პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

9

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 12:58-ზე, მთვარე კუროშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. დღეს ადამიანი მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაშინ თაკო სტუდენტი იყო, ეს ერთი ნახვით შეყვარება გახლდათ... ძალიან მორცხვი ვიყავი" - ცნობილი ექიმი ოჯახზე, პროფესიასა და მრავალფეროვან ჰობზე
"მაშინ თაკო სტუდენტი იყო, ეს ერთი ნახვით შეყვარება გახლდათ... ძალიან მორცხვი ვიყავი" - ცნობილი ექიმი ოჯახზე, პროფესიასა და მრავალფეროვან ჰობზე

პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი, თერ­მულ და­ზი­ა­ნე­ბა­თა და აღ­დგე­ნი­თი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ბა­ტო­ნი გუგა ქა­ში­ბა­ძე თა­ვი­სი მრა­ვალ­მხრი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის, ჰო­ბის, ოჯა­ხი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ზა­ფხულ­მა გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში ჩა­ი­ა­რა, კლი­ნი­კა­ში ზე-დატ­ვირ­თვით გვი­წევ­და მუ­შა­ო­ბა, რად­გან პა­ცი­ენ­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი მზის დამ­წვრო­ბით მოგ­ვმარ­თავ­და, აქე­დან სამს კი ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი ლეღ­ვის ფოთ­ლის ნა­ხარ­შით მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და. ლეღ­ვის ფოთ­ლის ნა­ხარშმა არც ასა­კი იცის, არც - სქე­სი, 13 წლის მო­ზარ­დიც გვყო­ლია, 65 წლის ქალ­ბა­ტო­ნიც და მა­მა­კა­ცე­ბიც. ყვე­ლა მათ­გან­მა იცო­და, რომ წვავს, მაგ­რამ ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ თვი­თონ არ და­იწ­ვე­ბა. იმედ­მა, რომ ასე­თი პა­ცი­ენ­ტი აღარ გვე­ყო­ლე­ბა, ერთი წლით გა­და­ი­წია. სხვა­თა შო­რის, მო­მა­ვალ წელს "იუ­ბი­ლე" გვაქვს და 10 წელი გვის­რულ­დე­ბა პირ­ვე­ლი ასე­თი პა­ცი­ენ­ტის მი­ღე­ბი­დან. მა­შინ ის გო­გო­ნა 15 წლის იყო. იმე­დია, ამით დას­რულ­დე­ბა.

- რო­გორ ჩა­ი­ა­რა თქვენ­თვის ზა­ფხულ­მა, რო­გორ და­ის­ვე­ნეთ?

- 10 დღით ოჯახ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი ქა­ლაქ­გა­რეთ. ზა­ფხუ­ლის დას­ვე­ნე­ბა ჩემ­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან თუ კარ­გად არ და­ის­ვე­ნე, კარ­გად ვერც იმუ­შა­ვებ და ვერც ის­წავ­ლი. მო­სახ­ლე­ო­ბას მო­ვუ­წო­დებ, ნუ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ დას­ვე­ნე­ბის დღე­ებს დამ­წვრო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მკურ­ნა­ლო­ბის­თვის...წელს და­გეგ­მი­ლი მქონ­და სვა­ნეთ­ში, თეთ­ნულ­დზე ას­ვლა, მთე­ლი წელი ვემ­ზა­დე­ბო­დი, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, სამ­წუ­ხა­როდ, მო­მა­ვალ წლამ­დე გა­და­ი­დო. არა უშავს, მთა არ­სად წავა, და­მე­ლო­დე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კარ­გი ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბაა სა­ჭი­რო. მთა­ში მკაცრ პი­რო­ბებ­ში ყვე­ლა წვრილ­მანს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ფი­ზი­კუ­რად და მო­რა­ლუ­რად მზად უნდა იყო, რად­გან შენი ე.წ. მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ბუ­ნე­ბაა, რო­მელ­საც ბრძო­ლას ვერ მო­უ­გებ.

- რო­გორ ემ­ზა­დე­ბით ხოლ­მე ამის­თვის?

- სა­ერ­თოდ, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით ვცხოვ­რობ: კვი­რა­ში ორ­ჯერ ვე­ლო­სი­პე­დით დავ­დი­ვარ, სირ­ბილ­საც ვა­ხერ­ხებ, მთა­ში სი­ა­რულ­საც და ა.შ. პა­რაპ­ლა­ნი­თაც მომ­წონს ფრე­ნა. ალ­პი­ნიზ­მი ისე­თი სპორ­ტია, ფი­ზი­კუ­რად სულ ფორ­მა­ში უნდა იყო, მი­უ­ხე­და­ვად ასა­კი­სა. ვარ­ჯიშს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. დიდი ხანი არ არის, რაც ალ­პი­ნიზ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, ცხა­დია - მოყ­ვა­რუ­ლის დო­ნე­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 7 წე­ლია.

ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, მა­ნამ­დე არას­დროს და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დედა ალ­პი­ნის­ტი იყო, პირ­ველ­თან­რი­გო­სა­ნი. ალ­პი­ნიზმს უდი­დე­სი და­დე­ბი­თი ენერ­გია მო­აქვს, შენი თა­ვის გაც­ნო­ბა გი­წევს და თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მთა­ში სი­ა­რუ­ლის შემ­დეგ, ჩემი თავი ახ­ლი­დან გა­ვი­ცა­ნი. ჩემი ამო­ცა­ნაა, ამ ყვე­ლაფ­რის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღო. ბუ­ნებ­რი­ვია, დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის დაც­ვას. თუმ­ცა, ხი­ფა­თიც ყო­ფი­ლა, მთა­ში ამის­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვი­ნაა.

- რა ემო­ცია გე­უფ­ლე­ბათ იმ მო­მენ­ტში, როცა გრძე­ლი და რთუ­ლი გზის გავ­ლის შემ­დეგ, სა­სურ­ველ მწვერ­ვალს აღ­წევთ?

- თით­ქოს სხვა სამ­ყა­რო­ში გა­და­დი­ხარ და რაც უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, ყვე­ლა­ზე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა უკან დაბ­რუ­ნე­ბაა, არა პრო­ცე­სი, არა­მედ - მერე უკვე ბარ­ში ჩა­მოს­ვლა: მა­შინ ხვდე­ბი, რომ დიდი ენერ­გი­ით ხარ სავ­სე და ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლია. ის პრობ­ლე­მე­ბი, რა­ზეც აქ ნერ­ვი­უ­ლობ­დი და რთუ­ლი გე­გო­ნა, იქი­დან ჩა­მო­სულს იო­ლად გა­და­საჭ­რე­ლი და სა­სა­ცი­ლოც კი გეჩ­ვე­ნე­ბა. უკან დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცე­სი ისე­თი ემო­ცი­აა, რომ ალ­ბათ, ყვე­ლა ჩვენ­გან­მა ერთხელ მა­ინც უნდა გა­ნი­ცა­დოს.

- სპორ­ტის რა სა­ხე­ო­ბე­ბი მოგ­წონთ?

- სპორ­ტსმე­ნი არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ მოყ­ვა­რუ­ლის დო­ნე­ზე, ყვე­ლა­ფერ­ზე მივ­ლია - ცხე­ნოს­ნო­ბა­ზე, ფეხ­ბურ­თსა თუ კა­ლათ­ბურთზე; თხი­ლა­მუ­რი მომ­წონს, სნო­უ­ბორ­დი და ა.შ. ყო­ველ­თვის ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტი მი­ტა­ცებ­და, რაც ხი­ფათ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მო­ტორ­თან ვე­რას­დროს "ვმე­გობ­რობ­დი", ამი­ტომ მო­ტო­ციკ­ლე­ტი, მო­პე­დი, ავ­ტო­მო­ბი­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბას არ მა­ნი­ჭებს.

- ხატ­ვა კი ძალ­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია, არა?

- ხატ­ვა იმ­დე­ნად დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა ჩემ­თვის, რომ ყო­ველ­დღე აუ­ცი­ლებ­ლად ვუთ­მობ გარ­კვე­ულ დროს, სამ­სა­ხურ­შიც და სახ­ლშიც. ბავ­შვო­ბი­დან ვხა­ტავ, ესეც - მოყ­ვა­რუ­ლის დო­ნე­ზე, არა­ნა­ი­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ მაქვს და არც არა­ნა­ი­რი ამ­ბი­ცია. ბოლო სამი წე­ლია, კა­რი­კა­ტუ­რე­ბის ხატ­ვით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი და ეს ძა­ლი­ან მომ­წონს. ტე­ლე­ფო­ნიც ისე­თი შე­ვი­ძი­ნე, რო­მელ­შიც ელექტრო­ნუ­ლი ვერ­სი­ე­ბი იქ­მნე­ბა, რომ ად­გილ­სა და სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე არ ვიყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ადრე აუ­ცი­ლებ­ლად სახ­ლში უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი და მა­შინ ვი­წყებ­დი ხატ­ვას. ახლა ნე­ბის­მი­ერ წუთს ვა­ხერ­ხებ. ესეც ჩემი სამ­ყა­როა, რო­მე­ლიც დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს.

- რო­გორც ვიცი, თქვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი უცხო­ე­ლებ­საც შე­უ­ძე­ნი­ათ.

- ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რომ ნა­მუ­შევ­რე­ბის ფო­ტო­ე­ბი ჩემი გვერ­დი­დან მო­უ­პა­რავთ, ჩემი ინი­ცი­ა­ლე­ბი წა­უშ­ლი­ათ და სხვა გვერ­დებ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ასე­თი რამ ხში­რია... თუ ვი­ღა­ცას აინ­ტე­რე­სებს, ე.ი. აქ­ტუ­ა­ლუ­რია, მოს­წონთ და ეს სა­სი­ხა­რუ­ლოა. მთა­ვა­რია, მოს­წონ­დეთ. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ იდეა გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ და მსგავ­სი და­უ­ხა­ტავთ.

- წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბა, ხედ­ვა იც­ვლე­ბა, მათ შო­რის მხატ­ვრო­ბა­ში; თქვენ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­წყეთ და ახლა რა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა მოგ­წონთ?

- ჩემს ნა­ხა­ტებ­ში სი­უ­რრე­ა­ლიზ­მი ჭარ­ბობ­და, მაგ­რამ ოჯა­ხის შექ­მნის შემ­დეგ, ფე­რე­ბიც და სი­უ­ჟე­ტე­ბიც შე­იც­ვა­ლა, უფრო დათ­ბა, ფი­გუ­რე­ბიც უფრო კე­თი­ლე­ბი გახ­დნენ, გან­სა­კუთ­რე­ბით - ჩემი მე­ო­რე შვი­ლის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ. ამის მი­ხედ­ვით, ჩემი ნა­ხა­ტე­ბი პე­რი­ო­დე­ბა­დაც კი შე­იძ­ლე­ბა დავ­ყო.მე­უღ­ლი­სა და ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რა ნე­ბის­მი­ერ საქ­მე­ში ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მეც ვცდი­ლობ, ხელი არ შე­ე­შა­ლოს მე­უღ­ლეს თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში და ის ჩემ­ზე მე­ტა­დაც კი არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ჩემ­ზე გვი­ან მო­დის სამ­სა­ხუ­რი­დან. ჩემს ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ლო­მის წილი ოჯახს მი­უ­ძღვის.

- რო­გორც ვიცი, ერ­თმა­ნე­თი კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ი­ცა­ნით.

- კი, მა­შინ თაკო სტუ­დენ­ტი იყო, მე კი - სულ ახალ­გაზ­რდა ექი­მი და შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩემი მხრი­დან ეს ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა გახ­ლდათ. სამი წელი ვმე­გობ­რობ­დით და მერე შე­ვუღლდით. ყვე­ლა­ფე­რი ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, ნუ­ლი­დან და­ვი­წყეთ.

- სიყ­ვა­რულ­ში რო­გორ გა­მო­უ­ტყდით? თა­მა­მად გა­მო­ხა­ტავ­დით გრძნო­ბებს?

- ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლი და მორ­ცხვი ვი­ყა­ვი. სი­თა­მა­მით არც ახლა გა­მო­ვირ­ჩე­ვი, მაგ­რამ მა­შინ - უფრო. რომ წით­ლდე­ბი­ან ხოლ­მე, ეგე­თი ბიჭი ვი­ყა­ვი (იცი­ნის).

- ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ პოსტზე თქვე­ნი კო­მენ­ტა­რი ვნა­ხე: სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სამი წელი ვა­ბა­რებ­დიო. რა იყო მი­ზე­ზი და რა სირ­თუ­ლე­ებს აწყდე­ბო­დით?

- სხვა­თა შო­რის, წელს ჩემი შვი­ლი იყო აბი­ტუ­რი­ენ­ტი და სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­ა­ბა­რა. სულ მიკ­ვირს, როცა ჩემი კო­ლე­გე­ბი ამ­ბო­ბენ, ჩემს შვილს არ ვურ­ჩევ­დი, ამ საქ­მის­თვის მე­ნა­ნე­ბაო; მე კი პი­რი­ქით, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რომ თვი­თონ აირ­ჩია ეს გზა. ჩემს დროს, სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­ბა­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, დიდი კონ­კურ­სის გამო. პირ­ვე­ლი ორი წელი, სა­ნიტ­რის სტა­ჟი თუ არ გქონ­და, ვერ მო­ე­წყო­ბო­დი, სულ ხუ­თი­ა­ნე­ბი რომ მი­გე­ღო და მეც, სა­ნამ სტა­ჟი არ და­ვაგ­რო­ვე, ვერ მოვ­ხვდი. ან ოქ­როს მე­და­ლი უნდა გქო­ნო­და და მე არ მქონ­და...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ლელა
3

არაჩვეულებრივი პიროვნება და პროფესიონალი ექიმი შესანიშნავი ოჯახით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მოქალაქეები მაცხოვრის შობის დღესასწაულს რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ
ავტორი:

"მაშინ თაკო სტუდენტი იყო, ეს ერთი ნახვით შეყვარება გახლდათ... ძალიან მორცხვი ვიყავი" - ცნობილი ექიმი ოჯახზე, პროფესიასა და მრავალფეროვან ჰობზე

"მაშინ თაკო სტუდენტი იყო, ეს ერთი ნახვით შეყვარება გახლდათ... ძალიან მორცხვი ვიყავი" - ცნობილი ექიმი ოჯახზე, პროფესიასა და მრავალფეროვან ჰობზე

პლასტიკური ქირურგი, თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი გუგა ქაშიბაძე თავისი მრავალმხრივი ინტერესების, ჰობის, ოჯახისა და საქმიანობის შესახებ გვესაუბრება.

- ზაფხულმა განსაკუთრებულ რეჟიმში ჩაიარა, კლინიკაში ზე-დატვირთვით გვიწევდა მუშაობა, რადგან პაციენტების დიდი ნაწილი მზის დამწვრობით მოგვმართავდა, აქედან სამს კი ავადსახსენებელი ლეღვის ფოთლის ნახარშით მიღებული დაზიანება ჰქონდა. ლეღვის ფოთლის ნახარშმა არც ასაკი იცის, არც - სქესი, 13 წლის მოზარდიც გვყოლია, 65 წლის ქალბატონიც და მამაკაცებიც. ყველა მათგანმა იცოდა, რომ წვავს, მაგრამ ყველას ჰგონია, რომ თვითონ არ დაიწვება. იმედმა, რომ ასეთი პაციენტი აღარ გვეყოლება, ერთი წლით გადაიწია. სხვათა შორის, მომავალ წელს "იუბილე" გვაქვს და 10 წელი გვისრულდება პირველი ასეთი პაციენტის მიღებიდან. მაშინ ის გოგონა 15 წლის იყო. იმედია, ამით დასრულდება.

- როგორ ჩაიარა თქვენთვის ზაფხულმა, როგორ დაისვენეთ?

- 10 დღით ოჯახთან ერთად ვიყავი ქალაქგარეთ. ზაფხულის დასვენება ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან თუ კარგად არ დაისვენე, კარგად ვერც იმუშავებ და ვერც ისწავლი. მოსახლეობას მოვუწოდებ, ნუ გამოიყენებენ დასვენების დღეებს დამწვრობის საწინააღმდეგო მკურნალობისთვის...წელს დაგეგმილი მქონდა სვანეთში, თეთნულდზე ასვლა, მთელი წელი ვემზადებოდი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, სამწუხაროდ, მომავალ წლამდე გადაიდო. არა უშავს, მთა არსად წავა, დამელოდება. მოგეხსენებათ, კარგი ფიზიკური მომზადებაა საჭირო. მთაში მკაცრ პირობებში ყველა წვრილმანს დიდი მნიშვნელობა აქვს, ფიზიკურად და მორალურად მზად უნდა იყო, რადგან შენი ე.წ. მოწინააღმდეგე ბუნებაა, რომელსაც ბრძოლას ვერ მოუგებ.

- როგორ ემზადებით ხოლმე ამისთვის?

- საერთოდ, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ: კვირაში ორჯერ ველოსიპედით დავდივარ, სირბილსაც ვახერხებ, მთაში სიარულსაც და ა.შ. პარაპლანითაც მომწონს ფრენა. ალპინიზმი ისეთი სპორტია, ფიზიკურად სულ ფორმაში უნდა იყო, მიუხედავად ასაკისა. ვარჯიშს დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი ხანი არ არის, რაც ალპინიზმით ვარ დაკავებული, ცხადია - მოყვარულის დონეზე, დაახლოებით 7 წელია.

ჩემდა სამწუხაროდ, მანამდე არასდროს დავინტერესებულვარ, მიუხედავად იმისა, რომ დედა ალპინისტი იყო, პირველთანრიგოსანი. ალპინიზმს უდიდესი დადებითი ენერგია მოაქვს, შენი თავის გაცნობა გიწევს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთაში სიარულის შემდეგ, ჩემი თავი ახლიდან გავიცანი. ჩემი ამოცანაა, ამ ყველაფრისგან სიამოვნება მივიღო. ბუნებრივია, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ უსაფრთხოების ზომების დაცვას. თუმცა, ხიფათიც ყოფილა, მთაში ამისგან დაზღვეული არავინაა.

- რა ემოცია გეუფლებათ იმ მომენტში, როცა გრძელი და რთული გზის გავლის შემდეგ, სასურველ მწვერვალს აღწევთ?

- თითქოს სხვა სამყაროში გადადიხარ და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე დიდი სიამოვნება უკან დაბრუნებაა, არა პროცესი, არამედ - მერე უკვე ბარში ჩამოსვლა: მაშინ ხვდები, რომ დიდი ენერგიით ხარ სავსე და ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. ის პრობლემები, რაზეც აქ ნერვიულობდი და რთული გეგონა, იქიდან ჩამოსულს იოლად გადასაჭრელი და სასაცილოც კი გეჩვენება. უკან დაბრუნების პროცესი ისეთი ემოციაა, რომ ალბათ, ყველა ჩვენგანმა ერთხელ მაინც უნდა განიცადოს.

- სპორტის რა სახეობები მოგწონთ?

- სპორტსმენი არ ვყოფილვარ, მაგრამ მოყვარულის დონეზე, ყველაფერზე მივლია - ცხენოსნობაზე, ფეხბურთსა თუ კალათბურთზე; თხილამური მომწონს, სნოუბორდი და ა.შ. ყოველთვის ექსტრემალური სპორტი მიტაცებდა, რაც ხიფათთან იყო დაკავშირებული. მოტორთან ვერასდროს "ვმეგობრობდი", ამიტომ მოტოციკლეტი, მოპედი, ავტომობილი სიამოვნებას არ მანიჭებს.

- ხატვა კი ძალზე სასიამოვნო პროცესია, არა?

- ხატვა იმდენად დიდი სიამოვნებაა ჩემთვის, რომ ყოველდღე აუცილებლად ვუთმობ გარკვეულ დროს, სამსახურშიც და სახლშიც. ბავშვობიდან ვხატავ, ესეც - მოყვარულის დონეზე, არანაირი სპეციალური განათლება არ მაქვს და არც არანაირი ამბიცია. ბოლო სამი წელია, კარიკატურების ხატვით ვარ დაკავებული და ეს ძალიან მომწონს. ტელეფონიც ისეთი შევიძინე, რომელშიც ელექტრონული ვერსიები იქმნება, რომ ადგილსა და სიტუაციაზე არ ვიყო დამოკიდებული. მაგალითად, ადრე აუცილებლად სახლში უნდა მივსულიყავი და მაშინ ვიწყებდი ხატვას. ახლა ნებისმიერ წუთს ვახერხებ. ესეც ჩემი სამყაროა, რომელიც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- როგორც ვიცი, თქვენი ნამუშევრები უცხოელებსაც შეუძენიათ.

- ყოფილა შემთხვევები, რომ ნამუშევრების ფოტოები ჩემი გვერდიდან მოუპარავთ, ჩემი ინიციალები წაუშლიათ და სხვა გვერდებზე გავრცელებულა, ინტერნეტსივრცეში ასეთი რამ ხშირია... თუ ვიღაცას აინტერესებს, ე.ი. აქტუალურია, მოსწონთ და ეს სასიხარულოა. მთავარია, მოსწონდეთ. ყოფილა შემთხვევა, რომ იდეა გამოუყენებიათ და მსგავსი დაუხატავთ.

- წლების მატებასთან ერთად, ადამიანის გემოვნება, ხედვა იცვლება, მათ შორის მხატვრობაში; თქვენ რა მიმართულებით დაიწყეთ და ახლა რა მიმდინარეობა მოგწონთ?

- ჩემს ნახატებში სიურრეალიზმი ჭარბობდა, მაგრამ ოჯახის შექმნის შემდეგ, ფერებიც და სიუჟეტებიც შეიცვალა, უფრო დათბა, ფიგურებიც უფრო კეთილები გახდნენ, განსაკუთრებით - ჩემი მეორე შვილის დაბადების შემდეგ. ამის მიხედვით, ჩემი ნახატები პერიოდებადაც კი შეიძლება დავყო.მეუღლისა და ოჯახის მხარდაჭერა ნებისმიერ საქმეში ძალზე მნიშვნელოვანია. მეც ვცდილობ, ხელი არ შეეშალოს მეუღლეს თვითრეალიზაციაში და ის ჩემზე მეტადაც კი არის დაკავებული, ჩემზე გვიან მოდის სამსახურიდან. ჩემს ძირითად საქმიანობაში ლომის წილი ოჯახს მიუძღვის.

- როგორც ვიცი, ერთმანეთი კონფერენციაზე გაიცანით.

- კი, მაშინ თაკო სტუდენტი იყო, მე კი - სულ ახალგაზრდა ექიმი და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მხრიდან ეს ერთი ნახვით შეყვარება გახლდათ. სამი წელი ვმეგობრობდით და მერე შევუღლდით. ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ, ნულიდან დავიწყეთ.

- სიყვარულში როგორ გამოუტყდით? თამამად გამოხატავდით გრძნობებს?

- ძალიან მორიდებული და მორცხვი ვიყავი. სითამამით არც ახლა გამოვირჩევი, მაგრამ მაშინ - უფრო. რომ წითლდებიან ხოლმე, ეგეთი ბიჭი ვიყავი (იცინის).

- ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ პოსტზე თქვენი კომენტარი ვნახე: სამედიცინო უნივერსიტეტში სამი წელი ვაბარებდიო. რა იყო მიზეზი და რა სირთულეებს აწყდებოდით?

- სხვათა შორის, წელს ჩემი შვილი იყო აბიტურიენტი და სამედიცინოზე ჩააბარა. სულ მიკვირს, როცა ჩემი კოლეგები ამბობენ, ჩემს შვილს არ ვურჩევდი, ამ საქმისთვის მენანებაო; მე კი პირიქით, ძალიან გამიხარდა, რომ თვითონ აირჩია ეს გზა. ჩემს დროს, სამედიცინოზე ჩაბარება ძალიან რთული იყო, დიდი კონკურსის გამო. პირველი ორი წელი, სანიტრის სტაჟი თუ არ გქონდა, ვერ მოეწყობოდი, სულ ხუთიანები რომ მიგეღო და მეც, სანამ სტაჟი არ დავაგროვე, ვერ მოვხვდი. ან ოქროს მედალი უნდა გქონოდა და მე არ მქონდა...წაიკითხეთ სრულად

საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

"ინფიცირებული ექიმებიც კი ქართულ მხარეს მიდიან" - აფხაზები შიშობენ, რომ ქართველებსაც შეიძლება ამოეწუროთ რესურსი და მათ კოვიდპაციენტებს ვეღარ დაეხმარონ

აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა