მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემაქანას" ეპიზოდი იყო გადასაღები და სესილიას ინფარქტი დაემართა" - როგორ მოხვდა ანზორ მელია "ცისფერი მთების" გადაღებაზე და რას იხსენებს "ჭირვეულ პაციენტზე"
"შემაქანას" ეპიზოდი იყო გადასაღები და სესილიას ინფარქტი დაემართა" - როგორ მოხვდა ანზორ მელია "ცისფერი მთების" გადაღებაზე და რას იხსენებს "ჭირვეულ პაციენტზე"

რე­ჟი­სორ­მა ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ამ გე­ნი­ა­ლუ­რი "ცის­ფე­რი მთე­ბის" გა­და­ღე­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში და­ი­წყო, ფილ­მი ეკ­რა­ნებ­ზე 1984 წელს გა­მო­ვი­და და მა­ყუ­რებ­ლის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა მა­შინ­ვე გა­მო­იწ­ვია. ის ალე­გო­რი­უ­ლი კო­მე­დი­აა, რო­მე­ლიც ნი­ღაბს ხსნის საბ­ჭო­თა ბი­უ­როკ­რა­ტი­ას და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას... პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბის - სცე­ნა­რის­ტის, რე­ჟი­სო­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ მა­ყუ­რე­ბელ­მა დღე­საც ზე­პი­რად იცის ყვე­ლა ფრა­ზა და სცე­ნა, რაც კი "ცის­ფერ მთებ­ში" უნა­ხავს და მო­უს­მე­ნია.

და­უ­ვი­წყა­რია მსა­ხი­ო­ბის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბი და გა­მორ­ჩე­უ­ლად, სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლის როლი, მისი ყვე­ლა ეპი­ზო­დი... აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსა­ხი­ობს სწო­რედ ამ სუ­რა­თის გა­და­ღე­ბი­სას და­ე­მარ­თა გუ­ლის ინ­ფარ­ქტი და იმ სცე­ნის გა­და­ღე­ბი­სას, რო­დე­საც ამ­ბობს - "ა, კიდე შე­მა­ქა­ნა". რე­ჟი­სორ ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას ის მა­შინ­ვე მა­შინ­დელ "ლე­ჩკომ­ბი­ნატ­ში“ გა­და­უყ­ვა­ნია.

იქ კი ახალ­გაზ­რდა ექი­მი, კარ­დი­ო­ლო­გი ან­ზორ მე­ლიადახ­ვდათ. ბა­ტო­ნი ან­ზო­რი სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვილს 21 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და, გვერ­დი­დან არ სცილ­დე­ბო­და.

პრო­ფე­სო­რი ან­ზორ მე­ლია AMBEBI.GE-სთან იმ დღე­ებს ახლა ასე იხ­სე­ნებს:

ასევე დაგაინტერესებთ
11:44 / 05-02-2021

"რატომ შენთან ერთად არ წამიყვანე? პირადი ცხოვრება რომ ბედნიერი მქონოდა, იქნებ ასე არ განმეცადა..." - რას სწერდა სესილია თაყაიშვილი გარდაცვლილ დედას

19:58 / 10-10-2019

"ზოგჯერ ისეთ კითხვებს მისვამს მამამისზე, შოკში ვვარდები" - ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელია მეუღლეზე, შვილებსა და შვილიშვილზე

12:51 / 02-10-2020

"ცხოვრებაშიც ვაჟა ზაზაევიჩი იყო..." - ლეგენდარული კინოგმირი, ექიმი, განუმეორებელი თამადა და უბრალოდ, "დიდი გულის ადამიანი" თემიკო ჩირგაძე

20:11 / 08-07-2021

"ჩაკვდა ეზო... ახლა რაღაც სიზმარივით მაგონდება ყველაფერი" - რა წერია 36 წლის წინანდელ წერილში, რომლითაც ლევან უჩანეიშვილი "სესილია ბებიას" დაემშვიდობა

"სას­წუ­ლი იყო ქალ­ბა­ტო­ნი სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი. კარ­გია, რომ მის გა­სახ­სე­ნებ­ლად სა­შუ­ა­ლე­ბა კი­დევ ერთხელ მო­მე­ცა... იმ დრო­ის­თვის ახალ­გაზ­რდა ექი­მი გახ­ლდით. ერთ დღე­საც ყვი­რი­ლი მეს­მის - "მიშ­ვე­ლეთ, მიშ­ვე­ლეთ, ვკვდე­ბი, ვკვდე­ბი". გა­ვი­ხე­დე და კლი­ნი­კა­ში სა­კა­ცით სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი შე­მოჰ­ყავთ. ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­აც მო­ვი­და, - 5-წუ­თი­ა­ნი ეპი­ზო­დი დაგ­ვრჩა გა­და­სა­ღე­ბი და მგო­ნი, ინ­ფარ­ქტი და­ე­მარ­თა, ან­ზორ, მივ­ხე­დო­თო...

უცებ პრო­ფე­სო­რებ­თან გა­დავ­რე­კე, კონ­სი­ლი­უ­მი მო­ვა­წყეთ... მარ­თლაც, გა­ირ­კვა, რომ დიდი ინ­ფაქრტი იყო და საკ­მა­ოდ მძი­მე სი­ტუ­ა­ცია, მის იმ მდგო­მა­რე­ო­ბას რა გან­ვი­თა­რე­ბა ექ­ნე­ბო­და, ძნე­ლი სათ­ქმე­ლი იყო. ყვე­ლა­ნი წა­ვიდ­ნენ, ინ­ტენ­სი­ურ­ში დავ­რჩით მე, ქალ­ბა­ტო­ნი სე­სი­ლია და ექთა­ნი გუ­ლი­კო. სე­სი­ლია არ ჩერ­დე­ბო­და, კი­ო­და, - ეს არის სა­საკ­ლაო, მკლა­ვენ... აქ რა მინ­დაა?! (არა­და, ზეზ­ვა ღუ­ღუ­ნიშ­ვი­ლი იყო სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი და ისე­თი სა­უ­ცხოო ინ­ტენ­სი­უ­რი მოგ­ვი­წყო, თა­ვის აპა­რა­ტუ­რით, მო­ნი­ტო­რე­ბით, ვიტ­რა­ჟე­ბით, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ინ­ტე­რი­ე­რით, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცია და გა­რე­მო არც ერთ კლი­ნი­კას არ ჰქონ­და).

მოკ­ლედ, ვსხედ­ვართ მე და ექთა­ნი ფი­ნურ მო­ნი­ტორ­თან, რო­მე­ლიც ლა­მა­ზად ციმ­ცი­მებ­და და პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბას ვაკ­ვირ­დე­ბით. სე­სი­ლი­ამ ყვი­რი­ლი უცებ შე­წყვი­ტა, და­ძა­ბუ­ლი მი­ყუ­რებს და მე­უბ­ნე­ბა, - სად არის ექი­მი, რა­ტომ არ შე­მო­დის?! გუ­ლი­კომ უთხრა, - ექი­მი აგე­რაა. - ვინ? ესაა ექი­მი და ამის ამა­რა დამ­ტო­ვეს? ექი­მის რა გი­გავს? - გა­მომ­ლან­ძღა. არა­და, წვე­თო­ვა­ნი აქვს და­ყე­ნე­ბუ­ლი, თავ­ზე დავტრი­ა­ლებ, ერთ ამ­ბავ­ში ვარ...

მოკ­ლედ, რო­გორ­ღაც და­ვარ­წმუ­ნე, რომ ექი­მი ვი­ყა­ვი. ცოტა ხან­ში მე­კი­თხე­ბა - მო­ი­ხე­დე, ბიჭო, აქეთ! შე სა­წყა­ლო! თან, ისევ ყვი­რის - მტკი­ვაა! მტკი­ვაა! მიშ­ვე­ლე­ეთ! - ქალ­ბა­ტო­ნო სე­სი­ლია, ისე­თი წა­მა­ლი გა­გი­კე­თეთ, წე­სით, არ უნდა გტკი­ო­დეთ-მეთ­ქი.

- შენ რა იცი, ბიჭო? გელ­ბა­ხი­ა­ნის დროს დამ­თავ­რე­ბუ­ლი ექი­მი ხარ, ფუ­ლით მო­წყო­ბი­ლიო. გელ­ბა­ხი­ა­ნის დროს შე­იძ­ლე­ბა ნაც­ნო­ბო­ბა იყო, მაგ­რამ მომ­ზა­დე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტი ირი­ცხე­ბო­და-მეთ­ქი. მე მოს­კო­ვის სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტი და­ვამ­თავ­რე, აქ არ მის­წავ­ლია-თქო. ეს რომ ვუ­თხა­რი, ცოტა და­წყნარ­და და სხვა თე­მა­ზე გა­და­ვი­და...

- საჭ­მელს არ გაჭ­მე­ვენ, შენ გლა­ხა? რას გავ­ხარ? (გამ­ხდა­რი ვი­ყა­ვი) ვინ გა­მოგ­ყვე­ბა ცო­ლა­დო? - ცოლი მყავს-მეთ­ქი. - მერე ვინ გა­მოგ­ყვა? ალ­ბათ უპატ­რო­ნო, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლია და შენი ექი­მო­ბით მო­ი­ხიბ­ლა. - ჩემი მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გის, პრო­ფე­სო­რის, ანეს­თე­ზი­ი­სა და რე­ა­ნი­მა­ცი­ის კა­თედ­რის დამ­ფუძ­ნებ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია და ჩემ­ზე შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი­დან არის-მეთ­ქი. - რო­გორ გა­მოგ­ყვა? არ მომ­ყვე­ბო­და და მო­ვი­ტა­ცე...

მოკ­ლედ, ასე ნელ-ნელა მე და ქალ­ბა­ტო­ნი სე­სი­ლია დავ­მე­გობ­რდით... "ლე­ჩკომ­ბი­ნატ­ში" დიდი გან­ყო­ფი­ლე­ბა არ გვქონ­და, ასე 15 სა­წოლ­ზე იყო გათ­ვლი­ლი, რო­მელ­საც ჰოლი ჰქონ­და, იქ რბი­ლი სა­ვარ­ძლე­ბი იდგა, ავად­მყო­ფე­ბი სა­ღა­მო­ო­ბით გა­მო­დი­ოდ­ნენ, სხდე­ბოდ­ნენ და ერ­თმა­ნეთს ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ. ერთ დღე­საც ქალ­ბა­ტო­ნი სე­სი­ლია ჰოლ­ში ზის, "ლე­ჩკომ­ბი­ნატ­ში" პო­ლიტ­ბი­უ­როს წევ­რე­ბი ვი­ღა­ცის სა­ნა­ხა­ვად მო­ვიდ­ნენ და პა­ცი­ენ­ტებს ჩა­უ­ა­რეს. სე­სი­ა­ლი­ას ხომ ყვე­ლა სცნობ­და, უყ­ვარ­დათ და ესალ­მე­ბოდ­ნენ.

ან­ზორ მე­ლია

მო­სუ­ლებ­მა ყუ­რა­დღე­ბა მას ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ეს და არ მი­ე­სალმნენ. იქ ამ­ბა­ვი ატე­ხა, - ყო­ველ­თვის კი არ იქ­ნე­ბით მაგ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, თქვე სა­ცო­და­ვე­ბო... სას­წა­უ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი იყო... ყვე­ლა­ფე­რი კი იმით დამ­თავ­რდა, რომ 21 დღე ჩვენ­თან იწვა და 21 დღე მე მას­თან ვმო­რი­გე­ობ­დი - არა­ვის იკა­რებ­და და ბო­ლოს, იმ დარ­ჩე­ნი­ლი ეპი­ზო­დის გა­და­ღე­ბა­ზეც, მეც დავ­ყვე­ბო­დი... მოკ­ლედ, გა­და­ღე­ბის დღე და­ნიშ­ნუ­ლი იყო, შე­თან­ხმე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით ბა­ტონ ელ­დარ­თან, გრი­მი­ორ­თან, რომ დი­ლას 11-სა­ათ­ზე ქალ­ბა­ტონ სე­სი­ლი­ას სახ­ლში ვიკ­რი­ბე­ბო­დით და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე უნდა წაგ­ვეყ­ვა­ნა.

ღა­მის 1-ელ სა­ათ­ზე მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა - სად ხარ? გძი­ნავს? რაში გე­ნაღ­ვლე­ბა სე­სი­ლია... სა­სიკ­ვდი­ლოდ გამ­წი­რეს, იმ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე რა მინ­და?! მოვ­კვდე­ბი, არ წა­ვალ, გა­მო­რი­ცხუ­ლია! თურ­მე რაში ყო­ფი­ლა საქ­მე, - ვი­ღაც მე­გო­ბარს და­უ­რე­კავს და უთ­ქვამს, გა­და­ღე­ბა­ზე წას­ვლას რო­გორ რის­კავ, მასე გუ­ლით ავად­მყო­ფი მსა­ხი­ო­ბი ერთხელ გა­და­ღე­ბი­სას გარ­და­იც­ვა­ლაო...

მგრძნო­ბი­ა­რე ადა­მი­ა­ნი იყო და იმ მე­გობ­რის ზარ­მა ეტყო­ბა, მას­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და... მოკ­ლედ, და­ვამ­შვი­დე და ვუ­თხა­რი - ახ­ლა­ვე თქვენ­თან გავჩნდე­ბი-მეთ­ქი და გავ­ვარ­დი. მთე­ლი ღამე ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, ვა­წყნა­რებ­დი და დი­ლას გა­და­სა­ღე­ბად წა­ვიყ­ვა­ნეთ. რომ მი­ვე­დით, ყვა­ვი­ლე­ბით დახ­ვდნენ. სა­წო­ლიც კი მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ, ცუ­დად რომ გამ­ხდა­რი­ყო... შუქს აყე­ნებ­დნენ, რომ და­ა­ყე­ნეს, სე­სი­ლი­ამ გა­მომ­ძა­ხა - გახ­სე­ნი შენი ჩე­მო­და­ნი (ანუ წამ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ქე­ი­სი მქონ­და, რო­მელ­საც ასე თან და­ვა­ტა­რებ­დი), ცუ­დად თუ გავ­ხდი, წამ­ლე­ბის ძებ­ნა­ში დრო რომ არ და­კარ­გო.

ცალი ხე­ლით ქალ­ბა­ტო­ნი სე­სი­ლია მე­ჭი­რა და ცალ ხელ­ში დიპ­ლო­მა­ტი მე­კა­ვა წამ­ლე­ბით. დავ­სვით მა­გი­დას­თან, "ა, კიდე შე­მა­ქა­ნაო", რომ ამ­ბობს, იმ სცე­ნის გა­და­სა­ღე­ბად. ექი­მი კად­რი­დან გა­ვი­დე­სო, - და­ი­ძა­ხეს, რად­გან „მა­ტო­რი“ ჩა­ირ­თო... "სტო­პიც" და­ი­ძა­ხეს - დღე­ის­თვის გა­და­ღე­ბა მორ­ჩაო! და სეს­ლია ამ­ბობს: - ცო­ცხა­ლი ვარ?!. მოკ­ლედ, ბო­ლომ­დე ასე ვმე­გობ­რობ­დით...

- ბევ­რი ცნო­ბი­ლი პა­ცი­ენ­ტი გყო­ლი­ათ, მაგ­რამ ამ გე­ნი­ა­ლურ არ­ტის­ტთან მე­გობ­რო­ბა რა იყო თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა, ყვე­ლას არ ჰქო­ნია ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნის მკურ­ნა­ლი ყო­ფი­ლი­ყო... ჩემი პა­ცი­ენ­ტი ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის არა­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ყო­ფი­ლა: რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი, მე­დი­კო ჯა­ფა­რი­ძე, გუ­რამ პა­ტა­რა­ია და ძა­ლი­ან ბევ­რი - ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ჩემ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვეს. სა­ო­ცა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და ასე­ვე რეზო თა­ბუ­კაშ­ვილ­თა­ნაც.

- ასე რომ, სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლის და­უ­ვი­წყა­რი კად­რე­ბი "ცის­ფერ მთებ­ში" ისე თუ არ­სე­ბობს, რო­გორც რე­ჟი­სორს ჰქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, ეს თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაც ყო­ფი­ლა...

- მად­ლო­ბა ასე­თი შე­ფა­სე­ბის­თვის. ვცდი­ლობ­დი, რო­გორც შე­მეძ­ლო, მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მეზ­რუ­ნა... იმ ინ­ფარ­ქტი­დან 2 წელი იცო­ცხლა და შემ­დეგ სამ­წუ­ხა­როდ, უკვე არა გუ­ლით, სრუ­ლი­ად სხვა მი­ზე­ზით გარ­და­იც­ვა­ლა... და­უ­ვი­წყა­რი ადა­მი­ა­ნია ნამ­დვი­ლად!

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
,,,,
0

კარგია 

თქვენ დიდხანს იცოცხლეთ 

მანანა
1

რა სასიამოვნო წასაკითხია <3

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"შემაქანას" ეპიზოდი იყო გადასაღები და სესილიას ინფარქტი დაემართა" - როგორ მოხვდა ანზორ მელია "ცისფერი მთების" გადაღებაზე და რას იხსენებს "ჭირვეულ პაციენტზე"

"შემაქანას" ეპიზოდი იყო გადასაღები და სესილიას ინფარქტი დაემართა" - როგორ მოხვდა ანზორ მელია "ცისფერი მთების" გადაღებაზე და რას იხსენებს "ჭირვეულ პაციენტზე"

რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ გენიალური "ცისფერი მთების" გადაღება გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო, ფილმი ეკრანებზე 1984 წელს გამოვიდა და მაყურებლის აღფრთოვანება მაშინვე გამოიწვია. ის ალეგორიული კომედიაა, რომელიც ნიღაბს ხსნის საბჭოთა ბიუროკრატიას და უპასუხისმგებლობას... პროექტის ავტორების - სცენარისტის, რეჟისორის დამსახურებაა, რომ მაყურებელმა დღესაც ზეპირად იცის ყველა ფრაზა და სცენა, რაც კი "ცისფერ მთებში" უნახავს და მოუსმენია.

დაუვიწყარია მსახიობის მიერ შესრულებული როლები და გამორჩეულად, სესილია თაყაიშვილის როლი, მისი ყველა ეპიზოდი... აღსანიშნავია, რომ მსახიობს სწორედ ამ სურათის გადაღებისას დაემართა გულის ინფარქტი და იმ სცენის გადაღებისას, როდესაც ამბობს - "ა, კიდე შემაქანა". რეჟისორ ელდარ შენგელაიას ის მაშინვე მაშინდელ "ლეჩკომბინატში“ გადაუყვანია.

იქ კი ახალგაზრდა ექიმი, კარდიოლოგი ანზორ მელია დახვდათ. ბატონი ანზორი სესილია თაყაიშვილს 21 დღის განმავლობაში მკურნალობდა, გვერდიდან არ სცილდებოდა.

პროფესორი ანზორ მელია AMBEBI.GE-სთან იმ დღეებს ახლა ასე იხსენებს:

"სასწული იყო ქალბატონი სესილია თაყაიშვილი. კარგია, რომ მის გასახსენებლად საშუალება კიდევ ერთხელ მომეცა... იმ დროისთვის ახალგაზრდა ექიმი გახლდით. ერთ დღესაც ყვირილი მესმის - "მიშველეთ, მიშველეთ, ვკვდები, ვკვდები". გავიხედე და კლინიკაში საკაცით სესილია თაყაიშვილი შემოჰყავთ. ელდარ შენგელაიაც მოვიდა, - 5-წუთიანი ეპიზოდი დაგვრჩა გადასაღები და მგონი, ინფარქტი დაემართა, ანზორ, მივხედოთო...

უცებ პროფესორებთან გადავრეკე, კონსილიუმი მოვაწყეთ... მართლაც, გაირკვა, რომ დიდი ინფაქრტი იყო და საკმაოდ მძიმე სიტუაცია, მის იმ მდგომარეობას რა განვითარება ექნებოდა, ძნელი სათქმელი იყო. ყველანი წავიდნენ, ინტენსიურში დავრჩით მე, ქალბატონი სესილია და ექთანი გულიკო. სესილია არ ჩერდებოდა, კიოდა, - ეს არის სასაკლაო, მკლავენ... აქ რა მინდაა?! (არადა, ზეზვა ღუღუნიშვილი იყო სამმართველოს უფროსი და ისეთი საუცხოო ინტენსიური მოგვიწყო, თავის აპარატურით, მონიტორებით, ვიტრაჟებით, შესანიშნავი ინტერიერით, მაშინ საქართველოში მსგავსი სიტუაცია და გარემო არც ერთ კლინიკას არ ჰქონდა).

მოკლედ, ვსხედვართ მე და ექთანი ფინურ მონიტორთან, რომელიც ლამაზად ციმციმებდა და პაციენტის მდგომარეობას ვაკვირდებით. სესილიამ ყვირილი უცებ შეწყვიტა, დაძაბული მიყურებს და მეუბნება, - სად არის ექიმი, რატომ არ შემოდის?! გულიკომ უთხრა, - ექიმი აგერაა. - ვინ? ესაა ექიმი და ამის ამარა დამტოვეს? ექიმის რა გიგავს? - გამომლანძღა. არადა, წვეთოვანი აქვს დაყენებული, თავზე დავტრიალებ, ერთ ამბავში ვარ...

მოკლედ, როგორღაც დავარწმუნე, რომ ექიმი ვიყავი. ცოტა ხანში მეკითხება - მოიხედე, ბიჭო, აქეთ! შე საწყალო! თან, ისევ ყვირის - მტკივაა! მტკივაა! მიშველეეთ! - ქალბატონო სესილია, ისეთი წამალი გაგიკეთეთ, წესით, არ უნდა გტკიოდეთ-მეთქი.

- შენ რა იცი, ბიჭო? გელბახიანის დროს დამთავრებული ექიმი ხარ, ფულით მოწყობილიო. გელბახიანის დროს შეიძლება ნაცნობობა იყო, მაგრამ მომზადებული აბიტურიენტი ირიცხებოდა-მეთქი. მე მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე, აქ არ მისწავლია-თქო. ეს რომ ვუთხარი, ცოტა დაწყნარდა და სხვა თემაზე გადავიდა...

- საჭმელს არ გაჭმევენ, შენ გლახა? რას გავხარ? (გამხდარი ვიყავი) ვინ გამოგყვება ცოლადო? - ცოლი მყავს-მეთქი. - მერე ვინ გამოგყვა? ალბათ უპატრონო, გაჭირვებულია და შენი ექიმობით მოიხიბლა. - ჩემი მეუღლე ცნობილი რეანიმატოლოგის, პროფესორის, ანესთეზიისა და რეანიმაციის კათედრის დამფუძნებლის ქალიშვილია და ჩემზე შეძლებული ოჯახიდან არის-მეთქი. - როგორ გამოგყვა? არ მომყვებოდა და მოვიტაცე...

მოკლედ, ასე ნელ-ნელა მე და ქალბატონი სესილია დავმეგობრდით... "ლეჩკომბინატში" დიდი განყოფილება არ გვქონდა, ასე 15 საწოლზე იყო გათვლილი, რომელსაც ჰოლი ჰქონდა, იქ რბილი სავარძლები იდგა, ავადმყოფები საღამოობით გამოდიოდნენ, სხდებოდნენ და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. ერთ დღესაც ქალბატონი სესილია ჰოლში ზის, "ლეჩკომბინატში" პოლიტბიუროს წევრები ვიღაცის სანახავად მოვიდნენ და პაციენტებს ჩაუარეს. სესიალიას ხომ ყველა სცნობდა, უყვარდათ და ესალმებოდნენ.

ანზორ მელია

მოსულებმა ყურადღება მას ყურადღება არ მიაქციეს და არ მიესალმნენ. იქ ამბავი ატეხა, - ყოველთვის კი არ იქნებით მაგ თანამდებობებზე, თქვე საცოდავებო... სასწაული ქალბატონი იყო... ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ 21 დღე ჩვენთან იწვა და 21 დღე მე მასთან ვმორიგეობდი - არავის იკარებდა და ბოლოს, იმ დარჩენილი ეპიზოდის გადაღებაზეც, მეც დავყვებოდი... მოკლედ, გადაღების დღე დანიშნული იყო, შეთანხმებული ვიყავით ბატონ ელდართან, გრიმიორთან, რომ დილას 11-საათზე ქალბატონ სესილიას სახლში ვიკრიბებოდით და გადასაღებ მოედანზე უნდა წაგვეყვანა.

ღამის 1-ელ საათზე მირეკავს და მეუბნება - სად ხარ? გძინავს? რაში გენაღვლება სესილია... სასიკვდილოდ გამწირეს, იმ გადასაღებ მოედანზე რა მინდა?! მოვკვდები, არ წავალ, გამორიცხულია! თურმე რაში ყოფილა საქმე, - ვიღაც მეგობარს დაურეკავს და უთქვამს, გადაღებაზე წასვლას როგორ რისკავ, მასე გულით ავადმყოფი მსახიობი ერთხელ გადაღებისას გარდაიცვალაო...

მგრძნობიარე ადამიანი იყო და იმ მეგობრის ზარმა ეტყობა, მასზე ძალიან იმოქმედა... მოკლედ, დავამშვიდე და ვუთხარი - ახლავე თქვენთან გავჩნდები-მეთქი და გავვარდი. მთელი ღამე ველაპარაკებოდი, ვაწყნარებდი და დილას გადასაღებად წავიყვანეთ. რომ მივედით, ყვავილებით დახვდნენ. საწოლიც კი მოემზადებინათ, ცუდად რომ გამხდარიყო... შუქს აყენებდნენ, რომ დააყენეს, სესილიამ გამომძახა - გახსენი შენი ჩემოდანი (ანუ წამლების სპეციალური ქეისი მქონდა, რომელსაც ასე თან დავატარებდი), ცუდად თუ გავხდი, წამლების ძებნაში დრო რომ არ დაკარგო.

ცალი ხელით ქალბატონი სესილია მეჭირა და ცალ ხელში დიპლომატი მეკავა წამლებით. დავსვით მაგიდასთან, "ა, კიდე შემაქანაო", რომ ამბობს, იმ სცენის გადასაღებად. ექიმი კადრიდან გავიდესო, - დაიძახეს, რადგან „მატორი“ ჩაირთო... "სტოპიც" დაიძახეს - დღეისთვის გადაღება მორჩაო! და სესლია ამბობს: - ცოცხალი ვარ?!. მოკლედ, ბოლომდე ასე ვმეგობრობდით...

- ბევრი ცნობილი პაციენტი გყოლიათ, მაგრამ ამ გენიალურ არტისტთან მეგობრობა რა იყო თქვენს ცხოვრებაში?

- დიდი ბედნიერება, ყველას არ ჰქონია ეს ბედნიერება, რომ ასეთი ადამიანის მკურნალი ყოფილიყო... ჩემი პაციენტი ქართული ხელოვნების არაერთი წარმომადგენელი ყოფილა: რეზო თაბუკაშვილი, მედიკო ჯაფარიძე, გურამ პატარაია და ძალიან ბევრი - ამ ადამიანებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვეს. საოცარი დამოკიდებულება მქონდა ასევე რეზო თაბუკაშვილთანაც.

- ასე რომ, სესილია თაყაიშვილის დაუვიწყარი კადრები "ცისფერ მთებში" ისე თუ არსებობს, როგორც რეჟისორს ჰქონდა ჩაფიქრებული, ეს თქვენი დამსახურებაც ყოფილა...

- მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ვცდილობდი, როგორც შემეძლო, მის ჯანმრთელობაზე მეზრუნა... იმ ინფარქტიდან 2 წელი იცოცხლა და შემდეგ სამწუხაროდ, უკვე არა გულით, სრულიად სხვა მიზეზით გარდაიცვალა... დაუვიწყარი ადამიანია ნამდვილად!

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"