საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თოდუას მრავალფუნქციურ კლინიკაში პლასტიკური ქირურგიის განყოფილება გაიხსნა
თოდუას მრავალფუნქციურ კლინიკაში პლასტიკური ქირურგიის განყოფილება გაიხსნა

პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი ბევ­რის­თვის მხო­ლოდ ეს­თე­ტი­კას უკავ­შირ­დე­ბა. ეს სი­მარ­თლეა, თუმ­ცა, ქი­რურ­გი­ის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას ბევ­რი სხვა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­მარ­თლეც ახა­სი­ა­თებს – ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა რო­გორც ეს­თე­ტი­უ­რი, ისე ფუნ­ქცი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით.

აკა­დე­მი­კოს ფრი­დონ თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში უკვე ეს მი­მარ­თუ­ლე­ბაც და­ი­ნერ­გა და პა­ცი­ენ­ტე­ბი უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ექიმ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის წყა­ლო­ბით შეძ­ლე­ბენ პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის სერ­ვი­სე­ბის სრუ­ლი სპექტრის მი­ღე­ბას. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ცხვი­რის კო­რექ­ცია, სა­სუნ­თქი გზე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა, ძუ­ძუს კო­რექ­ცია, ან რა­დი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი რე­კონ­სტრუქ­ცია, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლე­ბის ფორ­მე­ბის შეც­ვლა და სხვ.

ზო­გა­დად, პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია ადა­მი­ა­ნებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, გახ­დნენ ისე­თე­ბი, რო­გორც უკე­თე­სად ხე­და­ვენ სა­კუ­თარ თავს. ეს კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია სო­ცი­უმ­ში სა­სურ­ვე­ლი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბის­თვის.

თო­დუ­ას კლი­ნი­კის პრას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნო­დარ ბრუნ­ჯა­ძე მოგ­ვი­თხრობს სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის სი­ახ­ლე­სა და იმ მო­თხოვ­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და მსოფ­ლიო მას­შტა­ბით არ­სე­ბობს.

– რო­დის გა­იხ­სნა თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა და რა­ტომ დად­გა გა­და­წყდა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა?

– ჩვენს კლი­ნი­კა­ში ეს გან­ყო­ფი­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 1 თვის წინ გა­იხ­სნა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მი­ზე­ზი მო­თხოვ­ნის ზრდა იყო, სა­ერ­თო ინ­ტე­რეს­მა გა­მო­იწ­ვია თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის და­ნერგვა და გან­ვი­თა­რე­ბა.

– პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია ყო­ველ­დღი­უ­რად იხ­ვე­წე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას...

– პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია, მარ­თლაც, ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მი­მარ­თუ­ლე­ბა ძვე­ლი არ არის, დღეს­დღე­ო­ბით კი გან­ვი­თა­რე­ბა­დი და მზარ­დია. დღეს ძა­ლი­ან რთუ­ლია კლი­ნი­კის პერ­პექ­ტი­ვა­ზე სა­უ­ბა­რი, თუ მას თა­ნა­მედ­რო­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი არ გა­აჩ­ნია. თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი ცნო­ბი­ლია უმაღ­ლე­სი სტან­და­რე­ბით, რომ­ლე­ბიც მაქ­სი­მა­ლურ კომ­ფორ­ტს უქ­მნის ნე­ბის­მი­ერ პა­ცი­ენ­ტსა და მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნალს. შე­სა­ბა­მი­სად, მზად ვართ არ­სე­ბულ ბა­ზარ­ზე პო­ზი­ცი­ო­ნი­ე­რე­ბის­და ყვე­ლა­ნა­ი­რი პრო­ცე­დუ­რუ­ლი, თუ ოპე­რა­ცი­უ­ლი მხა­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის.

ჩვენ გვაქვს უმაღ­ლე­სი თა­ო­ბის ლი­პო­საქ­ცი­ის აპა­რა­ტე­ბი, სა­ო­პე­რა­ციო ინ­ვენ­ტა­რი, გა­და­ნერგვის თა­ნა­მედ­რო­ვე აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა. მთა­ვა­რი პლუ­სი კი მო­დე­ლი­რე­ბის ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მაა, რაც არ მო­ი­ცავს მხო­ლოდ სა­ხეს. პა­ცი­ენტს შე­უძ­ლია წი­ნას­წარ შე­იქ­მნას წარ­მოდ­გე­ნა და 3D გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ზე ნა­ხოს, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა მისი სხე­უ­ლის სი­ლუ­ე­ტი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, სა­კუ­თა­რი პა­რა­მეტ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

– რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქი­რურ­გის კვა­ლი­ფი­კა­ცია ტექ­ნო­ლო­გი­ურ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას­თან ერ­თად?

– თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ დღე­ვან­დე­ლი მე­დი­ცი­ნა და­ფუძ­ნე­ბუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე სივ­რცი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სინ­თეზ­ზე.

კლი­ნი­კა­ში პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის შექ­მნა ჩვე­ნი გუნ­დის­თვის საკ­მა­ოდ დიდი გა­მოწ­ვე­ვა იყო. მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა კი, მა­ღალ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას­თან ერ­თად, შე­ჯე­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბაა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით, პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი ეს­თე­ტი­ურ და ფუნ­ქცი­ურ ჩა­რე­ვებს აერ­თი­ა­ნებს. ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში, გუნ­დის წევ­რე­ბის შე­თან­ხმე­ბით, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის კომ­პლექ­სუ­რი მოგ­ვა­რე­ბა მოხ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­იჭ­რე­ბა ორი­ვე პრობ­ლე­მა და პა­ცი­ენ­ტი იქ­ნე­ბა კმა­ყო­ფილ რო­გორც ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით, ასე­ვე ვი­ზუ­ა­ლუ­რი ეფექ­ტი­თაც.

– რო­მე­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა იგეგ­მე­ბა თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში?

– რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე, ოპე­რა­ცი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი მკერ­დი­სა და ცხვი­რის ოპე­რა­ცია და ლი­პო­საქ­ცი­აა. ამ სა­მე­ულს მიღ­მა, უნდა ვახ­სე­ნოთ მუც­ლის წინა კედ­ლის, თვა­ლე­ბის და სხვაპ­ლას­ტკურ–ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ცე­დუ­რულ მი­მარ­თუ­ლე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით ბო­ტოქ­სი და ფი­ლე­რი სარ­გებ­ლობს. მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ის არის, რომ პრო­ცე­სი მარ­ტი­ვია და არ სჭი­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მომ­ზა­დე­ბა, არ აფე­ხებს ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში საქ­მი­ა­ნო­ბას და გავ­ლე­ნას არ ახ­დენს ადა­მი­ა­ნის შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზე.

– ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბი ხში­რად მი­მარ­თა­ვენ პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ებს, რო­გო­რი­ას­ხვა პრო­ფი­ლის ექი­მებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ის სქე­მა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

– თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში­ონ­კო­ლო­გი­ურ პა­ცი­ენ­ტებს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მიდ­გო­მით მკურ­ნა­ლო­ბენ. ეგ­რეთ წო­დე­ბულ კონ­სი­ლი­უმ­ზე იკ­რი­ბე­ბი­ან სხვა­დას­ხვა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ერ­თობ­ლი­ვად გა­ნი­ხი­ლა­ვენ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შემ­თხვე­ვებს, გეგ­მა­ვენ მკურ­ნა­ლო­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­სა და ოპე­რა­ცი­ებს.

ამ პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თვე­ბა პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის გუნ­დიც.ჩვე­ნი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ონკო-ქი­რურ­გებ­თან კო­ორ­დი­ნი­რე­ბით ვგეგ­მავთ გა­კეთ­დეს რე­კონ­სტრუქ­ცი­ულ-აღ­დგე­ნი­თი, მათ შო­რის, მკერ­დის აღ­დგე­ნის, სა­კუ­თა­რი ქსო­ვი­ლე­ბით სხვა­დას­ხვა დე­ფორ­მა­ცი­ე­ბის შევ­სე­ბი­სა და სხვა სა­ხის ოპე­რა­ცი­ე­ბი. ასე რომ,მო­მა­ვალ­ში საკ­მა­ოდ­მას­შტა­ბუ­რი, უმაღ­ლე­სი დო­ნის პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

NS

ავტორი:

თოდუას მრავალფუნქციურ კლინიკაში პლასტიკური ქირურგიის განყოფილება გაიხსნა

თოდუას მრავალფუნქციურ კლინიკაში პლასტიკური ქირურგიის განყოფილება გაიხსნა

პლასტიკური ოპერაციები ბევრისთვის მხოლოდ ესთეტიკას უკავშირდება. ეს სიმართლეა, თუმცა, ქირურგიის ამ მიმართულებას ბევრი სხვა უფრო მნიშვნელოვანი სიმართლეც ახასიათებს – ადამიანების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება როგორც ესთეტიური, ისე ფუნქციური მიმართულებებით.

აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში უკვე ეს მიმართულებაც დაინერგა და პაციენტები უმაღლესი ხარისხის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ექიმთა კვალიფიკაციის წყალობით შეძლებენ პლასტიკური ქირურგიის სერვისების სრული სპექტრის მიღებას. ეს შეიძლება იყოს ცხვირის კორექცია, სასუნთქი გზების მოწესრიგება, ძუძუს კორექცია, ან რადიკალური ოპერაციის შემდგომი რეკონსტრუქცია, სხეულის სხვადასხვა ნაწილების ფორმების შეცვლა და სხვ.

ზოგადად, პლასტიკური ქირურგია ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, გახდნენ ისეთები, როგორც უკეთესად ხედავენ საკუთარ თავს. ეს კი აუცილებელია სოციუმში სასურველი პოზიციონირებისთვის.

თოდუას კლინიკის პრასტიკური ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი ნოდარ ბრუნჯაძე მოგვითხრობს სამედიცინო ცენტრის სიახლესა და იმ მოთხოვნებზე, რომლებიც ამ მიმართულებით დღეს საქართველოში და მსოფლიო მასშტაბით არსებობს.

– როდის გაიხსნა თოდუას კლინიკაში პლასტიკური ქირურგიის განყოფილება და რატომ დადგა გადაწყდა ამ მიმართულების განვითარება?

– ჩვენს კლინიკაში ეს განყოფილება დაახლოებით 1 თვის წინ გაიხსნა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი მოთხოვნის ზრდა იყო, საერთო ინტერესმა გამოიწვია თოდუას სამედიცინო ცენტრში პლასტიკური ქირურგიის დანერგვა და განვითარება.

– პლასტიკური ქირურგია ყოველდღიურად იხვეწება. ამ მიმართულების გასავითარებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას...

– პლასტიკური ქირურგია, მართლაც, ყოველდღიურად ვითარდება. მოგეხსენებათ, მიმართულება ძველი არ არის, დღესდღეობით კი განვითარებადი და მზარდია. დღეს ძალიან რთულია კლინიკის პერპექტივაზე საუბარი, თუ მას თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები არ გააჩნია. თოდუას სამედიცინო ცენტრი ცნობილია უმაღლესი სტანდარებით, რომლებიც მაქსიმალურ კომფორტს უქმნის ნებისმიერ პაციენტსა და მომუშავე პერსონალს. შესაბამისად, მზად ვართ არსებულ ბაზარზე პოზიციონიერებისდა ყველანაირი პროცედურული, თუ ოპერაციული მხარის უზრუნველყოფისთვის.

ჩვენ გვაქვს უმაღლესი თაობის ლიპოსაქციის აპარატები, საოპერაციო ინვენტარი, გადანერგვის თანამედროვე აღჭურვილობა. მთავარი პლუსი კი მოდელირების ლიცენზირებული პროგრამაა, რაც არ მოიცავს მხოლოდ სახეს. პაციენტს შეუძლია წინასწარ შეიქმნას წარმოდგენა და 3D გამოსახულებაზე ნახოს, თუ როგორი იქნება მისი სხეულის სილუეტი ოპერაციის შემდეგ, საკუთარი პარამეტრებიდან გამომდინარე.

– რამდენად მნიშვნელოვანია ქირურგის კვალიფიკაცია ტექნოლოგიურ უზრუნველყოფასთან ერთად?

– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უმნიშვნელოვანესია, გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი მედიცინა დაფუძნებულია თანამედროვე სივრცისა და კვალიფიკაციის სინთეზზე.

კლინიკაში პლასტიკური ქირურგიის მიმართულების შექმნა ჩვენი გუნდისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო. მთავარი უპირატესობა კი, მაღალ კვალიფიკაციასთან ერთად, შეჯერებული მოქმედებაა.

საერთაშორისო მასშტაბით, პლასტიკური ოპერაციები ესთეტიურ და ფუნქციურ ჩარევებს აერთიანებს. ჩვენ შემთხვევაში, გუნდის წევრების შეთანხმებით, ინდივიდუალური პრობლემების კომპლექსური მოგვარება მოხდება. შესაბამისად, გადაიჭრება ორივე პრობლემა და პაციენტი იქნება კმაყოფილ როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობით, ასევე ვიზუალური ეფექტითაც.

– რომელი პოპულარული პროცედურების ჩატარება იგეგმება თოდუას კლინიკაში?

– როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო ბაზარზე, ოპერაციული მიმართულებით ყველაზე მოთხოვნადი მკერდისა და ცხვირის ოპერაცია და ლიპოსაქციაა. ამ სამეულს მიღმა, უნდა ვახსენოთ მუცლის წინა კედლის, თვალების და სხვაპლასტკურ–ქირურგიული ჩარევები.

რაც შეეხება პროცედურულ მიმართულებას, განსაკუთრებული პოპულარობით ბოტოქსი და ფილერი სარგებლობს. მთავარი მიზეზი ის არის, რომ პროცესი მარტივია და არ სჭიდება განსაკუთრებული მომზადება, არ აფეხებს ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას და გავლენას არ ახდენს ადამიანის შრომისუნარიანობაზე.

– ონკოპაციენტები ხშირად მიმართავენ პლასტიკურ ოპერაციებს, როგორიასხვა პროფილის ექიმებთან კოორდინაციის სქემა ამ მიმართულებით?

– თოდუას კლინიკაშიონკოლოგიურ პაციენტებს მულტიდისციპლინური მიდგომით მკურნალობენ. ეგრეთ წოდებულ კონსილიუმზე იკრიბებიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, ერთობლივად განიხილავენ ინდივიდუალურ შემთხვევებს, გეგმავენ მკურნალობის მიმდინარეობასა და ოპერაციებს.

ამ პროცესში ჩაერთვება პლასტიკური ქირურგიის გუნდიც.ჩვენი სამედიცინო ცენტრის ონკო-ქირურგებთან კოორდინირებით ვგეგმავთ გაკეთდეს რეკონსტრუქციულ-აღდგენითი, მათ შორის, მკერდის აღდგენის, საკუთარი ქსოვილებით სხვადასხვა დეფორმაციების შევსებისა და სხვა სახის ოპერაციები. ასე რომ,მომავალში საკმაოდმასშტაბური, უმაღლესი დონის პროექტების განხორციელებაა შესაძლებელი.

NS

საკარანტინე სასტუმროებსა თუ საავადმყოფოებში, დასუფთავებაზე ქართველი არალეგალები მუშაობენ - როგორ ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები ისრაელში, ტოტალური კარანტინის პირობებში

"მთელ რუსეთს ვანახეთ ქართული დროშით ზეიმი... ბედნიერი ვარ" - რას ყვება მოსკოვის "დინამოსთან" გამარჯვების გოლის ავტორი მამია გავაშელიშვილი

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა