მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირის მხარდაჭერით შეცვლილი საქართველოს საზღვაო დარგი
ევროკავშირის მხარდაჭერით შეცვლილი საქართველოს საზღვაო დარგი

შავი ზღვის რე­გი­ო­ნის სწო­რად ათ­ვი­სე­ბა არა მხო­ლოდ სა­პორ­ტო ქა­ლა­ქე­ბის, არა­მედ მთე­ლი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი წინსვლის ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რია. სა­ქარ­თვე­ლო უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი სა­ზღვაო დარ­გში – ხდე­ბა უცხო­ე­თი­დან ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა, ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბი საქმდე­ბი­ან სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის დრო­შის ქვეშ მცუ­რავ გე­მებ­ზე, ტარ­დე­ბა კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი, უფრო მეტი ახალ­გაზ­რდა ინ­ტე­რეს­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი სფე­რო­თი. ამის ერთ-ერთი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვაო აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტი, ნა­ნუ­კა წე­რე­თე­ლია. პრო­ფე­სი­ის სიყ­ვა­რულ­მა იგი თბი­ლი­სი­დან ბა­თუმ­ში ჩა­იყ­ვა­ნა. ამ­ბობს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას დაბ­რკო­ლე­ბე­ბი შეხ­ვდა, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ მის­მა მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბამ გა­ი­მარ­ჯვა:

„მე­ზღვა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან დიდ ემო­ცი­ურ წო­ნას­წო­რო­ბას და გამ­ბე­და­ო­ბას მო­ი­თხოვს, მი­თუ­მე­ტეს ქალი ზღვა­ში სი­ახ­ლეა. ეს დიდი გა­მოწ­ვე­ვა იყო ჩემ­თვი­საც. სა­ზღვაო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბი­სას აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი იმით, რომ 90%-ით მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სი­მუ­ლა­ცი­ე­ბი გვაქვს, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“ – ამ­ბობს ნა­ნუ­კა.

სა­ქარ­თვე­ლოს აქვს უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი სა­ზღვაო კუ­თხით – ქვე­ყა­ნა­ში აღ­რი­ცხუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 12 600 მე­ზღვა­უ­რი, რო­მელ­თა კონ­ტრი­ბუ­ცია ბი­უ­ჯეტ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად ნა­ხე­ვარ მი­ლი­არდ ლარს უტოლ­დე­ბა.

მსოფ­ლიო ტვირ­თე­ბის 80% ტრან­სპორ­ტირ­დე­ბა ზღვით. 2019 წლის მო­ნა­ცემ­თა მი­ხედ­ვით კი, გა­სულ წელს ქვე­ყა­ნა­ში კონ­ტე­ი­ნე­რე­ბით გა­და­ზი­დუ­ლი სა­ქონ­ლის მაჩ­ვე­ნებ­ლის რე­კორ­დუ­ლი ზრდა გა­მო­იკ­ვე­თა (43%-ი). პორ­ტის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და ფუნ­ქცია გა­მო­იკ­ვე­თა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­შიც, რომ­ლის დრო­საც ძი­რი­თა­დი სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბის ქვე­ყა­ნა­ში უწყვეტ რე­ჟიმ­ში შე­მო­ტა­ნა ხდე­ბა გე­მე­ბით.

უნდა ით­ქვას, რომ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად იყო – ქვე­ყა­ნა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­გი შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად ვი­თარ­დე­ბო­და, აშ­კა­რად ჩან­და ცვლი­ლე­ბე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა. ახა­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა ინ­დუსტრი­ამ ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით და­ი­წყო. ას­პა­რეზ­ზე გა­მოჩ­ნდა ევ­რო­პის სა­ზღვაო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტო (EMSA), რო­მე­ლიც უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს. ევ­რო­კო­მი­სი­ი­სა და EMSA-ს მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო სარ­გე­ბელს იღებს რო­გორც ადა­მი­ა­ნუ­რი, ისე ტექ­ნი­კუ­რი რე­სურ­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით. მი­სია ნა­თე­ლია – სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის დარ­გში ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტე­ბის ხა­რის­ხი­ა­ნი იმპლე­მენ­ტა­ცია.

ბოლო წლე­ბია ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ არ­სე­ბულ დარ­გში გარ­დამ­ტე­ხი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნი­ცა­და. კერ­ძოდ, მე­ზღვა­ურ­თა გა­ნათ­ლე­ბი­სა და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის სის­ტე­მის აუ­დი­ტის შე­დე­გად, 2014 წლი­დან ქარ­თველ მე­ზღვა­უ­რებს უფ­ლე­ბა აქვთ შე­ზღუდ­ვე­ბის გა­რე­შე და­საქმდნენ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის დრო­შის ქვეშ რე­გის­ტრი­რე­ბულ გე­მებ­ზე. თუ 2014 წლამ­დე ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბი საქმდე­ბოდ­ნენ ძი­რი­თა­დად ორი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის – მალ­ტი­სა და კვიპ­რო­სის გე­მებ­ზე, დღეს­დღე­ო­ბით მათ ვხვდე­ბით ისე­თი ქვეყ­ნე­ბის გე­მებ­ზე, რო­გო­რი­ცაა იტა­ლია, პორ­ტუ­გა­ლია, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, სა­ბერ­ძნე­თი.

„2010 წელს შე­ჩერ­და ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ის სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის აღი­ა­რე­ბა. ჩვენ ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით დაგ­ვჭირ­და 3 წელი სა­ზღვაო სფე­რო­ში რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი, ისე აკა­დე­მი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით რე­ფორ­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. გავ­ხსე­ნით საწ­ვრთნე­ლი ცენ­ტრი, ჩა­ვა­ტა­რეთ ტრე­ნინ­გე­ბი და შე­დე­გად და­ვიბ­რუ­ნეთ აღი­ა­რე­ბა, რა­მაც ქარ­თველ მე­ზღვა­უ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შის ქვეშ მცუ­რავ გე­მებ­ზე. ჩვენ ამით არ შევ­ჩე­რე­ბულ­ვართ და წინსვლას ეტა­პობ­რი­ვად გან­ვაგ­რძობთ“ – ამ­ბობს ირაკ­ლი შა­რა­ბი­ძე, ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვაო აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რი.

ყო­ვე­ლი­ვე ეს იმის შე­დე­გია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ზღვა­ურ­თა გა­ნათ­ლე­ბის, წვრთნი­სა და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის სის­ტე­მამ წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა ევ­რო­პის სა­ზღვაო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს აუ­დი­ტი, რის შე­დე­გა­დაც ევ­რო­კო­მი­სი­ამ აღი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი მე­ზღვა­უ­რის სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი. წარ­მა­ტე­ბუ­ლი აუ­დი­ტის შე­დე­გია ასე­ვე, რომ ევ­რო­პის 20-ზე მეტ­მა ქვე­ყა­ნამ სა­ქარ­თვე­ლოს­თან გა­ა­ფორ­მა მე­ზღვა­ურ­თა სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის ურ­თი­ერ­თა­ღი­ა­რე­ბის შე­თან­ხმე­ბე­ბი, შე­დე­გად გა­სულ წელს, ევ­რო­პულ დრო­შებ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი იყო 40%-ით მეტი ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რი 2015 წელ­თან შე­და­რე­ბით.

“რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლი­ლი და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად მო­ერ­გო ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს. ჩვენს მიერ გა­ცე­მუ­ლი დიპ­ლო­მი და კომ­პე­ტენ­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბი აღი­ა­რე­ბუ­ლია არამ­ხო­ლოდ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის, არა­მედ მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვა­ნი სა­ზღვაო ინ­დუსტრი­ის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბის მიერ (20-ზე მეტი). დღეს გვაქვს უამ­რა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ გა­ვი­დეთ ექ­სპორტზე და ვი­მუ­შა­ოთ ისეთ კომ­პა­ნი­ებ­ში, რომ­ლე­ბიც პრეს­ტი­ჟუ­ლი და მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დია“ – გვე­უბ­ნე­ბა ჯაბა მუ­თი­ძე, კა­პი­ტა­ნი.

ასე­ვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ­ჟა­მად ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად იქ­მნე­ბა დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მას.

“ზღვა სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლია – ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა რე­ფორ­მე­ბი, რათა სა­ქარ­თვე­ლო ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს წამ­ყვან სა­ზღვაო ქვეყ­ნად რე­გი­ონ­ში და ზო­გა­დად შავი ზღვის აუზ­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი მოწ­მო­ბენ, რომ ვვი­თარ­დე­ბით. პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში, 2021 წელს ქვე­ყა­ნას ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბით ექ­ნე­ბა სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სტრა­ტე­გია. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს მოკ­ლე, სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან და გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჰქონ­დეს სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს წამ­ყვან სა­ზღვაო ქვეყ­ნად“ – აღ­ნიშ­ნავს თა­მარ იო­სე­ლი­ა­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რი.

ქვეყ­ნის­თვის კი­დევ ერთ წინ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯად უნდა ჩა­ით­ვა­ლოს შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ზღვაო ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ზიდ­ვას, მწვა­ნე პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვით კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებ­თან ბრძო­ლას, სა­ზღვაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და სხვა.

„ევ­რო­კავ­ში­რის როლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვაო მო­მავ­ლის გან­სა­ზღვრა­ში ძა­ლი­ან დი­დია. აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­მოვ­ყოთ გა­რე­მოს დაც­ვის კომ­პო­ნენ­ტი – ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვართ ჩარ­თუ­ლი პრო­ექ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ქვე­ყა­ნა­ში მწვა­ნე ნავ­სად­გუ­რე­ბის შექ­მნას, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში იქ­ნე­ბა ჩვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი. გარ­და ამი­სა, სწო­რედ ამ სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით ჩა­ტარ­დე­ბა ნავ­სად­გუ­რებ­ში ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბის კვლე­ვა, რი­თაც მო­ვახ­დენთ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხილ­ვას და სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­რე­მოს დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას“ – ამ­ბობს თა­მარ იო­სე­ლი­ა­ნი.

2019-2020 წლებ­ში ქვე­ყა­ნა­ში ასე­ვე ჩა­ტარ­და წყლის მო­ნი­ტო­რინ­გის კვლე­ვე­ბი, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და სა­ნა­პი­რო­სა და გარ­და­მა­ვა­ლი წყლის ეკო­სის­ტე­მე­ბის ხა­რის­ხის შე­ფა­სე­ბა, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მი­ი­ღეს წყლის რე­სურ­სე­ბის დაც­ვის შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი.

„სა­ქარ­თვე­ლო აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნებ­ში არის მო­წი­ნა­ვე ქვე­ყა­ნა, სა­დაც ჩა­ტარ­და ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბი რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ქვე­ყა­ნას გად­მო­ე­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს მო­მა­ვალ­შიც გა­ვაგ­რძე­ლოთ შავი ზღვის სა­ნა­პი­რო ზო­ლის კვლე­ვე­ბი. ჩვენ­თვის მნიშნ­ვე­ლო­ვა­ნია, რომ მთავ­რო­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვაც­ნოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი, რათა შემ­დგომ­ში გა­ტარ­დეს შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რაც გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს შავი ზღვის სა­ნა­პი­რო ზო­ლის ეკო­ლო­გი­ურ პი­რო­ბებს“ – აღ­ნიშ­ნავს ნინო თან­დი­ლაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კვლე­ვე­ბის გარ­და, აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ბა­თუ­მის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გა­ნახ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ექ­სპერ­ტე­ბის­თვის ტრე­ნინ­გე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ახა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ანა­ლი­ზუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის და­ნერგვას. ეს მიზ­ნად ისა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას წყლის რე­სურ­სე­ბის მარ­თვის კუ­თხით. პრო­ექ­ტის ერთ-ერთ ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბად რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის და­ახ­ლო­ე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წყლის მარ­თვის პო­ლი­ტი­კას­თან.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მირიან ყარაულაშვილი
0

გულს რომ გაგითბობს და მომავლის იმედით განგსმჭვალავს, ისეთი სასიამოვნო ინფორმაციაა! დიდი მადლობა მის ავტორებს. საქართველოს აუცილებლად უნდა ჰყავდეს საზღვაო ფლოტი ყველა მიმართულებით-სამხედრო, სავაჭრო, ტურისტული... 

ალექს
0

მოკლედ ვერ ითქმება სათქმელი, მაგრამ იყო აქ ადგილი, რომ გეთქვათ, რომ ქალბატონი იოსელიანი აქტიურად ანვითარებს ფოთის საზღვაო სასწავლებელს,ის თითქმის დასრულდა ,50 წელია უფუნქციოდ რაც დარჩა ! ბარაქალა ! სწორედ 50 წლით ჩამოვრჩებით ამ საქმეში თვით არასაზღვაო ქვეყნებსაც ,ასით ჰოლანდიას და ბელგიას !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ევროკავშირის მხარდაჭერით შეცვლილი საქართველოს საზღვაო დარგი

ევროკავშირის მხარდაჭერით შეცვლილი საქართველოს საზღვაო დარგი

შავი ზღვის რეგიონის სწორად ათვისება არა მხოლოდ საპორტო ქალაქების, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკური თუ სოციალური წინსვლის ხელშემწყობი ფაქტორია. საქართველო უკვე მრავალი წელია აქტიურადაა ჩართული საზღვაო დარგში – ხდება უცხოეთიდან ინვესტიციების მოზიდვა, ქართველი მეზღვაურები საქმდებიან სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, ტარდება კვლევითი საქმიანობები, უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება აღნიშნული სფეროთი. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტი, ნანუკა წერეთელია. პროფესიის სიყვარულმა იგი თბილისიდან ბათუმში ჩაიყვანა. ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას დაბრკოლებები შეხვდა, თუმცა საბოლოოდ მისმა მიზანდასახულობამ გაიმარჯვა:

„მეზღვაურობა ძალიან დიდ ემოციურ წონასწორობას და გამბედაობას მოითხოვს, მითუმეტეს ქალი ზღვაში სიახლეა. ეს დიდი გამოწვევა იყო ჩემთვისაც. საზღვაო აკადემიაში ჩაბარებისას აღფრთოვანებული დავრჩი იმით, რომ 90%-ით მიახლოებული სიმულაციები გვაქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ – ამბობს ნანუკა.

საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი საზღვაო კუთხით – ქვეყანაში აღრიცხულია დაახლოებით 12 600 მეზღვაური, რომელთა კონტრიბუცია ბიუჯეტში ყოველწლიურად ნახევარ მილიარდ ლარს უტოლდება.

მსოფლიო ტვირთების 80% ტრანსპორტირდება ზღვით. 2019 წლის მონაცემთა მიხედვით კი, გასულ წელს ქვეყანაში კონტეინერებით გადაზიდული საქონლის მაჩვენებლის რეკორდული ზრდა გამოიკვეთა (43%-ი). პორტის დანიშნულება და ფუნქცია გამოიკვეთა კორონავირუსის პანდემიის პერიოდშიც, რომლის დროსაც ძირითადი საჭირო რესურსების ქვეყანაში უწყვეტ რეჟიმში შემოტანა ხდება გემებით.

უნდა ითქვას, რომ რამდენიმე წლის წინ ყველაფერი სხვაგვარად იყო – ქვეყანაში აღნიშნული დარგი შედარებით ნაკლებად ვითარდებოდა, აშკარად ჩანდა ცვლილებების საჭიროება. ახალი ნაბიჯების გადადგმა ინდუსტრიამ ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო. ასპარეზზე გამოჩნდა ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო (EMSA), რომელიც უკვე მრავალი წელია საქართველოში საზღვაო ტრანსპორტის განვითარებას უწყობს ხელს. ევროკომისიისა და EMSA-ს მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, საქართველო სარგებელს იღებს როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური რესურსების თვალსაზრისით. მისია ნათელია – საზღვაო ტრანსპორტის დარგში ევროკავშირის სტანდარტების ხარისხიანი იმპლემენტაცია.

ბოლო წლებია ჩვენმა ქვეყანამ არსებულ დარგში გარდამტეხი ცვლილებები განიცადა. კერძოდ, მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სისტემის აუდიტის შედეგად, 2014 წლიდან ქართველ მეზღვაურებს უფლება აქვთ შეზღუდვების გარეშე დასაქმდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშის ქვეშ რეგისტრირებულ გემებზე. თუ 2014 წლამდე ქართველი მეზღვაურები საქმდებოდნენ ძირითადად ორი ევროპული ქვეყნის – მალტისა და კვიპროსის გემებზე, დღესდღეობით მათ ვხვდებით ისეთი ქვეყნების გემებზე, როგორიცაა იტალია, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი.

„2010 წელს შეჩერდა ქართველი მეზღვაურების კომპეტენციის სერტიფიკატების აღიარება. ჩვენ ევროკავშირის მხარდაჭერით დაგვჭირდა 3 წელი საზღვაო სფეროში როგორც ადმინისტრაციული, ისე აკადემიური მიმართულებებით რეფორმების განსახორციელებლად. გავხსენით საწვრთნელი ცენტრი, ჩავატარეთ ტრენინგები და შედეგად დავიბრუნეთ აღიარება, რამაც ქართველ მეზღვაურებს საშუალება მისცა დაბრუნებულიყვნენ ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. ჩვენ ამით არ შევჩერებულვართ და წინსვლას ეტაპობრივად განვაგრძობთ“ – ამბობს ირაკლი შარაბიძე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი.

ყოველივე ეს იმის შედეგია, რომ საქართველოს მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების სისტემამ წარმატებით გაიარა ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს აუდიტი, რის შედეგადაც ევროკომისიამ აღიარა საქართველოს მიერ გაცემული მეზღვაურის სერტიფიკატები. წარმატებული აუდიტის შედეგია ასევე, რომ ევროპის 20-ზე მეტმა ქვეყანამ საქართველოსთან გააფორმა მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შეთანხმებები, შედეგად გასულ წელს, ევროპულ დროშებზე დასაქმებული იყო 40%-ით მეტი ქართველი მეზღვაური 2015 წელთან შედარებით.

“რადიკალურად შეცვლილი და გაუმჯობესებულია ჩვენი განათლების სისტემა, რომელიც მთლიანად მოერგო ევროპულ სტანდარტებს. ჩვენს მიერ გაცემული დიპლომი და კომპეტენციის დამადასტურებელი საბუთები აღიარებულია არამხოლოდ ევროპის ქვეყნების, არამედ მსოფლიოში წამყვანი საზღვაო ინდუსტრიის მქონე ქვეყნების მიერ (20-ზე მეტი). დღეს გვაქვს უამრავი შესაძლებლობა, რომ გავიდეთ ექსპორტზე და ვიმუშაოთ ისეთ კომპანიებში, რომლებიც პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადია“ – გვეუბნება ჯაბა მუთიძე, კაპიტანი.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ისტორიაში პირველად იქმნება დოკუმენტი, რომელიც მოიცავს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის დარგის განვითარების გეგმას.

“ზღვა საქართველოს მომავალია – ამ მიმართულებით აქტიურად ხორციელდება რეფორმები, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს წამყვან საზღვაო ქვეყნად რეგიონში და ზოგადად შავი ზღვის აუზში. ამ მიმართულებებით გატარებული რეფორმები მოწმობენ, რომ ვვითარდებით. პირველად ისტორიაში, 2021 წელს ქვეყანას ევროკავშირის დაფინანსებით ექნება საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგია. ეს საშუალებას მოგვცემს მოკლე, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ჰქონდეს სტრატეგია, რომელიც მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდეს წამყვან საზღვაო ქვეყნად“ – აღნიშნავს თამარ იოსელიანი, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი.

ქვეყნისთვის კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოში საზღვაო ინვესტიციის მოზიდვას, მწვანე პრინციპების დაცვით კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას, საზღვაო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებას და სხვა.

„ევროკავშირის როლი საქართველოს საზღვაო მომავლის განსაზღვრაში ძალიან დიდია. აქ მნიშვნელოვანია გამოვყოთ გარემოს დაცვის კომპონენტი – ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული პროექტებში, რომლებიც ითვალისწინებს ქვეყანაში მწვანე ნავსადგურების შექმნას, რომელიც შემდგომში იქნება ჩვენი სამომავლო გეგმების განმსაზღვრელი. გარდა ამისა, სწორედ ამ საპილოტე პროექტის მიხედვით ჩატარდება ნავსადგურებში ენერგოეფექტურობის კვლევა, რითაც მოვახდენთ საინვესტიციო პროექტების განხილვას და საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას“ – ამბობს თამარ იოსელიანი.

2019-2020 წლებში ქვეყანაში ასევე ჩატარდა წყლის მონიტორინგის კვლევები, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი ექსპერტები. აღნიშნული კვლევის მიზანს წარმოადგენდა სანაპიროსა და გარდამავალი წყლის ეკოსისტემების ხარისხის შეფასება, რომელთა საშუალებითაც მიიღეს წყლის რესურსების დაცვის შესაბამისი ზომები.

„საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არის მოწინავე ქვეყანა, სადაც ჩატარდა ევროპული სტანდარტების საერთაშორისო კვლევები როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ქვეყანას გადმოეცა თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა, რაც საშუალებას გვაძლევს მომავალშიც გავაგრძელოთ შავი ზღვის სანაპირო ზოლის კვლევები. ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ მთავრობასა და საზოგადოებას გავაცნოთ აღნიშნული კვლევების შედეგები, რათა შემდგომში გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, რაც გააუმჯობესებს შავი ზღვის სანაპირო ზოლის ეკოლოგიურ პირობებს“ – აღნიშნავს ნინო თანდილაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

აღსანიშნავია, რომ კვლევების გარდა, აქტიურად მიმდინარეობს ბათუმის ლაბორატორიის განახლება, რომელიც მოიცავს ექსპერტებისთვის ტრენინგების ორგანიზებასა და ახალი თანამედროვე ანალიზური აღჭურვილობის დანერგვას. ეს მიზნად ისახავს საქართველოს შესაძლებლობების გაუმჯობესებას წყლის რესურსების მართვის კუთხით. პროექტის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად რჩება საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის წყლის მართვის პოლიტიკასთან.

Jeep-ის ცენტრში დიდი ფასდაკლების აქცია დაიწყო!

შეუდარებელი QLED 8K ტელევიზორი სამსუნგისგან

რა შემთხვევაში აქვს დამსაქმებელს თანამშრომლის გათავისუფლების ან ხელფასის შემცირების უფლება - იურისტი ოთარ კაჭკაჭაშვილი