პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრემიერის ვაჟის დახურულ ნიშნობაზე ქართული სიმღერების შესრულება მთხოვეს " - ისრაელში ყველაზე პოპულარული ქართველი მომღერლის ცხოვრება და კარიერა
"პრემიერის ვაჟის დახურულ ნიშნობაზე ქართული სიმღერების შესრულება მთხოვეს " - ისრაელში ყველაზე პოპულარული ქართველი მომღერლის ცხოვრება და კარიერა

ჩემი რეს­პონ­დენ­ტი, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლია ის­რა­ელ­ში. რუ­სეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის შემ­დეგ, ფიქ­რია მეგ­რე­ლა­ძე შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბას ის­რა­ელ­ში აგ­რძე­ლებს.

წლე­ბის წინ, მომ­ღერ­ლის ერთი შემ­თხვე­ვი­თი სტუმ­რო­ბა ის­რა­ელ­ში მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით იღ­ბლი­ა­ნი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა.

ის ახლა, ის­რა­ელ­ში თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თულ-ებ­რა­უ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბის, ეს იქ­ნე­ბა ქორ­წი­ლი, ნიშ­ნო­ბა, ნათ­ლო­ბა (ბარ­მიც­ვა) თუ სხვა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტუ­მა­რია. ის არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის­თვის მღე­რის. მისი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­პერ­ტუ­ა­რით მო­ხიბ­ლულ­მა ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, მისი შვი­ლის ნიშ­ნო­ბა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუმ­რის სტა­ტუ­სი­თაც კი მი­იწ­ვია.

ფიქ­რია მეგ­რე­ლა­ძე:

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, ლაღი ბავ­შვო­ბა მქონ­და. 6 წლის ასაკ­ში, რო­დე­საც მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში მი­მი­ღეს, დი­რექ­ტორ­მა მკი­თხა, ფიქ­რია რას გვიმ­ღე­რე­ბო? - მეც თა­მა­მად დავ­ჯე­ქი ფორ­ტე­პი­ა­ნოს­თან და ვიმ­ღე­რე ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რა "აჭ­რი­ა­ლებს ქარი კა­რებს" - სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო ჩემი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი მუ­სი­კა­ლურ სამ­ყა­რო­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ექი­მო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, რა­ტომ­ღაც მოხ­და ისე, რომ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბი­ო­ქი­მი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე... შემ­დეგ გავ­თხოვ­დი და სა­ცხოვ­რებ­ლად წა­ვე­დით მოს­კოვ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის ყო­ველ­თვე სტუმ­რად ჩა­მოვ­დი­ო­დი და მუ­სი­კა­ლურ სა­ღა­მო­ებს ვა­წყობ­დი, ვწერ­დი სიმ­ღე­რებს, ვი­ღებ­დი კლი­პებს და ა.შ. თავ­და­პირ­ვე­ლად ეს ჩემი ჰობი იყო, შემ­დეგ შე­მო­სავ­ლის წყა­რო გახ­და და ასე დარ­ჩა დღემ­დე.

- საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ და­ი­წყო თქვე­ნი სას­ცე­ნო კა­რი­ე­რა...

- ნამ­დვი­ლად. და­ახ­ლო­ე­ბით 14 წლის ასაკ­ში, მი­ვი­ღე დიდი რე­ჟი­სო­რის, ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვის ფილ­მის ქას­თინ­გში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. და­გეგ­მი­ლი იყო ალექ­სან­დრე გრი­ბო­ე­დოვ­ზე ფილ­მის გა­და­ღე­ბა. 1 500 ბავ­შვი­დან მე და­მამ­ტკი­ცეს ნინო ჭავ­ჭა­ვა­ძის როლ­ზე. შემ­დეგ მოს­კოვ­შიც ვი­ყა­ვი "გორ­კის" სა­ხე­ლო­ბის კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში, სა­დაც ასე­ვე, ჩა­ტარ­და კი­ნო­სინ­ჯე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ, და­მამ­ტკი­ცეს როლ­ზე. თუმ­ცა, მა­ლე­ვე ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვი იტა­ლი­ა­ში, მარ­ჩე­ლო მას­ტრო­ი­ა­ნის გა­და­სა­ღე­ბად წა­ვი­და და და­გეგ­მი­ლი ფილ­მი ვე­ღარ გა­და­ი­ღო.

- 90-იან წლებ­ში, მახ­სოვს თქვე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად ტრი­ა­ლებ­და ქარ­თულ ტე­ლე­არ­ხებ­ზე. ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყა­ვით, თუმ­ცა შემ­დეგ თით­ქოს გა­უ­ჩი­ნარ­დით. რას უკავ­შირ­დე­ბო­და თქვე­ნი ეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა?

- ალ­ბათ ჩემს მოს­კო­ვურ ცხოვ­რე­ბას. მახ­სოვს, წლე­ბის წინ, ჩემი პირ­ვე­ლი ვი­დე­ორ­გო­ლი სიმ­ღე­რა­ზე "ვედ­რე­ბა", "მა­ესტრო­ზე" გა­ვი­და. მა­შინ მხო­ლოდ ერთი მუ­სი­კა­ლუ­რი ტე­ლე­ვი­ზია იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში. შე­სა­მა­ბი­სად, მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პე­ბი არ ჰქონ­და ბევრ უკვე ძა­ლი­ან ცნო­ბილ მომ­ღე­რალ­საც კი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჩა­ვა­ტა­რე სო­ლო­კონ­ცერ­ტი. გარ­და ამი­სა, ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ვი­ყა­ვი აქ­ცი­ი­სა - "მომ­ღერ­ლე­ბი ნარ­კო­მა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ". მინ­დო­და, ამ ადა­მი­ა­ნებს გვერ­დში დავ­დგო­მო­დით, რათა ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წესს დაბ­რუ­ნე­ბოდ­ნენ.

- 2012 წელს, თქვენ დაბ­რუნ­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში და აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძეთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა...

- ჩემი მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. ვმუ­შა­ობ­დი რე­პერ­ტუ­არ­ზე. შემ­დეგ წა­ვე­დი ყა­ზა­ხეთ­ში. თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩემ­მა ყა­ზახ­მა მე­გობ­რე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს ჩა­მე­წე­რა ორი სიმ­ღე­რა ყა­ზა­ხურ ენა­ზე და რამ­დე­ნი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რივ­მა მსმე­ნელ­მა ძა­ლი­ან შე­იყ­ვა­რა ჩემი სიმ­ღე­რე­ბი, მა­ლე­ვე გავ­ხდი პო­პუ­ლა­რუ­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი რო­მან­სე­ბის სა­ღა­მო გავ­მარ­თე და ყა­ზა­ხებ­მა, იუ­მო­რით, "ახალ­გაზ­რდა ნანი ბრეგ­ვა­ძე" შე­მარ­ქვეს. ჩემ­მა სიმ­ღე­რებ­მა დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და მახ­სოვს, ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტის გახ­სნა­ზე მი­მიწ­ვი­ეს. კონ­ცერტს ეს­წრე­ბო­და მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი და მთე­ლი ყა­ზა­ხუ­რი პო­ლი­ტე­ლი­ტა. პრე­ზი­დენ­ტის­გან მხურ­ვა­ლე აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი და სა­ჩუ­ქა­რიც კი და­ვიმ­სა­ხუ­რე.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყა­ზა­ხეთ­ში სპე­ცი­ფი­კუ­რი ჰავა და კლი­მა­ტია, რა­მაც ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ცუ­დად იმოქ­მე­და და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი და­მე­ტო­ვე­ბი­ნა ქვე­ყა­ნა და დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი სამ­შობ­ლო­ში. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა უკ­რა­ი­ნი­დან. ოდე­სა­ში გა­ი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სად­მი მი­ძღვნი­ლი სა­ღა­მო. შე­ვას­რუ­ლე ჩვე­ნი ქვეყ­ნის ჰიმ­ნი და "ოდა უკ­რა­ი­ნე", რო­მე­ლიც ნი­ჭი­ერ­მა და ახლა უკვე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რულ­მა კომ­პო­ზი­ტორ­მა და მომ­ღე­რალ­მა კაკი ბოლ­ქვა­ძემ და­წე­რა. ტექ­სტი კი დე­და­ჩემს, ჟურ­ნა­ლისტ ლია ქო­რი­ძეს ეკუთ­ვნის. სა­ო­ცა­რი ემო­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია ამ სიმ­ღე­რამ. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ტი­როდ­ნენ, ამ­ბობ­დნენ: ასე არა­ვინ მო­ფე­რე­ბია უკ­რა­ი­ნა­სო.

- თუმ­ცა ასე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბის შემ­დეგ, თქვენ მა­ინც და­ტო­ვეთ უკა­რი­ნა და დაბ­რუნ­დით მოს­კოვ­ში.

- იმ დროს უკ­რა­ი­ნა­ში იყო ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი. ადა­მი­ანს კი ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სა­ვა­ლიც სჭირ­დე­ბა. სწო­რედ ამ დროს, მოს­კოვ­ში მოღ­ვა­წე ბიზ­ნეს­ლე­დის და ჩემი მე­გობ­რის სვეტ­ლა­ნა ბენ შლო­მოს­გან მი­ვი­ღე სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. გა­და­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში. და­ახ­ლო­ე­ბით ორი წელი ვი­მუ­შა­ვე იქ და შემ­დეგ დავ­ბრუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- რო­დის და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ის­რა­ელ­ში წა­მოს­ვლა?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მცი­რე ხანს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა მქონ­და, მა­შინ ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ის­რა­ელ­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბო­დი. მაგ­რამ ჩემი მე­გობ­რე­ბის სვეტ­ლა­ნა ბენ შლო­მოს, მალ­ხაზ ხუნ­დი­აშ­ვი­ლის და სე­სი­ლი ბი­ნი­აშ­ვი­ლი­სა დახ­მა­რე­ბით, გა­და­წყდა, ის­რა­ელ­ში წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის­რა­ელ­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი არ მიც­ნობ­და, მათ და­მარ­წმუ­ნეს, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში შე­მეძ­ლო საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რე­ბა.

- მა­შინ ალ­ბათ ვერც წარ­მო­იდ­გენ­დით, რომ ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი მომ­ღე­რა­ლი გახ­დე­ბო­დით ის­რა­ელ­ში.

- თავ­და­პირ­ვე­ლად ნამ­დვი­ლად ასე ვფიქ­რობ­დი, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­დეგ, წარ­მოდ­გე­ნა შე­მეც­ვა­ლა. ის­რა­ელ­ში ჩა­მოს­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ჩემი მე­გობ­რის ბავ­შვის ნათ­ლო­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ვიმ­ღე­რე და სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო და და­ი­წყო.... შემ­დეგ მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ახ­ლად გახ­სნი­ლი ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნი­დან. "სუფ­რა­ში" ორი წელი ვი­მუ­შა­ვე, თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი.

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ჩვენ ერ­თმა­ნე­თი რეს­ტო­რან "კინ­ტო­ში" გა­ვი­ცა­ნით და მახ­სოვს, იმ დროს უკვე ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი იყა­ვით, თუმ­ცა თით­ქმის ყო­ველ სა­ღა­მოს აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­დით რეს­ტო­რან­ში.

- მო­რის ჯა­ნაშ­ვი­ლის რეს­ტო­რა­ნი "კინ­ტო", ის­რა­ელ­ში ჩემს მე­ო­რე სახ­ლად იქცა, სა­დაც ასე­ვე ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი. ზო­გა­დად ვფიქ­რობ, რომ საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი წლე­ბი მქონ­და "კინ­ტო­ში". ამა­ში მო­რის ჯა­ნაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა.

- ბოლო დროს, არა­ერთ ის­რა­ე­ლელ ვარ­სკვლავ­თან ერ­თად იღებთ კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. რო­გორც ვიცი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შვი­ლის ნიშ­ნო­ბა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუმ­რის სტა­ტუ­სით იყა­ვით მიწ­ვე­უ­ლი... თუ სა­ი­დუმ­ლო არ არის, რა სიმ­ღე­რა უმ­ღე­რეთ პრე­მი­ე­რის ვაჟს?

- რამ­დენ­ჯერ­მე ვიმ­ღე­რე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, სა­დაც ის­რა­ე­ლე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი, სა­რიტ ჰა­და­დი, იან გო­ლა­ნი, ომერ ადა­მი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ... ზო­გა­დად მომ­ღერ­ლის­თვის, რო­მე­ლიც ცხოვ­რობს ის­რა­ელ­ში და მისი მო­მა­ვა­ლი ამ ქვე­ყა­ნას უკავ­შირ­დე­ბა, ვფიქ­რობ, ამ­გვარ პრეს­ტი­ჟულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დიდი პა­ტი­ვია. რაც შე­ე­ხე­ბა პრე­მი­ე­რის ვა­ჟის და­ხუ­რულ ნიშ­ნო­ბას, მათ მთხო­ვეს რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა, რა­ზეც სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი. მეტი დე­ტა­ლი ამ და­ხუ­რუ­ლი წვე­უ­ლე­ბი­დან არ შე­მიძ­ლია რომ გა­გიმ­ხი­ლოთ.

- ასეთ და­ხუ­რულ ელი­ტურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ალ­ბათ თქვე­ნი ანა­ზღა­უ­რე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ვარ­სკვლა­ვე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბას უტოლ­დე­ბა. რა­ტომ მღე­რით ისევ ქორ­წი­ლებ­ში, ნათ­ლო­ბებ­ში? რა­ტომ არ გეგ­მავთ ის­რა­ე­ლის შოუ-ბიზ­ნეს­ში ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბას?

- უპირ­ვე­ლე­სად უნდა გა­გიმ­ხი­ლოთ ჩემი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა. ეს ენის პრობ­ლე­მაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წლე­ბია ვცხოვ­რობ ის­რა­ელ­ში, ივ­რი­თუ­ლად სა­უ­ბა­რი არ შე­მიძ­ლია. ალ­ბათ ეს ერთ-ერთი ბა­რი­ე­რია კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და წინსვლის. რაც შე­ე­ხე­ბა ანა­ზღა­უ­რე­ბას, არ და­გი­მა­ლავთ და გე­ტყვით, რომ ნე­ბის­მი­ერ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ჩემი ჰო­ნო­რა­რი საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რია. მეტ­საც გე­ტყვით, ის­რა­ელ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი, მსმე­ნე­ლი მყავს, რომ­ლე­ბიც ჩემს მო­სას­მე­ნად და­დი­ან სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. მე მათ­თვის ვმღე­რი.

- ის­რა­ელ­ში დრო­ე­ბით სა­მუ­შა­ოდ ჩა­მო­სუ­ლი, აგერ უკვე ხუთი წე­ლია ამ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობთ. რო­გორც ვიცი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ის­რა­ელ­თან მე­უღ­ლე და ოჯა­ხი გა­კავ­ში­რებთ. მოგ­ვი­ყე­ვი ამის შე­სა­ხებ.

- ცხოვ­რე­ბა­ში ზო­გა­დად შემ­თხვე­ვით არა­ფე­რი ხდე­ბა. მა­შინ, რო­დე­საც ჩემს სა­მუ­შაო ვი­ზას ორ კვი­რა­ში ვადა გას­დი­ო­და, შემ­თხვე­ვით ჩემს მე­გო­ბარ მალ­ხაზ ხუ­დ­ნი­აშ­ვილ­თან სტუმ­რო­ბი­სას გა­ვი­ცა­ნი გია ბე­რი­ძე. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი. რო­მელ­საც შე­ვუყ­ვარ­დი და ასე და­ი­წყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. ქორ­წი­ლი თბი­ლის­ში გვქონ­და... ასე გახ­და აგერ უკვე მე­ხუ­თე წე­ლია ის­რა­ე­ლი ჩემი მე­ო­რე სამ­შობ­ლო.

- ცხოვ­რობთ ის­რა­ელ­ში, თუმ­ცა მე­ო­რე ოჯა­ხი, შვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გყავთ...

- ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ოჯა­ხი მყავს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩემი ორი შვი­ლი, ორი შვი­ლიშ­ვი­ლი, ჩემი მა­მო­ბი­ლი და მე­გობ­რე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ორი წლის წინ დედა გარ­და­მეც­ვა­ლა, უნი­ჭი­ე­რე­სი ჟურ­ნა­ლის­ტი ლია ქო­რი­ძე, რაც ჩემ­თვის უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი იყო და დღემ­დე მი­ჭირს მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა. ჩემს ოჯახს ძა­ლი­ან უჭირთ უჩე­მო­ბა, თუმ­ცა ვცდი­ლობ, წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე ან მე ჩა­ვი­დე თბი­ლის­ში მათ­თან, ან ისი­ნი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნო ჩემ­თან აქ. თუმ­ცა გა­მი­მარ­თლა რომ ის­რა­ელ­ში ბევ­რი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე, მყავს დე­დო­ბი­ლე­ბი: დოდო ელი­შა­კო­ვი, ლა­მა­რა პა­პი­აშ­ვი­ლი, თა­მარ წე­რე­თე­ლი, რომ­ლე­ბიც დე­დობ­რი­ვი სით­ბო­თი და ყუ­რა­დღე­ბით მა­ნე­ბივ­რე­ბენ.

ავ­ტო­რი: მი­ხე­ილ ხე­ცო­ი­ძე, სპე­ცი­ა­ლუ­რად ambebi.ge-სთვის ის­რა­ე­ლი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"პრემიერის ვაჟის დახურულ ნიშნობაზე ქართული სიმღერების შესრულება მთხოვეს " - ისრაელში ყველაზე პოპულარული ქართველი მომღერლის ცხოვრება და კარიერა

"პრემიერის ვაჟის დახურულ ნიშნობაზე ქართული სიმღერების შესრულება მთხოვეს " - ისრაელში ყველაზე პოპულარული ქართველი მომღერლის ცხოვრება და კარიერა

ჩემი რესპონდენტი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პოპულარული ქართველი მომღერალია ისრაელში. რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში, წარმატებული მუსიკალური კარიერის შემდეგ, ფიქრია მეგრელაძე შემოქმედებით ცხოვრებას ისრაელში აგრძელებს.

წლების წინ, მომღერლის ერთი შემთხვევითი სტუმრობა ისრაელში მისთვის განსაკუთრებით იღბლიანი და წარმატებული გამოდგა.

ის ახლა, ისრაელში თითქმის ყველა ქართულ-ებრაული წვეულებების, ეს იქნება ქორწილი, ნიშნობა, ნათლობა (ბარმიცვა) თუ სხვა, განსაკუთრებული სტუმარია. ის არა მხოლოდ ქართველი ემიგრანტებისთვის მღერის. მისი მრავალფეროვანი რეპერტუარით მოხიბლულმა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მისი შვილის ნიშნობაზე სპეციალური სტუმრის სტატუსითაც კი მიიწვია.

ფიქრია მეგრელაძე:

- საქართველოში ძალიან ლამაზი, ლაღი ბავშვობა მქონდა. 6 წლის ასაკში, როდესაც მუსიკალურ სკოლაში მიმიღეს, დირექტორმა მკითხა, ფიქრია რას გვიმღერებო? - მეც თამამად დავჯექი ფორტეპიანოსთან და ვიმღერე ცნობილი სიმღერა "აჭრიალებს ქარი კარებს" - სწორედ აქედან დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები მუსიკალურ სამყაროში. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება ექიმობაზე ვოცნებობდი, რატომღაც მოხდა ისე, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოქიმიის ფაკულტეტზე ჩავაბარე... შემდეგ გავთხოვდი და საცხოვრებლად წავედით მოსკოვში. საქართველოში თითქმის ყოველთვე სტუმრად ჩამოვდიოდი და მუსიკალურ საღამოებს ვაწყობდი, ვწერდი სიმღერებს, ვიღებდი კლიპებს და ა.შ. თავდაპირველად ეს ჩემი ჰობი იყო, შემდეგ შემოსავლის წყარო გახდა და ასე დარჩა დღემდე.

- საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო თქვენი სასცენო კარიერა...

- ნამდვილად. დაახლოებით 14 წლის ასაკში, მივიღე დიდი რეჟისორის, ნიკიტა მიხალკოვის ფილმის ქასთინგში მონაწილეობა. დაგეგმილი იყო ალექსანდრე გრიბოედოვზე ფილმის გადაღება. 1 500 ბავშვიდან მე დამამტკიცეს ნინო ჭავჭავაძის როლზე. შემდეგ მოსკოვშიც ვიყავი "გორკის" სახელობის კინოსტუდიაში, სადაც ასევე, ჩატარდა კინოსინჯები. საბოლოოდ, დამამტკიცეს როლზე. თუმცა, მალევე ნიკიტა მიხალკოვი იტალიაში, მარჩელო მასტროიანის გადასაღებად წავიდა და დაგეგმილი ფილმი ვეღარ გადაიღო.

- 90-იან წლებში, მახსოვს თქვენი მუსიკალური ვიდეორგოლები აქტიურად ტრიალებდა ქართულ ტელეარხებზე. ძალიან პოპულარული იყავით, თუმცა შემდეგ თითქოს გაუჩინარდით. რას უკავშირდებოდა თქვენი ეს შემოქმედებითი პაუზა?

- ალბათ ჩემს მოსკოვურ ცხოვრებას. მახსოვს, წლების წინ, ჩემი პირველი ვიდეორგოლი სიმღერაზე "ვედრება", "მაესტროზე" გავიდა. მაშინ მხოლოდ ერთი მუსიკალური ტელევიზია იყო საქართველოში. შესამაბისად, მუსიკალური კლიპები არ ჰქონდა ბევრ უკვე ძალიან ცნობილ მომღერალსაც კი. მოგვიანებით, ჩავატარე სოლოკონცერტი. გარდა ამისა, ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი აქციისა - "მომღერლები ნარკომანიის წინააღმდეგ". მინდოდა, ამ ადამიანებს გვერდში დავდგომოდით, რათა ცხოვრების ჯანსაღ წესს დაბრუნებოდნენ.

- 2012 წელს, თქვენ დაბრუნდით საქართველოში და აქტიურად განაგრძეთ შემოქმედებითი ცხოვრება...

- ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე. ვმუშაობდი რეპერტუარზე. შემდეგ წავედი ყაზახეთში. თავდაპირველად, ჩემმა ყაზახმა მეგობრება შემომთავაზეს ჩამეწერა ორი სიმღერა ყაზახურ ენაზე და რამდენიმე ღონისძიებაში მიმეღო მონაწილეობა, თუმცა ადგილობრივმა მსმენელმა ძალიან შეიყვარა ჩემი სიმღერები, მალევე გავხდი პოპულარული. მოგვიანებით რუსულენოვანი რომანსების საღამო გავმართე და ყაზახებმა, იუმორით, "ახალგაზრდა ნანი ბრეგვაძე" შემარქვეს. ჩემმა სიმღერებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მახსოვს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამთავრობო კონცერტის გახსნაზე მიმიწვიეს. კონცერტს ესწრებოდა მაშინდელი პრეზიდენტი და მთელი ყაზახური პოლიტელიტა. პრეზიდენტისგან მხურვალე აპლოდისმენტები და საჩუქარიც კი დავიმსახურე.

მოგეხსენებათ, ყაზახეთში სპეციფიკური ჰავა და კლიმატია, რამაც ჩემს ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედა და იძულებული გავხდი დამეტოვებინა ქვეყანა და დავბრუნებულიყავი სამშობლოში. ამავე პერიოდში მივიღე შემოთავაზება უკრაინიდან. ოდესაში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საღამო. შევასრულე ჩვენი ქვეყნის ჰიმნი და "ოდა უკრაინე", რომელიც ნიჭიერმა და ახლა უკვე ძალიან პოპულარულმა კომპოზიტორმა და მომღერალმა კაკი ბოლქვაძემ დაწერა. ტექსტი კი დედაჩემს, ჟურნალისტ ლია ქორიძეს ეკუთვნის. საოცარი ემოციები გამოიწვია ამ სიმღერამ. უკრაინელები ტიროდნენ, ამბობდნენ: ასე არავინ მოფერებია უკრაინასო.

- თუმცა ასეთი გამოხმაურებების შემდეგ, თქვენ მაინც დატოვეთ უკარინა და დაბრუნდით მოსკოვში.

- იმ დროს უკრაინაში იყო ეკონომიკური კრიზისი. ადამიანს კი ფინანსური შემოსავალიც სჭირდება. სწორედ ამ დროს, მოსკოვში მოღვაწე ბიზნესლედის და ჩემი მეგობრის სვეტლანა ბენ შლომოსგან მივიღე საინტერესო შემოთავაზება. გადავედი საცხოვრებლად მოსკოვში. დაახლოებით ორი წელი ვიმუშავე იქ და შემდეგ დავბრუნდი საქართველოში.

- როდის და რატომ გადაწყვიტეთ ისრაელში წამოსვლა?

- საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მცირე ხანს შემოქმედებითი პაუზა მქონდა, მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, თუ ისრაელში აღმოვჩნდებოდი. მაგრამ ჩემი მეგობრების სვეტლანა ბენ შლომოს, მალხაზ ხუნდიაშვილის და სესილი ბინიაშვილისა დახმარებით, გადაწყდა, ისრაელში წამოვსულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში მაყურებელი არ მიცნობდა, მათ დამარწმუნეს, რომ ამ ქვეყანაში შემეძლო საკმაოდ აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრება.

- მაშინ ალბათ ვერც წარმოიდგენდით, რომ ასეთი პოპულარული მომღერალი გახდებოდით ისრაელში.

- თავდაპირველად ნამდვილად ასე ვფიქრობდი, თუმცა რამდენიმე ღონისძიებაში მონაწილეობის შემდეგ, წარმოდგენა შემეცვალა. ისრაელში ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში, ჩემი მეგობრის ბავშვის ნათლობის ღონისძიებაში ვიმღერე და სწორედ აქედან დაიწყო და დაიწყო.... შემდეგ მივიღე შემოთავაზება ახლად გახსნილი ქართული რესტორნიდან. "სუფრაში" ორი წელი ვიმუშავე, თუმცა პარალელურად სხვადასხვა ღონისძიებებში ვმონაწილეობდი.

- რამდენიმე წლის წინ, ჩვენ ერთმანეთი რესტორან "კინტოში" გავიცანით და მახსოვს, იმ დროს უკვე ძალიან ცნობილი მომღერალი იყავით, თუმცა თითქმის ყოველ საღამოს აქტიურად მუშაობდით რესტორანში.

- მორის ჯანაშვილის რესტორანი "კინტო", ისრაელში ჩემს მეორე სახლად იქცა, სადაც ასევე ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. ზოგადად ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო შემოქმედებითი წლები მქონდა "კინტოში". ამაში მორის ჯანაშვილი ძალიან დამეხმარა.

- ბოლო დროს, არაერთ ისრაელელ ვარსკვლავთან ერთად იღებთ კონცერტებში მონაწილეობას. როგორც ვიცი, პრემიერ-მინისტრის შვილის ნიშნობაში სპეციალური სტუმრის სტატუსით იყავით მიწვეული... თუ საიდუმლო არ არის, რა სიმღერა უმღერეთ პრემიერის ვაჟს?

- რამდენჯერმე ვიმღერე ღონისძიებაზე, სადაც ისრაელელი ვარსკვლავები, სარიტ ჰადადი, იან გოლანი, ომერ ადამი მონაწილეობდნენ... ზოგადად მომღერლისთვის, რომელიც ცხოვრობს ისრაელში და მისი მომავალი ამ ქვეყანას უკავშირდება, ვფიქრობ, ამგვარ პრესტიჟულ ღონისძიებებში მონაწილეობა დიდი პატივია. რაც შეეხება პრემიერის ვაჟის დახურულ ნიშნობას, მათ მთხოვეს რამდენიმე ქართული სიმღერის შესრულება, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. მეტი დეტალი ამ დახურული წვეულებიდან არ შემიძლია რომ გაგიმხილოთ.

- ასეთ დახურულ ელიტურ ღონისძიებებზე ალბათ თქვენი ანაზღაურება ადგილობრივი ვარსკვლავების ანაზღაურებას უტოლდება. რატომ მღერით ისევ ქორწილებში, ნათლობებში? რატომ არ გეგმავთ ისრაელის შოუ-ბიზნესში ადგილის დამკვიდრებას?

- უპირველესად უნდა გაგიმხილოთ ჩემი მთავარი პრობლემა. ეს ენის პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ წლებია ვცხოვრობ ისრაელში, ივრითულად საუბარი არ შემიძლია. ალბათ ეს ერთ-ერთი ბარიერია კარიერული განვითარების და წინსვლის. რაც შეეხება ანაზღაურებას, არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ნებისმიერ ღონისძიებაზე ჩემი ჰონორარი საკმაოდ სოლიდურია. მეტსაც გეტყვით, ისრაელში ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი, მსმენელი მყავს, რომლებიც ჩემს მოსასმენად დადიან სხვადასხვა ღონისძიებებზე. მე მათთვის ვმღერი.

- ისრაელში დროებით სამუშაოდ ჩამოსული, აგერ უკვე ხუთი წელია ამ ქვეყანაში ცხოვრობთ. როგორც ვიცი, შემოქმედებითი ცხოვრების პარალელურად ისრაელთან მეუღლე და ოჯახი გაკავშირებთ. მოგვიყევი ამის შესახებ.

- ცხოვრებაში ზოგადად შემთხვევით არაფერი ხდება. მაშინ, როდესაც ჩემს სამუშაო ვიზას ორ კვირაში ვადა გასდიოდა, შემთხვევით ჩემს მეგობარ მალხაზ ხუდნიაშვილთან სტუმრობისას გავიცანი გია ბერიძე. არაჩვეულებრივი ადამიანი. რომელსაც შევუყვარდი და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ქორწილი თბილისში გვქონდა... ასე გახდა აგერ უკვე მეხუთე წელია ისრაელი ჩემი მეორე სამშობლო.

- ცხოვრობთ ისრაელში, თუმცა მეორე ოჯახი, შვილები საქართველოში გყავთ...

- ძალიან ლამაზი ოჯახი მყავს საქართველოში. ჩემი ორი შვილი, ორი შვილიშვილი, ჩემი მამობილი და მეგობრები. სამწუხაროდ, ორი წლის წინ დედა გარდამეცვალა, უნიჭიერესი ჟურნალისტი ლია ქორიძე, რაც ჩემთვის უდიდესი ტკივილი იყო და დღემდე მიჭირს მის გარეშე ცხოვრება. ჩემს ოჯახს ძალიან უჭირთ უჩემობა, თუმცა ვცდილობ, წელიწადში რამდენჯერმე ან მე ჩავიდე თბილისში მათთან, ან ისინი ჩამოვიყვანო ჩემთან აქ. თუმცა გამიმართლა რომ ისრაელში ბევრი მეგობარი შევიძინე, მყავს დედობილები: დოდო ელიშაკოვი, ლამარა პაპიაშვილი, თამარ წერეთელი, რომლებიც დედობრივი სითბოთი და ყურადღებით მანებივრებენ.

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე, სპეციალურად ambebi.ge-სთვის ისრაელიდან

ეზოებში გაფენილი წითელი ხალიჩები და საღამოს კაბებში გამოწყობილი ვარსკვლავები სახლებში - ფოტოები Emmy-ის ონლაინ და ყველაზე უჩვეულო დაჯილდოებიდან

"ვაღიარებ, არასწორი ქმედება იყო.. მინდა, ბოდიში მოვუხადო მას", - ნინი ბადურაშვილის პირველი კომენტარი "ფეისბუქ" სკანდალის შემდეგ

სოფიკო ჭიაურელი და სერგო ფარაჯანოვი ლედი გაგას ახალ კლიპში - რატომ გადაწყვიტა მომღერალმა ახალ ვიდეორგოლში წარსულის კადრების გამოყენება