საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 196 -ით გაიზარდა და 3502 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1494-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 5014 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ძალიან ბევრი შეუგნებელი ხალხია ქვეყანაში და იმიტოა ასე. იმ შეგნებულებსაც აინფიცირებს ზოგი თავისი შეუგნებლობით
უნდა გაამკაცროთ კონტროლი. დამრღვევებს თავისი ხარჯით უნდა უმკურნალოთ და თან ისეთი ჯარიმა დააკისროთ, მათი ოთხი თაობა იხდიდეს! მაგათ გამოა ნორმალურ ცხოვრებას ვეღარ დავუბრუნდით და უსახსრობისგან დავიტანჯეთ!