ამერიკული პრესა კვლავაც აქტიურად წერს ამერიკულ არჩევნებში ვლადიმირ პუტინის შესაძლო ჩარევაზე ტრამპის სასარგებლოდ. "ნიუ იორკ თაიმსისა და "ვაშინგტონ პოსტის" მასალების მიხედვით, მიმოხილვა ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სი"-ის რუსულმა სამსახურმა მოამზადა.
"ვლადიმირ პუტინი და მისი გარემოცვა, სავარაუდოდ, გააგრძელებენ აშშ-ის საშინაო საქმეებში ჩარევას და ამ მიზნით შესაბამის იდუმალ პოლიტტექნოლოგებს ნებას მისცემენ, რომ მათ ხელი შეუწყონ ამერიკის პრეზიდენტად კვლავ დონალდ ტრამპის არჩევას", - იტყობინებიან "ნიუ-იორკ თაიმსი" და "ვაშინგტონ პოსტი", აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მოხსენების საფუძველზე".
ამონარიდი სტატიიდან:
"ამერიკული სადაზვერვო ორგანოს მიერ მომზადებული ანგარიში ეთანხმება იმ განცხადებას, რომელიც ამერიკელი მაღალჩინოსნების მიერ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გამართულ ბრიფინგზე გაისმა - შესაძლოა რუსეთი კვლავ ჩაერიოს ამერიკის არჩევნებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდო, ანუ ისე როგორც წინა არჩევნებში მოხდა. როგორც ცნობილია, იმ ბრიფინგის შემდეგ რესპუბლიკელებმა მწვავე უკმაყოფილება გამოხატეს, რასაც ეროვნული დაზვერვის დირექტორი ჯოზეფ მაგუირი შეეწირა - იგი თანამდებობიდან მოხსნეს.
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო თავის მოხსენების პროგნოზებში 100%-ით დარწმუნებული არ არის. ნაწილობრივ ეს იმითაა გამოწვეული, რომ ამერიკელ მზვერავებს, ალბათ, არ ჰყოფნით ხელში ჩაგდებული ინფორმაციები და სხვა პირდაპირი მტკიცებულებები... ვლადიმირ პუტინი ხომ თვითონაც ყოფილი მზვერავია, მან კარგად იცის, როგორ უნდა მოიქცეს - ცდილობს არ ისარგებლოს ელექტრონული მოწყობილობებით, რომლებიც მიყურადების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს". წყარო
სიმონ კილაძე