პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამმა მსჯავრდებულმა წინამხარზე დაზიანებები ე.წ. მეტლახის ნამსხვრევებით მიიყენა" - რა მოხდა გლდანის მე-8 საპყრობილეში
"სამმა მსჯავრდებულმა წინამხარზე დაზიანებები ე.წ. მეტლახის ნამსხვრევებით მიიყენა" - რა მოხდა გლდანის მე-8 საპყრობილეში

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გლ­და­ნის მერ­ვე სა­პყრო­ბი­ლე­ში პა­ტიმ­რებს შო­რის სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვა მოხ­და. პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ერთ-ერ­თმა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ ცრუ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა. რო­გორ უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, პა­ტიმ­რებ­მა თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ყე­ნეს. სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ში ambebi.ge -ს გა­ნუ­ცხა­დეს, "სამ­მა მსჯავ­რდე­ბულ­მა წი­ნამ­ხარ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი - მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბის სა­ხით ე.წ. "მეტ­ლა­ხის" ნამ­სხვრე­ვე­ბით მი­ი­ყე­ნა. პა­ტიმ­რე­ბი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან და­სა­ყე­ნე­ბე­ლი ჩა­ი­სა და სი­გა­რე­ტის მი­წო­დე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ, რა­ზეც უარი მი­ი­ღეს".

პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის გან­მარ­ტე­ბით, ამ ფაქტს უკავ­შირ­დე­ბა "მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის პრო­ტეს­ტი". სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი გან­მარ­ტავს, რომ: "და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გან­თავ­სე­ბულ ბრალ­დე­ბულ/მსჯავ­რდე­ბუ­ლებს მი­ე­წო­დე­ბათ სამ­ჯე­რა­დი კვე­ბა, სე­ზო­ნუ­რი და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი მე­ნი­უ­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად (სა­თა­ნა­დო კა­ლო­რა­ჟით), რომ­ლე­ბიც 2019 წლის გა­ზა­ფხულ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად პა­ტიმ­რე­ბის­თვის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გე­ბის მიერ არის შედ­გე­ნი­ლი. მე­ნი­უ­ში შე­დის ასე­ვე ჩაიც, თუმ­ცა თუ პა­ტი­მარს და­მა­ტე­ბით სურს ჩაის მი­ღე­ბა, მო­ცე­მუ­ლი პრო­დუქ­ტი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში უნდა შე­ი­ძი­ნოს, ისე­ვე, რო­გორც სი­გა­რე­ტი, რომ­ლის პა­ტიმ­რის­თვის მი­წო­დე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს არ გა­აჩ­ნია. ამას­თა­ნა­ვე, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში ნე­ბის­მი­ე­რი ნივ­თის შე­სა­ძე­ნად ყვე­ლა პა­ტი­მარს აქვს სა­ბან­კო ბა­რა­თი, რო­მე­ლიც პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში მო­თავ­სე­ბის­თა­ნა­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რად მზად­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლი პა­ტიმ­რის­თვის".

რაც შე­ე­ხე­ბა მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგომ­რე­ო­ბას, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი აცხა­დებს, რომ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ არის სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში, მსჯავ­რდე­ბულ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს და­ზი­ა­ნე­ბე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბის მი­ყე­ნე­ბას, რო­გორც პა­ტიმ­რებ­მა თა­ვად გან­მარ­ტეს, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ყე­ნეს მეტ­ლა­ხის ნა­ტე­ხით, რო­მე­ლიც შემ­დეგ სა­პირ­ფა­რე­შო­ში ჩა­რე­ცხეს. ამას­თან, და­ზი­ა­ნე­ბე­ბის მი­ყე­ნე­ბამ­დე წი­ნას­წარ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი ოჯა­ხის წევ­რებ­თან. ამას­თან, ერთ-ერთ მათ­განს, ბრალ­დე­ბულ გ.დ.-ს უკვე შეხ­ვდა ად­ვო­კა­ტი", - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"სამმა მსჯავრდებულმა წინამხარზე დაზიანებები ე.წ. მეტლახის ნამსხვრევებით მიიყენა" - რა მოხდა გლდანის მე-8 საპყრობილეში

"სამმა მსჯავრდებულმა წინამხარზე დაზიანებები ე.წ. მეტლახის ნამსხვრევებით მიიყენა" - რა მოხდა გლდანის მე-8 საპყრობილეში

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლდანის მერვე საპყრობილეში პატიმრებს შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა. პენიტენციურ სამსახურში მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. როგორ უწყებაში აცხადებენ, პატიმრებმა თვითდაზიანებები მიიყენეს. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ambebi.ge -ს განუცხადეს, "სამმა მსჯავრდებულმა წინამხარზე დაზიანებები - მრავლობითი ჭრილობების სახით ე.წ. "მეტლახის" ნამსხვრევებით მიიყენა. პატიმრები დაწესებულების ადმინისტრაციისგან დასაყენებელი ჩაისა და სიგარეტის მიწოდებას მოითხოვდნენ, რაზეც უარი მიიღეს".

პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ამ ფაქტს უკავშირდება "მსჯავრდებულების პროტესტი". სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ: "დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს მიეწოდებათ სამჯერადი კვება, სეზონური და ჯანმრთელობაზე მორგებული მენიუების შესაბამისად (სათანადო კალორაჟით), რომლებიც 2019 წლის გაზაფხულზე სპეციალურად პატიმრებისთვის იუსტიციის სამინისტროს მიერ დაქირავებული ნუტრიციოლოგების მიერ არის შედგენილი. მენიუში შედის ასევე ჩაიც, თუმცა თუ პატიმარს დამატებით სურს ჩაის მიღება, მოცემული პროდუქტი პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში უნდა შეიძინოს, ისევე, როგორც სიგარეტი, რომლის პატიმრისთვის მიწოდების ვალდებულება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ გააჩნია. ამასთანავე, პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში ნებისმიერი ნივთის შესაძენად ყველა პატიმარს აქვს საბანკო ბარათი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მოთავსებისთანავე სპეციალურად მზადდება თითოეული პატიმრისთვის".

რაც შეეხება მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომრეობას, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ დაზიანებები არ არის სიცოცხლისთვის საშიში, მსჯავრდებულთა მდგომარეობა სტაბილურია, ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებების დამუშავება.

"რაც შეეხება უშუალოდ თვითდაზიანებების მიყენებას, როგორც პატიმრებმა თავად განმარტეს, დაზიანებები მიიყენეს მეტლახის ნატეხით, რომელიც შემდეგ საპირფარეშოში ჩარეცხეს. ამასთან, დაზიანებების მიყენებამდე წინასწარ განახორციელეს სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან. ამასთან, ერთ-ერთ მათგანს, ბრალდებულ გ.დ.-ს უკვე შეხვდა ადვოკატი", - აცხადებენ უწყებაში.

"არ არის ეგეთი პიროვნება, სიმთვრალეში არც კი იგინება" - რას ამბობენ ოჯახის წევრები 68 წლის კაცზე, რომელიც არასწრულწლოვნის გაუპატიურებისთვის დააკავეს

"კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაში ამ ფორმით შეაღწიეს" - მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან ნახევარ მილიონამდე ლარი მოიპარეს

მეზობლად მცხოვრებ არასწრულწლოვან ბიჭს წლების განმავლობაში აუპატიურებდა, ფოტოებს უღებდა და აშანტაჟებდა - მოძალადე დაკავებულია