კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დანა-ჩანგლის ხმარება ხინკლის ჭამის დროს სასიკვდილო ცოდვის ტოლფასია" - რას წერს ბრიტანული გამოცემა ხინკალსა და საქართველოზე?
"დანა-ჩანგლის ხმარება ხინკლის ჭამის დროს სასიკვდილო ცოდვის ტოლფასია" - რას წერს ბრიტანული გამოცემა ხინკალსა და საქართველოზე?

ბრი­ტა­ნულ ჟურ­ნალ "ნიუ სთე­ი­თეს­მენ­ში" ("New Statesman")გა­მოქ­ვეყ­ნდა პუბ­ლი­კა­ცია სა­თა­უ­რით "ხინ­კა­ლი: რას ამ­ბობს ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი კერ­ძი თა­ვი­სი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ" (ავ­ტო­რი - იდო ვოკი), რო­მელ­შიც სა­უ­ბა­რია ხინ­კალ­ზე, მისი მომ­ზა­დე­ბის წეს­ზე და სა­ერ­თოდ, ამ საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ში.

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ის შე­მოკ­ლე­ბულ ვა­რი­ანტს:

"ქარ­თვე­ლე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან იმ უცხო­ე­ლე­ბის ქცე­ვას, რომ­ლე­ბიც ხინ­კალს პირ­ვე­ლად ხე­და­ვენ, მას გა­ო­ცე­ბით უყუ­რე­ბენ და არ იცი­ან, სა­ი­დან მი­უდ­გნენ საჭ­მე­ლად ამ პლი­სე­სა­ვით და­კე­ცილ პრო­დუქტს - და­ნით დაჭ­რან თუ ხე­ლით აი­ღონ და მო­კბი­ჩონ? ან რა უნდა უყონ იმ მსხვილ ფოჩს ხინ­კლის ცენ­ტრში?

კე­თი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი სტუმ­რებს მა­ნამ აუხ­სნი­ან ყვე­ლა­ფერს, ვიდ­რე ისი­ნი უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან: ხელი უნდა მოჰ­კი­დოთ ხინ­კლის ცენ­ტრში არ­სე­ბულ ჭიპს, გად­მო­აბ­რუ­ნოთ, დაფ­ქუ­ლი წი­წა­კა და­ა­ყა­როთ (თუ დაყ­რი­ლი არ აქვს), ჯერ მცი­რედ მო­კბი­ჩოთ, ბუ­ლი­ო­ნი გა­მო­წო­ვოთ და შემ­დეგ ნელ-ნელა მი­ირ­თვათ. ხინ­კლის ჭიპი შე­გიძ­ლი­ათ და­ტო­ვოთ. დანა-ჩან­გლის ხმა­რე­ბა ხინ­კლის ჭა­მის დროს სა­სიკ­ვდი­ლო ცოდ­ვის ტოლ­ფა­სია", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

"ად­გი­ლობ­რი­ვი ლე­გენ­დის მი­ხედ­ვით, ხინ­კა­ლი ქარ­თვე­ლებ­მა სპარ­სე­ლებ­თან ბრძო­ლა­ში დაჭ­რი­ლი მე­ომ­რე­ბის საკ­ვე­ბად და მათი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის მიზ­ნით გა­მო­ი­გო­ნეს. სპარ­სე­ლე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს და­მორ­ჩი­ლე­ბას. დაჭ­რი­ლი მე­ომ­რე­ბის­თვის კი ნი­ო­რი ერ­თგვარ ან­ტი­სეპ­ტი­კის როლს ას­რუ­ლებ­და, ხოლო კა­ლო­რი­ე­ბით სავ­სე ბუ­ლი­ო­ნი და ხორ­ცი მათი მკურ­ნა­ლო­ბი­სა და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცესს აჩ­ქა­რებ­და", - აღ­ნიშ­ნავს ავ­ტო­რი. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vai
4

რახდება ხინკლის ჭამას სწავლობთ ქართველები.ღმერთო რა მოცლილები ხართ და მასხარები

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დანა-ჩანგლის ხმარება ხინკლის ჭამის დროს სასიკვდილო ცოდვის ტოლფასია" - რას წერს ბრიტანული გამოცემა ხინკალსა და საქართველოზე?

"დანა-ჩანგლის ხმარება ხინკლის ჭამის დროს სასიკვდილო ცოდვის ტოლფასია" - რას წერს ბრიტანული გამოცემა ხინკალსა და საქართველოზე?

ბრიტანულ ჟურნალ "ნიუ სთეითესმენში" ("New Statesman") გამოქვეყნდა პუბლიკაცია სათაურით "ხინკალი: რას ამბობს ქართული ეროვნული კერძი თავისი ქვეყნის შესახებ" (ავტორი - იდო ვოკი), რომელშიც საუბარია ხინკალზე, მისი მომზადების წესზე და საერთოდ, ამ საკვები პროდუქტის მნიშვნელობაზე ქართულ კულტურაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვარიანტს:

"ქართველები სიამოვნებით აკვირდებიან იმ უცხოელების ქცევას, რომლებიც ხინკალს პირველად ხედავენ, მას გაოცებით უყურებენ და არ იციან, საიდან მიუდგნენ საჭმელად ამ პლისესავით დაკეცილ პროდუქტს - დანით დაჭრან თუ ხელით აიღონ და მოკბიჩონ? ან რა უნდა უყონ იმ მსხვილ ფოჩს ხინკლის ცენტრში?

კეთილი ქართველები სტუმრებს მანამ აუხსნიან ყველაფერს, ვიდრე ისინი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან: ხელი უნდა მოჰკიდოთ ხინკლის ცენტრში არსებულ ჭიპს, გადმოაბრუნოთ, დაფქული წიწაკა დააყაროთ (თუ დაყრილი არ აქვს), ჯერ მცირედ მოკბიჩოთ, ბულიონი გამოწოვოთ და შემდეგ ნელ-ნელა მიირთვათ. ხინკლის ჭიპი შეგიძლიათ დატოვოთ. დანა-ჩანგლის ხმარება ხინკლის ჭამის დროს სასიკვდილო ცოდვის ტოლფასია", - ნათქვამია სტატიაში.

"ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით, ხინკალი ქართველებმა სპარსელებთან ბრძოლაში დაჭრილი მეომრების საკვებად და მათი გამოჯანმრთელების მიზნით გამოიგონეს. სპარსელები საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ საქართველოს დამორჩილებას. დაჭრილი მეომრებისთვის კი ნიორი ერთგვარ ანტისეპტიკის როლს ასრულებდა, ხოლო კალორიებით სავსე ბულიონი და ხორცი მათი მკურნალობისა და გამოჯანმრთელების პროცესს აჩქარებდა", - აღნიშნავს ავტორი. განაგრძეთ კითხვა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა

"კეთილი, სამართლიანი, გულისხმიერი, არაქედმაღალი... ცოტა ჯიუტი... წამოგება ადვილია, თუნდაც სხვის დასაცავად“ - რას წერდა საბჭოთა გამომძიებელი მერაბ კოსტავაზე

“ვიცით, რომ ნოემბერში გრიპის ვაქცინა გაუკეთებია და მაშინ გადასხმები დასჭირვებია - უნდა შეესწავლათ ჯანმრთელობის მდგომარეობა” - მეგი ბაქრაძის ბიძა