პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობს ქართველი ბიჭი სხვადასხვა სახეობის გველთან და ნიანგთან ერთად? - "შეიძლება დაოჯახებაში ხელი შემეშალოს, მაგრამ პრობლემას არ შევქმნი"
როგორ ცხოვრობს ქართველი ბიჭი სხვადასხვა სახეობის გველთან და ნიანგთან ერთად? - "შეიძლება დაოჯახებაში ხელი შემეშალოს, მაგრამ პრობლემას არ შევქმნი"

შოთა ზან­დუ­კე­ლი ჰერ­პე­ტო­ლო­გია და ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტო­ში ქვე­წარ­მავ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტად რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და - იჭერ­და, აღ­რი­ცხავ­და და ისევ ბუ­ნე­ბა­ში აბ­რუ­ნებ­და. ზოგს თუ გვე­ლის ხსე­ნე­ბაც კი ში­შის ზარს სცემს, შო­თას­თვის მათი და­ჭე­რა ერ­თგვა­რი ად­რე­ნა­ლი­ნია. დღეს მის სახ­ლში სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ქვე­წარ­მა­ვა­ლი ცხოვ­რობს.

- ცხო­ვე­ლე­ბი ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს, ზო­ო­პარკში რომ მივ­დი­ო­დი, ყვე­ლას დიდი ინ­ტე­რე­სით ვაკ­ვირ­დე­ბო­დი. შინ ყო­ველ­თვის მყავ­და ძაღ­ლი, კურ­დღე­ლი, კატა, ზა­ზუ­ნა, მტრე­დი... 7 წლი­სამ მოს­კოვ­ში პირ­ვე­ლად ვნა­ხე ტერ­ა­რი­უ­მი. მამა იმ­ხა­ნად მოს­კოვ­ში მუ­შა­ობ­და და დე­და­სა და ძმას­თან ერ­თად ჩავ­დი­ო­დით ხოლ­მე სა­ნა­ხა­ვად. პირ­ვე­ლად გვე­ლე­ბი რომ და­ვი­ნა­ხე, სხვა ბავ­შვე­ბი­ვით არ შემ­ში­ნე­ბია, პი­რი­ქით, ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა და­ვი­წყე. 9 წლი­სამ ლი­სის ტბა­ზე წყლის ან­კა­რა და­ვი­ჭი­რე. ამ დროს სა­ხე­ო­ბებს უკვე ვარ­ჩევ­დი და ვი­ცო­დი, რო­გორ და­მე­ჭი­რა.

გვე­ლი წა­მო­ვიყ­ვა­ნე და სახ­ლში ერთხანს ისე მყავ­და, ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს მიხ­ვდა, მაგ­რამ რო­გორც კი გა­ი­გეს, მა­შინ­ვე გა­მაშ­ვე­ბი­ნეს. 13 წლი­სამ ალ­გე­თის ხე­ო­ბა­ში, აბ­რა­მე­თის გო­რაკ­ზე ცხვი­რრ­ქო­სა­ნი გველ­გეს­ლა და­ვი­ჭი­რე, რო­მელ­საც, გი­ურ­ზას შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ნა­დარ ქვე­წარ­მავ­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი შხა­მი აქვს. და­ვი­ნა­ხე თუ არა, მივ­ხვდი, რომ შხა­მი­ა­ნი იყო. ეს ძა­ლი­ან დიდი ემო­ცია და ად­რე­ნა­ლი­ნი იყო და კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად ქვე­წარ­მა­ვალ­თა სამ­ყა­რო, კონ­კრე­ტუ­ლად კი, შხა­მი­ა­ნი გვე­ლე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებ­და.

- ამ­ჟა­მად შინ 12 სა­ხე­ო­ბის გვე­ლი გყავთ, ყვე­ლა თქვენ და­ი­ჭი­რეთ?

- მყავს 12 ქარ­თუ­ლი სა­ხე­ო­ბი­სა და 5 ეგ­ზო­ტი­კუ­რი გვე­ლი. ქარ­თუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი თით­ქმის ყვე­ლა ჩემი და­ჭე­რი­ლია, ეგ­ზო­ტი­კუ­რე­ბი კი ვი­ყი­დე. ისი­ნი შე­ფე­რი­ლო­ბით ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გვე­ლე­ბის­გან - უფრო ლა­მა­ზე­ბი არი­ან. ყვე­ლა ქვე­წარ­მა­ვალს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ტერ­ა­რი­უ­მი სჭირ­დე­ბა, რად­გან ყვე­ლა სა­ხე­ო­ბას თა­ვი­სი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი და ჰა­ე­რის ტე­ნი­ა­ნო­ბა უნდა ჰქონ­დეს.ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, სა­ხე­ლებს თუ არ­ქმე­ვო. გვე­ლებს სმე­ნა არა აქვთ და სა­ხე­ლე­ბის დარ­ქმე­ვას რა აზრი აქვს? მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი გრძნო­ბე­ბიც არა აქვთ, არ იცი­ან სიყ­ვა­რუ­ლი, მათი ცხოვ­რე­ბა ინ­სტინ­ქტებ­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი. ერ­თმა­ნე­თის­გან მხო­ლოდ აგ­რე­სი­ის გა­მო­ხატ­ვის ხა­რის­ხით, კვე­ბის რე­ჟი­მი­თა და ქცე­ვე­ბით გან­სხვავ­დე­ბი­ან. ზოგი წყნა­რია, ზოგი აგ­რე­სი­უ­ლი.

- თურ­მე ნი­ან­გთა­ნაც მე­გობ­რობთ, მას­ზეც გვი­თხა­რით რამე.

- სი­ა­მის ნი­ან­გია, იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ო­ბა, ჯერ 3 წლი­საა და 1 მეტ­რამ­დეა, ისე, 2,5 მეტ­რი იზ­რდე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გი "გო­გოა", ლა­მა­ზი, ცოტა ბრა­ზი­ა­ნიც და თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ას მუდ­მი­ვად იცავს. რო­დე­საც მას­თან შევ­დი­ვარ, ხვდე­ბა, რომ უნდა ვა­ჭა­მო, მაგ­რამ პატ­რო­ნის მი­მართ თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მა­ინც არა აქვს და უნდა გაფრ­თხილ­დე. ვკვე­ბავ 2-3 დღე­ში ერთხელ, სა­სურ­ვე­ლია, წო­ნა­ში ძა­ლი­ან არ მო­ი­მა­ტოს.

- ქვე­წარ­მავ­ლე­ბი გყავთ იმ სახ­ლში, სა­დაც ოჯა­ხის წევ­რე­ბი ცხოვ­რო­ბენ. რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ მათ გვე­ლე­ბის მი­მართ?

- გვე­ლე­ბი ცალ­კე ოთახ­ში მყავს და მათ­თან ჩემ გარ­და არა­ვინ შე­დის. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ბავ­შვო­ბი­დან­ვე შე­ვაჩ­ვიე ამ სი­ტუ­ა­ცი­ას. დედა თა­ვი­დან წი­ნა­აღ­მდე­გი იყო და აპ­რო­ტეს­ტებ­და. მისი სი­ტყვა კა­ნო­ნი იყო და ვე­მორ­ჩი­ლე­ბო­დი, მაგ­რამ რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, აღარ. ქვე­წარ­მავ­ლე­ბი ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია.ლექ­ცი­ებ­სა და ტრე­ნინ­გებ­ზე გვე­ლე­ბი თან დამ­ყავს, დაკ­ვირ­ვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი არი­ან - ფო­ტო­ზე ნა­ნა­ხი სხვაა და ცო­ცხლად რომ ხე­დავ, სულ სხვა ეფექ­ტი აქვს.ვინც ჩემ­თან მო­დის, თით­ქმის ყვე­ლამ იცის ჩემი ბი­ნად­რე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ერთხელ ასე­თი რამ მოხ­და: სტუმ­რე­ბი გვყავ­და, სუფ­რა მი­სა­ღებ­ში იყო გაშ­ლი­ლი, ნი­ან­გის ტერ­ა­რი­უმ­ზე ფარ­და მქონ­და ჩა­მო­ფა­რე­ბუ­ლი და არა­ფე­რი ჩან­და. ერთი წუ­თით უკან მიტ­რი­ალ­დი-მეთ­ქი, ვთხო­ვე ერთ-ერთ სტუ­მარს, რო­მელ­მაც არა­ფე­რი იცო­და ჩემი პა­ტა­რა ზო­ო­პარ­კის შე­სა­ხებ. მიტ­რი­ალ­და თუ არა, ფარ­და ავ­წიე და ნი­ან­გი რომ და­ი­ნა­ხა, ძლივს მო­ვა­სუ­ლი­ე­რე...

- ვიცი, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არა ხართ. ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ ცო­ტაა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც გვე­ლებ­თან ცხოვ­რე­ბის არ ეში­ნია...

- შე­იძ­ლე­ბა და­ო­ჯა­ხე­ბა­ში ხელი შე­მე­შა­ლოს, მაგ­რამ პრობ­ლე­მას არ შევ­ქმნი - ბო­ლოს და ბო­ლოს, გვე­ლებს სხვა­გან გა­და­ვიყ­ვან. თუმ­ცა, ჩემი პრო­ფე­სი­ის გამო სულ გა­ხიზ­ნუ­ლი ვარ და სხვა ვე­რაფ­რის­თვის ვე­ღარ ვიც­ლი...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
BMW
1

 ,,ეს კი ასე უბერავს, აი ასე უბერავს,,

მარიამი
0

რაღას აყოვნებ ბებო, აირჩიე ერთი თვალხატულა გიურზა და მოიყვანე ცოლად...

ავტორი:

როგორ ცხოვრობს ქართველი ბიჭი სხვადასხვა სახეობის გველთან და ნიანგთან ერთად? - "შეიძლება დაოჯახებაში ხელი შემეშალოს, მაგრამ პრობლემას არ შევქმნი"

როგორ ცხოვრობს ქართველი ბიჭი სხვადასხვა სახეობის გველთან და ნიანგთან ერთად? - "შეიძლება დაოჯახებაში ხელი შემეშალოს, მაგრამ პრობლემას არ შევქმნი"

შოთა ზანდუკელი ჰერპეტოლოგია და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ქვეწარმავლების სპეციალისტად რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა - იჭერდა, აღრიცხავდა და ისევ ბუნებაში აბრუნებდა. ზოგს თუ გველის ხსენებაც კი შიშის ზარს სცემს, შოთასთვის მათი დაჭერა ერთგვარი ადრენალინია. დღეს მის სახლში სხვადასხვა სახეობის ქვეწარმავალი ცხოვრობს.

- ცხოველები ბავშვობიდან მიყვარს, ზოოპარკში რომ მივდიოდი, ყველას დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი. შინ ყოველთვის მყავდა ძაღლი, კურდღელი, კატა, ზაზუნა, მტრედი... 7 წლისამ მოსკოვში პირველად ვნახე ტერარიუმი. მამა იმხანად მოსკოვში მუშაობდა და დედასა და ძმასთან ერთად ჩავდიოდით ხოლმე სანახავად. პირველად გველები რომ დავინახე, სხვა ბავშვებივით არ შემშინებია, პირიქით, ინფორმაციის მოძიება დავიწყე. 9 წლისამ ლისის ტბაზე წყლის ანკარა დავიჭირე. ამ დროს სახეობებს უკვე ვარჩევდი და ვიცოდი, როგორ დამეჭირა.

გველი წამოვიყვანე და სახლში ერთხანს ისე მყავდა, ვერავინ ვერაფერს მიხვდა, მაგრამ როგორც კი გაიგეს, მაშინვე გამაშვებინეს. 13 წლისამ ალგეთის ხეობაში, აბრამეთის გორაკზე ცხვირრქოსანი გველგესლა დავიჭირე, რომელსაც, გიურზას შემდეგ, საქართველოში ბინადარ ქვეწარმავლებს შორის ყველაზე ძლიერი შხამი აქვს. დავინახე თუ არა, მივხვდი, რომ შხამიანი იყო. ეს ძალიან დიდი ემოცია და ადრენალინი იყო და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაზე მეტად ქვეწარმავალთა სამყარო, კონკრეტულად კი, შხამიანი გველები მაინტერესებდა.

- ამჟამად შინ 12 სახეობის გველი გყავთ, ყველა თქვენ დაიჭირეთ?

- მყავს 12 ქართული სახეობისა და 5 ეგზოტიკური გველი. ქართული სახეობები თითქმის ყველა ჩემი დაჭერილია, ეგზოტიკურები კი ვიყიდე. ისინი შეფერილობით ძალიან განსხვავდებიან ჩვეულებრივი გველებისგან - უფრო ლამაზები არიან. ყველა ქვეწარმავალს ინდივიდუალური ტერარიუმი სჭირდება, რადგან ყველა სახეობას თავისი ტემპერატურული რეჟიმი და ჰაერის ტენიანობა უნდა ჰქონდეს.ხშირად მეკითხებიან, სახელებს თუ არქმევო. გველებს სმენა არა აქვთ და სახელების დარქმევას რა აზრი აქვს? მკვეთრად გამოხატული გრძნობებიც არა აქვთ, არ იციან სიყვარული, მათი ცხოვრება ინსტინქტებზეა დამყარებული. ერთმანეთისგან მხოლოდ აგრესიის გამოხატვის ხარისხით, კვების რეჟიმითა და ქცევებით განსხვავდებიან. ზოგი წყნარია, ზოგი აგრესიული.

- თურმე ნიანგთანაც მეგობრობთ, მასზეც გვითხარით რამე.

- სიამის ნიანგია, იშვიათი სახეობა, ჯერ 3 წლისაა და 1 მეტრამდეა, ისე, 2,5 მეტრი იზრდება. ძალიან კარგი "გოგოა", ლამაზი, ცოტა ბრაზიანიც და თავის ტერიტორიას მუდმივად იცავს. როდესაც მასთან შევდივარ, ხვდება, რომ უნდა ვაჭამო, მაგრამ პატრონის მიმართ თბილი დამოკიდებულება მაინც არა აქვს და უნდა გაფრთხილდე. ვკვებავ 2-3 დღეში ერთხელ, სასურველია, წონაში ძალიან არ მოიმატოს.

- ქვეწარმავლები გყავთ იმ სახლში, სადაც ოჯახის წევრები ცხოვრობენ. როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ გველების მიმართ?

- გველები ცალკე ოთახში მყავს და მათთან ჩემ გარდა არავინ შედის. ოჯახის წევრები ბავშვობიდანვე შევაჩვიე ამ სიტუაციას. დედა თავიდან წინააღმდეგი იყო და აპროტესტებდა. მისი სიტყვა კანონი იყო და ვემორჩილებოდი, მაგრამ რომ წამოვიზარდე, აღარ. ქვეწარმავლები ჩემი ცხოვრების ნაწილია.ლექციებსა და ტრენინგებზე გველები თან დამყავს, დაკვირვების ობიექტები არიან - ფოტოზე ნანახი სხვაა და ცოცხლად რომ ხედავ, სულ სხვა ეფექტი აქვს.ვინც ჩემთან მოდის, თითქმის ყველამ იცის ჩემი ბინადრების შესახებ, თუმცა ერთხელ ასეთი რამ მოხდა: სტუმრები გვყავდა, სუფრა მისაღებში იყო გაშლილი, ნიანგის ტერარიუმზე ფარდა მქონდა ჩამოფარებული და არაფერი ჩანდა. ერთი წუთით უკან მიტრიალდი-მეთქი, ვთხოვე ერთ-ერთ სტუმარს, რომელმაც არაფერი იცოდა ჩემი პატარა ზოოპარკის შესახებ. მიტრიალდა თუ არა, ფარდა ავწიე და ნიანგი რომ დაინახა, ძლივს მოვასულიერე...

- ვიცი, დაოჯახებული არა ხართ. ალბათ, იმიტომ, რომ ცოტაა ადამიანი, ვისაც გველებთან ცხოვრების არ ეშინია...

- შეიძლება დაოჯახებაში ხელი შემეშალოს, მაგრამ პრობლემას არ შევქმნი - ბოლოს და ბოლოს, გველებს სხვაგან გადავიყვან. თუმცა, ჩემი პროფესიის გამო სულ გახიზნული ვარ და სხვა ვერაფრისთვის ვეღარ ვიცლი...განაგრძეთ კითხვა

ფეხბურთელობიდან მეფუტკრეობამდე - დევიდ ბეკჰემი ნატურალური თაფლის გაყიდვას იწყებს

მწყემსი და ვეშაპებზე მონადირე - ვინ არის ფეხბურთელი ფარერებიდან, რომელმაც თბილისის "დინამოს" სამი გოლი გაუტანა

იუგოსლავიელი ჯაშუშის სამმაგი თამაში - კაცი, რომლის ისტორიაც "ჯეიმს ბონდის" პერსონაჟის შექმნის საფუძველი გახდა