ჭურ­ჭელ­ში ვამწნი­ლებ მჟა­ვე­საც... დე­და­ჩე­მის დე­ი­დის­გან, სონა სა­ღი­ნა­ძის­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე, ის 103 წლის გარ­და­იც­ვა­ლა.

სოფ­ლის ის­ტო­რია

ჩვე­ნი სოფ­ლის ის­ტო­რი­აც საკ­მა­ოდ ძვე­ლია. ნას­პე­რი ლა­მა­ზი სო­ფე­ლია, დიდი წარ­სუ­ლი­თა და ის­ტო­რი­ით, სა­დაც წარ­მარ­თუ­ლი ხა­ნის სა­ლო­ცა­ვია, ის­კე­ლი­ტა. აქვე აღ­მო­ჩე­ნი­ლია ძვ.წ. V-VII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი (კა­ჟის ია­რა­ღე­ბი, კოლ­ხუ­რი კე­რა­მი­კა, კოლ­ხუ­რი ნა­მო­სახ­ლა­რი), აქ­ვეა უნი­კა­ლუ­რი ბუ­ნე­ბის ძეგლი - სეპ­ტა­რი­ე­ბის ველი, XIX სა­უ­კუ­ნის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ტა­ძარს XII სა­უ­კუ­ნის სამ­რეკ­ლო აქვს...

მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ჩემს სო­ფელ­ში თე­სავ­დნენ ხორ­ბლის სა­ხელ­გან­თქმულ სა­ხე­ო­ბებს - მა­ხა­სა და ზან­დურს...

ად­გილს, სა­დაც ამ ჯი­შებს თე­სავ­დნენ, ნა­ზან­დუ­რებს ვე­ძა­ხით. ამი­ტომ აქ ვაგ­რო­ვებ ის­ტო­რი­ულ ცნო­ბებს მისი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე ვაგ­რო­ვებ ლე­ჩხუ­მუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს რე­ცეპ­ტებს და აგრო­ფეს­ტი­ვალ­ზე ვა­ტა­რებ მას­ტერკლა­სებს და მისი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, ოც­ნე­ბად მაქვს ეს ყვე­ლა­ფე­რი წიგ­ნა­დაც ვი­ხი­ლო.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მე

ვხელ­მძღვა­ნე­ლობ და ვიბ­რძვი სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ჩე­რებ­ლად, რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბის შემ­ცი­რე­ბა იმ „გუ­ლის“ სიკ­ვდი­ლია, რო­მელ­საც სკო­ლა ქვია... მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ჩე­რებ­ლად მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ად­გილ­ზე ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სე­ბის და­საქ­მე­ბაა სა­ჭი­რო. აქ საქ­მი­ა­ნო­ბამ ბევ­რი რამ და­მა­ნა­ხა, რა­მაც გა­და­მა­წყვე­ტი­ნა, სამი წლის წინ ჩავ­დგო­მო­დი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ფონდ „ტა­სოს,“ რომ­ლის სა­თე­მო მუ­შა­კი ვი­ყა­ვი და ამ ფონ­დის მი­ზა­ნი ჩვენს თემ­ში ქალ­თა ეკო­მი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბა იყო... წელს „ტა­სოს­თან“ ერ­თად თემ­ში „კო­ვიდ 19“ პან­დე­მი­ის დაძ­ლე­ვის მიზ­ნით, სულ 3 520 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ტვირ­თი შე­მო­ვი­ტა­ნეთ და ფონ­დის სა­ხე­ლით მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცებს და შშმ ოჯა­ხებს და­ვეხ­მა­რეთ“! ასე რომ, სო­ფე­ლი სა­მო­თხეა დე­და­მი­წა­ზე, ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ დროს ადა­მი­ა­ნებს მძი­მე ყო­ფა­შიც უად­ვი­ლებს ცხოვ­რე­ბას, თუ კაცი ზარ­მა­ცი არ არის.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერი
0
თქვენ გაიხარეთ საამაყო ქალბატონო. გამრავლდით შვილებში და გაძლიერდით.
მმმ
0

წარმეტებები. ასეთი ადამიანები ხელის გულზე უნდა დაისვას სახელმწიფომ და ხელი შეუწყოს ყველაფერნაირად. ესენი არიან ქვეყნის გადამრჩენები.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"მტკივნეული საყურებელია, თავის დროზე აქ 110 ბავშვი სწავლობდა, დღეს სამი ბავშვის მასწავლებელი ვარ" - დაცარიელებული სოფლის პედაგოგის საოცარი ნაამბობი

"მტკივნეული საყურებელია, თავის დროზე აქ 110 ბავშვი სწავლობდა, დღეს სამი ბავშვის მასწავლებელი ვარ" - დაცარიელებული სოფლის პედაგოგის საოცარი ნაამბობი

„მინდა, სოფლის მასწავლებლის ერთი დღე აღვწერო… მოკლედ, ვემზადები სკოლისთვის. იმოდენა სიხარული იყო, ვერ აღვწერ - ვფიქრობდი, რომ დისტანციური სწავლის შემდეგ, შევიდოდი კლასში, სადაც ჩემი მზეები მელოდებოდნენ... მეც, როგორც ყველა მასწავლებელი მოვემზადე. რადგან გოგონა სახლში მყავდა, თმებიც დავიხვიე. სახეზე მეგობრის ნაჩუქარი ღამის კრემიც წავისვი და ველოდები დილის გათენებას. სოფელი ისე არ არსებობს, ძროხა არ გვყავდეს. მეც დილით ადრე 6 საათზე ავდექი, თავი კარგად შევიფუთე და შევედი საქონლის სადგომში, შეუდექი წველას. ჰოდა, ძროხის გვერდით ხარი მიბია. ეს ხარი მოულოდნელად დაწვა. ძროხას შეეშინდა, ახტა და ეს მშვენიერი კუდი მთელ სახეზე გადამაფინაა.

მეც გვარიანად შემეშინდა მაგრამ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა - სამი ძროხა მონდომებით მოვწველე და გავდენე... ახლა ხბოები უნდა ამეყვანა, ერთი ცოტა დიდია და გარეთ გავიყვანე, შევტრიალდი, პატარა ხბოს გამოყვანას ვაპირებდი, იქვე იდგა ღორების საჭმელი წაქი. ჰოდა, ამ ხბომ თითქოს "ვედრა" არ ენახოს, ფეხი ჩაკრა. ვიფიქრე, არიქა, არ დამიქციოს-თქო, ხელი წავაშველე და გულზე გადამესხა... აქაც მოვიწმინდე სახე და მაინც ბედნიერი დღეს სკოლაში მივდივარ, ხასიათს არ გავიფუჭებ-თქო. მიმყავს ხბოები დასაბმელად, ოღონდ შემომტოვებელი არ მყავს და ვქაჩავ. ამ ხბომ ატრიალა, ატრიალა თავი და წაიძრო ბაწარი. ჰოდა, ჩემს ვენახს შვიდჯერ შემოვუარე ხბოს დევნაში. დავიჭირე და როგორც იქნა, დავაბი.

გამოვიქეცი და შევვარდი აბაზანაში. ისევ ხელახლა მოვიწესრიგე თავი, მაგრამ ერთი კულულაც კი არ მქონდა თავზე... საჭმელის დრო სადღა იყო? გავრბოდი, რადგან მზეები მელოდებოდნენ კლასში, მათი გულის სხივები უზომოდ გამათბოდნენ, მაგრამ მათი უსაფრთხოებისთვის მე ისინი გულში არ ჩამიკრავს. 15 სექტემბერი, პირველი დღე სკოლაში“, - ეს ხათუნა ღურჭუმალიძის იუმორნარევი „ფეისბუქპოსტია“.

ეს ქალბატონი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასპერში ცხოვრობს, სადაც ქუთაისიდან 24 წლის წინ დაბრუნდა. დაწყებითი კლასების მასწავლებელია და ადგილობრივ სკოლაში მუშაობს. ნასპერი მაღალმთიანი სოფელია, ლამაზი, ოღონდ, რთულად მისასვლელი. ამიტომაც, წლებია, იქიდან ხალხი ბარში მოემართება. ხათუნა კი, როგორც ვთქვით, იქ ქალაქიდან წავიდა. 2019 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან „მთის შვილის“ ჯილდოთიც დასაჩუქრდა. იმისთვის, რომ მის შესახებ, სკოლის, სოფლის და დაცარიელებულ სოფელში მასწავლებლის ცხოვრების შესახებ მეტი მოეთხრო, პირადად დავუკავშირდით.

ხათუნა ღურჭუმალიძე:

ქალაქიდან სოფელში

- ქალაქიდან ყველაფერი უფრო ლამაზი ჩანდა - სოფელში ცხოვრება რთული აღმოჩნდა. იმ ფუძეზე დავბრუნდი, სადაც ერთი სახლი მამაჩემის აშენებული იყო, მეორე - ბაბუის. მამას ვაჟი არ ჰყავდა და არ მინდოდა, აქაურობა ნამოსახლარად ქცეულიყო, ამიტომ აქვე შევქმენი ოჯახი და მყავს სამი შვილი. მაშინ სოფელი უფრო დიდი, ხმაურიანი გახლდათ, ბევრი მეზობელიც მყავდა, ახლა კი ისე მოხვალთ ჩემს ჭიშკრამდე, თუ ზუსტად არ იცით, სად ვცხოვრობ, შეიძლება, გზის მომასწავლებელიც არ შეგხვდეთ. ზამთარში მგლებიც თავისუფლად დანავარდობენ... დიდი თოვლი რომ მოვიდეს, სახლების უმრავლესობას სახურავი ჩაუტყდება, რადგან გადმომთოვლავი კაცებიც აღარ დარჩნენ. ხშირად მეკითხებიან, რა მოგცა სოფელმაო? ბევრი რამ! მან მაქცია იმად, ვინც ვარ. აქ გავზარდე სამი შრომისმოყვარე, უღალატო, ერთგული და, რაც მთავარია, სოფლისა და მიწის მოყვარული შვილი. სოფელმა ადამიანების სიყვარული, სიკეთე, უანგარო დახმარება, თავის გატანა, ფუძისა და ადათ-წესების სიყვარული, წარსულის პატივისცემა და მომავლის იმედი მასწავლა. ოღონდ, სულ მგონია, რომ ვალი მაქვს ჩემი მამიდების, მშობლების, მეზობლების, მეგობრების, ტყის, ჩემი ბინულის წყლის, მიწის, ჩემი ბზუილა ფუტკრის, მორჩილი პირუტყვის... მოკლედ, ყველასი და ყველაფრის, რაც ასე ძალიან მიყვარს და რომლის გარეშეც არ შემიძლია...

სკოლა

აქ სკოლაში მუშაობას რომ ვიწყებდი, მასწავლებელი სარა ფუტკარაძე დამხვდა, რომელსაც 62 წლის უწყვეტი პედაგოგიური სტაჟი ჰქონდა. პირველი ნაბიჯები მან დამილოცა და მითხრა - „დაწყებითი კლასების მასწავლებელი მუხას უნდა ჰგავდეს იებში ჩარგულს, თავადაც იის სურნელი რომ გადასდებიაო“. ეს სიყვარული მეც გადმომედო და თან დავატარებ ამ დიდ გრძნობას. მტკივნეულია, როცა მოსწავლეთა სტატისტიკას უყურებ - ჩემს პატარა სკოლაში, სადაც თავის დროზე, 110 და 80 მოსწავლე სწავლობდა, დღეს მე სამი მოსწავლის მასწავლებელი ვარ... იკარგება ჯანსაღი ძალა, რომელიც სოფელმა უნდა გააგრძელოს. ამიტომ, ვაგრძელებ ჩემი სკოლის ისტორიას... მასწავლებლებს ვალი გვაქვს, ჩვენ პატარებს სამშობლო შევაყვაროთ, რაც ჩვენი სოფლიდან და სკოლიდან იწყება, სადაც პატარები იმედის თვალით გვიყურებენ...

1996 წელს სკოლაში მუშაობა რომ დავიწყე, ჩემი პირველი ხელფასი 7 ლარ-ნახევარი იყო, რადგანაც დრო იყო ასეთი... მოსწავლეების რვეულებს ჩვენ ვყიდულობდით და რვეული ხელითაც ბევრჯერ შემიკერავს... შეიძლება ითქვას, რომ იქიდან იწყება ჩემი ისტორიაც, სამი შვილის გაზრდა მარტოხელა დედისთვის იოლი არაა, მიწას ვებრძოდი, რაც იმის საშუალებას მაძლევდა, შვილებს არ მოშიებოდა და შეჭივრებული მოსწავლისთვის თუ ოჯახისთვის ხელი გამემართა...

იმ დროს მოსწავლეს მზე დავარქვი, ის მზე იყო მაშინაც და ახლაც, ჩემს გაკვეთილზე. როცა რამე ეშლება, ე.ი. ღრუბელი ეფარება, მაგრამ მოსწავლეებმა იციან, ისინი ყველანი ანათებენ და ცდილობენ, გასხივოსნებული თვალებით ღრუბელი გაფანტონ!..

რთულია სოფლის მასწავლებლის ცხოვრება, მაგრამ თავისებურად ლამაზი და საინტერესოა...

მოსწავლეები

გასული სასწავლო წელი საოცრად დამთრგუნგველი იყო. პირველი კლასი მყავდა, გამიჭირდა პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლება, რადგან „დაწყებითები“ ძირითადად თვალსაჩინოებაზეა დამოკიდებული. ამიტომ, ჯერ მშობლებს ვასწავლიდი, რადგან დისტანციურ რეჟიმში პატარები ვერ ახერხებდნენ კომპიუტერთან მუშაობას. მოკლედ, მშობლები სათითაოდ დავიბარე, ავუხსენი ყველაფერი და შემდეგ აღნიშნული სასწავლო პროცესიც გავმართეთ, მაგრამ პრობლემები მაინც იყო. ინტერნეტი ხშირად ითიშებოდა, კადრი ჩერდებოდა, - მესმოდა ფრაზები - „მასწავლებელო, ისევე გაშეშდი“?! ან „მასწავლებელო, რომ გაშეშდი, თქვი რამე“? საკლასო ოთახს ნატრობდნენ.

ამ სასწავლო წელს სკოლამ ტესტირება გაიარა „კოვიდ 19“-ზე, უსაფრთხოებისთვის ყოველ დილით მოსწავლეები და პედაგოგები სიცხეს ვიზომავთ, ხელებს სპეციალური ხსნარით ვიმუშავებთ და გაკვეთილზე ისე შევდივართ... თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ შეხვალ კლასში. როცა მოსწავლეები სკოლაში მოდიან, არ უნდა შევზღუდოთ, ფრთები უნდა გავაშლევინოთ და ფრენა ვასწავლოთ. სოფლის პატარები ბევრ რამეს არიან მოკლებული. დღეს თეატრი და სპექტაკლი ვახსენე გაკვეთილის ტექსტში იყო, ამიტომ, ახლა ხელით ვკერავ თოჯინებს, რომ ხვალ მცირე სპექტაკლი ვაჩვენო და ავუხსნა, თუ რატომ გააკეთა პატარა ბიჭმა მუყაოს დათუნია... ბავშვებთან ურთიერთობის გზა ხომ ძირითადად მათთან მეგობრობაა. მათი სურვილების ოცნებების რეალობად ქცევა, გაკვეთილი კი სხივია, ის სხივი, რომელსაც მასწავლებლიდან ირეკლავენ, ჩვენი მაგალითებით ისწავლიან და გაიგებენ, რომ არ მიატოვონ ფუძე...

შრომა სოფელში

მართალია, ქალაქში ვიზრდებოდი, მაგრამ მიწა უზომოდ შევიყვარე და ყველა ტიპის სამეურნეო სამუშაოს - მყნობას, მებოსტნეობას, მეხილეობას, მესაქონლეობას, ყველაფერს დავეუფლე. ჩემი ყოველი დილა 6 საათზე იწყება. მებაღეობა-მებოსტნეობას მივდევ. ხეხილის მყნობა მამამ მასწავლა. ვეძებ ლეჩხუმში გავრცელებულ და დავიწყებულ ვაშლის ჯიშებს - აბილოურს, თურაშაულს, ყინულას, სამეფოს. სოფლად ყველაზე რთული გაზაფხულია. ამ დროს შვილებთან ერთად ვაკეთებ სათბურს, ვთესავთ პომიდორს, ბადრიჯანს, ბულგარულ წიწაკას, გამომყავს ნერგები და მომყავს ვარდისფერი, ხარისგულა, საადრეო, სატომატე პომიდორი. მათგან ვამზადებ სხვადასხვა საწებელს. ვაკეთებ ასევე მკვახე ტყემალს, მწიფე უკურკო ტყემალს და ვინახავ ძველი წესით მარანში, თირში (საჭურჭლე მიწის შემადგენელი ნაწილი). ლეჩხუმელი დიასახლისი - „აჯიკის დედოფალი“ „ლეჩხუმელი დიასახლის“ სახელითაც მიცნობენ. ლეჩხუმური ძველი ჩანაწერების მიხედვით, აღვადგინე და ვამზადებ ლეჩხუმურ საწებლებს - წოს, ადესულას, რომელიც შავი ადესისა და ბროწეულის წვენით მზადდება. ძველი სამზარეულოდანაა გაზაფხულის აჯიკებიც, რომელთა შესაკაზმად იყენებენ ხმელ საკაზმს (სუნელებს) და ნიგოზს. ზაფხულის აჯიკას ნედლ აჯიკას ვეძახით და მისი მომზადებისას თითქმის ყველა ბოსტნეულს ვიყენებთ, შემოდგომის აჯიკა კი ნედლი და ხმელი საკაზმისა და ნიგვზის ერთობლიობაა...

გაზაფხულზე, როდესაც ახალი ბოსტნეული ითესება, დიასახლისები დარჩენილ მწვანილს აიღებდნენ, ნიგვზით და მშრალი წიწაკით შეაზავებდნენ და თიხის ან ხის ჭურჭელში ინახავდნენ. ეს საკაზმი გამოიყენებოდა როგორც ხორცთან, ისე - კარტოფილთან, ჭყინტ ლობიოსთან. ლეჩხუმურ აჯიკაში ნიგოზი ლიდერია. მე ეს ყველაფერი აღვადგინე და ვამზადებ. ლეჩხუმი მდიდარია ნიგვზით. ვხდი ნიგვზის ზეთსაც, რომელსაც სალათებში ვიყენებ... ოჯახში დიდი ხანია, ვამზადებთ ხალმის ყველსაც, ანუ ყველს თიხის ჭურჭელში ვინახავთ. თიხის ჭურჭელში ვამწნილებ მჟავესაც... დედაჩემის დეიდისგან, სონა საღინაძისგან ბევრი რამ ვისწავლე, ის 103 წლის გარდაიცვალა.

სოფლის ისტორია

ჩვენი სოფლის ისტორიაც საკმაოდ ძველია. ნასპერი ლამაზი სოფელია, დიდი წარსულითა და ისტორიით, სადაც წარმართული ხანის სალოცავია, ისკელიტა. აქვე აღმოჩენილია ძვ.წ. V-VII საუკუნეების არქეოლოგიური არტეფაქტები (კაჟის იარაღები, კოლხური კერამიკა, კოლხური ნამოსახლარი), აქვეა უნიკალური ბუნების ძეგლი - სეპტარიების ველი, XIX საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს XII საუკუნის სამრეკლო აქვს...

მეამაყება, რომ ჩემს სოფელში თესავდნენ ხორბლის სახელგანთქმულ სახეობებს - მახასა და ზანდურს...

ადგილს, სადაც ამ ჯიშებს თესავდნენ, ნაზანდურებს ვეძახით. ამიტომ აქ ვაგროვებ ისტორიულ ცნობებს მისი ისტორიული ძეგლების შესახებ, ასევე ვაგროვებ ლეჩხუმური სამზარეულოს რეცეპტებს და აგროფესტივალზე ვატარებ მასტერკლასებს და მისი პოპულარიზაციის მიზნით, ოცნებად მაქვს ეს ყველაფერი წიგნადაც ვიხილო.

საზოგადოებრივი საქმე

ვხელმძღვანელობ და ვიბრძვი სოფლის მოსახლეობის მიგრაციის შესაჩერებლად, რადგან მოსახლეობის შემცირება იმ „გულის“ სიკვდილია, რომელსაც სკოლა ქვია... მიგრაციის შესაჩერებლად მეწარმეობის განვითარება და ადგილზე ოჯახის დიასახლისების დასაქმებაა საჭირო. აქ საქმიანობამ ბევრი რამ დამანახა, რამაც გადამაწყვეტინა, სამი წლის წინ ჩავდგომოდი არასამთავრობო ორგანიზაციას ფონდ „ტასოს,“ რომლის სათემო მუშაკი ვიყავი და ამ ფონდის მიზანი ჩვენს თემში ქალთა ეკომიკური გაძლიერება იყო... წელს „ტასოსთან“ ერთად თემში „კოვიდ 19“ პანდემიის დაძლევის მიზნით, სულ 3 520 ლარის ღირებულების ტვირთი შემოვიტანეთ და ფონდის სახელით მარტოხელა მოხუცებს და შშმ ოჯახებს დავეხმარეთ“! ასე რომ, სოფელი სამოთხეა დედამიწაზე, ადგილი, რომელიც ნებისმიერ დროს ადამიანებს მძიმე ყოფაშიც უადვილებს ცხოვრებას, თუ კაცი ზარმაცი არ არის.

"აცრები ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ ალერგიული არ ყოფილა" - რას ამბობს 27 წლის ექთნის ნათესავი?

27 წლის ექთანი, რომელსაც ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს

"ჩემმა შვილმა მაგისტრატურის მისაღები საერთაშორისო გამოცდა GMAT ჩააბარა და მიღებული ქულით ტოპ 3%-ში შევიდა" - რას წერს ნინო ქადაგიძე?