საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„სოკარის“ მხარდაჭერით პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში 8 დღიანი „ბანაკი 2020“ ჩატარდა
„სოკარის“ მხარდაჭერით პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში 8 დღიანი „ბანაკი 2020“ ჩატარდა

პრო­ექ­ტის „აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა ჩემი სტი­ქი­აა“ ფარ­გლებ­ში, კომ­პა­ნია „სო­კა­რის“ მხარ­და­ჭე­რით, სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­სა და სხვა­დას­ხვა სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბა­ში დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი­სა და ვე­ტე­რა­ნე­ბის­თვის, თერ­ჯო­ლა­ში, მეღ­ვი­ნე­ო­ბა „მა­ხა­რე­ში“ 8 დღი­ა­ნი „ბა­ნა­კი 2020“ ჩა­ტარ­და. 20–ზე მეტ­მა დაჭ­რილ­მა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რემ და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ­მა 100–ზე მეტ­მა შშმ პირ­მა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი 10 სხვა­დას­ხვა­ინ­ტეგ­რი­რე­ბულ სპორ­ტულ–კულ­ტუ­რულ შე­ჯიბ­რე­ბა­ში მო­სინ­ჯა.მათ იას­პა­რე­ზეს ნარ­დი­სა და დო­მი­ნოს ტურ­ნი­რებ­ში, მშვილ­დოს­ნო­ბი­სა და მკლავ­ჭი­დის ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ში, პა­რა­ო­ლიმ­პუ­რი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა­ში ბო­ჩა­სა და მჯდო­მა­რე ფრენ­ბურ­თბ­ში. ასე­ვე, ჩა­ტარ­და ჩემ­პი­ო­ნა­ტი ჯო­მარ­დო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლო­ბის­თვის.

სიმ­ბო­ლუ­რად, 8 აგ­ვის­ტოს პე­ინტბო­ლი­სა და საბ­რძო­ლო ფა­რი­კა­ო­ბის შე­ჯიბ­რე­ბე­ბიც ჩა­ტარ­და. ამა­ვე დღეს გა­ი­მარ­თა კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი დუ­ე­ლიც, რომ­ლის ძი­რი­თა­დი თე­მა­ტი­კაც სწო­რედ 2008 წლის ომით გა­ნი­სა­ზღვრა.

ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა სპორ­ტუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ჯე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. პირ­ვე­ლი, მე­ო­რე და მე­სა­მე ად­გი­ლოს­ნე­ბის­თვის კი ფა­სი­ა­ნი პრი­ზე­ბიც და­წეს­და.

კომ­პა­ნია „სო­კა­რი“პრო­ექტს „აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა ჩემი სტი­ქი­აა“ მხარს უკვე ორი წე­ლია უჭერს. პრო­ექ­ტის აქ­ტი­ვო­ბებ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად 500 ზე მეტი შშმ პირი, დაჭ­რი­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე და ვე­ტე­რა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობს. პრო­ექ­ტი ხელს უწყობს მათ­თვის აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში დარ­ჩე­ნის მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას და მათი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის წარ­მო­ჩი­ნე­ბას სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბა­ში.

პრო­ექ­ტი „აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა ჩემი სტი­ქი­აა“ ხელს უწყობს გა­ე­როს 2006 წლის შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კონ­ვენ­ცი­ის 30-ე მუხ­ლის იმპლე­მენ­ტა­ცი­ას. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია კონ­ვენ­ცი­ის იმპლე­მენ­ტა­ცი­ის აღ­სრუ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით და შშმ პირ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ნა­ბარ–უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­კვიდ­რე­ბა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

„სოკარის“ მხარდაჭერით პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში 8 დღიანი „ბანაკი 2020“ ჩატარდა

„სოკარის“ მხარდაჭერით პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში 8 დღიანი „ბანაკი 2020“ ჩატარდა

პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, კომპანია „სოკარის“ მხარდაჭერით, სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილი ჯარისკაცებისა და ვეტერანებისთვის, თერჯოლაში, მეღვინეობა „მახარეში“ 8 დღიანი „ბანაკი 2020“ ჩატარდა. 20–ზე მეტმა დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა 100–ზე მეტმა შშმ პირმა საკუთარი ძალები 10 სხვადასხვაინტეგრირებულ სპორტულ–კულტურულ შეჯიბრებაში მოსინჯა.მათ იასპარეზეს ნარდისა და დომინოს ტურნირებში, მშვილდოსნობისა და მკლავჭიდის ჩემპიონატებში, პარაოლიმპური სპორტის სახეობაში ბოჩასა და მჯდომარე ფრენბურთბში. ასევე, ჩატარდა ჩემპიონატი ჯომარდობაში, საქართველოს პირველობისთვის.

სიმბოლურად, 8 აგვისტოს პეინტბოლისა და საბრძოლო ფარიკაობის შეჯიბრებებიც ჩატარდა. ამავე დღეს გაიმართა კულინარიული დუელიც, რომლის ძირითადი თემატიკაც სწორედ 2008 წლის ომით განისაზღვრა.

ყველა აქტივობა სპორტული ფედერაციებისა და პროფესიონალი მსაჯების ჩართულობით მიმდინარეობდა. პირველი, მეორე და მესამე ადგილოსნებისთვის კი ფასიანი პრიზებიც დაწესდა.

კომპანია „სოკარი“პროექტს „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ მხარს უკვე ორი წელია უჭერს. პროექტის აქტივობებში ყოველწლიურად 500 ზე მეტი შშმ პირი, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე და ვეტერანი მონაწილეობს. პროექტი ხელს უწყობს მათთვის აქტიურ ცხოვრებაში დარჩენის მოტივაციის ამაღლებას და მათი შესაძლებლობების წარმოჩინებას სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ–უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.

Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო

ევროკავშირის მხარდაჭერით შეცვლილი საქართველოს საზღვაო დარგი

პროტეინების კოქტეილების სარგებელი – სამეცნიერო კვლევების შედეგები