ავტორი:

ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც პანდემიასთან არასათანადო ბრძოლის გამო აკრიტიკებდნენ, თანამდებობიდან გადადგა - "ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო"

ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც პანდემიასთან არასათანადო ბრძოლის გამო აკრიტიკებდნენ, თანამდებობიდან გადადგა - "ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო"

ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი ადამ ვოიტექი, რომელსაც კორონავირუსის პანდემიასთან არასათანადოდ გამკლავების გამო აკრიტიკებდნენ, თანამდობობიდან გადადგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ადამ ვოიტექმა განაცხადა, რომ მან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე შეიტანა, თუმცა აღნიშნა, რომ "კოვიდ 19"-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ჩეხეთში ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო.

"კოვიდ 19-ის ეპიდემიის სამართავად ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, არაფრის მრცხვენია,“- განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

ადამ ვოიტექი ჯანდაცვის მინისტრად 2017 წლის დეკემბერში დაინიშნა.

Worldometers-ის მონაცემებით, ჩეხეთში კორონავირუსის 49 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 500-ზე მეტი ადამიანი დაღუპულია.

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი კორონავირუსით გარდაიცვალა

ტრამპს გაუგზავნეს ამანათი, რომელშიც მომწამვლელი ნივთიერება რიცინი აღმოჩნდა - რას იუწყება CNN გამოძიებაზე?

"ნოვიჩოკის" შემქმნელის სკანდალური განცხადება და ბოდიში ალექსეი ნავალნის