მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყარაბაღზე და უკანონო იარაღით ვაჭრობაზე გაკეთებული განცხადებისას ბაჩალიაშვილის დედამ დავით ფურცხვანიძის კვლევა დაიხმარა"
"ყარაბაღზე და უკანონო იარაღით ვაჭრობაზე გაკეთებული განცხადებისას ბაჩალიაშვილის დედამ დავით ფურცხვანიძის კვლევა დაიხმარა"

პრო­კუ­რორ და­ვით გუმ­ბე­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მა­გის­ტრი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძის და­კი­თხვი­სას პრო­კუ­რა­ტუ­რას კი­თხვე­ბი ექ­ნე­ბა იმ ფო­ტო­სუ­რა­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ფურ­ცხვა­ნი­ძემ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატს მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს მი­ა­წო­და. გუმ­ბე­რი­ძის თქმით, კი­თხვე­ბი ასე­ვე შე­ე­ხე­ბა იმას, რა ინ­ტე­რე­სი აქვს ფურ­ცხვა­ნი­ძეს აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში და ვის და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებს.

“ჩვენ გვა­ინ­ტე­რე­სებს ორი სა­კი­თხი. პირ­ველ რიგ­ში, ფო­ტო­სუ­რა­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ზეც მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ამ პი­როვ­ნე­ბის­გან მი­ი­ღო და რაც შემ­დეგ ჩვენ, გა­მო­ძი­ე­ბას წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა. ჩვენ­თვის ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია ოჯა­ხის წევ­რე­ბის მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი, ია­რა­ღით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბის ფაქ­ტი, რაც ყა­რა­ბაღს უკავ­შირ­დე­ბო­და. რო­დე­საც სა­სა­მარ­თლო­ში დავ­კი­თხეთ გარ­დაც­ვლი­ლის დედა თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი, მან და­იხ­მა­რა კვლე­ვა, რაც ჩა­ტა­რე­ბუ­ლი იყო და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძის მიერ.

ეს პო­ზი­ცი­აც, რაც ია­რა­ღით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და და ვი­თომ­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ამ მი­ზე­ზით მოხ­და, და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე იყო წყა­რო, ვინც ოჯახს ეს ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. ეს პი­როვ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლია ამ საქ­მე­ში, შე­სა­ბა­მი­სად, გვაქვს ბევ­რი კი­თხვა მას­თან და­კავ­ში­რე­ბით - რა­ტომ, ვის და­ვა­ლე­ბებს, რა მი­თი­თე­ბებს ას­რუ­ლებს, რა ინ­ტე­რე­სი აქვს საქ­მე­ში. ჩვენ დე­ტა­ლუ­რად დავ­კი­თხავთ ამ პი­როვ­ნე­ბას”,- გა­ნა­ცხა­და გუმ­ბე­რი­ძემ.

რო­გორც პრო­კუ­რო­რი აცხა­დებს, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძის და­კი­თხვი­სას წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო კვლე­ვა, რო­მე­ლიც ფურ­ცხვა­ნი­ძემ ჩა­ა­ტა­რა.

“წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს ინ­ტერ­ნეტ სივ­რცი­დან ამო­ღე­ბუ­ლი კვლე­ვა, რო­მე­ლიც ჩა­ტა­რე­ბუ­ლია უშუ­ა­ლოდ და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძის მიერ და იქ დე­ტა­ლუ­რა­დაა აღ­წე­რი­ლი ის დე­ტა­ლე­ბი ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც, შე­საძ­ლე­ბე­ლია, კავ­შირ­ში ყო­ფი­ლი­ყო ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან.

ვერ­სია ოჯახს ამ წყა­რო­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჰქონ­და, რო­გორც ჩვენ გა­ვი­გეთ და­კი­თხვი­დან. ჩვენ ჯერ კი­დევ და­კი­თხვამ­დე ვი­ცო­დით და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია. ამ ყვე­ლა­ფერს გა­და­ვა­მოწ­მებ­დით გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, თუმ­ცა დაგ­ვე­მა­ტა ახა­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბაც, ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი, რა­ზეც ამ პი­როვ­ნე­ბას დავ­კი­თხავთ”,- გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

ცნო­ბის­თვის, და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე, რო­მელ­მაც გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატს, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს, სა­ტე­ლი­ტით გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი მი­ა­წო­და, დღეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მა­გის­ტრი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე და­ი­კი­თხე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ira
7

ვინც არასწორ ინფორმაციას გაავრცელებს,ყველა უნდა დაისაჯოს.

Diana
7

გაჰყო თავი შარში ფურცხვანიძემ. მართლა საინტერესოა, რა ამოძრავებდა და ვისი დავალებით ჩაერია ამ საქმეში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ყარაბაღზე და უკანონო იარაღით ვაჭრობაზე გაკეთებული განცხადებისას ბაჩალიაშვილის დედამ დავით ფურცხვანიძის კვლევა დაიხმარა"

"ყარაბაღზე და უკანონო იარაღით ვაჭრობაზე გაკეთებული განცხადებისას ბაჩალიაშვილის დედამ დავით ფურცხვანიძის კვლევა დაიხმარა"

პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, მაგისტრი მოსამართლის წინაშე დავით ფურცხვანიძის დაკითხვისას პროკურატურას კითხვები ექნება იმ ფოტოსურათებთან დაკავშირებით, რომელიც ფურცხვანიძემ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს მიაწოდა. გუმბერიძის თქმით, კითხვები ასევე შეეხება იმას, რა ინტერესი აქვს ფურცხვანიძეს აღნიშნულ საქმეში და ვის დავალებებს ასრულებს.

“ჩვენ გვაინტერესებს ორი საკითხი. პირველ რიგში, ფოტოსურათებთან დაკავშირებით, რაზეც მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ ამ პიროვნებისგან მიიღო და რაც შემდეგ ჩვენ, გამოძიებას წარმოგვიდგინა. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ოჯახის წევრების მიერ გაჟღერებული, იარაღით უკანონო ვაჭრობის ფაქტი, რაც ყარაბაღს უკავშირდებოდა. როდესაც სასამართლოში დავკითხეთ გარდაცვლილის დედა თეონა თამაზაშვილი, მან დაიხმარა კვლევა, რაც ჩატარებული იყო დავით ფურცხვანიძის მიერ.

ეს პოზიციაც, რაც იარაღით უკანონო ვაჭრობას უკავშირდებოდა და ვითომდა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება ამ მიზეზით მოხდა, დავით ფურცხვანიძე იყო წყარო, ვინც ოჯახს ეს ინფორმაცია მიაწოდა. ეს პიროვნება ჩართულია ამ საქმეში, შესაბამისად, გვაქვს ბევრი კითხვა მასთან დაკავშირებით - რატომ, ვის დავალებებს, რა მითითებებს ასრულებს, რა ინტერესი აქვს საქმეში. ჩვენ დეტალურად დავკითხავთ ამ პიროვნებას”,- განაცხადა გუმბერიძემ.

როგორც პროკურორი აცხადებს, პროკურატურაში დავით ფურცხვანიძის დაკითხვისას წარმოდგენილი იყო კვლევა, რომელიც ფურცხვანიძემ ჩაატარა.

“წარმოგვიდგინეს ინტერნეტ სივრციდან ამოღებული კვლევა, რომელიც ჩატარებულია უშუალოდ დავით ფურცხვანიძის მიერ და იქ დეტალურადაა აღწერილი ის დეტალები იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით, რაც, შესაძლებელია, კავშირში ყოფილიყო ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან.

ვერსია ოჯახს ამ წყაროდან გამომდინარე ჰქონდა, როგორც ჩვენ გავიგეთ დაკითხვიდან. ჩვენ ჯერ კიდევ დაკითხვამდე ვიცოდით დავით ფურცხვანიძის შესახებ ინფორმაცია. ამ ყველაფერს გადავამოწმებდით გამოძიების ფარგლებში, თუმცა დაგვემატა ახალი მოცემულობაც, ფოტოსურათები, რაზეც ამ პიროვნებას დავკითხავთ”,- განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.

"რამიშვილმა დაადასტურა, რომ ტელეფონის კონტაქტებში "ყარაბაღას" სახელით დავით ფურცხვანიძე 8 სექტემბერს ჩაწერა" - ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი

"ფურცხვანიძეზე ინფორმაცია გვქონდა თეონა თამაზაშვილის მიერ წარმოდგენილი კვლევიდან გამომდინარე" - ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი

"თუ საპირისპირო ფოტომასალას დამიდებენ, მაშინ ვაღიარებ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა" - თეონა თამაზაშვილი