ავტორი:

"10 წელზე მეტია, რაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ... რატომ გვეთვლება ეს მინუსად, არ ვიცი" - თენგიზ ცერცვაძე

"10 წელზე მეტია, რაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ... რატომ გვეთვლება ეს მინუსად, არ ვიცი" - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ უკვე 10 წელზე მეტია "ქართული ოცნების" მომხრეა და უკვირს, რატომ ისმის ამის გამო მის მიმართ კრიტიკა.

ამის შესახებ ცერცვაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

"მე არ ვიცი კორონავირუსს რატომ იყენებენ პოლიტიკურ და საარჩევნო კონტექსტში. მე 10 წელზე მეტია, რაც ამ ჯგუფის მხარდამჭერი ვარ "ქართული ოცნების", კორონა საერთოდ ხსენებაში არ იყო მაშინ და რატომ გვეთვლება ეს მინუსად, ან რაღაც არაკორექტულ ქმედებად, არ ვიცი.

იგივე ბატონი კალოიანი, რომელიც ჩემზე არანაკლებ პოპულარული ექიმია და არანაკლებ მაღალი პროფესიონალი, რომელიც ღიად წავიდა პოლიტიკაში და დეპუტატობის კანდიდატია, მე მგონია. ან ძალიან ბევრი ცნობილი ექიმი, რომელიც ღიად დადის მათ კრებებზე და საარჩევნო კომპანიებში და ღიად უჭერს მხარს. მათ მიმართ რატომ არ არის კრიტიკა? მათ რამე დააშავეს? ჩვენ რატომ დავაშავეთ? " - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

რომელ რეგიონებში დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები და რა დეტალები ხდება ცნობილ გარდაცვლილ პაციენტებზე?

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა

"ქუჩაში, ჩემი უმწეო მდგომარეობით ისარგებლეს და იძალადეს... ცხრა თვეში ჩემი შვილი გაჩნდა" - 37 წლის ქალის უმძიმესი ცხოვრება და მოგონებები პანსიონატზე