ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი 34.
მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევები მხრივ აჭარა ლიდერობს.
"აჭარაში გამოვლინდა 165 შემთხვევა, თბილისში - 34, რუსთავში - 4 იმერეთში - 14, აქედან ორი თერჯოლაში და 12 ქუთაისში, გურიაში - 4, აქედან ერთი ლანჩხუთში, 3 ოზურგეთში, დუშეთში - 1, ზუგდიდში - ორი", - აღნიშნა ენდელაძემ.
ამასთან, მარინა ენდელაძემ კორონავირუსით გარდაცვლილი 24-ე პაციენტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
მარინა ენდელაძის თქმით, პაციენტს მძიმე ფონური დაავადებები ჰქონდა.
„დღეს, დილის 8 საათზე ჩვენთან გარდაიცვალა ერთი პაციენტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს 18 აგვისტოს, ჰქონდა ძალიან მძიმე ფონური დაავადებები, კერძოდ, ის იყო ხორხის კიბოს გამო ახალი ნაოპერაციები, თავიდანვე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, ანემია, მარჯვენა ფილტვის ქვედა წილოვანი თრემბოემბოლია, მისი მდგომარეობა კორონავირუსის მხრივ გაუმჯობესდა, იმიტომ რომ უკვე 3 და 4 სექტემბერს უარყოფითი იყო ორჯერადი დატესტვით, შემდეგ 11 სექტემბერსაც იყო უარყოფითი. მისი მძიმე ფონური დაავადებების გამო, პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა და დილით 8 სააათზე გარდაიცვალა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.