რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო და მას გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები ჰქონდა.
ლევან გოფოძის თქმით, ის 60 წლის მამაკაცი იყო.
"პაციენტი აფხაზეთის ტერიტორიიდან იყო ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს. მართვით სუნთქვაზე იყო. პაციენტს ჰქონდა გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, რამაც იჩინა თავი ჩვენს კლინიკაში. მიუხედავად იმისა, რომ პრევენციული ღონისძიებები ტარდებოდა, ასეთი ფატალური შედეგი დადგა", - განაცხადა ლევან გოფოძემ.