სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების იზოლაციაზე გადავიდა" - ზაალ უდუმაშვილი მოითხოვს, ახალციხეში ენმ-ის წევრებს კარანტინი დაატოვებინონ
"ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების იზოლაციაზე გადავიდა" - ზაალ უდუმაშვილი მოითხოვს, ახალციხეში ენმ-ის წევრებს კარანტინი დაატოვებინონ

მო­ვი­თხოვთ ახალ­ცი­ხე­ში ენმ-ის წევ­რებს კა­რან­ტი­ნი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ა­ტო­ვე­ბი­ნონ, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

უდუ­მაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რომ მათი პარ­ტი­ის 2 წევ­რი კა­რან­ტინ­ში გა­უფრ­თხი­ლებ­ლად გა­და­იყ­ვა­ნეს.

"„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ პან­დე­მი­ას სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის­თვის იყე­ნებს, მაგ­რამ ახლა უკვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის იზო­ლა­ცი­ა­ზე გა­და­ვი­და, რა­საც ახალ­ცი­ხე­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტი ადას­ტუ­რებს. გუ­შინ­წინ ენმ-ს ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით დვა­ლიშ­ვი­ლი და ჩვე­ნი პარ­ტი­ის აქ­ტი­უ­რი წევ­რი გელა დე­მეტ­რა­ძე თვი­თი­ზო­ლა­ცი­ი­დან გა­უფრ­თხი­ლებ­ლად გა­და­იყ­ვა­ნეს სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ში. გუ­შინ მათ ჩა­უ­ტარ­დათ ტეს­ტე­ბი, რა­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ არც ერთ ჩვენს თა­ნა­გუნ­დელს არ აქვს კო­რო­ნა­ვირუ­სი და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა ისი­ნი რჩე­ბი­ან კა­რან­ტინ­ში და მათ არ აძ­ლე­ვენ კა­რან­ტი­ნის და­ტო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას 25 სექ­ტემ­ბრამ­დე. ეს პირ­და­პირ ნიშ­ნავს იმას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­წყვი­ტა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი­დან გა­მო­თი­შოს ჩვე­ნი პარ­ტი­ის აქ­ტი­უ­რი წევ­რე­ბი ახალ­ცი­ხე­ში, მხო­ლოდ იმ მო­ტი­ვით, რომ ისი­ნი ხვდე­ბი­ან, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ რა­ი­ონ­ში და­მა­ჯე­რებ­ლად იგებს", - გა­ნა­ცხა­და უდუ­მაშ­ვილ­მა.

ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლის თქმით, სამ­წუ­ხა­როა, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი ჰყავთ ექი­მე­ბი და მე­დი­კო­სე­ბი, რომ­ლებ­მაც ხელი მო­ა­წე­რეს იმას, რომ მათი პარ­ტი­ის წევ­რე­ბი კა­რან­ტინ­ში გა­და­სუ­ლიყ­ვნენ.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლია კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამას ადას­ტუ­რებს ის ფაქ­ტიც, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ახალ­ცი­ხის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი სამ­ვენ ოვე­ი­ა­ნი, რო­მე­ლიც კონ­ტაქ­ტში იყო კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან, დღემ­დე არის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში და არ გა­და­უყ­ვა­ნი­ათ კა­რან­ტინ­ში. ჩვენ მო­ვი­თხოვთ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ა­ტო­ვე­ბი­ნონ სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე ჩვე­ნი პარ­ტი­ის წევ­რებს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ეს აღიქ­მე­ბა, რო­გორც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ფაქ­ტი“, - გა­ნა­ცხა­და ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაალ პროვოკატორ უდუმაშვილი
175

ზაალ პროვოკატორ უდუმაშვილი

izi
178

საწყალი,.... რა დღეში ჰყავს დიდს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების იზოლაციაზე გადავიდა" - ზაალ უდუმაშვილი მოითხოვს, ახალციხეში ენმ-ის წევრებს კარანტინი დაატოვებინონ

"ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების იზოლაციაზე გადავიდა" - ზაალ უდუმაშვილი მოითხოვს, ახალციხეში ენმ-ის წევრებს კარანტინი დაატოვებინონ

მოვითხოვთ ახალციხეში ენმ-ის წევრებს კარანტინი დაუყოვნებლივ დაატოვებინონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

უდუმაშვილმა განმარტა, რომ მათი პარტიის 2 წევრი კარანტინში გაუფრთხილებლად გადაიყვანეს.

"„ქართული ოცნება“ პანდემიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, მაგრამ ახლა უკვე ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების იზოლაციაზე გადავიდა, რასაც ახალციხეში მომხდარი ფაქტი ადასტურებს. გუშინწინ ენმ-ს ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დვალიშვილი და ჩვენი პარტიის აქტიური წევრი გელა დემეტრაძე თვითიზოლაციიდან გაუფრთხილებლად გადაიყვანეს საკარანტინე სივრცეში. გუშინ მათ ჩაუტარდათ ტესტები, რამაც დაადასტურა, რომ არც ერთ ჩვენს თანაგუნდელს არ აქვს კორონავირუსი და მიუხედავად ამისა ისინი რჩებიან კარანტინში და მათ არ აძლევენ კარანტინის დატოვების საშუალებას 25 სექტემბრამდე. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური პროცესებიდან გამოთიშოს ჩვენი პარტიის აქტიური წევრები ახალციხეში, მხოლოდ იმ მოტივით, რომ ისინი ხვდებიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაიონში დამაჯერებლად იგებს", - განაცხადა უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ პროცესში ჩართული ჰყავთ ექიმები და მედიკოსები, რომლებმაც ხელი მოაწერეს იმას, რომ მათი პარტიის წევრები კარანტინში გადასულიყვნენ.

„საქართველოში, რომ შერჩევითი სამართალია კორონავირუსთან დაკავშირებით, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ „ქართული ოცნების“ ახალციხის საკრებულოს წევრი სამვენ ოვეიანი, რომელიც კონტაქტში იყო კოვიდინფიცირებულთან, დღემდე არის თვითიზოლაციაში და არ გადაუყვანიათ კარანტინში. ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაატოვებინონ საკარანტინე სივრცე ჩვენი პარტიის წევრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აღიქმება, როგორც თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

"ეს ინფორმაცია შემიძლია ნებისმიერ დროს მივაწოდო პროკურორს..." - პრეზიდენტი დავითგარეჯის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

"ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ" - ელენე ხოშტარია გიგი უგულავას ვიდეომიმართვაზე