მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიმსუქნის შემთხვევებმა საგანგაშო რიცხვებს მიაღწია... მინიმუმ 1 საათი ბავშვი ფიზიკურად დატვირთეთ" - იაშვილის კლინიკის პედიატრის რჩევები მშობლებს
"სიმსუქნის შემთხვევებმა საგანგაშო რიცხვებს მიაღწია... მინიმუმ 1 საათი ბავშვი ფიზიკურად დატვირთეთ" - იაშვილის კლინიკის პედიატრის რჩევები მშობლებს

იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნინო ხე­ლა­ძე აცხა­დებს, რომ პან­დე­მი­ამ და მის­გან გა­მოწ­ვე­ულ­მა შე­ზღუდ­ვებ­მა, კერ­ძოდ, იზო­ლა­ცი­ამ და ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბამ ხელი შე­უ­წყო ჭარ­ბი წო­ნის და სიმ­სუქ­ნის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბას, რა­მაც სა­გან­გა­შო რი­ცხვს მი­აღ­წია.

რო­გორც პე­დი­ატ­რი „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში „აქ­ტუ­ა­ლუ­რი თემა“ გან­მარ­ტავს, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ჭარ­ბი წო­ნის და სიმ­სუქ­ნის პრობ­ლე­მე­ბის გარ­და, მო­ი­მა­ტა მხედ­ვე­ლო­ბის და ძი­ლის დარ­ღვე­ვის პრობ­ლე­მებ­მა.

"ძა­ლი­ან მო­ი­მა­ტა ჭარ­ბი წო­ნის და სიმ­სუქ­ნის შემ­თხვე­ვებ­მა, რა­მაც სა­გან­გა­შო რი­ცხვებს მი­აღ­წია. სიმ­სუქ­ნე და ჭარ­ბი წონა ისე­დაც იყო ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ქრო­ნი­კუ­ლი, პე­დი­ატ­რი­უ­ლი პა­თო­ლო­გია.

თუმ­ცა, უკვე იმ ბავ­შვებს, ვი­საც არ ჰქონ­დათ კა­რან­ტი­ნამ­დე ჭარ­ბი წონა და ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ დატ­ვირ­თუ­ლე­ბი, აღარ მოძ­რა­ო­ბენ, სახ­ლში მი­ე­ჯაჭვნენ კომ­პი­უ­ტე­რებს და ისი­ნიც კი გა­სუქ­დნენ.

ვი­საც ჰქონ­და ჭარ­ბი წონა და სიმ­სუქ­ნე, მათ კი­დევ უფრო მე­ტად მო­ი­მა­ტეს წო­ნა­ში, მათი მე­ტა­ბო­ლუ­რი და ზო­გა­დად ჯან­მრთე­ლო­ბის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი გა­უ­ა­რეს­და. ამას თან და­ერ­თო უმოძ­რა­ო­ბა, რაც მრა­ვა­ლი და­ავ­დე­ბის რის­კფაქ­ტო­რია და სიმ­სუქ­ნეს­თან ერ­თად კიდე უფრო სა­შიშ გარ­თუ­ლე­ბებს იწ­ვევს. ასე­ვე არის ძი­ლის დარ­ღვე­ვის და მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი, რად­გან დიდი ხანი უყუ­რე­ბენ ეკ­რანს. ჩვენ, პე­დი­ატ­რე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად, ძა­ლი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ, ბავ­შვთა ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გე­ბი გან­სა­კუთ­რებთ“, - გა­ნა­ცხა­და ნინო ხე­ლა­ძემ.

პე­დი­ატრმა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გზებ­ზეც ისა­უბ­რა. მან მშობ­ლებს მო­უ­წო­და, მო­ი­ფიქ­რონ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, იზ­რუ­ნონ ბავ­შვე­ბის ჯან­საღ კვე­ბა­ზე.

ნინო ხე­ლა­ძის თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყო­ველ დღე მი­ნი­მუმ 1 სა­ა­თი ყვე­ლა ბავ­შვი იყოს ფი­ზი­კუ­რად დატ­ვირ­თუ­ლი, ჭარ­ბი წო­ნის ან სიმ­სუქ­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი სა­სურ­ვე­ლია, ბავ­შვმა 2 სა­ა­თი ივარ­ჯი­შოს.

რო­გორც პე­დი­ატ­რი აცხა­დებს, ძი­ლის წინ აუ­ცი­ლე­ბე­ლია 1 სა­ა­თით ადრე ყვე­ლა ბავ­შვმა შე­წყვი­ტოს ნე­ბის­მი­ერ სა­ხის ეკ­რა­ნის ყუ­რე­ბა.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ნა­ჩე­ნი არ არის. აქ­ტი­უ­რი და ყო­ჩა­ღი მშობ­ლე­ბის, ბე­ბია-ბა­ბუ­ის ხელ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა დაძ­ლე­ვა­დია. ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა დიდი შრო­მის შემ­დეგ მიღ­წე­ვა­დია.

ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის გარ­და, იქ­ნებ აღარ ჰქონ­დეთ ტე­ლე­ფონ­თან და ტე­ლე­ვი­ზორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ბავ­შვებს. უფრო სა­ხა­ლი­სო ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი მო­ი­ფიქ­როს მთელ­მა ოჯახ­მა, ის არა­სა­მე­ცა­დი­ნო დროც რომ არ გა­ა­ტა­რონ კომ­პი­უ­ტერ­თან.

მშობ­ლე­ბიც ხომ უმე­ტეს­წი­ლად სახ­ლში არი­ან კა­რან­ტი­ნის დროს. მათ სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ ბავ­შვის ჯან­მრთლო­ბა­ზე იზ­რუ­ნონ, ხელი შე­უ­წყონ ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ნინო ხე­ლა­ძემ.

რო­გორც პე­დი­ატ­რი გან­მარ­ტავს, ყვე­ლა ბავ­შვმა დღე­ში მი­ნი­მუმ 5-6 ულუ­ფა ხილი და ბოსტნე­უ­ლი უნდა მი­ი­ღოს. მი­ნი­მუ­მამ­დე უნდა და­იყ­ვა­ნონ ნახ­შირ­წყლე­ბის, ტკბი­ლე­უ­ლის და ცო­მე­უ­ლის მოხ­მა­რე­ბა. მისი თქმით, ფე­ნო­ვა­ნი ნა­წარ­მი უკი­დუ­რე­სად არა­ჯან­სა­ღია, ამი­ტომ ასე­თი საკ­ვე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ამო­ვი­ღოთ რა­ცი­ო­ნი­დან.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
***
3

აი, იაშვილის ექიმებმა დააჭირონ რა! მაგათი ექიმობა არ გაიშვას არსად! 

123
0

ფიზიკურ დატვირთვაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ტკბილი და შაქრის მიღება შეუზღუდეთ მაქსიმალურად. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"სიმსუქნის შემთხვევებმა საგანგაშო რიცხვებს მიაღწია... მინიმუმ 1 საათი ბავშვი ფიზიკურად დატვირთეთ" - იაშვილის კლინიკის პედიატრის რჩევები მშობლებს

"სიმსუქნის შემთხვევებმა საგანგაშო რიცხვებს მიაღწია... მინიმუმ 1 საათი ბავშვი ფიზიკურად დატვირთეთ" - იაშვილის კლინიკის პედიატრის რჩევები მშობლებს

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო ხელაძე აცხადებს, რომ პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა შეზღუდვებმა, კერძოდ, იზოლაციამ და ონლაინ სწავლებამ ხელი შეუწყო ჭარბი წონის და სიმსუქნის შემთხვევების მატებას, რამაც საგანგაშო რიცხვს მიაღწია.

როგორც პედიატრი „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა“ განმარტავს, პანდემიის პერიოდში ჭარბი წონის და სიმსუქნის პრობლემების გარდა, მოიმატა მხედველობის და ძილის დარღვევის პრობლემებმა.

"ძალიან მოიმატა ჭარბი წონის და სიმსუქნის შემთხვევებმა, რამაც საგანგაშო რიცხვებს მიაღწია. სიმსუქნე და ჭარბი წონა ისედაც იყო ყველაზე გავრცელებული ქრონიკული, პედიატრიული პათოლოგია.

თუმცა, უკვე იმ ბავშვებს, ვისაც არ ჰქონდათ კარანტინამდე ჭარბი წონა და ფიზიკურად აქტიურად იყვნენ დატვირთულები, აღარ მოძრაობენ, სახლში მიეჯაჭვნენ კომპიუტერებს და ისინიც კი გასუქდნენ.

ვისაც ჰქონდა ჭარბი წონა და სიმსუქნე, მათ კიდევ უფრო მეტად მოიმატეს წონაში, მათი მეტაბოლური და ზოგადად ჯანმრთელობის მახასიათებლები გაუარესდა. ამას თან დაერთო უმოძრაობა, რაც მრავალი დაავდების რისკფაქტორია და სიმსუქნესთან ერთად კიდე უფრო საშიშ გართულებებს იწვევს. ასევე არის ძილის დარღვევის და მხედველობის პრობლემები, რადგან დიდი ხანი უყურებენ ეკრანს. ჩვენ, პედიატრები ფაქტობრივად, ძალიან შეშფოთებულები ვართ, ბავშვთა ენდოკრინოლოგები განსაკუთრებთ“, - განაცხადა ნინო ხელაძემ.

პედიატრმა კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების მოგვარების გზებზეც ისაუბრა. მან მშობლებს მოუწოდა, მოიფიქრონ ფიზიკური აქტივობები, იზრუნონ ბავშვების ჯანსაღ კვებაზე.

ნინო ხელაძის თქმით, აუცილებელია ყოველ დღე მინიმუმ 1 საათი ყველა ბავშვი იყოს ფიზიკურად დატვირთული, ჭარბი წონის ან სიმსუქნის შემთხვევაში კი სასურველია, ბავშვმა 2 საათი ივარჯიშოს.

როგორც პედიატრი აცხადებს, ძილის წინ აუცილებელია 1 საათით ადრე ყველა ბავშვმა შეწყვიტოს ნებისმიერ სახის ეკრანის ყურება.

"ეს ყველაფერი განაჩენი არ არის. აქტიური და ყოჩაღი მშობლების, ბებია-ბაბუის ხელში ძალიან ბევრი პრობლემა დაძლევადია. ძალიან ბევრი პრობლემა დიდი შრომის შემდეგ მიღწევადია.

ონლაინ სწავლების გარდა, იქნებ აღარ ჰქონდეთ ტელეფონთან და ტელევიზორთან ურთიერთობა ბავშვებს. უფრო სახალისო ფიზიკური აქტივობები მოიფიქროს მთელმა ოჯახმა, ის არასამეცადინო დროც რომ არ გაატარონ კომპიუტერთან.

მშობლებიც ხომ უმეტესწილად სახლში არიან კარანტინის დროს. მათ საშუალება აქვთ ბავშვის ჯანმრთლობაზე იზრუნონ, ხელი შეუწყონ ჯანსაღი საკვების მიღებაში“, - განაცხადა ნინო ხელაძემ.

როგორც პედიატრი განმარტავს, ყველა ბავშვმა დღეში მინიმუმ 5-6 ულუფა ხილი და ბოსტნეული უნდა მიიღოს. მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ ნახშირწყლების, ტკბილეულის და ცომეულის მოხმარება. მისი თქმით, ფენოვანი ნაწარმი უკიდურესად არაჯანსაღია, ამიტომ ასეთი საკვები მაქსიმალურად უნდა ამოვიღოთ რაციონიდან.

"მთელ რუსეთს ვანახეთ ქართული დროშით ზეიმი... ბედნიერი ვარ" - რას ყვება მოსკოვის "დინამოსთან" გამარჯვების გოლის ავტორი მამია გავაშელიშვილი

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

"მიშას არ ვუთხარი უარი მთავარ გამოწვევაზე" - ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ