პარტნიორები:
    ავტორი:

    საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 193-ით გაიზარდა და 3695 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

    რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 40 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1534-ს შეადგენს.

    ქვეყანაში კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა.

    ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

    "ქალბატონი 60 წლის იყო" - ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი?

    "კორონავირუსის 92 შემთხვევა აჭარაში დადასტურდა, 31 კი თბილისში" - როგორია ვირუსის ახალი შემთხვევების გადანაწილება

    "მე ვანგა არ ვარ, მაგრამ... 2021 წელი უნდა იყოს კორონას დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი" - პაატა იმნაძე