პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"52 წელია საბურთალოზე ვცხოვრობ, ვხუმრობ ხოლმე, რაღა კიკა იყო პლეხანოვზე და რაღა თამარა საბურთალოზე-მეთქი" -  მსახიობი თამარ მაყაშვილი დამოუკიდებელ დეპუტატად იყრის კენჭს
"52 წელია საბურთალოზე ვცხოვრობ, ვხუმრობ ხოლმე, რაღა კიკა იყო პლეხანოვზე და რაღა თამარა საბურთალოზე-მეთქი" -  მსახიობი თამარ მაყაშვილი დამოუკიდებელ დეპუტატად იყრის კენჭს

მსა­ხი­ო­ბი თა­მარ მა­ყაშ­ვი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბელ მა­ჟო­რი­ტა­რად სა­ბურ­თა­ლო­ზე კენ­ჭს იყ­რის. "61 ნომ­რით ჩემს უბან­ში სა­ბურ­თა­ლო­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად ვიყ­რი კენ­ჭს. მჯე­რა, რომ და­ვამ­სხვრევ სტე­რე­ო­ტი­პებს, სუ­ლაც არ არის სა­ჭი­რო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მი­ლი­ო­ე­ბის და­ხარ­ჯვა, ამ მი­ლი­ო­ნებს ისევ ჩემს უბანს მო­ვახ­მარ. ყო­ველ­გვარ და­ფი­ნან­სე­ბულ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ზე უარს ვამ­ბობ. მინ­და ვიზ­რუ­ნო ჩემს უბან­ზე, სა­დაც 52 წე­ლია ვცხოვ­რობ, სა­ბურ­თა­ლო­ე­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვე­ბი­ან უბ­ნის­თვის სა­ჭი­რო საქ­მე­ე­ბის გა­კე­თე­ბა­ში, მთავ­რო­ბას კი აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევს მათ­ზე ზრუნ­ვა. მინ­და აღ­ვად­გი­ნო ჩა­ტე­ხი­ლი ხიდი ხალ­ხსა და მთავ­რო­ბას შო­რის", - ამ­ბობს მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი თა­მარ მა­ყაშ­ვი­ლი და დიდი ბრძო­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

- რა გახ­და თქვე­ნი ამ ხმა­მა­ღა­ლი გა­ნა­ცხა­დის მო­ტი­ვი, რა­ტომ გინ­დათ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა?

- რა­ტომ­ღაც, ამ ბოლო დროს, ადა­მი­ა­ნე­ბი იყო­ფი­ან ორ კა­ტე­გო­რი­ად - პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბად და და­ნარ­ჩე­ნე­ბად, რომ­ლე­ბიც ვარ­სე­ბობთ. 52 წე­ლია სა­ბურ­თა­ლო­ზე ვცხოვ­რობ და ვხუმ­რობ ხოლ­მე, რაღა კიკა იყო პლე­ხა­ნოვ­ზე და რაღა თა­მა­რა სა­ბურ­თა­ლო­ზე-მეთ­ქი. ყვე­ლა­ზე მე­ტად რამ შემ­შა­ლა, იცით? ყო­ველ­თვის მტკი­ვა და მიყ­ვარს ჩემი ქა­ლა­ქი, ჩემი უბა­ნი, მაგ­რამ ჩემი უბ­ნის­თვის რა­ტომ­ღაც არა­ვინ არას­დროს არ მო­ი­ცა­ლა. მა­ჟო­რი­ტა­რო­ბა არ ნიშ­ნავს მხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას. პო­ლი­ტი­კას, რა საკ­ვირ­ვე­ლია, ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბა უნდა, პო­ლი­ტი­კო­სად არა­ვინ იბა­დე­ბა, მაგ­რამ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის არას­დროს არა­ვინ იც­ლის, სულ ერთი და იგი­ვე სა­ხე­ე­ბი მო­დი­ან და 3 წელი და 9 თვე იგი­ვე გრძელ­დე­ბა. მინ­და ცოტა სტე­რე­ო­ტი­პიც და­ვამ­სხვრიო ამით.

- ისი­ნი რომ არა­ფერს ცვლი­ან, გა­სა­გე­ბია... თქვენ რას შეც­ვლი­დით?

- პირ­ველ რიგ­ში, ჩემს კარ­ზე გა­მო­ვაკ­რავ აბ­რას, რომ ნე­ბის­მი­ერ დროს მეც­ლე­ბა ჩემი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, თა­ნა­უბ­ნე­ლე­ბის­თვის. შე­იძ­ლე­ბა სულ ერთი და იმა­ვე პრობ­ლე­მებ­ში ვი­ცხოვ­როთ? ჩემი უბ­ნის ყვე­ლა­ფე­რი მა­წუ­ხებს, მთავ­რო­ბა­სა და ხალ­ხს შო­რის ხიდ­ჩა­ტე­ხი­ლო­ბა მა­წუ­ხებს, მათ შო­რის არ არის კონ­ტაქ­ტი და მინ­და, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ხიდი ვიყო, უფრო სწო­რად, ხი­დის აღ­მდგე­ნი ვიყო ჩემს ხალ­ხსა და მთავ­რო­ბას შო­რის. ქვე­ყა­ნამ იცის, სა­ოც­რად პრინ­ცი­პუ­ლი ვარ, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი და კა­ნონ­მორ­ჩი­ლი, მაგ­რამ ზუს­ტად ვიქ­ნე­ბი ჩა­ხე­დუ­ლი ყო­ფით პრობ­ლე­მებ­ში და ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ვუ­წყობ ხელს მათ მოგ­ვა­რე­ბა­ში. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მარ­ტო ბლა, ბლა, ბლა გვეს­მის და არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

სოსო
0

ქალბატონ თამარს უფრო ლილო მოუხდებოდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"52 წელია საბურთალოზე ვცხოვრობ, ვხუმრობ ხოლმე, რაღა კიკა იყო პლეხანოვზე და რაღა თამარა საბურთალოზე-მეთქი" -  მსახიობი თამარ მაყაშვილი დამოუკიდებელ დეპუტატად იყრის კენჭს

"52 წელია საბურთალოზე ვცხოვრობ, ვხუმრობ ხოლმე, რაღა კიკა იყო პლეხანოვზე და რაღა თამარა საბურთალოზე-მეთქი" -  მსახიობი თამარ მაყაშვილი დამოუკიდებელ დეპუტატად იყრის კენჭს

მსახიობი თამარ მაყაშვილი დამოუკიდებელ მაჟორიტარად საბურთალოზე კენჭს იყრის. "61 ნომრით ჩემს უბანში საბურთალოზე დამოუკიდებლად ვიყრი კენჭს. მჯერა, რომ დავამსხვრევ სტერეოტიპებს, სულაც არ არის საჭირო არჩევნებისთვის მილიოების დახარჯვა, ამ მილიონებს ისევ ჩემს უბანს მოვახმარ. ყოველგვარ დაფინანსებულ საარჩევნო კამპანიაზე უარს ვამბობ. მინდა ვიზრუნო ჩემს უბანზე, სადაც 52 წელია ვცხოვრობ, საბურთალოელებიც აქტიურად ჩაერთვებიან უბნისთვის საჭირო საქმეების გაკეთებაში, მთავრობას კი აუცილებლად მოუწევს მათზე ზრუნვა. მინდა აღვადგინო ჩატეხილი ხიდი ხალხსა და მთავრობას შორის", - ამბობს მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ მაყაშვილი და დიდი ბრძოლისთვის ემზადება.

- რა გახდა თქვენი ამ ხმამაღალი განაცხადის მოტივი, რატომ გინდათ პოლიტიკაში მოსვლა?

- რატომღაც, ამ ბოლო დროს, ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად - პარლამენტარებად და დანარჩენებად, რომლებიც ვარსებობთ. 52 წელია საბურთალოზე ვცხოვრობ და ვხუმრობ ხოლმე, რაღა კიკა იყო პლეხანოვზე და რაღა თამარა საბურთალოზე-მეთქი. ყველაზე მეტად რამ შემშალა, იცით? ყოველთვის მტკივა და მიყვარს ჩემი ქალაქი, ჩემი უბანი, მაგრამ ჩემი უბნისთვის რატომღაც არავინ არასდროს არ მოიცალა. მაჟორიტარობა არ ნიშნავს მხოლოდ პარლამენტში შესვლას. პოლიტიკას, რა საკვირველია, ცოდნა-გამოცდილება უნდა, პოლიტიკოსად არავინ იბადება, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის არასდროს არავინ იცლის, სულ ერთი და იგივე სახეები მოდიან და 3 წელი და 9 თვე იგივე გრძელდება. მინდა ცოტა სტერეოტიპიც დავამსხვრიო ამით.

- ისინი რომ არაფერს ცვლიან, გასაგებია... თქვენ რას შეცვლიდით?

- პირველ რიგში, ჩემს კარზე გამოვაკრავ აბრას, რომ ნებისმიერ დროს მეცლება ჩემი მოქალაქეებისთვის, თანაუბნელებისთვის. შეიძლება სულ ერთი და იმავე პრობლემებში ვიცხოვროთ? ჩემი უბნის ყველაფერი მაწუხებს, მთავრობასა და ხალხს შორის ხიდჩატეხილობა მაწუხებს, მათ შორის არ არის კონტაქტი და მინდა, ჩვეულებრივი ხიდი ვიყო, უფრო სწორად, ხიდის აღმდგენი ვიყო ჩემს ხალხსა და მთავრობას შორის. ქვეყანამ იცის, საოცრად პრინციპული ვარ, კეთილსინდისიერი და კანონმორჩილი, მაგრამ ზუსტად ვიქნები ჩახედული ყოფით პრობლემებში და ყველანაირად შევუწყობ ხელს მათ მოგვარებაში. პოლიტიკოსების მარტო ბლა, ბლა, ბლა გვესმის და არაფერი იცვლება. გააგრძელეთ კითხვა