ავტორი:

ლაგოდეხში ინფიცირებული 3 თვის ჩვილის მშობლებს და ბებიას კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში ინფიცირებული 3 თვის ჩვილის მშობლებს და ბებიას კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში ინფიცირებული 3 თვის ჩვილის მშობლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე ჩვილის ბებიას.

რაც შეეხება მე-4 ახალ შემთხვევას, ინფიცირებული სოფელ გვიმრიანში მცხოვრებია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება.

კახეთის რეგიონში ამ დროისთვის კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 43 შემთხვევაა. მათ შორის 17 - ლაგოდეხში, 16 კოვიდინფიცირებულია სოფელ მატანში, 7 - ველისციხეში, 2 - სიღნაღში, ხოლო 1 - ყვარელში.

კახეთში 3 თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდგინდა - "ოჯახის წევრებს უკვე ჩაუტარდა კვლევა და პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი"

საქართველოში კორონავირუსისგან 24-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა