მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსეი ნავალნი საავადმყოფოდან გაწერეს - "კარგი ვერსიაა, სამზარეულოში თავად დავამზადე "ნოვიჩოკი", თვითმფრინავში წყნარად მოვწრუპე და ჩავვარდი კომაში"
ალექსეი ნავალნი საავადმყოფოდან გაწერეს - "კარგი ვერსიაა, სამზარეულოში თავად დავამზადე "ნოვიჩოკი", თვითმფრინავში წყნარად მოვწრუპე და ჩავვარდი კომაში"

ალექ­სეი ნა­ვალ­ნი ბერ­ლი­ნის Charité-ის სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­წე­რეს, - ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი მე­დია სა­ა­ვად­მყო­ფოს ვებ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა.

კლი­ნი­კის ინ­ფორ­მა­ცით, ნა­ვალ­ნი კლი­ნი­კი­დან ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ფონ­ზე გა­წე­რეს. სა­ერ­თო ჯამ­ში, პო­ლი­ტი­კოს­მა Charité-ში 32 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­კურ­ნა­ლა, აქე­დან 24 დღე მან რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ა­ტა­რა.

სამ­ზა­რე­უ­ლო­ში თა­ვად მო­ვამ­ზა­დე "ნო­ვი­ჩო­კი“ და თვითმფრი­ნავ­ში წყნა­რად მოვ­წრუ­პე, - ამის შე­სა­ხებ რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი ალ­ქე­სეი ნა­ვალ­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ინ­სტაგ­რამ­ზე“ წერს, რი­თაც ის ეხ­მა­უ­რე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­მოთ­ქმულ მო­საზ­რე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ალექ­სეი ნა­ვალ­ნიმ შე­საძ­ლოა, მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა თა­ვად­ვე მი­ი­ღო.

„კარ­გი ვერ­სი­აა. ვთვლი, რომ ყუ­რა­დღე­ბით შეს­წავ­ლას იმ­სა­ხუ­რებს. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში თა­ვად და­ვამ­ზა­დე "ნო­ვი­ჩო­კი". თვითმფრი­ნავ­ში წყნა­რად მოვ­წრუ­პე ბოთ­ლი­დან. ჩავ­ვარ­დი კო­მა­ში. მა­ნამ­დე მო­ვე­ლა­პა­რა­კე მე­უღ­ლეს, მე­გობ­რებს და კო­ლე­გებს, რომ თუ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­და, რომ მე სამ­კურ­ნა­ლოდ გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­ვეყ­ვა­ნე, მათ ეს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­ეშ­ვათ. ომ­სკის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სიკ­ვდი­ლი და ომ­სკის მორ­გში მოხ­ვედ­რა, სა­დაც სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზად და­ად­გენ­დნენ "იცხოვ­რა საკ­მა­რი­სი" - აი ჩემი ეშ­მა­კუ­რი გეგ­მის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი. მაგ­რამ პუ­ტინ­მა მო­მი­გო, მას ასე ად­ვი­ლად ვერ გა­ა­ცუ­რებ. სა­ბო­ლო­ოდ, მე სუ­ლელს, კო­მა­ში ყოფ­ნა 18 დღე მო­მი­წია, მაგ­რამ ჩემ­სას ვერ მი­ვაღ­წიე, პრო­ვო­კა­ცია არ გა­მო­მი­ვი­და," - წერს ნა­ვალ­ნი "ინ­სტაგ­რამ­ზე".

შე­გახ­სე­ნებთ, ალექ­სეი ნა­ვალ­ნი 20 აგ­ვის­ტოს ომ­სკის კლი­ნი­კა­ში მას შემ­დეგ მო­ა­თავ­სეს, რაც თვითმფრი­ნავ­ში თავი შე­უძ­ლოდ იგ­რძნო და გო­ნე­ბა და­კარ­გა. ის 22 აგ­ვის­ტოს, ახ­ლობ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით, ბერ­ლი­ნის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ ნა­ვალ­ნი „ნო­ვი­ჩო­კის“ ტი­პის ნერ­ვუ­ლი აგენ­ტი­თაა მო­წამ­ლუ­ლი. რუ­სე­თი ნა­ვალ­ნის მო­წამ­ვლას­თან კავ­შირს უარ­ყოფს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ss
0

მოაშორეთ ეს ნაცისტი

beso
1

არ ხარ ძამა შენ ის კაცი და ნუ ბლეფობ? მოსკოვი ვაშინგტონის არჩევნებში ერევა და შენ ვინ ხარ? იქ ოფიციალური მოსკოვი ერევა თუ საზოგადოებრივი სტრუქტურა მოსკოვისა? ჰოდაა, შენ რა/რომელ მიზანსცენაში ზიხარ? გვაბოლებ? როგორც კაცს სიცოცხლესა და მხნეობას გისურვებ, მაგრამ შენზე რომ შემექმნას მეტი წარმოდგენა, ამისათვის, არც დრო და არც შრომა მემეტება(ხარ რაღაც კომპოზიციის ვარდი, რომელსაც საკუთარი გაქანებაც არ გააჩნია). ისე, ამ ფაქტით ორივე (ეჰ,ერთი მოსკოვის შექმნას უწერია დღის სინათლე. მოსკოვის შექმნისთანავე შეიქმნა ორი მოსკოვის გაგება, რომელიც მოდის და მოდის. სკოლაშიც გვასწავლეს ეს, ხომ სასაცილოა) მოსკოვს რაღაც ეთქვა. ალბათ ის რომ აგვიანებს ან ზარმაცობს საერთო საქმეში, რომელიც სხვასაც ეხება. უჯიკე ბიჭოს გაგებაშია საქმე, მაგრამ უშველის ეს საქმეს. მე ვფიქრობ მინისკითა და ნავალნით გახმოვანდა 2024-ის არჩევნების მნიშვნელობა ფართო საქმის გაგებაში, რომელიც ყველას ეხება, ხოლო დაპაუზება ეს საერთო ნიადაგია ყველასათვის, სადაც ყველა დიდი და პატარა ურა ცხენის მოთვინიერებაშია (დღის წესრიგის მოსმენას ნაკლები ვაჭრობისა და დაცულობის გაგებაში მოისმენ. აბა როგორ გინდა?). ფინიკიელობას არავის ვუსურვებ, მაგრამ არც უუნარობაა მისაღები. როცა ვამბობ, რომ დავდოთ ჩვენი მოფიქრების დღის წესრიგი მეთქი, სულაც არ ვფიქრობ ფინიკიელობას და სხვასთან წინააღმდეგობის შექმნას(როდესაც ვაძლევ ახლობელს მკურნალობაში, პირიქით ზედმიწევნით ვეცნობი მას და მაინტერესებს იმ ექიმის ხედვა და მკურნალობის გაგება. ხოლო არც ერთი სწორი გაგება მკურნალობისა არ მოდის თუნდაც სიმპტომატიკის მედიცინასთან წინააღმდეგობაში და სრულიად არ მიშლის ხელ მისი დანიშნული წამლები, ხოლო ადამიანის უკეთმყოფობის გაგება და დანახულობა თანდათან მოისვრის მას). ყველას გაგებით სიკეთეს კეთებას ეს გაგება აქვს. კარგი ქენი ქვას დადევი.........რასაცა გასცემ შენიაო..........ხოდა ამოიყვანე ლამაზად ყველი, რომლისგან გემრიელ ელარჯს/ხაჭაპურს შემნი და მასპინძლობაც გამოგივა(ყველა ერშია სტუმარი დაფასებული, რადგან სახეა ეს შენი). გაიხარეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ალექსეი ნავალნი საავადმყოფოდან გაწერეს - "კარგი ვერსიაა, სამზარეულოში თავად დავამზადე "ნოვიჩოკი", თვითმფრინავში წყნარად მოვწრუპე და ჩავვარდი კომაში"

ალექსეი ნავალნი საავადმყოფოდან გაწერეს - "კარგი ვერსიაა, სამზარეულოში თავად დავამზადე "ნოვიჩოკი", თვითმფრინავში წყნარად მოვწრუპე და ჩავვარდი კომაში"

ალექსეი ნავალნი ბერლინის Charité-ის საავადმყოფოდან გაწერეს, - ამის შესახებ რუსული მედია საავადმყოფოს ვებვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

კლინიკის ინფორმაცით, ნავალნი კლინიკიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე გაწერეს. საერთო ჯამში, პოლიტიკოსმა Charité-ში 32 დღის განმავლობაში იმკურნალა, აქედან 24 დღე მან რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა.

სამზარეულოში თავად მოვამზადე "ნოვიჩოკი“ და თვითმფრინავში წყნარად მოვწრუპე, - ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალქესეი ნავალნი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ წერს, რითაც ის ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ალექსეი ნავალნიმ შესაძლოა, მომწამვლელი ნივთიერება თავადვე მიიღო.

„კარგი ვერსიაა. ვთვლი, რომ ყურადღებით შესწავლას იმსახურებს. სამზარეულოში თავად დავამზადე "ნოვიჩოკი". თვითმფრინავში წყნარად მოვწრუპე ბოთლიდან. ჩავვარდი კომაში. მანამდე მოველაპარაკე მეუღლეს, მეგობრებს და კოლეგებს, რომ თუ ჯანდაცვის სამინისტრო დაჟინებით მოითხოვდა, რომ მე სამკურნალოდ გერმანიაში გადავეყვანე, მათ ეს არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ. ომსკის საავადმყოფოში სიკვდილი და ომსკის მორგში მოხვედრა, სადაც სიკვდილის მიზეზად დაადგენდნენ "იცხოვრა საკმარისი" - აი ჩემი ეშმაკური გეგმის საბოლოო მიზანი. მაგრამ პუტინმა მომიგო, მას ასე ადვილად ვერ გააცურებ. საბოლოოდ, მე სულელს, კომაში ყოფნა 18 დღე მომიწია, მაგრამ ჩემსას ვერ მივაღწიე, პროვოკაცია არ გამომივიდა," - წერს ნავალნი "ინსტაგრამზე".

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. ის 22 აგვისტოს, ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის გასაიდუმლოებული ცერემონია - "ეს სიგიჟეა, ჯერ არჩევნები მოიპარა, ახლა კი საკუთარი თავის ლეგალიზებას ცდილობს“

რუსეთში დააკავეს რელიგიური ჯგუფის ლიდერი, რომელიც საკუთარ თავს ქრისტეს რეინკარნაციას უწოდებს - ვინ არის ვისარიონი?

"ვიყიდი ლენინს... მილიარდ დოლარად" - რას უპირებენ საბჭოთა ბელადს და რატომ ფიქრობს ქართველი მხატვარი, რომ ილიჩის ნეშტი ამერიკაში უნდა იყოს?