საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 25-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
საქართველოში კორონავირუსის 4140 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1643, კარანტინის რეჟიმშია 5390 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 640.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.