სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკალმახის ტერიტორიაზე გატყუებას ადგილი არ ჰქონია" - პროკურორი განმარტავს, სად იყო თამარ ბაჩალიაშვილის დანიშნულების ბოლო პუნქტი
"საკალმახის ტერიტორიაზე გატყუებას ადგილი არ ჰქონია" - პროკურორი განმარტავს, სად იყო თამარ ბაჩალიაშვილის დანიშნულების ბოლო პუნქტი

პრო­კუ­რორ ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ე.წ სა­კალ­მა­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ტყუ­ე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, რა­საც მისი გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტიც ადას­ტუ­რებს.

ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რორ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360“გრა­დუ­სი გა­ნა­ცხა­და.

გუ­ლუ­აშ­ვი­ლის თქმით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ბოლო პუნ­ქტი ის ად­გი­ლი იყო, სა­დაც 22 ივ­ლისს მისი ავ­ტო­მო­ბი­ლი იპო­ვეს.

"არა­ნა­ირ გა­ტყუ­ე­ბას ამ შემ­თხვე­ვა­ში ად­გი­ლი არ ჰქო­ნია ე.წ სა­კალ­მა­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ან სხვა ობი­ექ­ტზე, რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ სა­ხელ­დე­ბო­და. და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ბოლო პუნ­ქტი იყო ის ად­გი­ლი, სა­დაც 22 ივ­ლისს იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი.

თუმ­ცა, მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი არის მარ­შრუ­ტის უტყუ­ა­რო­ბა, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი თა­ვის ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბის დროს ამ გზა­ზე არ ყო­ფი­ლა და არც სა­კალ­მა­ხის, ისე­ვე რო­გორც სხვა ნე­ბის­მი­ე­რი ნახ­სე­ნე­ბი ობი­ექ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ ყო­ფი­ლა თა­ვი­სი ავ­ტო­მო­ბი­ლით“, - გა­ნა­ცხა­და გუ­ლუ­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"საკალმახის ტერიტორიაზე გატყუებას ადგილი არ ჰქონია" - პროკურორი განმარტავს, სად იყო თამარ ბაჩალიაშვილის დანიშნულების ბოლო პუნქტი

"საკალმახის ტერიტორიაზე გატყუებას ადგილი არ ჰქონია" - პროკურორი განმარტავს, სად იყო თამარ ბაჩალიაშვილის დანიშნულების ბოლო პუნქტი

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ე.წ საკალმახის ტერიტორიაზე გატყუებას ადგილი არ ჰქონია, რასაც მისი გადაადგილების მარშრუტიც ადასტურებს.

ამის შესახებ პროკურორმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360“გრადუსი განაცხადა.

გულუაშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის დანიშნულების ბოლო პუნქტი ის ადგილი იყო, სადაც 22 ივლისს მისი ავტომობილი იპოვეს.

"არანაირ გატყუებას ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ე.წ საკალმახის ტერიტორიაზე ან სხვა ობიექტზე, რომელიც ბოლო პერიოდში მედია საშუალებების მიერ სახელდებოდა. დანიშნულების ბოლო პუნქტი იყო ის ადგილი, სადაც 22 ივლისს იქნა აღმოჩენილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი.

თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ამოსავალი წერტილი არის მარშრუტის უტყუარობა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თავის ავტომანქანით გადაადგილების დროს ამ გზაზე არ ყოფილა და არც საკალმახის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ნახსენები ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე არ ყოფილა თავისი ავტომობილით“, - განაცხადა გულუაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"ეკეთათ პირბადეები, ეხურათ ქუდები... მოგზავნილები არიან" - სამოქალაქო აქტივისტს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა

"ამბობს, რომ ნიკა გეჯაძე და მისი შეყვარებული ნინი არ უფრთხილდებოდნენ მის გრძნობებს" - რას ჰყვება ჟურნალისტი, რომელმაც ბაჩალიაშვილის ჩანაწერები მოისმინა

შსს თამაზ მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს