სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მზიურში ელის დოჯსონის ახალი რომანის "ამ მთისა და იმ ბარისა" წარდგენა გაიმართება
მზიურში ელის დოჯსონის ახალი რომანის "ამ მთისა და იმ ბარისა" წარდგენა გაიმართება

23 სექ­ტემ­ბერს 19:00 სა­ათ­ზე მზი­ურ­ში (ამ­ფი­თე­ატ­რი) ელის დოჯ­სო­ნის ახა­ლი რო­მა­ნის "ამ მთი­სა და იმ ბა­რი­სა" წარ­დგე­ნა გა­ი­მარ­თე­ბა. წიგნს წა­რად­გე­ნენ: ლი­ტე­რა­ტო­რი ამი­რან არა­ბუ­ლი, პო­ე­ტი და ფოლკ­ლო­რის­ტი ეთერ თა­თა­რა­ი­ძე.

ახალ რო­მან­ში ელი­სი ხევ­სუ­რულ დი­ა­ლექტს იყე­ნებს. ტექ­სტი გა­მარ­თა და და­ა­მუ­შა­ვა ლი­ტე­რა­ტორ­მა ამი­რან არა­ბულ­მა. წიგ­ნის ყდა­ზე იმუ­შა­ვა მხატ­ვარ­მა თედო რეხ­ვი­აშ­ვილ­მა.

“ჩვენ ძა­ლი­ან კარგ ნა­წარ­მო­ებ­თან გვე­ლის შეხ­ვედ­რა, წიგნ­თან, რო­მე­ლიც ბევრ რა­მეს შეგ­ვახ­სე­ნებს და ახ­ლე­ბუ­რად, სხვა­ნა­ი­რად დაგ­ვა­ნახ­ვებს. გმი­რე­ბის თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და­მა­ჯე­რე­ბე­ლიც არის და და­უ­ჯე­რე­ბე­ლიც, დე­მო­ნუ­რი ამ­ბე­ბი­ცაა და ღვთა­ებ­რი­ვიც, ბევრ რა­მეს მო­ი­ცავს და ჩანს, რომ ავ­ტორ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცის მთის სამ­ყა­რო. ამ ყვე­ლაფ­რის ჩვე­ნამ­დე მო­ტა­ნა კი ძა­ლი­ან კარ­გად შეძ­ლო. ვფიქ­რობ, ელის დოჯ­სო­ნის ამ წიგნ­საც ბევ­რი მკი­თხვე­ლი ეყო­ლე­ბა", - ამი­რან არა­ბუ­ლი.

ელის დოჯ­სო­ნი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2017-ის" ფარ­გლებ­ში, ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი გახ­და. მისი რო­მა­ნი "რაფ­ლე­ზია" გა­ი­ყი­და ინ­დო­ეთ­ში. ასე­ვე, თარ­გმნი­ლია ინ­გლი­სუ­რად და amazonbook-ის მეშ­ვე­ო­ბით, უცხო­ელ მე­გობ­რებ­საც შე­უძ­ლი­ათ გაც­ნო­ბა. "ამ მთი­სა და იმ ბა­რი­სა" მისი მე­სა­მე წიგ­ნია. გა­მო­ცე­მუ­ლი აქვს ასე­ვე "დო­მე­ნი­კა და სა­ი­დუმ­ლო ქა­ლა­ქი Z", რო­მე­ლიც ფენ­ტე­ზის ჟან­რია. ამას გარ­და, ახა­ლი ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი წიგ­ნის "ფე­ნიქ­სის" ერთ-ერთი ავ­ტო­რია.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წიგ­ნის "ამ მთი­სა და იმ ბა­რი­სა" შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა 20%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმუ­ლი: https://www.facebook.com/events/3676784799032658/

აკა-კა
0

მადლობა, რომ „წარდგენა“ და არა „პრეზენტაცია“!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

მზიურში ელის დოჯსონის ახალი რომანის "ამ მთისა და იმ ბარისა" წარდგენა გაიმართება

მზიურში ელის დოჯსონის ახალი რომანის "ამ მთისა და იმ ბარისა" წარდგენა გაიმართება

23 სექტემბერს 19:00 საათზე მზიურში (ამფითეატრი) ელის დოჯსონის ახალი რომანის "ამ მთისა და იმ ბარისა" წარდგენა გაიმართება. წიგნს წარადგენენ: ლიტერატორი ამირან არაბული, პოეტი და ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე.

ახალ რომანში ელისი ხევსურულ დიალექტს იყენებს. ტექსტი გამართა და დაამუშავა ლიტერატორმა ამირან არაბულმა. წიგნის ყდაზე იმუშავა მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა.

“ჩვენ ძალიან კარგ ნაწარმოებთან გველის შეხვედრა, წიგნთან, რომელიც ბევრ რამეს შეგვახსენებს და ახლებურად, სხვანაირად დაგვანახვებს. გმირების თავგადასავლები დამაჯერებელიც არის და დაუჯერებელიც, დემონური ამბებიცაა და ღვთაებრივიც, ბევრ რამეს მოიცავს და ჩანს, რომ ავტორმა ძალიან კარგად იცის მთის სამყარო. ამ ყველაფრის ჩვენამდე მოტანა კი ძალიან კარგად შეძლო. ვფიქრობ, ელის დოჯსონის ამ წიგნსაც ბევრი მკითხველი ეყოლება", - ამირან არაბული.

ელის დოჯსონი, ლიტერატურული კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის" ფარგლებში, ჟიურის რჩეული გახდა. მისი რომანი "რაფლეზია" გაიყიდა ინდოეთში. ასევე, თარგმნილია ინგლისურად და amazonbook-ის მეშვეობით, უცხოელ მეგობრებსაც შეუძლიათ გაცნობა. "ამ მთისა და იმ ბარისა" მისი მესამე წიგნია. გამოცემული აქვს ასევე "დომენიკა და საიდუმლო ქალაქი Z", რომელიც ფენტეზის ჟანრია. ამას გარდა, ახალი ინტერაქციული წიგნის "ფენიქსის" ერთ-ერთი ავტორია.

ღონისძიებაზე წიგნის "ამ მთისა და იმ ბარისა" შეძენა შესაძლებელი იქნება 20%-იანი ფასდაკლებით.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/3676784799032658/

რა ლიტერატურული სიახლეები ელოდებათ მოზარდებს შემოდგომის საკითხავების სიისთვის?

"შემოვალ ეტლით" - წიგნი ბედნიერებისათვის მებრძოლთათვის ჟურნალ "გზასთან" ერთად

ჟურნალ "გზასთან" ერთად, იწყება ახალი პროექტი - სერია „ომებსა და ადამიანებზე“