სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის მეორე ტალღა: ევროპის რომელ ქვეყნებში იზრდება ინფიცირების შემთხვევები და სად არის შედარებით სტაბილური ვითარება
კორონავირუსის მეორე ტალღა: ევროპის რომელ ქვეყნებში იზრდება ინფიცირების შემთხვევები და სად არის შედარებით სტაბილური ვითარება

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია მსოფ­ლი­ოს ახა­ლი ძა­ლით უტევს და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უკვე ვირუ­სის ახა­ლი ძა­ლით აფეთ­ქე­ბა­სა და მე­ო­რე ტალ­ღა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი პიკი ევ­რო­პა­ში ამ წლის გა­ზა­ფხულ­ზე იყო. და­წე­სე­ბულ­მა შე­ზღუდ­ვებ­მა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და ზა­ფხულ­ში, მთე­ლი ევ­რო­პის მას­შტა­ბით, ახალ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი მკვეთ­რად შემ­ცირ­და. თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ ეტა­პობ­რი­ვად მოხ­სნა შე­ზღუდ­ვე­ბი. ადა­მი­ა­ნე­ბი კი, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­დნენ.

ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი ზა­ფხულ­ში­ვე პროგ­ნო­ზი­რებ­დნენ ვირუ­სის მე­ო­რე ტალ­ღას, ხოლო ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აცხა­დებ­დნენ, რომ მე­ო­რე ტალ­ღა გა­ცი­ლე­ბით სა­ხი­ფა­თო იქ­ნე­ბო­და.

  • რო­გო­რი ვი­თა­რე­ბაა ევ­რო­პა­ში დღეს?

აგ­ვის­ტოს მი­წუ­რუ­ლი­დან დღემ­დე, ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, ყო­ველ­დღი­უ­რად ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რე­კორ­დულ რა­ო­დე­ნო­ბას აღ­წე­რენ.

რო­გორც "ევ­რო­ნი­უ­სი“ წერს, ისე­თი ქვეყ­ნე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ალ­ბა­ნე­თი, ბულ­გა­რე­თი, ჩე­ხე­თი, მონ­ტე­ნეგ­რო და ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნია, აგ­ვის­ტო­სა და სექ­ტემ­ბერ­ში, გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი ვი­თა­რე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­დნენ, ვიდ­რე გა­ზა­ფხულ­ზე იყ­ვნენ, როცა სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით პან­დე­მი­ას თავს წარ­მა­ტე­ბით არ­თმევ­დნენ. ჩა­მოთ­ვლილ ქვეყ­ნებ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მკვეთ­რად გაზ­რდი­ლია.

ბელ­გია, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, საფ­რან­გე­თი, ეს­პა­ნე­თი ევ­რო­პის ის ქვეყ­ნე­ბია, რომ­ლებ­საც COVID-19-მა დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა გა­ზა­ფხულ­ზე, თუმ­ცა მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ქვეყ­ნებ­ში კვლავ გარ­თულ­და და ზო­გი­ერთ მათ­გან­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა ახ­ლა­ხანს გა­მოვ­ლინ­და.

  • საფ­რან­გეთ­ში გა­სულ შა­ბათს კო­რო­ნა­ვირუ­სის 13 498 ახა­ლი შემ­თხვე­ვა აღ­წე­რეს და ეს პან­დე­მი­ის და­სა­წყი­სი­დან დღემ­დე ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია საფ­რან­გე­თის­თვის. ასზე მეტ სკო­ლა­ში კვლავ კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და და მოს­წავ­ლე­ე­ბი ისევ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ზე გა­და­ვიდ­ნენ.
  • გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში შე­მოდ­გო­მი­დან მკვეთ­რად მო­ი­მა­ტა კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ­მა შემ­თხვე­ვებ­მა. გა­სულ 24 სა­ათ­ში დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ვირუ­სის 6 128 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 10 აპ­რილს იყო, როცა 7 860 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აღ­წე­რეს, გუ­შინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი კი ყვე­ლა­ზე მა­ღალ მაჩ­ვე­ნებ­ლებს შო­რის, მე­ო­რეა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჯერ­ჯე­რო­ბით კა­რან­ტი­ნის და­წე­სე­ბას ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ გეგ­მავს.
  • ეს­პა­ნეთ­შიც ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და. ბოლო ორი დღეა ყო­ველ დღე COVID-19-ის 10 ათას­ზე მეტ შემ­თხვე­ვას აღ­წე­რენ.

ჩვენ ევ­რო­პა­ში ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ვი­თა­რე­ბა გვაქვს. ახლა ყო­ველ კვი­რა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­ცი­ლე­ბით მეტი შემ­თხვე­ვა ვლინ­დე­ბა, ვიდ­რე მარ­ტში, პირ­ვე­ლი პი­კის დროს, - გა­ნა­ცხა­და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ევ­რო­პის რე­გი­ო­ნა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ჰანს კლუგ­მა.

მა­შინ, როცა ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში რთუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბაა, არი­ან ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც ეპიდსი­ტუ­ა­ცია შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რია. ასეთ ქვეყ­ნებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა ეს­ტო­ნე­თი, ხორ­ვა­ტია, შვე­დე­თი, პორ­ტუ­გა­ლია და ა.შ.

ხორ­ვა­ტი­ა­სა და პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა მარ­თა­ლია, შე­მოდ­გო­მი­დან გა­ი­ზარ­და, თუმ­ცა მას არ მი­უღ­წე­ვია სა­გან­გა­შო ნიშ­ნუ­ლის­თვის. მა­გა­ლი­თად, ხორ­ვა­ტი­ა­ში 15 სექ­ტემ­ბრი­დან დღემ­დე, ყო­ველ დღე 100-დან 300-მდე ახა­ლი შემ­თხვე­ვა ვლინ­დე­ბა. პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში კი, ბოლო ხუთი დღეა კო­რო­ნა­ვირუ­სის ყო­ველ­დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 400-დან 900-მდე მერ­ყე­ობს და ეს ამ ქვეყ­ნის­თვის სა­გან­გა­შო მაჩ­ვე­ნებ­ლად არ ით­ვლე­ბა, მით უფრო, რომ გა­ზა­ფხულ­ზე გა­ცი­ლე­ბით უფრო რთუ­ლი ეტა­პი გა­მო­ი­ა­რეს.

სა­ინ­ტე­რე­სოა შვე­დე­თის მო­ნა­ცე­მე­ბი, სა­დაც ივ­ლი­სის შემ­დეგ სტა­ბი­ლუ­რო­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ და იმ ფონ­ზე, რომ ქვე­ყა­ნა­ში არა­ფე­რია აკ­რძა­ლუ­ლი, ყო­ველ დღე ინ­ფი­ცი­რე­ბის 100-დან 300 შემ­თხვე­ვამ­დე ვლინ­დე­ბა.

სტა­ბი­ლურს უწო­დე­ბენ იტა­ლი­ა­ში შექ­მნილ ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ა­საც. ბოლო ხუთი დღეა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ დღე 1500-დან 1900-მდე მერ­ყე­ობს, რაც მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, თუმ­ცა არა­სა­გან­გა­შო და ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით იქ გა­ცი­ლე­ბით უფრო კარ­გი სი­ტუ­ა­ცი­აა. ამ სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად შე­საძ­ლოა, მიზ­ნობ­რი­ვი, ლო­კა­ლუ­რი კა­რან­ტი­ნი და­წეს­დეს, სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნის გა­მო­ცხა­დე­ბას კი იტა­ლი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ეტაპ­ზე არ გეგ­მავს.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. ვირუ­სით, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით სულ 32.1 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის 982 412 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 23.6 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nuri
30

პანდემიას ვერ შეაჩერებ სანამ მოსახლეობის 25-30 % არ გამოიმუშავებს ანტისხეულს.საქართველოს მთავრობამ თვითიზოლირებით ეკონომიკა ჩააგდო და პანდემია ვერ დასძლია. ელოდეთ იანვრისთვის -ერთი დოლარი 4 ლარი იქნება

გოგი
9

როცა შეუგნებლებს ვერაფერს გააგებინებ, მერე ნუ სწყინთ რადიკალური ზომები. რა დღეში ჩააგდეს ქვეყანა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

კორონავირუსის მეორე ტალღა: ევროპის რომელ ქვეყნებში იზრდება ინფიცირების შემთხვევები და სად არის შედარებით სტაბილური ვითარება

კორონავირუსის მეორე ტალღა: ევროპის რომელ ქვეყნებში იზრდება ინფიცირების შემთხვევები და სად არის შედარებით სტაბილური ვითარება

კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს ახალი ძალით უტევს და სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე ვირუსის ახალი ძალით აფეთქებასა და მეორე ტალღაზე საუბრობენ.

ინფიცირების პირველი პიკი ევროპაში ამ წლის გაზაფხულზე იყო. დაწესებულმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო და ზაფხულში, მთელი ევროპის მასშტაბით, ახალ ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა. თითქმის ყველა ქვეყანამ ეტაპობრივად მოხსნა შეზღუდვები. ადამიანები კი, გარკვეულწილად, ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.

ეპიდემიოლოგები ზაფხულშივე პროგნოზირებდნენ ვირუსის მეორე ტალღას, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებდნენ, რომ მეორე ტალღა გაცილებით სახიფათო იქნებოდა.

  • როგორი ვითარებაა ევროპაში დღეს?

აგვისტოს მიწურულიდან დღემდე, ევროპის ბევრ ქვეყანაში, ყოველდღიურად ახალი ინფიცირებულების რეკორდულ რაოდენობას აღწერენ.

როგორც "ევრონიუსი“ წერს, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ალბანეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია, აგვისტოსა და სექტემბერში, გაცილებით რთული ვითარების წინაშე აღმოჩდნენ, ვიდრე გაზაფხულზე იყვნენ, როცა სხვა ქვეყნებთან შედარებით პანდემიას თავს წარმატებით ართმევდნენ. ჩამოთვლილ ქვეყნებში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილია.

ბელგია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი ევროპის ის ქვეყნებია, რომლებსაც COVID-19-მა დიდი ზიანი მიაყენა გაზაფხულზე, თუმცა მდგომარეობა ამ ქვეყნებში კვლავ გართულდა და ზოგიერთ მათგანში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა ახლახანს გამოვლინდა.

  • საფრანგეთში გასულ შაბათს კორონავირუსის 13 498 ახალი შემთხვევა აღწერეს და ეს პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საფრანგეთისთვის. ასზე მეტ სკოლაში კვლავ კარანტინი გამოცხადდა და მოსწავლეები ისევ დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ.
  • გაერთიანებულ სამეფოში შემოდგომიდან მკვეთრად მოიმატა კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა. გასულ 24 საათში დიდ ბრიტანეთში ვირუსის 6 128 შემთხვევა გამოვლინდა. რეკორდული მაჩვენებელი 10 აპრილს იყო, როცა 7 860 ინფიცირებული აღწერეს, გუშინდელი მონაცემები კი ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს შორის, მეორეა. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით კარანტინის დაწესებას ბრიტანეთის ხელისუფლება არ გეგმავს.
  • ესპანეთშიც ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ბოლო ორი დღეა ყოველ დღე COVID-19-ის 10 ათასზე მეტ შემთხვევას აღწერენ.

ჩვენ ევროპაში ძალიან სერიოზული ვითარება გვაქვს. ახლა ყოველ კვირაში კორონავირუსის გაცილებით მეტი შემთხვევა ვლინდება, ვიდრე მარტში, პირველი პიკის დროს, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა ჰანს კლუგმა.

მაშინ, როცა ევროპის ბევრ ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, არიან ქვეყნები, სადაც ეპიდსიტუაცია შედარებით სტაბილურია. ასეთ ქვეყნებს მიეკუთვნება ესტონეთი, ხორვატია, შვედეთი, პორტუგალია და ა.შ.

ხორვატიასა და პორტუგალიაში ახალი ინფიცირებულების ყოველდღიური რაოდენობა მართალია, შემოდგომიდან გაიზარდა, თუმცა მას არ მიუღწევია საგანგაშო ნიშნულისთვის. მაგალითად, ხორვატიაში 15 სექტემბრიდან დღემდე, ყოველ დღე 100-დან 300-მდე ახალი შემთხვევა ვლინდება. პორტუგალიაში კი, ბოლო ხუთი დღეა კორონავირუსის ყოველდღიური მაჩვენებელი 400-დან 900-მდე მერყეობს და ეს ამ ქვეყნისთვის საგანგაშო მაჩვენებლად არ ითვლება, მით უფრო, რომ გაზაფხულზე გაცილებით უფრო რთული ეტაპი გამოიარეს.

საინტერესოა შვედეთის მონაცემები, სადაც ივლისის შემდეგ სტაბილურობას ინარჩუნებენ და იმ ფონზე, რომ ქვეყანაში არაფერია აკრძალული, ყოველ დღე ინფიცირების 100-დან 300 შემთხვევამდე ვლინდება.

სტაბილურს უწოდებენ იტალიაში შექმნილ ეპიდსიტუაციასაც. ბოლო ხუთი დღეა ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ დღე 1500-დან 1900-მდე მერყეობს, რაც მაღალი მაჩვენებელია, თუმცა არასაგანგაშო და ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით იქ გაცილებით უფრო კარგი სიტუაციაა. ამ სტაბილურობის შესანარჩუნებლად შესაძლოა, მიზნობრივი, ლოკალური კარანტინი დაწესდეს, საყოველთაო კარანტინის გამოცხადებას კი იტალიის ხელისუფლება ამ ეტაპზე არ გეგმავს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა. ვირუსით, გლობალური მასშტაბით სულ 32.1 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 982 412 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 23.6 მილიონი გამოჯანმრთელდა.

როგორ ეხმაურებიან მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს მოსკოვში, თურქეთსა და ევროპაში

ავიაკატასტროფა უკრაინაში - ბორტზე მყოფი 27 ადამიანიდან 25 დაიღუპა

"ეფექტური ვაქცინის გამოყენებამდე კორონავირუსმა, შესაძლოა, 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს" - ჯანმო-ს წარმომადგენელი