კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რევაზ კოპალაძე: სპეციალური მმართველის შემოყვანით, კომუნიკაციების კომისია უკანონოდ იკანონებს კომპანიაზე საკუთრების უფლებას
რევაზ კოპალაძე: სპეციალური მმართველის შემოყვანით, კომუნიკაციების კომისია უკანონოდ იკანონებს კომპანიაზე საკუთრების უფლებას

კომ­პა­ნია „NEQSOL ჰოლ­დინ­გმა“ 2019 წელს სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო კომ­პა­ნია “კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის” მშო­ბელ კომ­პა­ნი­ა­ში 49%-იანი წილი შე­ის­ყი­და და მას­ში $61 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. სწო­რედ ამ გა­რი­გე­ბას მოჰ­ყვა სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის და მთავ­რო­ბის მკვეთ­რი რე­აქ­ცია. კო­მი­სია მი­უ­თით­დებ­და, რომ გა­რი­გე­ბა მათ­თან არ იყო წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი, რა­საც „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის­თვის“ მკაც­რი სან­ქცია უნდა მოჰ­ყო­ლო­და. კო­მი­სი­ამ კომ­პა­ნი­ის­გან გა­რი­გე­ბის გა­ბა­თი­ლე­ბა და სტა­ტუს ქვოს აღ­დგე­ნა მო­ი­თხო­ვა.

კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ამ და მთავ­რო­ბამ გა­და­წყვი­ტეს პრობ­ლე­მა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის გზით მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნათ და პარ­ლა­მენტს ცვლი­ლე­ბე­ბის პა­კე­ტი შეს­თა­ვა­ზეს. კა­ნო­ნის ცვლი­ლე­ბის რე­ა­ლურ მი­ზე­ზად ბევ­რი ექ­სპერ­ტი, პო­ლი­ტი­კო­სი და უცხო­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტი სწო­რედ „კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­სა“ და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ას შო­რის წარ­მოქ­მნილ და­ვას ასა­ხე­ლებს. ექ­სპერ­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ კა­ნო­ნი ერთი კომ­პა­ნი­ის­თვის, „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის­თვის“ შეც­ვა­ლეს, თუმ­ცა ცვლი­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ყვე­ლა ქარ­თვე­ლი თუ უცხო­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ი­ტა­ნა და პარ­ლა­მენ­ტმა ცხა­რე დე­ბა­ტე­ბის და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც მი­ი­ღო.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში მი­ღე­ბულ­მა ამ კა­ნონ­მა, რო­მელ­საც კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი ბიზ­ნე­სის­თვის და­მა­ზი­ა­ნებ­ლად და არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად მი­იჩ­ნე­ვენ, აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე.

„კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი“ კი სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას სა­კონ­სტი­ტი­ციო სა­სა­მარ­თლო­ში უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში აპი­რებს.

კომ­პა­ნი­ის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ გე­ნე­რა­ლურ დირ­ქტორს რე­ვაზ კო­პა­ლა­ძეს სა­უბ­რობს.

ბა­ტო­ნო რე­ვაზ, „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ საქ­მე და პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი კა­ნონ­ში „ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ მო­ექ­ცა. ისე­თი გავ­ლე­ნი­ა­ნი დიპ­ლო­მა­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა მე­თიუ ბრა­ი­ზა და კურტ ვოლ­კე­რი პირ­და­პირ ამ­ბო­ბენ, რომ ეს არის სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ზე­წო­ლა ბიზ­ნეს­ზე.

და­ე­ტყო თუ არა ბიზ­ნესს ის ქმე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ჯერ ჯა­რი­მე­ბის, შემ­დეგ კი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის სა­ხით გან­ხორ­ცი­ელ­და?

ბიზ­ნე­სის მთა­ვა­რი მტე­რია გა­ნუ­სა­ზღვრე­ლო­ბა, იმის არ ცოდ­ნა რა მოხ­დე­ბა ხვალ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სია, თით­ქმის ერთი წელი, აპი­რებ­და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბას კომ­პა­ნი­ის­თვის, შემ­დეგ კა­ნო­ნის ახა­ლი რე­დაქ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, რო­მე­ლიც მხო­ლოდ „კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­ზეა“ მორ­გე­ბუ­ლი უკვე კომ­პა­ნია სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნის რის­კის წი­ნა­შეც დგას.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არც ერთი და არც მე­ო­რე ჯერ არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა, კომ­პა­ნი­ამ მი­ი­ღო უდი­დე­სი ფი­ნან­სუ­რი და რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი“ ინ­ტერ­ნე­ტის უმ­სხვი­ლე­სი სა­ბი­თუ­მო მიმ­წო­დე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და რე­გი­ონ­ში, რომ­ლის მყიდ­ვე­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­ცა­ლო ბა­ზარ­ზე ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ონ მომ­ხმა­რე­ბელს. ცხა­დია რომ სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ასე­თი ზე­წო­ლა აში­ნებს ჩვენს ბიზ­ნესს პარტნი­ო­რებს, რომ­ლე­ბიც თა­ვის მხრივ ეძე­ბენ მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­ძე­ნის ალ­ტერ­ნა­ტი­ვებს, რათა უფრო და­ცუ­ლად იგ­რძნონ თავი, რაც თა­ვის მხრივ საგ­რძნობ­ლად ამ­ცი­რებს კომ­პა­ნი­ის შე­მო­სავ­ლებს და ასუს­ტებს სა­მე­წარ­მეო აქ­ტი­ვო­ბას.

გარ­და ამი­სა, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, შე­უძ­ლე­ბე­ლია გრძელ­ვა­დი­ა­ნი შე­თან­ხმე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა, არა­და ჩვე­ნი ბიზ­ნე­სის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა სწო­რედ გრძელ­ვა­დი­ან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეა აგე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად დღეს კომ­პა­ნია ფიქ­რობს არა გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, რო­გო­რი­ცაა სა­ქარ­თვე­ლოს ციფ­რულ მო­ნა­ცემ­თა გაც­ვლის ცენ­ტრად ქცე­ვა, მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი არე­ა­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა და ა.შ არა­მედ იბ­რძვის გა­დარ­ჩე­ნის­თვის, რაც აზა­რა­ლებს არა მხო­ლოდ კომ­პა­ნი­ას, არა­მედ ქვეყ­ნის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბას მთლი­ა­ნად.

არ შე­მიძ­ლია არ შე­ვე­ხო ყვე­ლა­ზე მთა­ვარ პრობ­ლე­მას, რომ­ლის წი­ნა­შეც დგას კომ­პა­ნია. შე­მიძ­ლია თა­მა­მად ვთქვა, რომ კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­ში მუ­შა­ო­ბენ არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთე­ლი რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით სა­უ­კე­თე­სო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც პრაქ­ტი­კუ­ლად შექ­მნეს ეს კომ­პა­ნია პირ­ვე­ლი დღი­დან და ამა­ყო­ბენ იმით, რომ სა­უ­კე­თე­სო მომ­სა­ხუ­რე­ბას აწ­ვდი­ან ქვე­ყა­ნას. ამ ადა­მი­ა­ნებს წე­ლი­წად­ზე მე­ტია ეს­მით, რომ კომ­პა­ნი­ამ შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბო­ბა შე­წყვი­ტოს. ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი არ არის რო­გორ სტრეს­ში და გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა, ვენ­დი მორ­ტონ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ დე­ბა­ტებ­ში, პირ­და­პირ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ელ­ჩო იც­ნობს „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის საქ­მეს“ და მო­მა­ვალ­შიც დიდი ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­დე­ბი­ან მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ გახ­და ეს თემა ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ დო­ნის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­თვის?

სა­კუთ­რე­ბი­სა და მე­წარ­მე­ო­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს ერ­თმა­ნეთ­თან ორ­გა­ნუ­ლად და­კავ­ში­რე­ბულ პრინ­ცი­პულ ფა­სე­უ­ლო­ბებს, რაც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­სათ­ვის და ერ­თა­დერ­თი გზაა სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, ქვეყ­ნე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­ვა­მენ სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ისეთ ქმე­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ ერე­ვა „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ სა­მე­წარ­მეო თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში.

ამას­თა­ნა­ვე, ბრი­ტა­ნუ­ლი ფონ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ახორ­ცი­ე­ლე­ბენ საგ­რან­ტო პროგ­რა­მებს, რომ­ლე­ბიც მიზ­ნად ისა­ხავს სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. მო­გიყ­ვანთ სა­ხელ­წი­ფო მი­ნის­ტრის სი­ტყვე­ბის ამო­ნა­რიდს - „ბრი­ტა­ნე­თის მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ფონ­დი (GGF) სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თვის სის­ტე­მე­ბის რე­ფორ­მი­რე­ბა­სა და სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ჩვე­ნი მი­ზა­ნია ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა და კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა. ფონ­დი მხარს უჭერს სა­ხელ­მწი­ფო­სა და ინ­ვეს­ტო­რებს შო­რის დი­ა­ლოგს, საქ­მი­ა­ნი გა­რე­მოს გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად“. შე­სა­ბა­მი­სად, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის ქე­ი­სი არ მოქ­ცე­უ­ლი­ყო დიპ­ლო­მა­ტე­ბის ყუ­რად­რე­ბის ცენ­ტრში.

„კავ­კა­სუს ონ­ლა­ინს“ უკვე გა­ცხა­დე­ბუ­ლი აქვს, რომ და­ვას გა­აგ­რძე­ლებს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში. რო­დის აპი­რებთ სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას და რო­გორ ფიქ­რობთ, რა შან­სე­ბი გაქვთ?

სარ­ჩე­ლი თით­ქმის მომ­ზა­დე­ბუ­ლია და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ჩა­ვა­ბა­რებთ. რაც შე­ე­ხე­ბა მო­გე­ბის შან­სებს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს ჩვენს სარ­ჩელს და არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნობს კა­ნო­ნის იმ ნორ­მებს და ისეთ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას, რო­მე­ლიც ზღუ­დავს კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბულ უფ­ლე­ბებს. პირ­ვე­ლი, რაც ზე­და­პირ­ზე­ვეა და აშ­კა­რაა, არის ის, რომ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ვა­დე­ბი კა­ნო­ნის ხა­რისხზე პირ­და­პირ აი­სა­ხა, ეს უდა­ვოა. კა­ნო­ნი და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია და რიგი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბი, კვლე­ვა, შე­ფა­სე­ბა არ ახ­ლავს თან. გან­მარ­ტე­ბი­თი ბა­რა­თი, თქვენც შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ სა­დაც პირ­და­პირ წე­რია, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში მი­ღე­ბუ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის დო­კუ­მენ­ტე­ბი უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს, ასე­თი არ მომ­ზა­დე­ბუ­ლა, არც ჩა­ტა­რე­ბუ­ლა.

რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი უხა­რის­ხო კა­ნო­ნი არის შე­უ­სა­ბა­მო კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რივ სტან­დარ­ტებ­თან. კა­ნო­ნი კო­მი­სი­ას გა­ნუ­სა­ზღვრელ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს უდ­გენს ერ­თპი­როვ­ნუ­ლად ჩა­ე­რი­ოს კერ­ძო სუ­ბი­ექ­ტის ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და მე­წარ­მე­ო­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში. კა­ნონ­ში პირ­და­პირ წე­რია, რომ სპე­ცი­ა­ლურ მმარ­თველს, რო­მე­ლიც კო­მი­სი­ამ შე­იძ­ლე­ბა და­უ­ნიშ­ნოს ავ­ტო­რი­ზე­ბულ პირს, ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­თავ­სე­ბა შე­უძ­ლია: დი­რექ­ტო­რი­დან და­წყე­ბუ­ლი აქ­ცი­ო­ნერ­თა კრე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

გან­სა­კუთ­რე­ბით გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის მო­ცე­მუ­ლო­ბა, რომ წი­ნას­წა­რი სა­სა­მარ­თლო კონ­ტრო­ლი ამ პრო­ცეს­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემ­თვის რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნია სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს ჩვე­ნი სარ­ჩე­ლი და არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად არ სცნოს გვი­ან ღა­მით სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნებ­ზე „გან­ხი­ლუ­ლი“ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი.

ფაქ­ტია, სა­ხელ­მწი­ფომ ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით და­ა­კა­ნო­ნა „სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის ინ­სტი­ტუ­ტი“, ელო­დე­ბით თუ არა მას კომ­პა­ნი­ა­ში და სა­ერ­თოდ რას ნიშ­ნავს სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი, არის თუ არა მსგავ­სი სა­ხის მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი სხვა ქვეყ­ნებ­ში?

შე­გახ­სე­ნებთ რომ კო­მი­სი­ამ „კავ­კა­სუს ონ­ლა­ინს“ მოს­თხო­ვა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი მე­სა­კუთ­რის მიერ წი­ლის გას­ხვი­სე­ბის ტრან­ზაქ­ცი­ის შებ­რუ­ნე­ბა. „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ვერ ას­რუ­ლებს, რად­გან შე­უძ­ლე­ბე­ლია კომ­პა­ნი­ამ მე­სა­მე პი­რე­ბის მიერ გას­ხვი­სე­ბუ­ლი წი­ლე­ბის ნას­ყი­დო­ბის ტრან­ზაქ­ცია შე­აბ­რუ­ნოს. თუმ­ცა ცალ­სა­ხაა, რომ ამას ვერც კო­მი­სი­ის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი შეძ­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, თუ გა­და­წყდა კომ­პა­ნი­ა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის შე­მოყ­ვა­ნა, მისი სა­შუ­ა­ლე­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად, კო­მი­სია იკა­ნო­ნებს კომ­პა­ნი­ა­ზე სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბას, რაც წარ­მო­ად­გენს ექ­სპროპ­რე­ა­ცი­ას. ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, გა­მო­იწ­ვევს უფრო დიდ სა­ერ­თა­შო­რი­სო ზე­წო­ლას და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უ­ა­რე­სებს სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს, ამი­ტომ იმედს ვი­ტო­ვებ, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი მხო­ლოდ კა­ნო­ნის ფურ­ცელ­ზე დარ­ჩე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას, მო­გახ­სე­ნებთ, რომ ცნო­ბილ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ას და­ვუკ­ვე­თეთ კვლე­ვა, რო­მელ­მაც უნდა გვაჩ­ვე­ნოს ევ­რო­კავ­შირ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის არ­სე­ბო­ბის და მისი და­ნიშ­ვნის პრაქ­ტი­კა. ამი­ტომ არ გა­ვუს­წრებ მოვ­ლე­ნებს და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მო­გაწ­ვდით კვლე­ვის შე­დე­გებს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?
ავტორი:

რევაზ კოპალაძე: სპეციალური მმართველის შემოყვანით, კომუნიკაციების კომისია უკანონოდ იკანონებს კომპანიაზე საკუთრების უფლებას

რევაზ კოპალაძე: სპეციალური მმართველის შემოყვანით, კომუნიკაციების კომისია უკანონოდ იკანონებს კომპანიაზე საკუთრების უფლებას

კომპანია „NEQSOL ჰოლდინგმა“ 2019 წელს სატელეკომუნიკაციო კომპანია “კავკასუს ონლაინის” მშობელ კომპანიაში 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაქცია. კომისია მიუთითდებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც „კავკასუს ონლაინისთვის“ მკაცრი სანქცია უნდა მოჰყოლოდა. კომისიამ კომპანიისგან გარიგების გაბათილება და სტატუს ქვოს აღდგენა მოითხოვა.

კომუნიკაციების კომისიამ და მთავრობამ გადაწყვიტეს პრობლემა საკანონმდებლო ცვლილებების გზით მოეგვარებინათ და პარლამენტს ცვლილებების პაკეტი შესთავაზეს. კანონის ცვლილების რეალურ მიზეზად ბევრი ექსპერტი, პოლიტიკოსი და უცხოელი დიპლომატი სწორედ „კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის წარმოქმნილ დავას ასახელებს. ექსპერტები აცხადებენ, რომ კანონი ერთი კომპანიისთვის, „კავკასუს ონლაინისთვის“ შეცვალეს, თუმცა ცვლილებების წინააღმდეგი იყო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე ყველა ქართველი თუ უცხოელი ბიზნესმენი. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ ცვლილებები გაიტანა და პარლამენტმა ცხარე დებატების და წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მიიღო.

საქართველოს პარლამენტში მიღებულმა ამ კანონმა, რომელსაც კონსტიტუციონალისტები ბიზნესისთვის დამაზიანებლად და არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ, აჟიოტაჟი გამოიწვია საერთაშორისო დონეზე.

„კავკასუს ონლაინი“ კი სარჩელის შეტანას საკონსტიტიციო სასამართლოში უახლოეს დღეებში აპირებს.

კომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე „კავკასუს ონლაინის“ გენერალურ დირქტორს რევაზ კოპალაძეს საუბრობს.

ბატონო რევაზ, „კავკასუს ონლაინის“ საქმე და პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები კანონში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საერთაშორისო ექსპერტების ყურადღების ქვეშ მოექცა. ისეთი გავლენიანი დიპლომატები, როგორიცაა მეთიუ ბრაიზა და კურტ ვოლკერი პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლა ბიზნესზე.

დაეტყო თუ არა ბიზნესს ის ქმედებები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჯერ ჯარიმების, შემდეგ კი საკანონმდებლო ცვლილებების სახით განხორციელდა?

ბიზნესის მთავარი მტერია განუსაზღვრელობა, იმის არ ცოდნა რა მოხდება ხვალ. მოგეხსენებათ, რომ კომუნიკაციების კომისია, თითქმის ერთი წელი, აპირებდა ავტორიზაციის შეჩერებას კომპანიისთვის, შემდეგ კანონის ახალი რედაქციის პირობებში, რომელიც მხოლოდ „კავკასუს ონლაინზეა“ მორგებული უკვე კომპანია სპეციალური მმართველის დანიშვნის რისკის წინაშეც დგას.

მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი და არც მეორე ჯერ არ განხორციელებულა, კომპანიამ მიიღო უდიდესი ფინანსური და რეპუტაციული ზიანი. შეგახსენებთ, რომ „კავკასუს ონლაინი“ ინტერნეტის უმსხვილესი საბითუმო მიმწოდებელია საქართველოში და რეგიონში, რომლის მყიდველებიც სხვადასხვა ქვეყანაში საცალო ბაზარზე ემსახურებიან ათეულობით მილიონ მომხმარებელს. ცხადია რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ზეწოლა აშინებს ჩვენს ბიზნესს პარტნიორებს, რომლებიც თავის მხრივ ეძებენ მომსახურების შეძენის ალტერნატივებს, რათა უფრო დაცულად იგრძნონ თავი, რაც თავის მხრივ საგრძნობლად ამცირებს კომპანიის შემოსავლებს და ასუსტებს სამეწარმეო აქტივობას.

გარდა ამისა, ასეთ ვითარებაში, შეუძლებელია გრძელვადიანი შეთანხმებების გაფორმება, არადა ჩვენი ბიზნესის თავისებურება სწორედ გრძელვადიან ურთიერთობებზეა აგებული. შესაბამისად დღეს კომპანია ფიქრობს არა განვითარებაზე და სამომავლო გეგმების განხორციელებაზე, როგორიცაა საქართველოს ციფრულ მონაცემთა გაცვლის ცენტრად ქცევა, მომსახურების მიწოდების გეოგრაფიული არეალის გაფართოება და ა.შ არამედ იბრძვის გადარჩენისთვის, რაც აზარალებს არა მხოლოდ კომპანიას, არამედ ქვეყნის კონკურენტუნარიანობას მთლიანად.

არ შემიძლია არ შევეხო ყველაზე მთავარ პრობლემას, რომლის წინაშეც დგას კომპანია. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კავკასუს ონლაინში მუშაობენ არამარტო საქართველოში, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით საუკეთესო პროფესიონალები, რომლებმაც პრაქტიკულად შექმნეს ეს კომპანია პირველი დღიდან და ამაყობენ იმით, რომ საუკეთესო მომსახურებას აწვდიან ქვეყანას. ამ ადამიანებს წელიწადზე მეტია ესმით, რომ კომპანიამ შეიძლება არსებობა შეწყვიტოს. ძნელი წარმოსადგენი არ არის როგორ სტრესში და გაურკვევლობაში იმყოფებიან ეს ადამიანები.

რამდენიმე დღის წინ, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, ვენდი მორტონმა საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებში, პირდაპირ განაცხადა, რომ საელჩო იცნობს „კავკასუს ონლაინის საქმეს“ და მომავალშიც დიდი ყურადღებით დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას. როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა ეს თემა ასეთი მნიშვნელოვანი ამ დონის მაღალჩინოსნებისთვის?

საკუთრებისა და მეწარმეობის თავისუფლება წარმოადგენს ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებულ პრინციპულ ფასეულობებს, რაც დამახასიათებელია განვითარებული ქვეყნებისათვის და ერთადერთი გზაა საქართველოს წარმატებისთვის. შესაბამისად, ქვეყნები და ადამიანები, რომლებიც გულშემატკივრობენ საქართველოს, ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ სახელმწიფოს მხრიდან ისეთ ქმედებებს, რომლებიც პირდაპირ ერევა „კავკასუს ონლაინის“ სამეწარმეო თავისუფლებაში.

ამასთანავე, ბრიტანული ფონდები საქართველოში ახორციელებენ საგრანტო პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. მოგიყვანთ სახელწიფო მინისტრის სიტყვების ამონარიდს - „ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ არსებული ფონდი (GGF) საქართველოში ორიენტირებულია სახელმწიფოს მართვის სისტემების რეფორმირებასა და საპარლამენტო საქმიანობის გაუმჯობესებაზე. ჩვენი მიზანია ინსტიტუციონალური ხარვეზების გამოსწორება და კორუფციასთან ბრძოლა. ფონდი მხარს უჭერს სახელმწიფოსა და ინვესტორებს შორის დიალოგს, საქმიანი გარემოს გასაუმჯობესებლად“. შესაბამისად, წარმოუდგენელია კავკასუს ონლაინის ქეისი არ მოქცეულიყო დიპლომატების ყურადრების ცენტრში.

„კავკასუს ონლაინს“ უკვე გაცხადებული აქვს, რომ დავას გააგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოში. როდის აპირებთ სარჩელის შეტანას და როგორ ფიქრობთ, რა შანსები გაქვთ?

სარჩელი თითქმის მომზადებულია და უახლოეს დღეებში ჩავაბარებთ. რაც შეეხება მოგების შანსებს, დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს და არაკონსტიტუციურად ცნობს კანონის იმ ნორმებს და ისეთ ინტერპრეტაციას, რომელიც ზღუდავს კავკასუს ონლაინის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. პირველი, რაც ზედაპირზევეა და აშკარაა, არის ის, რომ დაჩქარებული ვადები კანონის ხარისხზე პირდაპირ აისახა, ეს უდავოა. კანონი დაუსაბუთებელია და რიგი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, კვლევა, შეფასება არ ახლავს თან. განმარტებითი ბარათი, თქვენც შეგიძლიათ ნახოთ სადაც პირდაპირ წერია, რომ კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციების დოკუმენტები უბრალოდ არ არსებობს, ასეთი არ მომზადებულა, არც ჩატარებულა.

რაც ყველაზე მთავარია, ამ ყველაფერთან ერთად შემოთავაზებული უხარისხო კანონი არის შეუსაბამო კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. კანონი კომისიას განუსაზღვრელ უფლებამოსილებებს უდგენს ერთპიროვნულად ჩაერიოს კერძო სუბიექტის ბიზნეს საქმიანობაში და მეწარმეობის თავისუფლებაში. კანონში პირდაპირ წერია, რომ სპეციალურ მმართველს, რომელიც კომისიამ შეიძლება დაუნიშნოს ავტორიზებულ პირს, ფაქტობრივად ყველა უფლებამოსილების შეთავსება შეუძლია: დირექტორიდან დაწყებული აქციონერთა კრებით დამთავრებული.

განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, რომ წინასწარი სასამართლო კონტროლი ამ პროცესში ხელმისაწვდომი არ არის. შესაბამისად, ჩემთვის რთული წარმოსადგენია საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილოს ჩვენი სარჩელი და არაკონსტიტუციურად არ სცნოს გვიან ღამით საკომიტეტო მოსმენებზე „განხილული“ დაჩქარებული წესით მიღებული კანონი.

ფაქტია, სახელმწიფომ ამ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებებით დააკანონა „სპეციალური მმართველის ინსტიტუტი“, ელოდებით თუ არა მას კომპანიაში და საერთოდ რას ნიშნავს სპეციალური მმართველი, არის თუ არა მსგავსი სახის მაკონტროლებელი სხვა ქვეყნებში?

შეგახსენებთ რომ კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ მოსთხოვა ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ წილის გასხვისების ტრანზაქციის შებრუნება. „კავკასუს ონლაინი“ გადაწყვეტილებებს ვერ ასრულებს, რადგან შეუძლებელია კომპანიამ მესამე პირების მიერ გასხვისებული წილების ნასყიდობის ტრანზაქცია შეაბრუნოს. თუმცა ცალსახაა, რომ ამას ვერც კომისიის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი შეძლებს. შესაბამისად, თუ გადაწყდა კომპანიაში სპეციალური მმართველის შემოყვანა, მისი საშუალებით, ფაქტობრივად, კომისია იკანონებს კომპანიაზე საკუთრების უფლებას, რაც წარმოადგენს ექსპროპრეაციას. ასეთი გადაწყვეტილების მიღება, გამოიწვევს უფრო დიდ საერთაშორისო ზეწოლას და მნიშვნელოვნად გააუარესებს საინვესტიციო გარემოს, ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ სპეციალური მმართველი მხოლოდ კანონის ფურცელზე დარჩება.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, მოგახსენებთ, რომ ცნობილ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას დავუკვეთეთ კვლევა, რომელმაც უნდა გვაჩვენოს ევროკავშირში სპეციალური მმართველის არსებობის და მისი დანიშვნის პრაქტიკა. ამიტომ არ გავუსწრებ მოვლენებს და უახლოეს დღეებში მოგაწვდით კვლევის შედეგებს.

NS

საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეიდან, საქართველოდან ლიეტუვაში მიმავალ ნებისმიერ პირს სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევს

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა