მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯონ ლენონის მკვლელი დანაშაულის ჩადენიდან 40 წლის შემდეგ, ბოდიშს იხდის - "მაპატიეთ ჩემი საზიზღარი საქციელი“
ჯონ ლენონის მკვლელი დანაშაულის ჩადენიდან 40 წლის შემდეგ, ბოდიშს იხდის - "მაპატიეთ ჩემი საზიზღარი საქციელი“

მარკ ჩეპ­მე­ნი, კაცი, რო­მელ­მაც ლე­გენ­და­რუ­ლი მუ­სი­კო­სი, ჯონ ლე­ნო­ნი მოკ­ლა, ლე­ნო­ნის ქვრივს, იოკო ონოს ბო­დიშს უხ­დის. ამის შე­სა­ხებ BBC წერს.

გა­სულ თვე­ში მისი საქ­მის მოს­მე­ნა გა­ი­მარ­თა, რად­გა­ნაც მუ­სი­კო­სის მკვლელ­მა შე­წყა­ლე­ბა ითხო­ვა. მოს­მე­ნი­სას ჩეპ­მენ­მა თქვა, რომ როკ-ვარ­სკვლა­ვი დი­დე­ბის მო­სახ­ვე­ჭად მოკ­ლა და რომ თა­ვად სიკ­ვდი­ლით დას­ჯას იმ­სა­ხუ­რებს. ასე­ვე დას­ძი­ნა, რომ გა­მუდ­მე­ბით ამ "სა­მარ­ცხვი­ნო ქმე­დე­ბის“ შე­სა­ხებ ფიქ­რობს და იმის­თვი­საც მზა­დაა, რომ მთე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა ცი­ხე­ში გა­ა­ტა­როს.

როც და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, ჩეპ­მე­ნი 25 წლის იყო

"მე უბ­რა­ლოდ მინ­და კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რო, ბო­დი­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის. ეს სა­კუ­თა­რი დი­დე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად გა­ვა­კე­თე. ვფიქ­რობ, რომ ეს არის ყვე­ლა­ზე მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა ადა­მი­ან­მა მე­ო­რის, სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლოს მი­მართ ჩა­ი­დი­ნოს.

ის ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი იყო. მე ის არ მო­მიკ­ლავს თა­ვი­სი ხა­სი­ა­თის გამო, არც იმის გამო, თუ რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი იყო. ის იყო ხატი, ის დი­დე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი - მხო­ლოდ ეს გახ­და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მი­ზე­ზი. მე ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან გა­გი­ჟე­ბით ვე­ძებ­დი დი­დე­ბას და ეგო­ის­ტი ვი­ყა­ვი.

მინ­და, ხაზ­გას­მით ვთქვა, რომ ეს იყო უაღ­რე­სად ეგო­ის­ტუ­რი საქ­ცი­ე­ლი. ვწუხ­ვარ იმ ტკი­ვი­ლის­თვის, რო­მე­ლიც მის ცოლს მი­ვა­ყე­ნე. ამა­ზე სულ ვფიქ­რობ“, - თქვა მოს­მე­ნი­სას ჩეპ­მენ­მა.

ჯონ ლე­ნო­ნი და იოკო ონო

1980 წელს ჩეპ­მენ­მა ნიუ იორკში, მა­ნ­ჰე­ტენ­ზე ლე­ნონს თა­ვის­სა­ვე აპარ­ტა­მენ­ტის წინ, ოთხჯერ ეს­რო­ლა. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სას ჩეპ­მე­ნი 25 წლის იყო, ახლა 65 წლი­საა და რო­გორც ამ­ბო­ბენ, ღრმად მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნია.

ლე­ნო­ნის მკვლელს უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა აქვს მის­ჯი­ლი. შე­წყა­ლე­ბა­ზე პირ­ვე­ლი მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა 2000 წელს მი­ი­ღო. მას შემ­დეგ 11-ჯერ მო­ი­თხო­ვა შე­წყა­ლე­ბა, თუმ­ცა ყო­ველ ჯერ­ზე უარი ეთ­ქვა. ამ­ბობს, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეკ­ლე­სი­ა­ში იმ­სა­ხუ­რებს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მისი შე­წყა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია ჯონ ლე­ნო­ნის ქვრი­ვი, იოკო ონო, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ მარ­კის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მის ოჯახს საფრ­თხეს შე­უქ­მნის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­წყა­ლე­ბის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა ჩემ­პენს ორ წე­ლი­წად­ში კვლავ ექ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა
5
საქართველოში 10-15 წელს მიცემდნენ მხოლოდ
სიმართლე.
14

საუკუნის დანაშაული ჩაიდინა, ამერიკის წინაშე და ეხლა რას "მღერის". ნუთუ 40 წელი დასჭირდა მიმხვდარიყო რა გააკეთა. ასეა სააკაშვილიც.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ჯონ ლენონის მკვლელი დანაშაულის ჩადენიდან 40 წლის შემდეგ, ბოდიშს იხდის - "მაპატიეთ ჩემი საზიზღარი საქციელი“

ჯონ ლენონის მკვლელი დანაშაულის ჩადენიდან 40 წლის შემდეგ, ბოდიშს იხდის - "მაპატიეთ ჩემი საზიზღარი საქციელი“

მარკ ჩეპმენი, კაცი, რომელმაც ლეგენდარული მუსიკოსი, ჯონ ლენონი მოკლა, ლენონის ქვრივს, იოკო ონოს ბოდიშს უხდის. ამის შესახებ BBC წერს.

გასულ თვეში მისი საქმის მოსმენა გაიმართა, რადგანაც მუსიკოსის მკვლელმა შეწყალება ითხოვა. მოსმენისას ჩეპმენმა თქვა, რომ როკ-ვარსკვლავი დიდების მოსახვეჭად მოკლა და რომ თავად სიკვდილით დასჯას იმსახურებს. ასევე დასძინა, რომ გამუდმებით ამ "სამარცხვინო ქმედების“ შესახებ ფიქრობს და იმისთვისაც მზადაა, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება ციხეში გაატაროს.

როც დანაშაული ჩაიდინა, ჩეპმენი 25 წლის იყო

"მე უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ბოდიში ჩადენილი დანაშაულისთვის. ეს საკუთარი დიდების მოსაპოვებლად გავაკეთე. ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მძიმე დანაშაული, რაც შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორის, სრულიად უდანაშაულოს მიმართ ჩაიდინოს.

ის ძალიან ცნობილი იყო. მე ის არ მომიკლავს თავისი ხასიათის გამო, არც იმის გამო, თუ როგორი ადამიანი იყო. ის იყო ხატი, ის დიდებული და ძალიან, ძალიან ცნობილი - მხოლოდ ეს გახდა დანაშაულის ჩადენის მიზეზი. მე ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან გაგიჟებით ვეძებდი დიდებას და ეგოისტი ვიყავი.

მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს იყო უაღრესად ეგოისტური საქციელი. ვწუხვარ იმ ტკივილისთვის, რომელიც მის ცოლს მივაყენე. ამაზე სულ ვფიქრობ“, - თქვა მოსმენისას ჩეპმენმა.

ჯონ ლენონი და იოკო ონო

1980 წელს ჩეპმენმა ნიუ იორკში, მანჰეტენზე ლენონს თავისსავე აპარტამენტის წინ, ოთხჯერ ესროლა. დანაშაულის ჩადენისას ჩეპმენი 25 წლის იყო, ახლა 65 წლისაა და როგორც ამბობენ, ღრმად მორწმუნე ადამიანია.

ლენონის მკვლელს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. შეწყალებაზე პირველი მოთხოვნის უფლება 2000 წელს მიიღო. მას შემდეგ 11-ჯერ მოითხოვა შეწყალება, თუმცა ყოველ ჯერზე უარი ეთქვა. ამბობს, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ეკლესიაში იმსახურებს.

როგორც ცნობილია, მისი შეწყალების წინააღმდეგია ჯონ ლენონის ქვრივი, იოკო ონო, რომელიც მიიჩნევს, რომ მარკის გათავისუფლება მის ოჯახს საფრთხეს შეუქმნის. აღსანიშნავია, რომ შეწყალების მოთხოვნის უფლება ჩემპენს ორ წელიწადში კვლავ ექნება.

"მინდა გავიგო, როგორ ხართ, რას ფიქრობთ" - ბარაკ ობამამ ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა და ამერიკელებს სთხოვა, SMS-ები მისწერონ

კორონავირუსის მეორე ტალღა: ევროპის რომელ ქვეყნებში იზრდება ინფიცირების შემთხვევები და სად არის შედარებით სტაბილური ვითარება

რუსეთის დუმის დეპუტატი კორონავირუსით გარდაიცვალა