პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო 24 საათში, კორონავირუსი შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში, კორონავირუსი შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს დაუდასტურდა

ბოლო 24 სა­ათ­ში Covid-19 ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფის 13 თა­ნამ­შრო­მელს და­უ­დას­ტურ­და, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, 13 შემ­თხვე­ვი­დან 10 აჭა­რა­ში და­ფიქ­სირ­და.

"2 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში; 3 შემ­თხვე­ვა კი - სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ბა­თუ­მის სა­ხა­ზო სამ­სა­ხურ­ში; კო­რო­ნა­ვირუ­სის 1 ფაქ­ტი და­დას­ტურ­და ბა­თუ­მის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­შიც; 1 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში; 1 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ზღვრის მარ­თვი­სა და კო­ორ­დი­ნი­რე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სამ­სა­ხურ­ში;

2 შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის სამ­მარ­თვე­ლო­ში.

ასე­ვე, კო­რო­ნა­ვირუ­სის 1 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში, 1 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და თბი­ლის­ში - დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში. კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის მე-2 სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრო­მელს სა­მეგ­რე­ლო­ში. შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი, ვის­თა­ნაც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი ჰქონ­დათ, გა­დაყ­ვა­ნი­ლია დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ და აღე­ბუ­ლი აქვთ ტეს­ტე­ბი. შე­ნო­ბებს კი, სა­დაც ისი­ნი სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­დნენ, სრუ­ლი დე­ზინ­ფექ­ცია ჩა­უ­ტარ­და.

ცა­მე­ტი­ვე თა­ნამ­შრო­მელს უტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა. მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ შსს-ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ბოლო 24 საათში, კორონავირუსი შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში, კორონავირუსი შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში Covid-19 შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, 13 შემთხვევიდან 10 აჭარაში დაფიქსირდა.

"2 შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში; 3 შემთხვევა კი - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სახაზო სამსახურში; კორონავირუსის 1 ფაქტი დადასტურდა ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც; 1 შემთხვევა გამოვლინდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში; 1 შემთხვევა დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურში;

2 შემთხვევა დადასტურდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში.

ასევე, კორონავირუსის 1 შემთხვევა გამოვლინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში - დაცვის პოლიციის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოში. კორონავირუსი დაუდასტურდა განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს თანამშრომელს სამეგრელოში. შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობებს კი, სადაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, სრული დეზინფექცია ჩაუტარდა.

ცამეტივე თანამშრომელს უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მათი მდგომარეობა სტაბილურია“, - აღნიშნავენ შსს-ში.

რას ამბობს პატრიარქის მოსაყდრე "ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებზე რამდენიმე მეუფის დასწრების შესახებ?

25 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ქუთაისში Covid 19 -ით გარდაცვლილი ქალი სოხუმის 1-ლი სკოლის მასწავლებელია - ლუდმილა ანუა "ფეისბუქში" წერდა, რომ დაინფიცირებამდე მასაც არ სჯეროდა ვირუსის