პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა წყალში გადავარდნილი ადამიანის ოჯახის წევრი თვალებში გიყურებს, როგორც მის მშველელს, ძნელია სხვა რამეზე იფიქრო" - ემოციური ისტორიები მაშველების პრაქტიკიდან
"როცა წყალში გადავარდნილი ადამიანის ოჯახის წევრი თვალებში გიყურებს, როგორც მის მშველელს, ძნელია სხვა რამეზე იფიქრო" - ემოციური ისტორიები მაშველების პრაქტიკიდან

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ფორ­მი­რე­ბის ფარ­გლებ­ში, მყვინ­თავ-მაშ­ვე­ლებს ხელ­ფა­სე­ბი 100 პრო­ცენ­ტით გა­ე­ზარ­დათ. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში, და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი შე­იქ­მნა, რომ­ლებ­შიც მყვინ­თავ-მაშ­ვე­ლე­ბი გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან.

უწყე­ბის ცნო­ბით, დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცია ხელს შე­უ­წყობს რე­ა­გი­რე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის გაზ­რდას. აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­ახ­ლე მყვინ­თავ-მაშ­ვე­ლებს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, თე­მურ მღებ­რიშ­ვილ­მა, სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ძა­ლე­ბის უფ­როს და­ვით სუ­ხიშ­ვილ­თან და გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს ავთო თუ­თი­სან­თან ერ­თად გა­აც­ნო.

მყვინ­თა­ვი მაშ­ვე­ლის პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ანს, თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს რკი­ნის ნერ­ვე­ბის პატ­რო­ნი, რად­გან ის მა­შინ ერ­თვე­ბა საქ­მე­ში, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის ცო­ცხლად გა­დარ­ჩე­ნის შან­სი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნუ­ლის ტო­ლია. ის­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლებ­საც მყვინ­თა­ვი მაშ­ვე­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, მათი სამ­სა­ხუ­რის რის­კებს კარ­გად წარ­მო­ა­ჩენს.

ვა­რა­ზი წო­წო­ნა­ვა

ვა­რა­ზი წო­წო­ნა­ვა, სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი:

- ოცი წე­ლია ამ სამ­სა­ხურ­ში ვარ, უამ­რა­ვი მძი­მე საქ­მე მახ­სოვს, რო­მელ­თა შო­რი­საც არა­ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლად რთუ­ლი ამ­ბა­ვი იყო. ერთ-ერთი ასე­თი საქ­მეა, მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში, ცა­გერ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია, რო­დე­საც ხი­დი­დან მან­ქა­ნა გა­და­ვარ­და და მდი­ნა­რის დი­ნე­ბამ, 6-კმი­ან არხში შე­ი­ტა­ნა. ღა­მის 3 სა­ა­თი იყო, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას რომ მი­ვე­დით, მა­შინ­ვე ძებ­ნა და­ვი­წყეთ, ხალ­ხი გვე­ლო­დე­ბო­და. მაშ­ვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, ერთი და­კარ­გუ­ლი ვი­პო­ვეთ და მე­ო­რეს ვე­ძებ­დით... პა­უ­ზაც არ გაგ­ვი­კე­თე­ბია, მე­ო­რე და­კარ­გუ­ლის ჭი­რი­სუ­ფა­ლიც იქ იყო და მო­უთ­მენ­ლად გვე­ლოდ­ნენ... ჩა­ვე­დი, მაგ­რამ ვერ ვი­პო­ვე, მაგ­რამ არც კი შეგ­ვის­ვე­ნია, ისე შე­ვე­დით იმ 6-კმი­ან არხში. იმ­დე­ნად ცი­ო­და, ყი­ნულს ვამ­ტვრევ­დით და ისე ჩავ­დი­ო­დით წყალ­ში, მე­ო­რე რომ გვე­პო­ვა. სამი დღე-ღამე ვე­ძებ­დით, ისე­თი სი­ცი­ვე იყო, არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა... მო­რიგ ჯერ­ზე რომ ჩა­ვე­დი, სულ რა­ღაც 15-წუ­თი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ ვი­პო­ვე, - არ­ხის ბო­ლო­ში, და­გუ­ბე­ბა აქვს წყალს და იქ, კე­დელ­თან იყო. ასე, მო­სა­ყო­ლად ად­ვი­ლია, მაგ­რამ უძი­მე­სი საქ­მე იყო. დამ­ხმა­რე ძალა მო­დი­ო­და, რათა შე­ვეც­ვა­ლეთ, მაგ­რამ მე სულ იქ ვი­ყა­ვი...

- სად არის გა­მორ­ჩე­უ­ლად მძი­მე სა­მუ­შაო?

- მი­იჩ­ნე­ვა, რომ "ენ­გურ­ჰეს­ში" გა­და­ვარ­დნი­ლის პოვ­ნის­თვის გა­წე­უ­ლი შრო­მა უშე­დე­გოა, თუმ­ცა, გა­მი­მარ­თლა. წლე­ბის წინ, "ენ­გურ­ჰე­სის" კაშ­ხალ­ში გა­და­ვარ­და ადა­მი­ა­ნი - მე­ო­რე ნა­პი­რი­დან ტი­ვით შეშა გად­მოჰ­ქონ­დათ. რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი იყო, ქარი ამო­ვარ­და, ტივი ამო­უტ­რი­ალ­დათ და წყალ­ში გა­დაც­ვივ­დნენ. ერთს ვე­ღარ პო­უ­ლობ­დნენ, და­ნარ­ჩე­ნე­ბი გა­დარ­ჩნენ... დაგ­ვი­რე­კეს და დახ­მა­რე­ბა გვთხო­ვეს. ზუგ­დი­დის სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად უნდა მე­მუ­შა­ვა. იმ დრო­ის­თვის უკვე საკ­მაო გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და და ვუ­თხა­რი - და­მო­უ­კი­დებ­ლად ვცდი-თქო, ვნა­ხოთ, რა გა­მო­მი­ვა-მეთ­ქი. ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­თხრა, ენ­გუ­რის კაშ­ხალ­ში არა­ვის არას­დროს არა­ფე­რი უპო­ვია, თუ იპო­ვით, რა­ღაც სა­ოც­რე­ბა იქ­ნე­ბაო. იმ ხუთ­მა გა­დარ­ჩე­ნილ­მა მაჩ­ვე­ნა და­ახ­ლო­ე­ბი­თი ად­გი­ლი, სა­ი­და­ნაც წყალ­ში გა­დაც­ვივ­დნენ. გა­მიკ­ვირ­და, რად­გან თით­ქმის ნა­პირ­თან ყო­ფი­ლან გა­სუ­ლი. თურ­მე, "ენ­გურ­ჰეს­ში" ასე­თი სუ­რა­თია - ნა­პი­რი­დან 300 მეტრში 18 მეტ­რამ­დეა წყლის სიღ­რმე, ანუ რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯში ძა­ლი­ან ღრმაა. ჩა­ვე­დი თუ არა, ძა­ლი­ან მალე, სულ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ვი­პო­ვე და­კარ­გუ­ლი. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა ჩემი ემო­ცია - ვყვი­რო­დი, ვი­პო­ვე-მეთ­ქი...

- ხელ­ფა­სი გა­გე­ზარ­დათ 100%-ით, ეს სტი­მუ­ლია?

- ძა­ლი­ან დიდი სტი­მუ­ლია, რად­გან ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის უკან ოჯა­ხე­ბი დგას და ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და იმის გა­გე­ბა, რომ თუ ადრე 1000 ლა­რამ­დე ჰქონ­და, ახლა მათი ხელ­ფა­სი 2000-მდე გა­ი­ზარ­და. თუმ­ცა, შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არას­დროს გავ­ჩე­რე­ბულ­ვართ და თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვა­კე­თებ­დით ჩვენს საქ­მეს. რო­დე­საც წყალ­ში გა­და­ვარ­დნი­ლი ადა­მი­ა­ნის ოჯა­ხის წევ­რი თვა­ლებ­ში გი­ყუ­რებს, რო­გორც მის მშვე­ლელს, თუნ­დაც ცხე­და­რი მა­ინც რომ უპო­ვო, იმ დროს ძნე­ლია სხვა რა­მე­ებ­ზე იფიქ­რო.

წყალ­ქვე­შა სა­ძი­ე­ბო ტექ­ნი­კა კი არა, ნა­ვიც კი არ გვქონ­და და მშე­ნებ­ლო­ბა­ზე სა­მუ­შაო ხელ­თათ­მა­ნე­ბი გვეც­ვა

მა­ხა­რე ბზე­კა­ლა­ვა

მა­ხა­რე ბზე­კა­ლა­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს, სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი:

- და­ახ­ლო­ე­ბით 22 წე­ლია, მყვინ­თა­ვად ვმუ­შა­ობ. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი რამ გვი­ნა­ხავს და გა­დაგ­ვი­ტა­ნია. ად­რე­ულ წლებ­ში, მხო­ლოდ სა­სუნ­თქი აპა­რა­ტი გვქონ­და, გა­ყი­ნულ წყალ­ში ნა­ხევ­რად შიშ­ვლე­ბი ჩავ­დი­ო­დით და თერ­მო­ი­ზო­ლი­რე­ბუ­ლი სა­მო­სის შიგ­ნით შა­ლის ტან­საც­მელს, მა­ტყლის წინ­დებ­სა და უამ­რავ თბილ ტან­საც­მელს ვიც­ვამ­დით. მა­შინ მყვინ­თა­ვე­ბის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბაც არ გვყავ­და, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი კი უფრო მეტი ხდე­ბო­და და გა­და­ქან­ცუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ეკი­პი­რე­ბა­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვა, ამ­ხე­ლა გა­მოც­დი­ლე­ბაც არ გვქონ­და, ახლა სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­თი­ფი­კა­ტე­ბი გვაქვს, მა­შინ ღია წყლებ­ში მყვინ­თა­ვის სერ­თი­ფი­კა­ტი გვქონ­და, ისე ვმუ­შა­ობ­დით, ყვე­ლა­ნა­ირ ნორ­მას ვარ­ღვევ­დით, თუმ­ცა, სი­ტუ­ა­ცია ითხოვ­და და მა­ინც ვმუ­შა­ობ­დით. და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნის ძებ­ნის თხოვ­ნით მო­სულ ადა­მი­ანს ძნე­ლია, უარი უთხრა, რად­გან ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რი ძა­ლი­ან დი­დია. არა­და, წყალ­ქვე­შა სა­ძი­ე­ბო ტექ­ნი­კა კი არა, ნა­ვიც კი არ გვქონ­და და მშე­ნებ­ლო­ბა­ზე სა­მუ­შაო ხელ­თათ­მა­ნე­ბი გვეც­ვა. თუმ­ცა, ისე­თი უფ­რო­სი გვყავ­და, ელ­გუ­ჯა ჯამ­რიშ­ვი­ლი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მუ­დამ ცდი­ლობ­და, თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, რო­გორ­მე ჩვე­ნი პი­რო­ბე­ბი გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა, რათა მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ჯან­მრთე­ლო­ბა არ დაგვზი­ა­ნე­ბო­და.

- პირ­ვე­ლი გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­სოვთ?

- დიახ, აჭა­რე­ლი ბიჭი იყო მტკვარ­ში გა­და­ვარ­დნი­ლი, გვა­რიც კი მახ­სოვს, ხიმ­ში­აშ­ვი­ლი. ძა­ლი­ან ცი­ო­და, თან ღა­მის 2 სა­ათ­ზე და­ვი­წყეთ ძებ­ნა და რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ ამო­ვიყ­ვა­ნეთ. ღამე ისე­დაც რთუ­ლია მუ­შა­ო­ბა, მით უფრო, რომ მდი­ნა­რე­ში ისე ბნე­ლა, თვალ­თან მი­ტა­ნი­ლი თითი არ ჩანს. ამას ემა­ტე­ბა, ის, რომ და­ზღვე­ვა ვერ გა­კონ­ტრო­ლებს, ჩვენ რომ თო­კით გვაქვს კო­მუ­ნა­კი­ცია, სხვა­დას­ხვა რა­ო­დე­ნო­ბის ჩა­მო­ქაჩ­ვა, სხვა­დას­ხვა რა­მეს ნიშ­ნავს. კი­დევ, სიღ­რმე­ში მუ­შა­ო­ბი­სას, ადა­მი­ანს აზ­როვ­ნე­ბა უნელ­დე­ბა და შე­საძ­ლოა, ისე­თი რამ გა­ა­კე­თოს, რაც სრუ­ლი­ად არ არის გათ­ვლი­ლი.

წინა წლებ­ში, ხა­რის­ხი­ა­ნი სიღ­რმის სა­ზო­მიც კი არ გვქონ­და, რაც მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, ბევრ პრობ­ლე­მას გვიქ­მნი­და. ახლა ხან­და­ხან ვფიქ­რობ, რა­ტომ ავირ­ჩიე ეს გზა, მა­შინ, რო­დე­საც მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან სა­რის­კო იყო, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ არას­დროს მე­ში­ნო­და სირ­თუ­ლე­ე­ბის, არც წყლის და მიც­ვა­ლე­ბუ­ლის შიში მქონ­და, თო­რემ აქამ­დე უამ­რავ­ჯერ და­ვა­ნე­ბებ­დი თავს.

მქო­ნია შემ­თხვე­ვა, რომ სა­სუნ­თქი აპა­რა­ტი პირ­ში ჩამ­ყინ­ვია. გა­ყი­ნუ­ლი ტბის წყალ­ში 8 სა­ა­თი ვე­ძებ­დით ადა­მი­ანს და ფი­ზი­კუ­რად გა­უ­საძ­ლი­სი პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ვი­პო­ვეთ

- დამ­წყე­ბებს რა სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა უწევთ?

- უამ­რა­ვი რა­მის, მო­რევ­ში მო­ყო­ლი­სას ორი­ენ­ტა­ცი­ას კარ­გა­ვენ, რად­გან ის თი­თის­ტა­რი­ვით გატ­რი­ა­ლებს. ამას ემა­ტე­ბა, ის, რომ რო­დე­საც ხილ­ვა­დო­ბა არ არის, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ სა­რის­კოა. მქო­ნია შემ­თხვე­ვა, რომ სა­სუნ­თქი აპა­რა­ტი პირ­ში ჩამ­ყინ­ვია. გა­ყი­ნუ­ლი ტბის წყალ­ში 8 სა­ა­თი ვე­ძებ­დით ადა­მი­ანს და ფი­ზი­კუ­რად გა­უ­საძ­ლი­სი პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ვი­პო­ვეთ. შემ­დეგ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სი­ტუ­ა­ცია და­ლაგ­და და გა­მოს­წორ­და. ხელ­ფა­სე­ბის მო­მა­ტე­ბა ძა­ლი­ან დიდი სტი­მუ­ლი იყო ჩვენ­თვის, რად­გან ეს არის საქ­მე, რო­მე­ლიც უდი­დეს ფსი­ქო­ლო­გი­ურ დატ­ვირ­თვას მო­ი­თხოვს. სახ­ლი­დან საქ­მე­ზე გა­მო­სუ­ლი მყვინ­თა­ვი იმა­ზე არ უნდა ფიქ­რობ­დეს, რომ ოჯახ­ში მა­ტე­რი­ა­ლურ პრობ­ლე­მებს ვერ აგ­ვა­რებს, არა­და, ლა­მის ყო­ველ­დღე სიკ­ვდილს თვა­ლებ­ში უყუ­რებს. გარ­და ამი­სა, ახალ თა­ო­ბა­საც უნდა ჰქონ­დეს და უღირ­დეს ამ სა­რის­კო საქ­მის შეს­წავ­ლა. არც ერთი ღო­ნის­ძი­ე­ბა, სამ­თო იქ­ნე­ბო­და თუ წყალ­ზე სა­მაშ­ვე­ლო, არას­დროს ჩაგ­ვიგ­დია იმი­ტომ, რომ და­ბა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა გვქონ­და, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და­მა­ტე­ბით სტი­მუ­ლია.

ხელ­ფა­სე­ბის მო­მა­ტე­ბა ძა­ლი­ან დიდი სტი­მუ­ლი იყო ჩვენ­თვის, რად­გან ეს არის საქ­მე, რო­მე­ლიც უდი­დეს ფსი­ქო­ლო­გი­ურ დატ­ვირ­თვას მო­ი­თხოვს. სახ­ლი­დან საქ­მე­ზე გა­მო­სუ­ლი მყვინ­თა­ვი იმა­ზე არ უნდა ფიქ­რობ­დეს, რომ ოჯახ­ში მა­ტე­რი­ა­ლურ პრობ­ლე­მებს ვერ აგ­ვა­რებს, არა­და, ლა­მის ყო­ველ­დღე სიკ­ვდილს თვა­ლებ­ში უყუ­რებს

- ახალ თა­ო­ბა­ში რამ­დე­ნად შე­ი­ნიშ­ნე­ბა ამ საქ­მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი?

- ძა­ლი­ან დი­დია, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი მო­დი­ან. მე ძი­რი­თა­დად, რთულ საქ­მე­ებ­ზე მი­წევს გას­ვლა და დამ­წყე­ბე­ბიც თან მყავს, რომ­ლე­ბიც თვა­ლებ­სა და ხე­ლებ­ში მი­ყუ­რე­ბენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი აით­ვი­სონ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
0

სასიხარულოა,გილოცავთ 100%ით გაზრდას,მაგრამ მეტს იმსახურებთ,ბევრად მეტს.

beso
0

ღმერთმა მოგცეს წყალობა, მხნეობა და სიხარული. ღმერთმა უმრავლოს შენისთანები ქვეყანას. გაიხარეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"როცა წყალში გადავარდნილი ადამიანის ოჯახის წევრი თვალებში გიყურებს, როგორც მის მშველელს, ძნელია სხვა რამეზე იფიქრო" - ემოციური ისტორიები მაშველების პრაქტიკიდან

"როცა წყალში გადავარდნილი ადამიანის ოჯახის წევრი თვალებში გიყურებს, როგორც მის მშველელს, ძნელია სხვა რამეზე იფიქრო" - ემოციური ისტორიები მაშველების პრაქტიკიდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურული რეფორმირების ფარგლებში, მყვინთავ-მაშველებს ხელფასები 100 პროცენტით გაეზარდათ. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოში, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს განყოფილებები შეიქმნა, რომლებშიც მყვინთავ-მაშველები გაერთიანდებიან.

უწყების ცნობით, დეცენტრალიზაცია ხელს შეუწყობს რეაგირების ეფექტურობის გაზრდას. აღნიშნული სიახლე მყვინთავ-მაშველებს საგანგებო სიტუაციებზე მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა, სახანძრო-სამაშველო ძალების უფროს დავით სუხიშვილთან და განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროს ავთო თუთისანთან ერთად გააცნო.

მყვინთავი მაშველის პროფესიის ადამიანს, თავისუფლად შეიძლება ეწოდოს რკინის ნერვების პატრონი, რადგან ის მაშინ ერთვება საქმეში, როდესაც ადამიანის ცოცხლად გადარჩენის შანსი, ფაქტობრივად, ნულის ტოლია. ისტორიები, რომლებსაც მყვინთავი მაშველები იხსენებენ, მათი სამსახურის რისკებს კარგად წარმოაჩენს.

ვარაზი წოწონავა

ვარაზი წოწონავა, სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსი:

- ოცი წელია ამ სამსახურში ვარ, უამრავი მძიმე საქმე მახსოვს, რომელთა შორისაც არაერთი გამორჩეულად რთული ამბავი იყო. ერთ-ერთი ასეთი საქმეა, მიმდინარე წლის მარტში, ცაგერში მომხდარი ტრაგედია, როდესაც ხიდიდან მანქანა გადავარდა და მდინარის დინებამ, 6-კმიან არხში შეიტანა. ღამის 3 საათი იყო, შემთხვევის ადგილას რომ მივედით, მაშინვე ძებნა დავიწყეთ, ხალხი გველოდებოდა. მაშველების დახმარებით, ერთი დაკარგული ვიპოვეთ და მეორეს ვეძებდით... პაუზაც არ გაგვიკეთებია, მეორე დაკარგულის ჭირისუფალიც იქ იყო და მოუთმენლად გველოდნენ... ჩავედი, მაგრამ ვერ ვიპოვე, მაგრამ არც კი შეგვისვენია, ისე შევედით იმ 6-კმიან არხში. იმდენად ციოდა, ყინულს ვამტვრევდით და ისე ჩავდიოდით წყალში, მეორე რომ გვეპოვა. სამი დღე-ღამე ვეძებდით, ისეთი სიცივე იყო, არასდროს დამავიწყდება... მორიგ ჯერზე რომ ჩავედი, სულ რაღაც 15-წუთიანი ძებნის შემდეგ ვიპოვე, - არხის ბოლოში, დაგუბება აქვს წყალს და იქ, კედელთან იყო. ასე, მოსაყოლად ადვილია, მაგრამ უძიმესი საქმე იყო. დამხმარე ძალა მოდიოდა, რათა შევეცვალეთ, მაგრამ მე სულ იქ ვიყავი...

- სად არის გამორჩეულად მძიმე სამუშაო?

- მიიჩნევა, რომ "ენგურჰესში" გადავარდნილის პოვნისთვის გაწეული შრომა უშედეგოა, თუმცა, გამიმართლა. წლების წინ, "ენგურჰესის" კაშხალში გადავარდა ადამიანი - მეორე ნაპირიდან ტივით შეშა გადმოჰქონდათ. რამდენიმე ადამიანი იყო, ქარი ამოვარდა, ტივი ამოუტრიალდათ და წყალში გადაცვივდნენ. ერთს ვეღარ პოულობდნენ, დანარჩენები გადარჩნენ... დაგვირეკეს და დახმარება გვთხოვეს. ზუგდიდის სახანძრო სამსახურის თანამშრომელთან ერთად უნდა მემუშავა. იმ დროისთვის უკვე საკმაო გამოცდილება მქონდა და ვუთხარი - დამოუკიდებლად ვცდი-თქო, ვნახოთ, რა გამომივა-მეთქი. ადგილობრივი სამსახურის თანამშრომელმა მითხრა, ენგურის კაშხალში არავის არასდროს არაფერი უპოვია, თუ იპოვით, რაღაც საოცრება იქნებაო. იმ ხუთმა გადარჩენილმა მაჩვენა დაახლოებითი ადგილი, საიდანაც წყალში გადაცვივდნენ. გამიკვირდა, რადგან თითქმის ნაპირთან ყოფილან გასული. თურმე, "ენგურჰესში" ასეთი სურათია - ნაპირიდან 300 მეტრში 18 მეტრამდეა წყლის სიღრმე, ანუ რამდენიმე ნაბიჯში ძალიან ღრმაა. ჩავედი თუ არა, ძალიან მალე, სულ რამდენიმე წუთში ვიპოვე დაკარგული. არასდროს დამავიწყდება ჩემი ემოცია - ვყვიროდი, ვიპოვე-მეთქი...

- ხელფასი გაგეზარდათ 100%-ით, ეს სტიმულია?

- ძალიან დიდი სტიმულია, რადგან ყველა ჩვენგანის უკან ოჯახები დგას და ძალიან გაგვიხარდა იმის გაგება, რომ თუ ადრე 1000 ლარამდე ჰქონდა, ახლა მათი ხელფასი 2000-მდე გაიზარდა. თუმცა, შედარებით დაბალი ანაზღაურების მიუხედავად, არასდროს გავჩერებულვართ და თავდაუზოგავად ვაკეთებდით ჩვენს საქმეს. როდესაც წყალში გადავარდნილი ადამიანის ოჯახის წევრი თვალებში გიყურებს, როგორც მის მშველელს, თუნდაც ცხედარი მაინც რომ უპოვო, იმ დროს ძნელია სხვა რამეებზე იფიქრო.

წყალქვეშა საძიებო ტექნიკა კი არა, ნავიც კი არ გვქონდა და მშენებლობაზე სამუშაო ხელთათმანები გვეცვა

მახარე ბზეკალავა

მახარე ბზეკალავა, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, სწრაფი რეაგირების სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს განყოფილების უფროსი:

- დაახლოებით 22 წელია, მყვინთავად ვმუშაობ. ამ ხნის განმავლობაში უამრავი რამ გვინახავს და გადაგვიტანია. ადრეულ წლებში, მხოლოდ სასუნთქი აპარატი გვქონდა, გაყინულ წყალში ნახევრად შიშვლები ჩავდიოდით და თერმოიზოლირებული სამოსის შიგნით შალის ტანსაცმელს, მატყლის წინდებსა და უამრავ თბილ ტანსაცმელს ვიცვამდით. მაშინ მყვინთავების საკმარისი რაოდენობაც არ გვყავდა, უბედური შემთხვევები კი უფრო მეტი ხდებოდა და გადაქანცულები ვიყავით. ეკიპირებაზე რომ არაფერი ვთქვა, ამხელა გამოცდილებაც არ გვქონდა, ახლა საერთაშორისო სერთიფიკატები გვაქვს, მაშინ ღია წყლებში მყვინთავის სერთიფიკატი გვქონდა, ისე ვმუშაობდით, ყველანაირ ნორმას ვარღვევდით, თუმცა, სიტუაცია ითხოვდა და მაინც ვმუშაობდით. დაღუპული ადამიანის ძებნის თხოვნით მოსულ ადამიანს ძნელია, უარი უთხრა, რადგან ადამიანური ფაქტორი ძალიან დიდია. არადა, წყალქვეშა საძიებო ტექნიკა კი არა, ნავიც კი არ გვქონდა და მშენებლობაზე სამუშაო ხელთათმანები გვეცვა. თუმცა, ისეთი უფროსი გვყავდა, ელგუჯა ჯამრიშვილი, შესანიშნავი ადამიანი, რომელიც მუდამ ცდილობდა, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, როგორმე ჩვენი პირობები გაეუმჯობესებინა, რათა მუშაობის პროცესში ჯანმრთელობა არ დაგვზიანებოდა.

- პირველი გამოძახება გახსოვთ?

- დიახ, აჭარელი ბიჭი იყო მტკვარში გადავარდნილი, გვარიც კი მახსოვს, ხიმშიაშვილი. ძალიან ციოდა, თან ღამის 2 საათზე დავიწყეთ ძებნა და რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ ამოვიყვანეთ. ღამე ისედაც რთულია მუშაობა, მით უფრო, რომ მდინარეში ისე ბნელა, თვალთან მიტანილი თითი არ ჩანს. ამას ემატება, ის, რომ დაზღვევა ვერ გაკონტროლებს, ჩვენ რომ თოკით გვაქვს კომუნაკიცია, სხვადასხვა რაოდენობის ჩამოქაჩვა, სხვადასხვა რამეს ნიშნავს. კიდევ, სიღრმეში მუშაობისას, ადამიანს აზროვნება უნელდება და შესაძლოა, ისეთი რამ გააკეთოს, რაც სრულიად არ არის გათვლილი.

წინა წლებში, ხარისხიანი სიღრმის საზომიც კი არ გვქონდა, რაც მუშაობის პროცესში, ბევრ პრობლემას გვიქმნიდა. ახლა ხანდახან ვფიქრობ, რატომ ავირჩიე ეს გზა, მაშინ, როდესაც მუშაობა ძალიან სარისკო იყო, ალბათ იმიტომ, რომ არასდროს მეშინოდა სირთულეების, არც წყლის და მიცვალებულის შიში მქონდა, თორემ აქამდე უამრავჯერ დავანებებდი თავს.

მქონია შემთხვევა, რომ სასუნთქი აპარატი პირში ჩამყინვია. გაყინული ტბის წყალში 8 საათი ვეძებდით ადამიანს და ფიზიკურად გაუსაძლისი პირობების მიუხედავად, მაინც ვიპოვეთ

- დამწყებებს რა სირთულეების გადალახვა უწევთ?

- უამრავი რამის, მორევში მოყოლისას ორიენტაციას კარგავენ, რადგან ის თითისტარივით გატრიალებს. ამას ემატება, ის, რომ როდესაც ხილვადობა არ არის, ამ სიტუაციაში მუშაობა სასიცოცხლოდ სარისკოა. მქონია შემთხვევა, რომ სასუნთქი აპარატი პირში ჩამყინვია. გაყინული ტბის წყალში 8 საათი ვეძებდით ადამიანს და ფიზიკურად გაუსაძლისი პირობების მიუხედავად, მაინც ვიპოვეთ. შემდეგ, დროთა განმავლობაში სიტუაცია დალაგდა და გამოსწორდა. ხელფასების მომატება ძალიან დიდი სტიმული იყო ჩვენთვის, რადგან ეს არის საქმე, რომელიც უდიდეს ფსიქოლოგიურ დატვირთვას მოითხოვს. სახლიდან საქმეზე გამოსული მყვინთავი იმაზე არ უნდა ფიქრობდეს, რომ ოჯახში მატერიალურ პრობლემებს ვერ აგვარებს, არადა, ლამის ყოველდღე სიკვდილს თვალებში უყურებს. გარდა ამისა, ახალ თაობასაც უნდა ჰქონდეს და უღირდეს ამ სარისკო საქმის შესწავლა. არც ერთი ღონისძიება, სამთო იქნებოდა თუ წყალზე სამაშველო, არასდროს ჩაგვიგდია იმიტომ, რომ დაბალი ანაზღაურება გვქონდა, თუმცა, რა თქმა უნდა, პირობების გაუმჯობესება დამატებით სტიმულია.

ხელფასების მომატება ძალიან დიდი სტიმული იყო ჩვენთვის, რადგან ეს არის საქმე, რომელიც უდიდეს ფსიქოლოგიურ დატვირთვას მოითხოვს. სახლიდან საქმეზე გამოსული მყვინთავი იმაზე არ უნდა ფიქრობდეს, რომ ოჯახში მატერიალურ პრობლემებს ვერ აგვარებს, არადა, ლამის ყოველდღე სიკვდილს თვალებში უყურებს

- ახალ თაობაში რამდენად შეინიშნება ამ საქმის მიმართ ინტერესი?

- ძალიან დიდია, მოტივირებული ახალგაზრდები მოდიან. მე ძირითადად, რთულ საქმეებზე მიწევს გასვლა და დამწყებებიც თან მყავს, რომლებიც თვალებსა და ხელებში მიყურებენ, რომ ყველაფერი აითვისონ.

"ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე - მოვუწოდებ კოლეგებს, მაგალითი მისცენ საზოგადოებას" - ამირან გამყრელიძე

ვაქცინით დატვირთული თვითმფრინავი და გამყრელიძე-ზახაშვილის ემოციები ყუთების გახსნის დროს - ფოტოები აეროპორტიდან

შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან ვაქცინაციის პროცესი დაიწყება - ეკატერინე ტიკარაძე